ისრაელი გულგაქვავებული გარკვეულ დრომდე იქნება, დადგება ჟამი, ოდეს აიხსნება მათ დაბრმობილ თვალთაგან საბურველი და სიყვარულით შეხედავენ მას, ვინც ოდესღაც ჯვარს აცვეს მათმა განრისხებულმა წინაპრებმა
ისრაელი გულგაქვავებული გარკვეულ დრომდე იქნება, დადგება ჟამი, ოდეს აიხსნება მათ დაბრმობილ თვალთაგან საბურველი და სიყვარულით შეხედავენ მას, ვინც ოდესღაც ჯვარს აცვეს მათმა განრისხებულმა წინაპრებმა
ნიკოლოზ ამბრაზი "ებრაელი რაბინის მოქცევა"
სამუელის სიხარული. ძნელია მამა სამუელის სიხარულის აღწერა , ხელებს მიკოცნიდა, თავის მაცხოვარს მეძახდა, რადგანაც ჩემს მიერ შეიცნო ჭეშმარიტება. ერთი სიტყვით, ნიკოლოზ, მან იგივე განიცადა, რაც მე კორინთოში, სადაც შენი შეწევნით შევიცანი ჭეშმარიტება.

ახლა ვცდილობ, ძმა სამუელი დავმოძღვრო უფლის რწმენაში. ჩვენ ერთად შევისწავლით ახალ აღთქმას ებრაულ და ბერძნულ ენებზე. გუშინ გალატეაში მოვიარე ბერძნული წიგნის მაღაზიები და ვიყიდე წმინდა იოანე ოქროპირის საუბრები ოთხთავსა და ეპისტოლეებზე. საოცარი წიგნებია, რამხელა სულიერი ძალა და სიმაღლეა მათში! შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მღვდელმთავარი მეორე პავლეა.

სამუელი დიდ დროს უთმობს ლოცვას... მან არაერთხელ მთხოვა მისთვის შენზე მომეთხრო, ძმაო ნიკოლოზ, რამეთუ შენ მექეც მეგზურ ანგელოზად, მესია - ქრისტესთან მიმყვანებლად. ამ ბარათით მის ძმურ ამბორსაც გადმოგცემ.

ვასრულებ ამ გრძელ წერილსაც... რის გაკეთებას ვაპირებთ? მწამს, რომ უფალი გულისხმაგვყოფს. ამაზე შემდეგ წერილებში შეიტყობ. ვმადლობ ღმერთს, რომ რწმენისმიერი ძმა მიბოძა. ახლა მარტო აღარ ვარ. ჩვენ ორი ქრისტიანქმნილი რაბინი ვართ. სამოსი და თავსაბურავი ისეთივე გვაქვს, როგორიც ყველა იუდეველ რაბინს, ხოლო გული - ქრისტიანული.

სამუელმა გადაწყვიტა, უახლოეს შაბათის შეკრებაზე, ჩვენს სინაგოგაში დაიწყოს წინასწარმეტყველ ესაიას 53-ე თავის განმარტება. მას სურს, საუბრები დიალოგის სახით ააწყოს, ბოლოს კი გამოამჟღავნებს თავის რწმენას და მტკიცებულებას, რომ ქრისტე არის ჭეშმარიტი მესია. იგი დარწმუნებულია, თუკი მეც მხარს დავუჭერ, მრევლის ბევრი წევრი მას გაჰყვება. ვფიქრობ, არ არის ცუდი იდეა. ჩვენთვის ლოცულობთ და გვწამს, რომ უფალი განგვიცხადებს თავის ნებას.

გიხაროდენ, ძმაო ნიკოლოზ! გთხოვთ, ილოცეთ ჩვენთვის. გადაეცი შენს ოჯახს ჩვენი საუკეთესო სურვილები.

უფლის მიერ სიყვარულით შენი ქრისტესმიერი ძმა ისააკ მ."

გამაოცა იმ სიღრმემ, რომლითაც შეძლო მან ღვთის დაფარულ საიდუმლოთა წვდომა და ასახა ის ერთიანი გამოცხადების ჰარმონიაში. ჩანს, თვით უფალმა განუხვნა გონება და გულისხმაყო წმინდა წერილი! აბა, როგორ არ გამხარებოდა ისრაელის სახლის შეცთომილ ცხოვართა გამო, ჩემი მეგობრის სახით, რომლებსაც ზეციურ მამასთან დაბრუნების საკვირველი შესაძლებლობა მიეცათ. ზეციური მამა ეძიებს თავის თაყვანისმცემლებს "სულითა და ჭეშმარიტებით". რამეთუ უფალმა გაუმხილა ღვთაებრივ პავლეს, რომ "ისრაელი გულგაქვავებული გარკვეულ დრომდე იქნება", დადგება ჟამი, ოდეს აიხსნება მათ დაბრმობილ თვალთაგან საბურველი და ისინი სიყვარულით შეხედავენ მას, ვინც ოდესღაც ჯვარს აცვეს მათმა განრისხებულმა წინაპრებმა. ეს წერილი იყო ჩვენთვის იმ ზეთისხილის რტოსავით, რომელიც ნოეს კიდობანში მოიტანა მტრედმა და ამით აუწყა, რომ დაიწია წარღვნის წყლებმა და კვლავ წარმოიშობოდა სიცოცხლე დედამიწაზე.

ისააკის დუმილი. მრავალი თვე გავიდა ამ წერილის მიღებიდან, დაპირებული მესამე წერილი კი არ მოდიოდა. სამუელის მისამართი არ მქონდა, წერილი რომ მიმეწერა და რაიმე შემეტყო დაკარგულ მეგობარზე. რა შეემთხვა, ხომ არ გაუსწორდნენ ფანატიკოსი იუდეველები? თვით უფალმაც ხომ ივნო მათგან და გვიწინაწარმეტყველა, რომ "უკეთუ მე მდევნეს, თქვენცა გდევნენ, არამედ მოვალს ჟამი, რაითა ყოველმან რომელმან მოგწყვიდნეს თქვენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხვერპლი შეწირა ღმრთისა" (იოანე 15,20; 16,1). მრავალი სამწუხარო ფიქრი სულს მიშფოთებდა. სიმართლის შეტყობა მსურდა. მოგვიანებით გავიგე ისიც, წერილის საშუალებით. ღმერთმა, რომელმაც განარინა ლომის კბილთაგან დანიელ წინასწარმეტყველი და დაიცვა სამი ყრმა ბაბილონის სახმილში, გადაარჩინა მოციქული პეტრე ჰეროდეს ბოროტებას, დაიფარა ჩემი ძვირფასი მეგობარიც, რომლის შესახებ მოთხრობასაც ახლა ვაპირებ, ჩემო მკითხველო.

ამა წლის არდადეგებზე კონსტანტინოპოლში საქმეზე მომიხდა წასვლა. მოვინახულე ხასკიოს და ბალატანის ებრაული კვარტლები. ვცადე დაკარგული ისააკის ბედის შეტყობა. არავინ არაფერი იცოდა. მოვიარე ბოსფორის სიახლოვეს ყველა დასახლება. ამაოდ. ჩემს მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა, სანუგეშოდ ხალკეს საღვთისმეტყველო სკოლას ვეწვიე, სადაც ოდესღაც ვსწავლობდი.

დავჯექი ორთქლმავალზე, რომელიც სავსე იყო ათასნაირი ხალხით. ჩავუარეთ ნაცნობ კუნძულებს და მოგონებებს მივეცი თავი. საუკუნის მეოთხედი გავიდა, რაც არ ვყოფილვარ ამ უსაყვარლეს ადგილას, სადაც შევისწავლე ღვთისმეტყველება, ბერძნული, ლათინური, ფრანგული, სლავური, რუსული, თურქული და ებრაული ფილოსოფია. ჩემი ძველი მასწავლებელი შეიძლება ახლა ცოცხალიც აღარ იყოს! მოვინახულე ასკეტებიც, რომლებიც კუნძულის სხვა ნაწილში ცხოვრობდნენ, ფასა-ლიმანის სიახლოვეს. ჩემდა გასაოცრად, იქ ვიპოვე უკვე მოხუცებული ჩემი ნაცნობი მამა გრიგერენტი. მიუხედავად დიდმარხვასა და ლოცვაში გატარებული ცხოვრებისა, მხნეობით ყველას აოცებდა. ამაში ხელს უწყობდა ის ჯანსაღი კლიმატი, რომელშიც ცხოვრობდნენ ამ მხარის ასკეტები. დიდი სიყვარულით მიმიღო, მთხოვა, საღამოს კელიაში დავრჩენილიყავი, სურდა, ბევრი რამ გამოეკითხა, განსაკუთრებით ჩემს სამშობლოზე. დავთანხმდი. მან ჩემს პატივსაცემად მდიდრული ტრაპეზი გააწყო, მანუგეშა გემრიელი საჭმელებით და დიდებული ღვინით. დიდხანს მეკითხებოდა ჩვენს სამშობლოზე და თვალთ ცრემლი მოადგა, როცა შეიტყო, რომ ცოტა რამ ხდებოდა სანუგეშო სოფელში. შემდეგ მკითხა კონსტანტინოპოლში ჩემი ჩამოსვლის მიზეზი; ჩემს საქმიანობაზეც მოვუყევი და ისააკის საოცარი ამბავიც მოვუთხრე. უეცრად მამა გრიგერენტმა მხიარულად მკითხა:

- მაშ, შენ გინდა ნახო რაბინი ისააკი?

- დიახ! - ვუპასუხე მოულოდნელი პასუხით გაოცებულმა.

- მაშ, შენ ხარ ის, ვინც პირველი დაეხმარა მას ჭეშმარიტების მოძიებაში?

- უფალმა გაუნათა გონება! მე მხოლოდ იარაღი ვიყავი ღვთის განგებულებისთვის. ესე იგი, მამაო, თქვენ მართლა იცნობთ ისააკს?

- რა თქმა უნდა! მაგრამ ისააკი უკვე რაბინი აღარ არის, ქრისტეს მღვდელია და მამა იოანე ჰქვია.

- ახლა სად არის? - წამოვიძახე აღელვებულმა.

- ნუ ჩქარობ, ძმაო! დღეს საღამოს ვერაფერს გეტყვი შენს მღვდელ იოანეზე, რომელსაც თვით პატრიარქმა ოქროპირი დაარქვა.

- რატომ, მამაო? - წამოვიძახე შეშფოთებულმა, - რატომ არ მაქვს უფლება, ახლა, ამ საღამოსვე შევიტყო ისააკის ამბავი?

- იმიტომ, რომ მინდა სიურპრიზი მოგიწყო, რადგანაც ძალზე მოუთმენელი ხარ.

- დაფიქრდით, მამაო, როგორ გამიჭირდება დაველოდო ასეთ სიურპრიზს! ეს ღამე ალბათ დაუსრულებლად მომეჩვენება!

- ჩემო მეგობარო, ახლა ვერ შევძლებთ ისააკის ნახვას. ღამეა და სადაც ცხოვრობს, ორთქლმავლები უკვე აღარ დადიან. მოითმინე და დილით ერთად წავალთ მის სანახავად.

- ხვალ? - წამოვიძახე, - მართალია?

- დიახ! - თქვა მან და წამოდგა.

უკვე შუაღამე იყო. დადგა ლოცვის საათი. წავიკითხეთ მწუხრი. შემდეგ მოძღვარმა ცალკე კელიაში შემიყვანა, სადაც იდგა ვიწრო საწოლი, პატარა მაგიდა, უამრავი სასულიერო შინაარსის წიგნი ეწყო. კედლები ხატებით იყო მოფენილი, საიდანაც მეუდაბნოეთა და სასწაულმოქმედ წმინდანთა სახენი მიცქერდნენ.

ჩავფიქრდი, მერე დავწექი და მშვიდად დავიძინე. იმ იმედით ვნუგეშობდი, რომ მოძღვარი დამეხმარებოდა, ჩემი საყვარელი მეგობარი მენახა. ღამით საოცარი სიზმარი ვნახე, რომლის გახსენება ახლაც კი ჟრჟოლას მგვრის. ვხედავ, თითქოს წმინდა დიდმოწამე გიორგის საპატრიარქო ტაძარში ვარ. ტაძარი საკვირველი ნათლით არის აღვსებული. ქორკანდელი ოქროსფრად ბრწყინავს. ისმის ენით აღუწერელი ღვთაებრივი გალობა, რომელიც აუხსნელი ნეტარებით მავსებს. საკმევლის კეთილსურნელება მთელ ტაძარში იფანტება. თვით ქრისტე წირავს! იგი შემოსილია ზღაპრული ბრილიანტებით გამშვენებული პატრიარქის ოქროს მიტრითა და კვართით. მის პატიოსან თავზე დარქმული გვირგვინიდან ელვის სახედ გამოკრთის ნათელი. უამრავი მღვდელი და დიაკონი მას ემსახურება, ქრისტე სამეუფეო კარებში დგას და ორი დიაკონი მის წინაშე მოოქრულ წიგნს - წმინდა სახარებას გადაშლის. უეცრად უფლის ბაგეთაგან გაისმა ხელმწიფებით ნათქვამი, ჩემთვის ყრმობიდანვე ნაცნობი სიტყვები: "წარვედით და მიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქვენ. და აჰა ესერა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ". მახსოვს, მარჯვენა კლიროსზე ვიდექი და გავიგონე გალობა: "დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!" ჩემ გვერდით ჩემი მეგობარი ისააკი იდგა რაბინად მოსილი და ჩემთან ერთად გალობდა: "დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!" უეცრად მამა გრიგერენტის ხმამ გამაღვიძა:

- მანდ რას გალობ? კარგი ხმა კი გაქვს, მაგრამ ჯერ ძალზე ადრეა და ძილს მიშლი!

თურმე ჩვენ მხოლოდ თხელი კედელი გვყოფდა და ისე ხმამაღლა ვგალობდი, რომ გავაღვიძე. უკვე თენდებოდა და სარკმლიდან ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა - ისინი შემოქმედს ადიდებნენ! დილის მაცოცხლებელმა გრილმა ჰაერმა მხნეობა შემმატა! წამოვდექი და მამა გრიგერენტის კელიაში შევედი.

- შუაღამიდან მოყოლებული გალობ და გალობ! ეს რა უცნაური გალობა იყო! "დიდება შენდა, ღმერთო!" - მეოთხე ხმისა იყო და მშვენივრად ისმოდა.

- სიზმარი ვნახე, - დავიწყე თავის მართლება.

- შენი სიზმარი ისეთი მშვენიერი იყო, რომ ჩათვლემის ნება არ მომცა!

მოვუყევი, რაც დამესიზმრა.

- უფლის ნათქვამი ყურებში ახლაც მესმის, - დავასრულე ჩემი ნათქვამი.

- ეტყობა, თვით უფალი გამოეხმაურა შენს მხურვალე სურვილს მეგობარი ისააკის ნახვისა.

- ესე იგი, ვნახავ მას?

- სრული სიმართლეა, - მიპასუხა მან, - მალე ორთქლმავალი მოვა, უნდა მოვემზადოთ.

- სად უნდა წავიდეთ, მამაო? - არ ვცხრებოდი.

- ამას მაშინ გაგებ, როცა მივალთ. არ დაივიწყო, რომ რამდენიმე დღის მერე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულია.

მართლაც, 10 აგვისტო იდგა (ძვ. სტ. - კ.კ.).

გალატეაში მივედით, გადავსხედით მშვენიერ ავსტრიულ ორთქლმავალში, მერე რკინიგზით - რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მივედით. ღამე სასტუმროში გავათენეთ. დილით მამა გრიგერენტმა იმ ტაძარში მიმიყვანა, სადაც ჩემი მეგობარი ისააკი მსახურობდა.

ტაძარი ბუქარესტიდან სამი საათის სავალზე, ერთ მშვენიერ სოფელშია. სწორედ მაშინ მივედით, როცა ხალხი ეკლესიისკენ მიემართებოდა. მამაკაცები, ქალები, ბავშვები სანთლებით ხელში შედიოდნენ დიდ გალავანში, სადაც შესანიშნავი ბაღი იყო გაშენებული. ხეებს იქით ხის ჯვრით დამშვენებულ გუმბათს მოვკარი თვალი.

- ხედავ? - მიმითითა მოძღვარმა, - ეს ღვთისმშობლის ტაძარია. ისააკი ახლა აქ მსახურობს.

მამა გრიგერენტიმ სიხარულით ჯვარი გამოისახა და "გიხროდენ" იგალობა: "ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა..."

შევედით ტაძარში და ჰოი, სასწაული! - გამაოცა ტაძრის მოწყობამ! ამგვარი ეს ერთადერთი ტაძარი იყო! კანკელის დამაგვირგვინებელ ჯვარზე წაეწერათ დიდი ებრაული ასოებით: "იეშუა ა მაშიახ ნაცროფ მელხეგი ჰეხუდა" ანუ "იესუ ნაზარეველი მესია მეუფე იუდეველთა". ქვემოთ კი იგივე სიტყვები ბერძნულად და ლათინურად ეწერა. ქრისტეს ხატის გარშემო წაეწერათ იოანესაგან სახარების პირველი თავიდან სიტყვები: "რომელი-იგი დაწერა მოსე სჯულსა და წინასწარმეტყველთა ვპოეთ: იესუ" (იოანე 1,45).

წმინდანთა ხატებს შორის გამოირჩეოდა ხატები მამამთავართა: აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა, ასევე წინასწარმეტყველ დავითისა და ყველა სხვა წინასწარმეტყველისა. უწმინდესი ქალწული მარიამის ხატზე გამოირჩეოდა დიდი ასოებით წარწერილი: "ალმა, აშერ ხაზა იეშაიაღუ" ანუ "ქალწული, რომელიც წინასწარ იხილა წინასწარმეტყველმა ესაიამ".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler