არა - ცოდვას!
არა - ცოდვას!
ჟურნალ ,,კარიბჭის" მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი:

არა – ცოდვას!



"შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი"

წმინდა იოანე ოქროპირი: "სოდომია უფრო საშინელია, ვიდრე მრუშობა, რომელიც მართალია უკანონოა, მაგრამ ბუნებრივია, მამათმავლობა კი უსჯულოებაცაა და ამავე დროს, ბუნების წინააღმდეგ მიმართული ცოდვაც.

წმინდა იოანე ოქროპირი: არ არსებობს ცოდვა, რომელიც ამ უსჯულოებას შეედრება და მასში მყოფნი რომ ამ ცოდვის სიმძიმეს აცნობიერებდნენ, ამ სისაძაგლეში ჩავარდნას მრავალგზის სიკვდილს არჩევდნენ".

ეკლესია მამათმავლების მიმართ ყველაზე მკაცრ ეპიტიმიას აწესებდა. კერძოდ, წმიდა ბასილი დიდის ამფილოქე იკონიელისადმი მიწერილი მესამე კანონიკური ეპისტოლის 62-ე წესის მიხედვით, მამათმავლები წმიდა ზიარებიდან 15 წლით განიკვეთებოდნენ, ეს ეპიტიმია უფრო მკაცრია, ვიდრე მრუშობის ეპიტიმია, რომელიც 7,5 წლით განკვეთას ითვალისწინებს. რადგან სოდომია ორმაგ ცოდვას წარმოადგენს. ცოდვას, რომელიც მიმართულია როგორც მეორე პიროვნების, ისე თვით ბუნების წინააღმდეგ.

ადამიანის სექსუალურობა მხოლოდ ორი სახით შეიძლება განხორციელდეს - ესაა ქორწინება და ქალწულობა. ორივე მათგანი ეკლესიის მიერ მაცხოვნებლადაა მიჩნეული. სქესობრივი ცხოვრების ნებისმიერი სხვა ფორმა ცოდვაა.

ტერმინი ჰომოსექსუალიზმი მე-19 საუკუნის ბოლოს გაჩნდა და საკუთარი სქესის მქონე ინდივიდისადმი სექსუალურ ლტოლვას გულისხმობს. სოდომური ცოდვა ამ ტერმინის დამკვიდრებამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში ეს მდგომარეობა ერთმნიშვნეოვნად განიხილებოდა, როგორც ნორმიდან გადახრა და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის სამოქალაქო სამართალი ჰომოსექსუალიზმს მიიჩნევდა ან დანაშაულად, როგორც საზოგადოებრივი მორალის საწინააღმდეგო ქმედებას ანდა - დაავადებად და ამ საქციელის ჩამდენს კანონმდებლობა ან სჯიდა ანდა მკურნალობას აიძულებდა.


თუმცა მეოცე საუკუნეში მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. დამკვიდრდა ახალი ტერმინი - სექსუალური ორიენტაცია. თანამედროვე ფსიქიატრია განიხილავს ორიენტაციის 3 ფორმას: ჰეტეროსექსუალობას, ჰომოსექსუალობას და ბისექსუალობას და არცერთ მათგანს არ მიიჩნევს პათოლოგიად ან გადახრად. 1973 წელს ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ გააკეთა დასკვნა, რომ ჰომოსექსუალიზმი არ წარმოადგენს ადამიანის ფსიქიკურ დაავადებას, ხოლო 1990წელს კი "მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ" ცვლილება შეიტანა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში( მე-10 შესწორება) და ამოიღო ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან,. მალე ამას დაემატა ისიც, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინებაც დაკანონდა და მათ ბავშვის აყვანის უფლებაც მიეცათ.

ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს ბოროტებას; ვინც ბნელს ნათლად სახავს და ნათელს ბნელად... ვაი დამნაშავის გამამართლებელს (ეს. 5,20,23)


მრავალმა გამოკვლევამ გამოავლინა, რომ ჰომოსექსუალების რაოდენობა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, არ აღემატება მთელი მოსახლეობის 3-5%-ს. მაგრამ საკმარისია ჰომოსექსუალმა მოიპოვოს რაიმე სოციალური სტატუსი (თანამდებობა საჯარო სამსახურში ან კერძო სექტორში, სახელი მეცნიერებასა ან ხელოვნებაში, ან სხვა რომელიმე დარგში), ის მაშინვე ცდილობს თავისნაირების დაწინაურებას. ჰომოფილიის, ანუ ჰომოსექსუალებისათვის ხელშეწყობისა და წახალისების რეჟიმის ეპოქაში, ჰომოსექსუალები ხშირად ,,იპყრობენ"" მთელ სტრუქტურებს და დაწესებულებებს.

მას შემდეგ, რაც ჰომოსექსუალებმა ზოგიერთი ქვეყნის საკანონმდებლო დონეზე გარკვეული უფლებები მოიპოვეს, ამით არ დაკმაყოფილებულან და ცდილობენ თავიანთი ცხოვრების წესის პროპაგანდას გეი-აღლუმების, გეი-მანიფესტაციების და სხვა ღონისძიებების მეშვეობით. ასეთ შეკრებებს გამუდმებით თან ახლავს მოწოდება ახალგაზრდებისადმი, რომ სხვებიც შეურთდნენ ჰომოსექსუალთა "მრავალფეროვან" ყოფას. "გაფერადდი!" - ასე ჟღერს მათი მოწოდება. ჰომოსექსუალები გეი-აღლუმების დროს არ ერიდებიან გარყვნილი ქმედებების ჩადენას სახალხოდ და ამით ცდილობენ დაუმტკიცონ საზოგადობას, რომ თავისუფალნი არიან საკუთარ ქმედებაში.

არავისთვის არის სიახლე, რომ მსოფლიოში არიან ძალები, რომელთა ინტერესებში შედის გარყვნილების პროპაგანდის ხელშეწყობა და დაფინანსება. ჩვენ ახლა ამ ძალების წარმომავლობასა და მიზნებზე არ ვისაუბრებთ, თუმცა სარწმუნოებრივი თვალსაზრისით რა ძალასთანაც გვაქვს საქმე, ცხადზე ცხადია.

ჰომოსექსუალიზმის სამედიცინო ასპექტები


გამოჩენილი ამერიკელი ექიმი და მეცნიერი ჩარლზ სოკარიდესი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში იკვლევდა ჰომოსექსუალიზმს და მკურნალობდა ამ მძიმე სენით დაავადებულებს. მისი პაციენტების მესამედი დაუბრუნდა ნორმალურ ცხოვრებას, შექმნა ოჯახი და შვილები გააჩინა. 1995 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში ,,როგორ გაპიდარასტდა ამერიკა"" სოკარიდესი აღწერს, როგორ აქციეს ე.წ. კულტურული რევოლუციის აქტივისტებმა ეს პათოლოგია ,,ცხოვრების ნორმად"" და როგორ იქცა ეს სენი ეროვნული მასშტაბის ტრაგედიად:რა უდევს საფუძვლად ადამინის ჰომოსექსუალური ქცევის ჩამოყალიბებას? ეს კითხვა მეოცე საუკუნიდან მოყოლებული აქტუალური გახდა მედიკოსთა, ფსიქოლოგთა, სოციოლოგთა და სხვა დარგების მეცნიერთა შორის. არსებობს არაერთი თეორია, თუმცა მათ შორის ყველაზე პოპულარული ე.წ მრავალფაქტორული მიდგომა გახლავთ. ეს თეორია ამტკიცებს, რომ ადამიანი ჰომოსექსუალად ყალიბდება როგორც ბიოლოგიური, ისე სოციალურ-კულტურული ხელშემწყობი ფაქტორების ერთობლივი ზემოქმედებისას. თუ ბიოლოგიური ფაქტორი გულისხმობს გენეტიკურ თავისებურებებს, ჰორმონულ ფონს, თავის ტვინის ფუნქციონირების თავისებურებებს და სხვა ორგანულ დარღვევებს, კულტურულ-სოციალური ფაქტორებიდან აღსანიშნავია აღზრდა, გარემო, ოჯახი, საზოგადოება და სხვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰომოსექსუალიზმისადმი ბიოლოგიური მიდრეკილება რეალიზდება ადამიანის არასწორი აღზრდის პირობებში და საზოგადოებრივი აზრი ადამიანთა სექსუალური ქცევის შესახებ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ფაქტორს წარმოადგენს.

როგორც ჩანს, ეს ყველაზე უკეთ იციან ჰომოსექსუალებმა და მათი მოწოდება: "გაფერადდით!" - მხოლოდ მოწოდებად რომ არ დარჩეს, ყველა საშუალებით ცდილობენ შეაგუონ საზოგადოება მათი ქცევის პოპულარიზაციისა და პროპაგანდის მეთოდებს, რათა მათი გარყვნილი ქმედება ჩვეულებრივ მოვლენად იქცეს და მისაღები გახდეს ჯერ კიდევ სექსუალურად ჩამოუყალიბებელი მოზარდი თაობისათვის.


რა ხდებოდა 17 მაისამდე


გამოკითხვების მიხედვით, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მოსახლეიბის 60-დან 95 პროცენტამდე საკუთარ თავს ჯერ კიდევ მოიაზრებს ქრისტიანად. მაგრამ "პრაქტიკოს" ქრისტიანთა რიცხვი განუხრელად მცირდება. მებრძოლი სეკულარიზმი , თავის მხრივ, ძალ-ღონეს არ იშურებს იმისათვის, რომ ქრისტიანობა მოდიდან გადავიდეს, რომ ის აღიქმებოდეს "წარსულის გადმონაშთად", რომ მან ადგილი დაუთმოს უფრო "პროგრესულ" მსოფლმხედველობრივ კონცეფციებს. აქტიური მუშაობაა გაჩაღებული ახალგაზრდობასთან: სეკულარული იდეებით ნასაზრდოები თანამედროვე ახალგაზრდული კულტურა, სულ უფრო ანტიეკლესიური და ანტიქრისტიანული ხდება.

საქართველოს მოსახლეობის ჯერ კიდევ აბსოლუტური უმრავლესობისათვის ქრისტიანული ღირებულებებია ცხოვრების მთავარი არსი. ამ ღირებულებებთან მებრძოლი "თანამედროვედ მოაზროვნე" ხელისუფლება კი წლების განმავლობაში ფსიქოლოგიურად ძალადობდა თავის ხალხზე. ყველა საინფორმაციო საშუალებით და ზემოქმედების სხვა მეთოდებით ახდენდა საზოგადოების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას, ამცირებდა ეკლესიას, ცდილობდა მისი ერთიანობის ხელყოფას, ახდენდა გარყვნილების, მათ შორის ჰომოსექსუალიზმის რეგულარულ, თანმიმდევრულ პროპაგანდას. ასეთმა ფსიქოლოგიურმა ტერორმა კი ჩამოაყალიბა საზოგადოების აგრესიული განწყობა იმ ღირებულებებისადმი, რომელსაც მას მისი ნების საწინააღმდეგოდ ახვევენ თავს. და ასეთი აგრესიული საზოგადოებისგან ბრბოს მიღებას არაფერი უნდა სულ მცირე პროვოკაციის მეტი. ფსიქოლოგიური ძალადობის ავტორებს ეს ყველაზე უკეთ მოეხსენებოდათ და პროვოკაციის მოწყობაც ხომ მათ ინტერესებში იყო. პოლიტიკური პროცესების მიმოხილვა ჩვენი სასაუბრო თემა არ არის, ამით მხოლოდ იმის თქმა გვინდა, რომ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.



რა მოხდა 17 მაისს

1. საქართველოს მოსახლეობამ ერთხმად თქვა, რომ ჰომოსექსუალიზმი არის სოდომური ცოდვა და რომ ამ ცოდვის პოპულარიზაცია საქართველოში ვერ მოხდება.

2. ქართველმა ხალხმა შორს გამიზნული, მზაკვრულად დაგეგმილი პროვოკაციის მიუხედავად გაუძლო კიდევ ერთ უმძიმეს გამოწვევას.

3. ერი და ბერი გაერთიანდა განსაცდელის ჟამს და ეს ერთიანობა არ აპატია მათ ამ პროვოკაციების ავტორ-შემსრულებელმა.

4. ჩვენ დავინახეთ, რომ საზოგადოებას ჭეშმარიტი ქრისტიანული რწმენის, სიმშვიდისა და სიყვარულის მოსაპოვებლად ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი და მაშინ ასეთ განსაცდელებს უფრო ღირსეულად გადავიტანთ.



ბრძოლა გრძელდება

ლიბერალთა და ფსევდოლიბერალთა დემაგოგიით აზრშეცვლილ და ეჭვგაჩენილ ვაი-ქრისტიანებს გვინდა ვუთხრათ, რომ კაცობრიობის მტერმა სახე იცვალა და ახლა ვითომდა საკაცობრიო ღირებულებების მქადაგებლად და დამცველად გვევლინება, ახალი მეთოდებით გვიტევს და იოლად ნუ გავებმებით მის ბადეში, ბოლომდე ვუერთგულოთ ქრისტეს და დედაეკლესიას! ეკლესიის მთლიანობა და ძლიერებაა დღეს ჩვენი სამშობლოს ერთადერთი საყრდენი და სწორედ ამიტომ ებრძვის ასე თავგანწირვით მას ყველა ანტიქართული, ანტიეროვნული და ანტიქრისტიანული ძალა. ჩვენ კი მეტი მონდომებით უნდა დავირაზმოთ ეკლესიის ირგვლივ ქრისტეს ერთგულ ჯარისკაცებად!



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler