ანთიმოზ ივერიელის ხატის ჩამობრძანებით სამ ქვეყანას შორის მეგობრობის ხიდი გაიდო
ანთიმოზ ივერიელის ხატის ჩამობრძანებით სამ ქვეყანას შორის მეგობრობის ხიდი გაიდო
ათენში "საბერძნეთის ქართველ ქალთა კავშირთან" არსებული საინფორმაციო ჟურნალის "ემიგრანტი ქალის" რედაქტორის მოადგილის, ნატალია კაპანაძისგან გავიგეთ, რომ საბერძნეთში, ქალაქ ნავპლიოში, 26 სექტემბერს მეტად ღირსშესანიშნავი ღონისძიება ჩატარდა - რუმინეთიდან ქართველი წმინდანის - წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხატის ჩამობრძანდა. ეს ამბავი გააშუქა როგორც ნავპლიოს ადგილობრივმა პრესამ, ასევე სხვა ქვეყნების მედიამ. ამ საღვთო საქმეს სათავეში ედგა ბატონი გიორგი გოგუა, არგოლიდელ ქართველთა სათვისტომოს, "საქართველოს", დამფუძნებელი და თავმჯდომარე. ბატონმა გიორგიმ კიდევ ერთხელ უდიდესი წვლილი შეიტანა საბერძნეთ-საქართველოს მეგობრობის გამყარებაში, "მეგობრობის ხიდით" დააკავშირა საქართველო, საბერძნეთი და რუმინეთი. ბატონი გიორგი გოგუა არგოლიდაში უხუცესი ქართველია, ახლახან 70 წელი შეუსრულდა. ის 1979 წლიდან ცხოვრობს საბერძნეთში, მან დააარსა პირველი ქართული სათვისტომოც.

ბატონმა გიორგიმ ოფიციალურად სთხოვა ქალაქ ნავპლიოს მერს, ბატონ პანაიოტი ანაღნოსტარასს, რომ წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხატის რუმინეთიდან საბერძნეთში ჩამობრძანებისთვის ხელი შეეწყო. ხატი დააბრძანეს ნავპლიოში, წმინდა იოანეს სახელობის ეკლესიაში. წირვა ჩატარდებოდა სამ ენაზე: ქართულად, ბერძნულად და რუმინულად. წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხატის ჩამობრძანება მოხდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის, არგოლიდის მიტროპოლიტის იაკოვოს მეორისა და რუმინეთის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და მხარდამჭერით. ხატი რუმინეთიდან ჩამოაბრძანა ქალბატონმა ირინე ხონდამ. ის დააბრძანეს არგოლიდელ ქართველთა სათვისტომოს "საქართველოს" თავმჯდომარის ბ-ნი გიორგი გოგუას და ამ სათვისტომოს წევრთა მიერ გაკეთებულ მეგობრობის ბაღში - "საქართველოში - გეორგია". ხატისთვის მთელი წელიწადი ღამღამობით შენდებოდა პროსკინიტარი ანუ სალოცავი ქართველი არქიტექტორის, ბატონ თემურ მახალდიანის პროექტით, მასში გამოყენებულია ქართული ორნამენტები. აღსანიშნავია, რომ მეგობრობის ბაღში საქართველოდან ჩამოტანილი ქართული მიწაა მიმობნეული.

წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხატის ჩამობრძანებას უამრავი ქართველი, ბერძენი და რუმინელი ესწრებოდა. ათენის წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძრის არქიმანდრიტის თეიმურაზის (კალანდაძე), მამა ვასილის (რუმინეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი) და მამა გიორგის (ნავპლიოს ეკლესიის წარმომადგენელი) ლოცვა-კურთხევით ხატი დააბრძანეს საპატიო ადგილას. სიტყვით გამოვიდნენ ნავპლიოს მერის მოადგილე ბატონი ათანასიოსი, რეჟისორი და ჟურნალისტი თეოდოროს მიტროპაპასი, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთში ბატონი ირაკლი თავართქილაძე, მწერალთა კავშირის წევრი და საბერძნეთის ქართული დიასპორის გაზეთ "ელადის" რედაქტორი ქალბატონი ანა ყურშავიშვილი, "საბერძნეთის ქართველ ქალთა კავშირის" თავმჯდომარე ქალბატონი ნუნუ ღურჭუმალიძე, პოეტები: ზაირა კეღოშვილი და ნელი თედეიშვილი... მათ დიდი მადლობა გადაუხადეს ბატონ გიორგი გოგუას ასეთი მადლიანი საეკლესიო და საერო საქმის გაკეთებისთვის.

ბატონმა გიორგი გოგუამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ხელი გამოიღო ამ მადლიანი საქმის გასაკეთებლად: "არქიტექტორ თემურ მახალდიანს, ნავპლიოს მერს ბატონ პანაიოტი ანაღნოსტარასს, მის მოადგილეს ბატონ ათანასიოსს, საქართველოს სრულუფლებიან ელჩს საბერძნეთში, ბატონ ირაკლი თავართქილაძეს, ქალბატონ ირინე ხონდას - რუმინეთის წარმომადგენელს და მის ვაჟს პანაიოტისს, მამა ვასილის, მამა თეიმურაზს, მამა გიორგის, ქალბატონ ნუნუ ღურჭუმალიძეს და მის მოადგილეებს: მაყვალა მესხაძეს და ნატალია კაპანაძეს, ანა ყურშავიშვილს - დიასპორის გაზეთ "ელადის" რედაქტორს, რომელიც მუდამ მზად არის დახამრების ხელი გამომიწოდოს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მივულოცო მას საქართველოს მთავრობის ჯილდო - "კულტურის დესპანისა". დიდი მადლობა ქალბატონ გულია მაქსს, ადვოკატსა და თარჯიმანს, რომელიც მუდამ მზად არის, დაეხმაროს ყველა ქართველს, ზაირა კეღოშვილს და ნელი თედეიშვილს, ქალბატონ ნაირა მიქაბერიძეს... დღეს მეგობრობის ბაღში "საქართველოში - გეორგია" გამოჩნდა, რომ ძალა ერთობაშია. მადლობა ყველას, ვინც ტელეფონით და ფაქსით მოგვილოცა თბილისიდან, ფერეიდნიდან, ესპანეთიდან და კიდევ ბევრი სხვა მხარიდან. ასევე დიდი მადლობა ჩემს მეუღლეს, ქალბატონ სოფიკო კირიკიდუ-გოგუას, რომელიც დღედაღამ გვერდით მიდგას სათვისტომოს საქმიანობაში. დღეს ამ ეზოში კიდევ ერთი ქვეყნის - რუმინეთის დროშა აფრიალდა ქართულ და ბერძნულ დროშებთან ერთად. ასევე დიდი სიამაყით მინდა გაცნობოთ, რომ დაკანონდა და ყოველი წლის 27 სექტემბერს აღინიშნება ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე ქალაქ ნავპლიოში. წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხატი დაგვიცავს ყველას ყოველგვარი ანტიქრისტიანული ქმედებისგან, გაგვაერთიანებს მართმადიდებლებს, შეგვაგნებინებს ერთმანეთის სიყვარულს, თანადგომას. დაე, ეს "პროსკინიტარი" იყოს სასწაულმოქმედი ამისა და მშველელი ყოველთა თქვენთა. უფალი გფარავდეთ!"

"ანჩისხატის" სადიდებელი გზა იერუსალიმიდან თბილისამდე
"8 აგვისტოს ათენში დროებით მცხოვრებმა მართლმადიდებელმა ქართველებმა დიდი მადლი მივიღეთ - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, საქართველოდან ანჩისხატის მომლოცველთა ჯგუფმა მაცხოვრის ხელითუქმნელი ანჩისხატის საქადაგო ასლი ჩამოაბრძანა. მოგეხსენებათ, რომ ყოველი თვის დასაწყისში ათენის წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში ქართულ ენაზე წირვა-ლოცვას არქიმანდრიტი თეიმურაზი (კალანდაძე) და არქიმანდრიტი აბიბოსი აღავლენენ. წირვის დროს წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიაში ქართული სული, ქართული რწმენა და უფლის სიყვარული ყველას სახეზე ეტყობოდა. ის მადლი, რაც იმ დღეს, ანჩისხატთან შევიგრძენი, ალბათ მეყოფა საქართველოში დაბრუნებამდე. მოხარული ვარ, რომ ეს უდიდესი ბედნიერება და მადლი მეც მხვდა წილად", - მითხრა ნატალია კაპანაძემ. ანჩისხატმა მოილოცა ევროპის სხვა ქვეყნებიც და შემდეგ ჩამობრძანდა საბერძნეთში. ანჩისხატის მომლოცველთა ჯგუფის წევრმა, ქალბატონმდა ნინო მჭედლიშვილმა აღწერა ის გზა, რაც მოილოცა ანჩისხატმა - "გერმანიაში - ფრანკფურტი, პარიზში - თამარ მეფის ტაძარი ლევილში. მოინახულეს ის ადგილი, სადაც ცხოვრობდნენ ქაქუცა ჩოლოყაშვილი და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი - თაყაიშვილი, ლევილის მუზეუმში იხილეს ქაქუცასეული ნივთები. ანჩისხატმა მოილოცა ბარსელონა და რომის გავლით ჩაბრძანდა ბარიში. რომიდან - ათენში. აქ ათასობით მართმადიდებელი ქართველი შეეგება ანჩისხატს. ათენიდან ანჩისხატი წააბრძანეს ათონის წმინდა მთაზე, იქიდან - კვიპროსში, კვიპროსიდან კი იერუსალიმში, სადაც ფერისცვალების დღიდან დაიწყო "ხატის გზა", ანუ ის გზა, რაც ანჩისხატმა განვლო იერუსალიმიდან თბილისამდე. უკან დაბრუნების დროს ანჩისხატმა გაიარა კონსტანტინოპოლი და საქართველოში გორის გავლით შებრძანდა თბილისში. ანჩისხატის მოლოცვა დასრულდა 29 აგვისტოს, ანჩისხატობის დღეს. ანჩისხატის ამ მოლოცვას საფუძვლად ედო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევა და საქადაგო მოწოდება - "სიწმინდეები გვიხმობენ". ჩვენი პატრიარქი ყველა ემიგრანტ ქართველს მოგვიწოდებს საქართველოში დავბრუნდეთ და ჩვენი რწმენით გავაძლიეროთ ჩვენი მამული... უფლის სიყვარულით, მარიამ ღვთისმშობლის მადლით და იესო ქრისტეს ლოცვით, საქართველო გაბრწყინდება და ქართველი ერი იპოვის სულიერ სიმშვიდეს...

KARIBCHEსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა ლოცვა-კურთხევითა და მონაწილეობით სალიტანიო-საქადაგო ანჩისხატი 2004 წლიდან დაბრძანდება სრულიად საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ წმინდა ადგილების მოსალოცავად. წარწერები და ქტიტორთა ფიგურები ტაძრებსა და ხატებზე (თვით ანჩისხატის კარედზე) მრავალი გვხვდება სრულიად სამართლმადიდებლოში. საქადაგო ანჩისხატზეც გულისტკივილითაა ამოტვიფრული დღეისთვის ერთობ მნიშვნელოვანი სიტყვები: "უხრწნელ ანჩისხატს თაყვანი ვსცეთ, ივერიელნო - სიწმინდეები გვიხმობენ", რომელიც ერს სიწმინდეების მდგომარეობას აცნობს, თაყვანისცემად მოუწოდებს და ლოცვად უხმობს.

ანჩისხატის კანონიკური ასლი მრავალჯერ მიიღო და მისი მომლოცველები დალოცა ილია მეორემ. სალიტანიო ხატმა წლების განმავლობაში საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებლური ტაძარი და წმინდა ადგილი მოილოცა. მოლოცვისას მრევლს სხვადასხვა ენაზე ურიგდებოდა ბუკლეტები და ფილმები ხატის ისტორიაზე. სრულდებოდა ერთობლივი ლოცვები მართმადიდებელთა კეთილდღეობისთვის. სალიტანიო ანჩისხატის ჩაბრძანებამ სხვადასხვა ქვეყანაში მორწმუნეები სასოებით განაწყო და მრავალთ სულიერი სიხარული, მადლი და კურნება მიანიჭა.

2009 წელს, ხელუთქმელი ხატის სადიდებელად, პირველად გაიმართა ანჩისხატის გზა იერუსალიმიდან თბილისამდე. მომლოცველებმა ანჩისხატის ასლით მოიარეს ის წმინდა ადგილები, რომელიც ხელუთქმნელმა ხატმა თბილისში შემოსვლამდე საუკუნეების მანძილზე ისტორიულად განვლო. ხატი მიბრძანებული იყო ფერისცვალებას - თაბორის მთაზე, იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, გოლგოთაზე ჯვარცმის ადგილას, მაცხოვრის, ღვთისმშობლის, წმინდა გიორგის საფლავებთან, გეთსიმანიის ბაღში, ლაზარეს აღდგინების ადგილას...

ანჩისხატის ასლი მერე მომლოცველებმა თურქეთის ტერიტორიაზე ისტორიულ ედესაში (ურფა) მიაბრძანეს. კონსტანტინოპოლში (სტამბოლი) ყოფნისას, ხატი ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დააბრძანეს, შემდგომ აია სოფიას და ტაო-კლაჯერთის ქართული ტაძრები მოილოცეს.

ანჩისხატობას მომლოცველებმა ხატი თბილისში შემოაბრძანეს, საიდანაც სიწმინდეების მადლით ლოცავს სრულიად საქართველოსა და სამართლმადიდებლოს. სალიტანიო ანჩისხატმა კიევის მართლმადიდებლური ტაძრები და მონასტრებიც მოილოცა. სასულიერო პირებმა მგალობლებთან ერთად კომუნისტების მიერ დაკეტილ კიევის სოფიოს ტაძარს ხატი ლიტანიით სამჯერ შემოატარეს და ტაძარში პარაკლისი აღავლინეს.

სალიტანიო ანჩისხატი ძირითადად კვლავაც დაბრძანებულია თბილისის ხელოვნების მუზეუმის წინ. მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, ბოლო წლებში მუზეუმთან მუდმივად მიმდინარეობს სადღეღამისო ლოცვა, ხოლო ყოველდღიურად საღამოს 7 საათზე ტარდება პარაკლისები და აღევლინება საგალობლები ერის გაძლიერებისთვის. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ერი ანჩისხატსა და სიწმინდეებს მუზეუმიდან არ დაიბრუნებს.

"ანჩისხატი არის ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მადლის მომნიჭებელი სიწმინდე, ამიტომაც მის წინაშე მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს ლოცვა", - ბრძანებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.

ვილოცოთ და გვწამდეს უფლი. უფლის ძალა შეგვეწიოს ყველა მართლმადიდებელს... ხოლო ყველა ემიგრანტი ქართველი, მათ შორის მეც, მალე დავბრუნდეთ ჩვენს ულამაზეს საქართველოში".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler