ურწმუნო ადამიანი ვერაფერ სასიკეთოს ვერ შექმნის
ურწმუნო ადამიანი ვერაფერ სასიკეთოს ვერ შექმნის
უკვე რამდენიმე წელია "კარიბჭის" მკითხველი კარგად იცნობს თეა ცაგურიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილებს. განსაკუთრებულ ინტერესს კი რუბრიკა "ჩემი სოფელი" იწვევს, სადაც ავტორი ჩვენი ქვეყნის წარსულსა და დღევანდელობას გულღიად და მადლიანად გადმოგვცემს. თითქმის მთელი საქართველო შემოიარა და მერე საზღვრებსაც გასცდა. ღვთის მადლით და კეთილი ადამიანების დახმარებით, საბერძნეთში, ათენში წმინდა ადგილები მოილოცა. იქ უამრავ ქართველს მოესიყვარულა. ქართველი ემიგრანტებისადმი კეთილგანწყობამ კი წიგნის გამოცემაზე დააფიქრა.

წიგნი, რომელიც ათენში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს მიუძღვნა, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსის ილარიონის (ქიტიაშვილი) ლოცვა-კურთხევით დაიწერა. მიხვდით ალბათ, რომ წიგნი საქართველოს ულამაზეს კუთხეს, ზემო სვანეთს ეხება. სათაურიც შესაფერისი შეურჩია "ბალზემო და ბალქვემო". რეცენზენტები არიან სქემიღუმენი ეგნატე (კურტანიძე) და ისტორიის დოქტორი ტრისტან მაჭარაშვილი. რედაქტორი კი ქალბატონი თამარ მამაცაშვილი გახლავთ. წიგნის პირველ გვერდზე ავტორი მეუფე ილარიონის ხელით დაწერილ შესავალს გვთავაზობს:

"ქრისტე აღდგა! მთელ საქართველოს ვულოცავ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს!

ვისაც სვანეთი მოულოცავს და ფეხით შემოუვლია გარკვეული მისი ნაწილი მაინც, უნახავს აქაური ტაძრები და სიწმინდეები, ის სილამაზე, რაც აქ არის, გაცნობია ადათ-წესებს და ტრადიციებს, დიდი შთაბეჭდილების ქვეშ აღმოჩნდება. ვფიქრობ, რომ ადამიანმა მხოლოდ რეალურად უნდა დაინახოს და შეაფასოს არსებული ვითარება. აქ არის რწმენა, მაგრამ დიდი დეფიციტია სწორი ეკლესიური ცხოვრების მხრივ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება და აღწერს ეს მცირე ნაშრომი, რომელიც ავტორმა თვით იხილა, მოისმინა და რაღაცა ნაწილი მოიძია და გადმოგვცა. ჩვენი ქვეყნის ისტორია ფასდაუდებელი გამოცდილებით არის დატვირთული. ეს არის საქართველოს ყველა კუთხის ერთად აღებული და შეკრებილი წარსული. ამას ყოველთვის უნდა ჩაუღრმავდეს ყოველი ქართველი, მასში დევს არა მარტო სულიერი, არამედ ფიზიკური ძალაც და მატერიალური სიძლიერეც.

გამოირკვა, რომ ურწმუნო ადამიანი ვერაფერს სასიკეთოს ვერ შექმნის ამ ქვეყანაზე. საუკუნეების განმავლობაში რამდენჯერ გასჭირვებია ადამიანს ეკონომიკურად, რთული ვითარებებით, კატასტროფებით, ულუკმაპუროდ დარჩენილან, მაგრამ ქართველს ღმერთის რწმენა არ გაჰქრობია. ამ ჭეშმარიტმა რწმენამ გადაარჩინა ერის ფორმა და შინაარსი.

"დედაო ჩემო, არა უგულებელვყოთ ერი იგი საზეპურო უფროს ყოველთა ნათესავსა". ასეთი სიტყვებით მიმართა მაცხოვარმა ღვთისმშობელ დედას. ამ სიტყვებს კი განუსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს".

***
- თეა, რატომ შეარჩიე ზემო სვანეთი წიგნის გამოსაცემად?

- ალბათ იმიტომ, რომ იქ განსაკუთრებული მადლი ვიგრძენი. ზემო სვანეთში დავანებულმა სიწმინდეებმა მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ზემო სვანეთში წინათაც ვყოფილვარ, მამა ეგნატეს დახმარებით. ერთხელ რომ მოვინახულე, რაღაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობამ მომიცვა, ბევრი რამ დამრჩა მოსალოცი და მეორედ წასვლა ვიფიქრე. ღვთის შეწევნით და მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით, რომ იტყვიან, შეუძლებელი შევძელი და იქური ეპარქიის მამების - მამა თეოფანესა (არღვლიანი) და მამა ეგნატეს დახმარებით სამ დღეში ის ადგილები მოვილოცე, რასაც წიგნში ვთავაზობ მკითხველს. თუ როგორი გამოვიდა, ამას მკითხველი შეაფასებს.

- წიგნის სათაური როგორ შეარჩიე?

- სულ ვფიქრობდი, რაღაც განსხვავებული შემერჩია. უფალს ვთხოვდი, რომ მიენიშნებინა და ერთ საღამოსაც ეს სათაური ჩამიჯდა გონებაში. საერთოდ ყველაფერი ჩემს ირგვლივ შემთხვევით ხდება ხოლმე. თუმცა, როგორც წმინდა მამები ამბობენ, ღვთის ნების გარეშე ადამიანს ერთი თმის ღერიც არ ჩამოუვარდებაო. ვცდილობ მივდიო უფლის ხმას და ღვთისთვის სათნო საქმეები ვაკეთო.

რაც შეეხება თავად სათაურს "ბალზემო და ბალქვემო". ამას ამგვარი ისტორიული ახსნა აქვს: XV საუკუნეში ზემო სვანეთი ორ ნაწილად დაიყო: ზემო სვანეთად - ბალზემო, "თავისუფალ" ანუ "უბატონო" სვანეთად და ბალქვემოდ - "სათავადო" ანუ "სადადეშქელიანო" სვანეთად. ბალზემოთ რვა თემია - ლატალის, ლენჯერის, მესტიის, მულახის, მუჟალის, იფარის, კალასა და უშგულის, ხოლო ბალქვემოთ - ოთხი თემი - ცხუმარის, ბეჩოს, ეცერისა და ფარის. ამის გათვალისწინებით შევარჩიე სათაურიც.

- როგორი იყო წიგნზე მუშაობის პროცესი?

- ვცდილობდი, წიგნში გამოყენებული თითოეული მასალა მეუფესთან შემეთანხმებინა. წიგნში გამოყენებული ფოტომასალის ნაწილი ეპარქიის სამღვდელოებამ მომაწოდა. წიგნის რედაქტორი გახლავთ ჟურნალ "კარიბჭის" მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი. ქალბატონი თამარი გახლავთ ის ადამიანი, რომელმაც "კარიბჭეში" რუბრიკა "ჩემი სოფლის" გაკეთება დამავალა, მაკა სიმონიშვილის (წიგნის დამკაბადონებლის) უანგარო შრომით კი წიგნმა გარეგნული სილამაზე მიიღო. მინდა "კარიბჭის" საშუალებით უღრმესი მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს. მკითხველს ვთხოვ, ნუ იქნება მკაცრი შემფასებელი.

თეონა ჭელიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler