მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთი მართლმადიდებელი ქვეყანაა, აქ სულიერების დეფიციტია
მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთი მართლმადიდებელი ქვეყანაა, აქ სულიერების დეფიციტია
ათენის წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში იმ დღეს უამრავი ქართველი ვნახე. ბევრს მოვეფერე და საქართველოდან ჩამოტანილი სითბო და სიყვარული გავუზიარე. ქართველი ემიგრანტები თავიანთ გულისტკივილს თუ სიხარულს თვალცრემლიანნი გამოხატავდნენ. ამდენი გულანთებული ქართველის ნაამბობი კი თქვენთვის შემოვინახე, "კარიბჭის" მკითხველო.

თეკლა: - ძალიან რთულია ათენში ყოველდღიური ყოფა. მადლობა ღმერთს, რომ გვყავს მამა აბიბოსი, ურომლისოდაც ძალიან გაგვიჭირდებოდა. ეკლესიურ ადამიანს ნებისმიერ ქვეყანაში გაუჭირდება ეკლესიის გარეშე ცხოვრება. ჩემი მართლმადიდებლური ცხოვრების წესი დღესაც ასე გრძელდება. ყოველ კვირას ეკლესიაში წირვაზე დავდივარ. ჩვენ ძველი სტილის კალენდრზე ვართ, ბერძნები ახალ სტილს აღიარებენ. ორი კვირა ვცხოვრობდი ქალაქ პატრაში, წმინდა ილია თეზბიტელის სახელობის დედათა მონასტერში. დედებმა მითხრეს, თქვენ სწორად მარხულობთ და სწორი კალენდრით ცხოვრობთო. ჩვენ არ გვინდოდა ახალი სტილი, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენზე როდია დამოკიდებულიო. საქართველოშივე ვიცოდი მათი ცხოვრების წესის შესახებ.Aაქაური მონასტრების უმეტესობა ათონურ ტიბიკონს მისდევს. ამ წესს მიყვება ყველა მართლმადიდებელი. ერში უკვე ცხოვრების წესი სხვა არის. ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა აქაურობასთან შეგუება. შორიდან თითქოს დალხინებული ცხოვრება გვაქვს. სამშობლოს მოწყვეტილებს ძალიან გვიჭირს. საკუთარ თავზე თუ არ გამოცდი, ვერ მიხვდები, რამხელა მადლს აკლდები. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთი მართლმადიდებელი ქვეყანაა, ყოველ ნაბიჯზე ეკლესიაა, მაინც სულიერების დეფიციტია.

პატრაში დედათა მონასტრის კეთილმოწესე დედა იირიაა, წინამძღვარი - გერონდისა თებრონია. დედა თებრონია მოხუცია, ავადმყოფობს, არ შეუძლია მსახურება და უფროსი და ასრულებს წინამძღვრის მოვალეობას. მონასტერში 6-7 წევრი ცხოვრობს. საკმაოდ დიდი მონასტერია და ძალიან ლამაზი. ტაძრის კარიბჭეში ივერიის ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული ჩაუქრობელ კანდელთან ერთად. როგორც კი დავინახე, ხმამაღლა წამოვიძახე, - ჩვენი ღვთისმშობელი-მეთქი. რატომ არის თქვენიო და მომაყოლეს ამ ხატის ისტორია. სხვათა შორის, დედა მონაზონს სურვილი გაუჩნდა საქართველოში წამოსვლისა და ჩვენი სიწმინდეების მოლოცვისა. ქართულად ვიგალობე და ძალიან მოეწონათ. მერე ქართულ წირვაზე დავპატიჟე ათენში.

ყოველდღიური წირვა-ლოცვა სრულდებოდა მონასტრული ტიბიკონის მიხედვით. ლიტურგია დილის 7 საათიდან იწყება. ძალიან დიდი მრევლი ესწრება წირვას. შაბათ-კვირის ლიტურგიის გარდა, წირვა ყოველდღიურად სრულდება. წირვის მერე მორჩილებებია. მე ვეხმარებოდი სატრაპეზოში, ეზოში. სადაც საჭირო იყო, იქ მიშვებდნენ. იმდენად კმაყოფილი დავრჩი, რომ მონასტრიდან წამოსვლა აღარ მინდოდა. წინამძღვარმა დამირეკა - თუ კიდევ ჩამოხვალ, სიხარულით მიგიღებთ. თუ სამსახური ვერ იშოვე, მოდი ჩვენთან და მცირე ხელფასს გადაგიხდითო. ვერ ვიშოვე სამსახური...

ახლა ათენში ვარ. აქ ბევრი ქართველი ცხოვრობს. წმინდა პანტელეიმონის ტაძარი ქართული წირვის დროს ივსება. ბევრი უსაბუთოდაა ათენში და გამომჟღავნების შიშით ვერ დადის ეკლესიაში. წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურება ბერძნულად მიმდინარეობს, თვეში ერთხელ - ქართულად ვისმენთ წირვა-ლოცვას. დასანანია, რომ საბერძნეთში, იქ, სადაც მრავალი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს, ჩვენი ტაძარი არ გვაქვს. საკუთარი ტაძარი ძალიან დიდი ნუგეში იქნება ჩვენთვის. ათენში ორი ქართველი მოძღვარია - არქიმანდრიტი აბიბოსი და მამა თეიმურაზი. დღესასწაულებზე დიდ ტრაპეზს ვამზადებთ ხოლმე და ერთად ვიკრიბებით ქართველები. ჩვენი მრევლი დადის სიწმინდეების მოსალოცად. ათენში ყველას აქვს დროის დეფიციტი. ერთმანეთს ქართული წირვის დროს ვხვდებით და ეს არის ჩვენი ნუგეში. ძალიან მენატრება საქართველო. რა კარგადაც არ უნდა იყო უცხოეთში მატერიალურად, სულიერი შიმშილი არ მოგასვენებს.

მეუფე პროკოფი (რომელიც ადრე წმინდა პანტელეიმონის ტაძარს წინამძღვრობდა) და მამა აბიბოსი ძალიან მეხმარებიან.

ია თხილავა: - "კარიბჭის" საიუბილეო ნომერში მთელი თქვენი რედაქციის სურათები რომ ვნახე, ვფიქრობდი, ნეტავ ოდესმე რომელიმესთან შემახვედრა-მეთქი (ტირის). ძალიან მიყვარს თქვენი ჟურნალი. რომ არ ყოფილიყო ეკლესია, ქართულად მოძღვართან აღსარების შესაძლებლობა, ალბათ აქ ყოფნას ვერ გადავიტანდი. ნერვები მიღალატებდა. ხუთი წელი ხდება, რაც აქ ვარ. ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერი ვარ, თქვენ რომ შეგხვდით და გესაუბრებით. ჟურნალის ფურცლებიდან ყველას გიცნობთ და რას წარმოვიდგენდი, რომ პირადად შეგხვდებოდით. თბილისშიც ვკითხულობდი "კარიბჭეს", ათენშიც არ ვტოვებ წაუკითხავს.

მარეხ ქასრაშვილი: - "კარიბჭე" იყო ჩვენთვის მასაზრდოებელი. უფრო მშობლიური იყო იმიტომ, რომ მამა არჩილის მრევლიდან თქვენს თანამშრომლებს ვიცნობდი, განსაკუთრებით - მამა თეოდორეს, რომელსაც უაღრესად დიდ პატივს ვცემ. გავიხარეთ, მამა გიორგი ბასილაძეზე რომ გამოაქვეყნეთ მასალები. ციტატები ამოვწერეთ მისი საუბრიდან და ერთმანეთს ვაკითხებდით ხოლმე.

მე მამა არჩილ მინდიაშვილის სულიერი შვილი გახლავართ. მან დამაყენა სულიერების გზაზე, რაც ძალიან დამეხმარა. აქ ისეთ ოჯახებში ვმუშაობთ, რომ ჩვენი მორწმუნეობა ნაკლებად აინტერესებთ. დასვენების დღე კვირა გვაქვს და ტაძარში გავრბივართ. თვეში ერთხელ წმინდა ადგილების მოსალოცად დავდივართ. თქვენს ჟურნალში წავიკითხე წერილი სქემმღვდელმონაზონ ნიფონტიზე (ქევხიშვილი). მოკრძალებული თხოვნა მექნება, როდესაც ასეთ ბერებთან, მოძღვრებთან გექნებათ ინტერვიუ, მიუთითეთ მათი ტელეფონის ნომრები. სურვილი გვაქვს, რომ მათ დახმარება აღმოვუჩინოთ.

ესმა ღონიაშვილი: - საქართველოში ეკლესიურად არ ვცხოვრობდი. ტაძარში ათენში ჩამოსვლის შემდეგ მომიყვანა მეგობარმა. მამა აბიბოსია ჩემი პირველი მოძღვარი. მამა აბიბოსმა შემაყვარა ეკლესია, უფალი. მასწავლა, უანგაროდ როგორ ვთესო სიკეთე, როგორ უნდა მიყვარდეს ადამიანი. სიყვარულს გვასწავლის. ნამდვილ სიყვარულს. თუკი რაიმე დახმარება ან რჩევა გვჭირდება, მამა აბიბოსის გარეშე ვერ ვწყვეტთ. უმისოდ ერთი ნაბიჯის გადადგმა არ შეგვიძლია. დიდი სიყვარულითა და მადლით მოსილი ადამიანია.

ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს ჩვენი ერთადერთი დასვენების დღე, კვირა - იწყება ტაძარში ყოფნით. ეკლესიამ დაგვაკავშირა ერთმანეთთან. საბერძნეთში გამოდის გაზეთი "ელადა". მისი რედაქტორია ანა ყურშავიშვილი და ამ გაზეთთან ვთანამშრომლობ. სამწუხაროდ, ბევრი განათლებული ადამიანია აქ ჩამოსული და ყველა ცდილობს საკუთარი თავის რეალიზებას. აქაურ საკვირაო სკოლაში ქართველი ბავშვები დადიან. პედაგოგები მათ უფასოდ ასწავლიან. თქვენ რომ გიყურებთ, ასე მგონია, საქართველოს ვუყურებ.

ნაზი ავსაჯანიშვილი: - ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ საბერძნეთში სიწმინდეები მოვილოცე. მეტირება ხოლმე, ამის ღირსი რომ გამხადა უფალმა. ღმერთმა ქნას, უამრავი სიწმინდე ჩამობრძანდეს საქართველოში, რათა იქაც გვქონდეს საშუალება მოლოცვისა. ამით ღვთის შეწევნა და მადლი გამრავლდება ჩვენზე და რწმენაში განვმტკიცდებით. ქართველებს ვთხოვ, რომ ყველა შეუდგეს ეკლესიის გზას, რამეთუ მხოლოდ უფლის გზა გვიხსნის. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. მადლი და წყალობა არ მოაკლოს უფალმა.

მამა გიორგი რაზმაძეა ჩემი სულიერი მოძღვარი. ჩემს ტაძარში ვიყავი მესანთლედ ორწელიწად-ნახევარი. მამა გიორგისგან ეს შემოთავაზებული წინადადება იყო უდიდესი სიხარული. იმ პერიოდში დიდი სულიერი გაჭირვება მქონდა. იმ პერიოდში ჩამობრძანდა პანტანასას ღვთისმშობლის ხატი და მრავალი ადამიანი მოდიოდა მოსალოცად, კურნებას ითხოვდნენ ღვთისმშობლისგან. ჩემს იქ ყოფნაში უამრავი სასწაული მოხდა, მრავალი ადამიანი განიკურნა სიმსივნისგან. ღმერთი შეეწიოს საქართველოს.

ახლახან გავიგე, რომ ნაზი საქართველოში დაუბრუნდა თავის საყვარელ ოჯახს და ძალიან გავიხარე.

ლეილა გელაშვილი: - როცა შენს ოჯახთან არ ხარ, არაფერს არა აქვს ფასი. წელიწად-ნახევარი მოხუცს ვუვლიდი. მადლობა ღმერთს, რომ კარგ ხალხთან ვმუშაობ. ბერძნული ენა ვისწავლე. უზომოდ მენატრება ჩემი ოჯახი, შვილები, შვილიშვილები. ხუთი წელი გახდა, რაც ათენში ვარ.

თითქმის ყოველ კვირას დავდივარ ტაძარში.

თამარ (მანანა) მურვანიძე: - მადლობა უფალს, კარგ ოჯახში ვმუშაობ. მაქვს საშუალება, ლოცვები წავიკითხო, ტაძარში ვიარო. მადლობა უფალს ყველაფრისთვის... დიდი სიყვარულით მოვიკითხავ საქართველოში ბებიას, რომელიც სამწევრისის დედათა მონასტრის მონაზონია - დედა ეკატერინე. ღმერთმა დიდხანს მიცოცხლოს მისი თავი. ამავე მონასტრის წინამძღვარი სქემიღუმენია ალექსანდრა გააძლიეროს ღმერთმა. ღმერთმა გააძლიეროს საქართველო, ეკლესია-მონასტრები, ბერ-მონაზვნები. მათი ლოცვა-კურთხევა არ მოგვკლებოდეს.
ბეჭდვაელფოსტა
04.04. 2017
mzia oniani
minda teklas davetanxmo ,rom mama abibosis gareshe martlac ar vici ra meshveleboda atenshi, da ukve sami celia sakartveloshi var da exlac menatreba mama abibosi,agvistos velodebi vici chamova mamao da vnaxav ,an davinaxav,gmertma didxans da jamrtelad amkofos chveni mamao ,emigrantebis nugeshi da imedi.
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler