დაე, თქვენი სამშვენისი ნუ იქნება გარეგნული იერი, არამედ გულის ფარული სიწმინდე, უხრწნელი სამკაული მშვიდი და თვინიერი სულისა
დაე, თქვენი სამშვენისი ნუ იქნება გარეგნული იერი, არამედ გულის ფარული სიწმინდე, უხრწნელი სამკაული მშვიდი და თვინიერი სულისა
ნიკოლოზ ამბრაზი "ებრაელი რაბინის მოქცევა"
იუდეველისგან მოქცეულ ქრისტიანთა ეკლესია. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს შორეულ, მოციქულთა დროინდელ ეპოქაში გადავსახლდი , როცა შენდებოდა იუდეველ ქრისტიანთა პირველი ეკლესიები. თვითონ მრევლის სამოსი განსაკუთრებული იყო, ისეთი, როგორსაც ატარებენ აღმოსავლეთში იუდეველნი. ყოველივე ამან სულის სიღრმემდე შემძრა. გაიღო სამეუფეო კარები და ახალგაზრდა დიაკონი გამოვიდა. დადგა კარის წინ და შთამბეჭდავად წარმოთქვა წმინდა ებრაულ ენაზე: "აკურთხე, მეუფეო".

საკურთხევლიდან მოისმა დიდებული ასამაღლებელი: "ბარუხ ატა ელოხენუ..." ანუ "კურთხეულ არს მეუფება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!" ეს ისააკის ხმა იყო! ყურს არ ვუჯერებდი! ღმერთო ჩემო! ის ხომ გუშინ რაბინი იყო, დღეს მართლმადიდებელი მღვდელია და საღვთო ლიტურგიას აღასრულებს! განა ეს ჩვენს თვალწინ აღსრულებული სასწაული არ არის! გამაოცა ხალხის ღვთისმოშიშებით და კრძალვით ლოცვამ. ლიტურგია მართლმადიდებელი ეკლესიის ჩვეულებისამბერ მიმდინარეობდა. ორი გუნდი გალობდა, ერთი - ებრაულად, მეორე - ბერძნულად. ყურადღებით ვუსმენდი ყველაფერს და ვხარობდი ჩემი მეგობრის, ისააკის ხილვით, რომელსაც ახლა მამა იოანე ოქროპირს ეძახდნენ. როცა ის საკურთხევლიდან გამოვიდა და ამბიონისკენ გაემართა, თვალი მომკრა. თავი ვერ შეიკავა და გახარებულმა დამიძახა: "ნიკოლოზ! ძმაო ნიკოლოზ!" და გადამეხვია! ყველა ჩვენ მოგვაჩერდა. დიდი სიყვარულით ვემთხვიე მის მარჯვენას - არასოდეს არავის ვმთხვევივარ ასეთი კეთილმოკრძალებით!

ცოცხალი რწმენითა და ადამიანების სიყვარულით აღსავსე მამა იოანე ამბიონზე ავიდა. თვალები ზეცად აღაპყრო, თითქოს ზეცითგან კურთხევა და შეწევნა გამოითხოვა, იწყო ქადაგება და განმარტავდა სახარების იმდღევანდელ საკითხავს, ღვთისმშობლის დღესასწაულზე რომ კითხულობენ: "მართა, მართა, ნუ ზრუნავ მრავლისათვის. მარიამმა კეთილი ნაწილი გამოირჩია".

- ძმანო ჩემნო საყვარელნო, - დაიწყო მან, - ჩვენი მოდგმიდან თითქმის ერთადერთნი ვართ, რომელთაც უფლის კეთილი ნაწილი გამოირჩიეს! ძალზე მწარეა ჩვენთვის იმის ყურება, რომ ჩვენმა ხალხმა, ისედაც ღვთის ხალხმა, რჩეულმა ერმა ისრაელისამ, ვერ შეიტყო მესიის მოსვლის ჟამი და დღემდე ზრუნავს მრავლისათვის! ფანატიკოს რაბინთაგან მოწამლულებმა, შეცვალეს ჭეშმარიტი აზრი ღვთივგანცხადებული ჭეშმარიტებისა. მათ სძულთ სოფლისთვის განცხადებული ჭეშმარიტება და განაგდებენ ნათელს, რომელიც ყოვლადწმინდა ქალწულისგან მოიფინება!

მეგობარნო ჩემნო, მოციქულ პავლეს მსგავსად, მთელი გულით გვინდა ჩვენი ხორციელი თანამოძმეების ცხონება! ვიზრუნოთ მათი განათლებისთვის! ამაში შეგვეწევიან სულიწმინდით მეტყველი წინასწარმეტყველები. მათმა ხმამ, ვით თვით ღვთისგან ნათქვამმა, უნდა დაუკაკუნოს გულის კარებზე, რამეთუ სწორედ მათ იწინასწარმეტყველეს ქრისტეს მოსვლა, მისი ქადაგება, სასწაულები, ვნება, ჯვარცმა და დიდებული აღდგომა! ეს კეთილი ნაწილი გვებოძა ჩვენ, ახალ ისრაელს, ზეციური მეფის ჭეშმარიტ შვილებს!..

ამგვარი გახლდათ ქადაგება ისააკისა, მისი მხურვალე სარწმუნოების პათოსი! ჩვენ სიხარულით აღგვავსო მისმა უტკბესმა სიტყვებმა! აი, ის, ახალი ოქროპირი, ღვთის რჩეულ ერში დაბადებული!

ქადაგების მერე ლიტურგია ჩვეულებისამებრ გაგრძელდა: "წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ!" - სულისშემმუსვრელად გალობენ ებრაულ ენაზე: "ყადოშ, ყადოშ, ყადოშ ადონაღი ცაბაოთ" და ა.შ.

ლიტურგიის მერე, წესისაებრ, ხალხი მოძღვართან მივიდა კურთხევისთვის, იღებდნენ სეფისკვერს და მღვდელს ხელზე ემთხვეოდნენ. სეფისკვერის დარიგების მერე ისააკი საკურთხეველში შევიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ დიაკონთან ერთად სამეუფეო კარით გამოვიდა და ჩემკენ წამოვიდა.

- სინეზი, - მიუბრუნდა დიაკონს მამა იოანე, - ხედავ ამ ადამიანს? - და ჩემზე მიუთითა.

- როგორც ჩემ მიერ უღირსისა შენ შეიცანი ჭეშმარიტება და ქრისტიანი გახდი, ასევე მეც ნიკოლოზის მიერ შევიგრძენი მესია ქრისტე.

- ეს ის ნიკოლოზია? - აღტაცებული დიაკონი ჩემკენ გამოქანდა და მარჯვენაზე მემთხვია.

- ძმაო ნიკოლოზ, ეს დიაკონი კი სწორედ რაბინი სამუელია, რომელზეც წერილში გწერდი. ოდესღაც რაბინი ახლა ჩემსავით მსახურია ჭეშმარიტი ღვთისა...

ცრემლები წამსკდა. ჩვენი სიხარული კი ენით ვერ გამოითქმება... ისააკმა მოძღვართან ერთად ეკლესიის მეზობელ ქოხში შეგვიყვანა. ოთახი კოპწია და მოხდენილი იყო. კედლებზე ეკიდა ხატები და სურათები, სადაც გამოსახული გახლდათ სხვადასხვა მოვლენა ძველი და ახალი აღთქმიდან. დიდი ჯვარი უმშვენიერესი ყვავილებით იყო შემკული, მათი სურნელი მთელ ოთახში იფრქვეოდა. თავი ვერ შევიკავე და მამა იოანეს ვკითხე:

- ასე უთენია ვინ მოასწრო ქრისტეს ჯვრის შემკობა?

- ჩემმა რებეკამ, - მიპასუხა მამა იოანემ, - ცოლმა ჩემმა.

- ნუთუ ცოლიანი მღვდელი ხარ? - ვკითხე გაოცებულმა.

- რა თქმა უნდა, თორემ სხვანაირდ დავარღვევდი კანონს, რომელიც ერში მყოფ მღვდელს უცოლობას უკრძალავს. ამ დროს კარი გაიღო და ოთახში შემოვიდა სიმდაბლით ავსებული ახალგაზრდა ქალი. მამა იოანეს წარდგენის მერე გულითადად მოგვესალმა და მადლობა გადაგვიხადა სტუმრობისთვის.

მალე დიაკონი სინეზიც შემოვიდა თავის ოცი წლის მეუღლესთან, რაქელთან ერთად, რომელსაც ნათლისღების მერე როდა დაარქვეს იმ როდას პატივსაცემად, რომელმაც ანგელოზის მიერ საპყრობილიდან განთავისუფლებულ პეტრე მოციქულს კარი გაუღო.

როცა ყველა შეიკრიბა, მდიდრულ სუფრასთან მიგვიწვიეს. მე გამაოცა სიმდაბლემ და მდუმარებამა სამღვდელო ცოლებისა - რებეკასი და როდასი. უნებურად გამახსენდა მოციქულ პეტრეს I ეპისტოლეში დედაკაცებისადმი მიმართვა: "დაე, თქვენი სამშვენისი ნუ იქნება გარეგნული იერი: თმაწნულობა, ოქროს სამკაულები თუ მორთულ-მოკაზმული სამოსი, არამედ გულის ფარული სიწმინდე, უხრწნელი სამკაული მშვიდი და თვინიერი სულისა, რაც ესოდენ ძვირფასია ღვთის წინაშე".

ტრაპეზის დასასრულს მამა იოანემ თქვა:

- ჩემო საყვარელო მეგობრებო, ვფიქრობ, დადგა დრო, ყველაფერი მოგიყვეთ ჩვენს მოქცევაზე. გახსოვს, ნიკოლოზ, იმედი გამოვთქვი, - ჩემი მოქცევა ბევრ ჩემს თანამოძმეს აპოვნინებს ქრისტეს-მეთქი. შენ ასევე იცი სამუელის მოქცევაც. სამუელის მერე ქრისტესკენ მოიქცნენ ჩვენი მომავალი მეუღლეები: რებეკა და რაქელი.

- ეტყობა, აქ ბევრ სირთულეს შეეჯახეთ? - ვკითხე მას.

- ჰოი! ჩვენი ზეციური მამისთვის ყველაფერი შესაძლებელია! როგორც ჩვენ, ისე ამ ორ თავის ქმნილებას მოუწოდა თავის მაცხოვნებელ სამწყსოში. მათ, ორივემ, კეთილშობილ ქალთა სასწავლებელი დაამთავრეს, იცოდნენ ებრაული, ბერძნული და ესპანური - გულმოდგინედ კითხულობდნენ წმინდა წერილს. ჩვენ მათ წინასწარმეტყველთაგან განსაკუთრებული ადგილები ვაჩვენეთ, სადაც საუბარია სოფელში ქრისტეს მოსვლასა და მის მაცხოვნებელ მესიანურ როლზე მთელი კაცობრიობისთვის ცოდვის, სიკვდილისა და ეშმაკის ხელმწიფებიდან განთავისუფლებაში. ჩვენი მომავალი მეუღლეები დიდი სარწმუნოებით მიუდგნენ წინასწარმეტყველთა გამოცხადებებს და ბევრს ლოცულობდნენ, რომ უფალს მათთვის წმინდა წერილის გულისხმისყოფა მიეცა. გულწრფელად დაიჯერეს და იწამეს ქრისტე-მესია და ნათლისღება მოისურვეს. მათმა საოცარმა მოშურნეობამ მხნეობა შეგვმატა. მათ თავი განვუცხადეთ, რომ ქრისტიანები ვართ და ჩვენც ნათლისღება გვინდა.

როცა ისააკმა ეს გვიამბო, ცოლებს სახე წამოუწითლდათ, თავები დახარეს და თქვეს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ჩაუდენიათ, მხოლოდ აღასრულეს თავიანთი მოვალეობა.

- როგორ მოხდა ის, რაც ასე გულწრფელად სურდა თქვენს სულებს? - ვკითხე მამა იოანეს.

- ღმერთი შეგვეწია, - მიპასუხა მან, - რამეთუ სახარებაში წერია: "ეძიებდით და ჰპოვეთ, დააკაკუნეთ და კარი განგეღებათ, ითხოვდეთ და მოგეცემათ", - ისააკი მიუბრუნდა თავის თანამოძმე დიაკონს, - მითხარი, სინეზ, რას ვდღესასწაულობდით იმ დღეს, როცა გადავწყვიტეთ სამუდამოდ დაგვეტოვებინა სინაგოგა და ჩვენს მაცხოვარს იესო ქრისტეს შევერთებოდით?

- ებრაელები მაშინ დღესასწაულობენ, უფრო სწორად, აღნიშნავენ იერუსალიმის დანგრევის დღეს, - უპასუხა დიაკონმა.

- მახსოვს, მაშინ მძიმე მარხვა შევინახეთ და ღრმა მწუხარებით ვგალობდით იერემია წინასწარმეტყველის გალობას მეხუთე თავიდან: "მოიხილე, უფალო, რაი გვეყო ჩვენ, მოიხილე და იხილე ყვედრება ჩვენი. სამკვიდრებელი ჩვენი გარდაიქცა სხვათად, სახლნი ჩვენნი უცხოთად. ობოლ ვიქმენით ვითარცა არმქონებელნი მამისა... მამათა ცოდეს და არ არიან და ჩვენ ცოდვათა და უსჯულოებათა მათთა მოვიხუამთ... იგლოა გვირგვინმან თავისა ჩვენისამან. ვაი ჩვენ, რამეთუ ვცოდეთ! ამისთვის იქმნა სალმობიერ გული ჩვენი. ამისთვის დაბნელდნენ თვალნი ჩვენნი... რაისათვის სრულიად დამივიწყენ სრულიად? ...მოგვაქციე ჩვენ შენდა მიმართ, უფალო, მოვიქცეთ, და განანახლენ დღენი ჩვენნი ვითარცა წინასწარ" (იერემიას გოდება 5,1-22).

"იერემიას გოდების" გალობას რეფრენად სდევდა "ღმერთსა ჩემსა, სულო ჩემო". მეხუთე თავის გალობის მერე სამუელი ამბიონზე ავიდა და ქადაგების საფუძვლად აიღო ამავე თავის მეშვიდე მუხლის სიტყვები: "მამათა ჩვენთა ცოდეს და არ არიან და ჩვენ ცოდვათა და უსჯულოებათა მათთა მივიხუამთ". აი, მან რა თქვა: "მამანო და ძმანო, მთელო ისრაელო! ვტიროდით ჩვენ, ვტირით და ვქვითინებთ წინასწარმეტყველ იერემიასთან ერთად იმ უბედურების გამო, რომელიც ჩვენს ერს დაატყდა თავს, სიონის დანგრევაზე, კაცთა დატყვევებაზე, ჩვენი სიწმინდეების დატაცებაზე, ქალწულების გაუწმინდურებასა და ჩვენს ყმაწვილთა მონობაზე! ვაიმე! ვაი შენ, საყვარელო სიონო! ვაი შენ, ხალხო ისრაელისა ("ამ დროს სამუელი მართლაც ატირდა. მისი ქვითინი მთელ სინაგოგაში გაისმა. სულის სიღრმემდე შეძრული ხალხი მასთან ერთად ტიროდა!" - თქვა ისააკმა)! მერე სამუელმა განაგრძო: "ვმარხულობთ ჩვენ, ძმანო, ვმარხულობთ ყოველწლიურად, ვტირით და ვქვითინებთ მომხდარის გამო. მაგრამ აქედან რა სიკეთე გვაქვს? ჩვენი ღმერთი უკვე აღარ გვისმენს! რატომ? რა უშლის, შეისმინოს ჩვენი ქვითინი, მოხედოს ჩვენს მარხვას და ცრემლებს? ვაიმე, ძმანო ჩემნო! ამაზე აშკარად ამბობს წინასწარმეტყველი: "მამათა ცოდეს და არ არიან და ჩვენ ცოდვათა და უსჯულოებათა მათთა მოვიხუამთ". განა ვისწავლეთ რამე ამ მწარე გაკვეთილიდან? ვაი, რომ არაფერი". ამიტომაც დაუშვა უფალმა სამოცდაათწლიანი ბაბილონის ტყვეობა, როგორც ამას ამბობს წინასწარმეტყველი იერემია, მაგრამ მითხარით, - წამოიძახა კვლავ სამუელმა, - რა ცოდვების გამო დასაჯა ისინი სამოცდაათი წლით.

- რამეთუ ისინი უწმინდურები იყვნენ, უარყვეს ღმერთი და ეთაყვანნენ ადამიანთა ხელით ქმნილ კერპებს, - უპასუხეს შეკრებილთ.

- მართალია, კერპთაყვანისცემისთვის დაისაჯნენ! - დაუდასტურა სამუელმა, - მაგრამ გეკითხებით, თუ არის კერპთაყვანისცემაზე უფრო დიდი ცოდვა?

- არა, არა! - უპასუხა ხალხმა.

- მაშინ მითხარით, თუ უფალმა კერპთაყვანისცემისთვის მთელი სამოცდაათი წელი დაგვკარგა, რა არის ის ცოდვა, უფრო მძიმე ცოდვა, რომ უკვე 1800 წელია ისრაელის ხალხი დაითმენს ლტოლვილობას? რა საშინელი ცოდვის გამო დავკარგეთ სამშობლო მე და თქვენ, არ გვაქვს ტაძარი, მსხვერპლშეწირვა? სად არის ჩვენი სამღვდელოება, სად არის წმინდა წმინდათა იერუსალიმის ტაძრისა? სად, მიპასუხეთ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler