მაცხოვრის კვართის გამოჩენა ელიას ხალენთან ერთად უფლის მეორედ მოსვლის ჟამს მოხდება
მაცხოვრის კვართის გამოჩენა ელიას ხალენთან ერთად უფლის მეორედ მოსვლის ჟამს მოხდება
"სამყაროში უფალს ყველაზე მადლიანი ადგილი სასუფეველი აქვს, ხოლო დედამიწაზე მადლის მიხედვით - სვეტიცხოველი, შემდეგ სამთავროს მონასტერი და მერე ეს კოშკი მირიანისა" - გაბრიელ ბერის ამ სიტყვების სიმართლეში ყველა რწმუნდება, ვინც კრძალვით მიუახლოვდება მცხეთას. ბევრი დიდი და ლამაზი ტაძარი შეიძლება აიგოს, მაგრამ ის სვეტიცხოველს ვერ გაუტოლდება, რადგან აქ არის დაკრძალული უდიდესი სიწმინდე საქრისტიანოსი - კვართი უფლისა.

კვართი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თავის ღვთაებრივ ძეს ყრმობისას კვართი მოუქსოვა, "უკერველი ზეით გამოქსოვილი". გადიოდა წლები, "წარემატებოდა სიბრძნითა, ჰასაკითა და მადლითა" იესუ და სასწაულებრივად იზრდებოდა ღვთისმშობლის მოქსოვილი კვართიც. ის ეცვა მაცხოვარს მაშინაც, როცა პირველად გამოვიდა საქადაგებლად, მაშინაც, როცა დამაშვრალს ნავში მიეძინა და მაშინაც, როცა გოლგოთისკენ ჯვარი მიჰქონდა... ხოლო როცა იესუ ჯვარს აცვეს, ჯალათებმა გაიყვეს მისი სამოსელი და კვართზე წილი ყარეს, რომელიც მცხეთელ ურიებს შეხვედრიათ.

მცხეთელი ჰურიანი. იერუსალიმიდან გამოქცეული ჰურიანი ქართლში ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე VI საუკუნიდან ჩნდებიან, რომლებიც ბოლოს ოთხ მძლავრ სათემოდ ჩამოყალიბდნენ. მათაც მოსწერა ანა მღვდელმა წერილი, რომლითაც მოუწოდა ჩასულიყვნენ იერუსალიმში და ერთად დაესაჯათ იესო ნაზარეველი. მცხეთიდან ოთხი თემიდან ოთხკაციანი დელეგაცია გაემგზავრა: ელიოზ მცხეთელი, ლონგინოზ კარსნელი, მისაელი და თალენავი. ელიოზს დედა ჰყავდა მღვდლის ტომიდან და ასევე გასათხოვარი და, რომელსაც (ბოლო დროის ტრადიციის მიხედვით) სიდონიას ეძახდნენ. გამგზავრების წინ მოხუცმა დედამ შესთხოვა ელიოზს, იესოს დასჯაში მონაწილეობა არ მიეღო, რადგან სწორედ იგი იყო ჭეშმარიტი მესია, რომელსაც მოასწავებდნენ წინასწარმეტყველნი.

მცხეთელი ებრაელები მაცხოვრის ჯვარცმას შორიდან უცქერდნენ. როცა იესოს უწმინდეს ხელებზე ლურსმნები დაარჭეს, მცხეთაში ელიოზის დედამ იგრძნო მაცხოვრის სიკვდილი, მწუხარებით შესძახა: "მშვიდობით, მეფობაო ისრაელისაო, რამეთუ მოჰკალით, უბადრუკნო, მაცხოვარი თქვენი..." და სული განუტევა.

იერუსალიმიდან დაბრუნებულ ელიოზს ცრემლმორეული სიდონია მიეგება და დედის სიკვდილი ამცნო. ელიოზმა კი მას სასურველი მესიის კვართი გადასცა. გულანთებული სიდონია კვართს ეამბორა, გულში ჩაიკრა და ისიც გარდაიცვალა. ვერანაირად ვერ გამოაცალეს სიდონიას ხელთაგან კვართი და ასე დაკრძალეს. მრავალი წლის მერე მეფე არმასელმა სცადა სიდონიას საფლავის გათხრა და კვართის ხელში ჩაგდება, მაგრამ დაბრმავდა.

გავიდა წლები, საუკუნეები. სიდონიას საფლავზე ლიბანის ნაძვი, იგივე კვიპაროსის ხე ამოვიდა. მცხეთელი ჰურიების მეხსიერებაში დარჩა ხსოვნა ელიოზისა და მისი დის სიდონიასი.

წმინდა ნინო და სვეტი-ცხოველი.
მცხეთაში ჩამობრძანებულმა წმინდა ნინომ ქრისტეს სჯულზე მოაქცია ჰურიათა მღვდელი აბიათარი, მისი ქალიშვილი სიდონია და ექვსი ჰურია დედაკაცი. დედა ნინომ უფლის კვართის ამბავი შეიტყო, გარკვეული პერიოდის შემდეგ მოიძია მაცხოვრის კვართისა და სიდონიას განსასვენებელი, მაგრამ ემორჩილებოდა ღვთის ნებას, რომლის მიხედვით მისი გამოჩენის დრო არ დამდგარიყო და არც გაამხილა. შემდგომში, როცა მეფე მირიანიც გაიგებს მაცხოვრის კვართზე და მის მოძებნას მოისურვებს, მას ქართლის ახალდადგენილი ეპისკოპოსი წმინდა იოანე გააცნობს ღვთის ნებას: "ხოლო ჟამი მისი მერმე არს, ოდეს გამოჩნდეს დიდებით ქვეყანასა ზედა". ანუ მაცხოვრის კვართის გამოჩენა ელიას ხალენთან ერთად უფლის მეორედ მოსვლის ჟამს მოხდება.

როცა გაქრისტიანებულმა მეფე მირიანმა ტაძრის აშენება გადაწყვიტა, ღვთის განგებულებით ამისთვის შერჩეული ადგილი დაემთხვა უფლის კვართისა და სიდონიას განსასვენებელს. მოჭრეს სურნელოვანი ლიბანის ხე და ახალი ტაძრისთვის შვიდი სვეტი გამოთალეს, რომელთაგან ერთი სვეტის აღმართვა ხუროებმა ვერასგზით ვერ მოახერხეს. ამ სასწაულით შეწუხებული მეფე და ხალხი სახლში დაბრუნდნენ. ის ღამე წმინდა ნინომ მოწაფეებთან ერთად წაქცეულ სვეტთან ლოცვაში გაატარა. გამთენიისას ზეციური ნათლით მოსილმა 8 ჭაბუკმა აზიდა სვეტი, რომელიც დაეშვა თავის ადგილას, ნაძვის ხის მონაკვეთ ძირზე დაემყარა. მიწიდან ზეცამდე აწეულმა ნათლის სვეტმა მთელი მცხეთა ფეზე დააყენა. ყველა გაოცებული იყო, განსაკუთრებით იმით, რომ ახალ ადგილზე დაფუძნებული სვეტიდან სასწაულმოქმედი მირონი განუწყვეტლივ მოედინებოდა.

მეფე მირიანმა პირველი ქრისტიანული ტაძარი კვართის განსასვენებელ ადგილას ააშენა. მეფე მირიანმავე "შეშისა ფიცრისა მიერ დაფარნა შიშოება იგი სვეტისა მის და თვალთაგან სახილველობა მისი უჩინო ჰყო". თუმცა ამით ცხოველსმყოფელ სვეტს სასწაულთმოქმედების უნარი არ დაუკარგავს.

როგორც მეფე მირიანი გადმოგვცემს, მორწმუნეთა უმრავლესობა ვერ კადნიერდებოდა სვეტიცხოვლის ტაძარში შესულიყო, "რამეთუ შიში დიდი დაცემულ იყო ყოველსა კაცსა სვეტისა მისგან ცხოველისა". თვითონ მეფე მირიანიც, ჩანს, თავს უღირსად თვლიდა, თავისი განსასვენებელი ასეთ წმინდა ადგილას გაეჩინა. ამიტომ იგი ანდერძისაებრ დედოფალ ნანასთან ერთად ახალაგებულ ზემო ეკლესიაში ანუ სამთავროს ტაძარში დაკრძალეს. პირველი, ვინც სამეფო ოჯახიდან სვეტიცხოვლის ტაძარში დიაკრძალა, გახლდათ უფროსი ძე მეფე მირიანისა, რომელმაც თავმდაბლობით უარი თქვა მეფობაზე და თავისი მოღვაწეობა მხოლოდ ახალი სარწმუნოების ზრუნვას მოახმარა. მეფე რევის სვეტისთვის ქვიტკირის ღობე შემოუვლია, რომელიც აღუმაღლებია მის შვილიშვილს მეფე მირდატს. მეფე მირდატს ცხოველსმყოფელი სვეტისგან დაუმზადებია ერთი ჯვარი, რომელიც ქვიტკირის ზემოთ აღუმართავს, და იგი "ძელი განმაცხოველებელის" სახელითაა ცნობილი. მირდატის დროს სვეტისგან მრავალი ჯვარი დამზადებულა, რომლებიც მთელ საქართველოში მიმოფანტულა, ხოლო რაც დარჩენილა ქვიტკირის სვეტში, მას "სდიოდა მირონი სამკურნალო და აწ უწოდებენ სამირონეს".

ქვიტკირის სვეტს ჩრდილოეთ მხარეს, ძირში პატარა ღიობი ჰქონდა დატანებული, საიდანაც უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა მირონი და გადმოცემით შაჰ-აბასის პაპის, შაჰ-თამაზის შემოსევისას სვეტიცხოვლის ტაძრის შებილწვის მერე შეწყვეტილა. მხოლოდ ერთხელ 1805 წელს ამოსულა სამირონეში წმინდა მირონი, რომელიც მცხეთელ დეკანოზს ივანე მაღალაშვილს ჩამოუტანია პატრიარქისთვის. მირონს დიდი სურნელება ჰქონდაო და კურნავდა მრავალთა სნეულთა. მაგრამ ჩვენი ცოდვების გამო მირონის დენა რამდენიმე დღეში დაწყვეტილა და მეტად აღარ წამოსულა.

უფლის კვართი ხელუხლებელია. მეთერთმეტე საუკუნეში, თურქების შემოსევისას, სულთნის მეუღლეს შაჰრი-ხათუნს სიწმინდის ამოთხრა მოუნდომებია, მაგრამ სვეტის ძირიდან ამოვარდნილ ცეცხლს ფერფლად უქცევია ღვთისმგმობელნი... ვერც თემურ ლენგი და შაჰ-აბასი ვერ გაკადნიერებულან სიწმინდის ხელყოფად. შაჰ-აბასს გაუბედავს და სვეტიცხოვლის საძირკვლის გათხრა უბრძანებია, მაგრამ ძირიდან ამოვარდნილ ცეცხლს დაუწვავს მკრეხელნი. შეშინებული შაჰი ცხენიდან ჩამომხტარა, ტაძრისთვის კრძლავით შემოუვლია, სვეტის წინ ულოცია და კათალიკოსისთვის ხელშეუხებლობის ფირმანი უბოძებია.

1625 წელს შაჰ-აბასს რუსეთში "უფლის კვართი" გაუგზავნია. ასე უწოდებდა ის მტკაველის სიგრძე-სიგანის მოწითალო ტილოს ნაჭერს, რომელზეც ლათინურ სტილში იყო გამოსახული მაცხოვრის წამებისა და ჯვარცმის ეპიზოდები. ამ სიწმინდეს (თეიმურაზ I-ის ვარაუდით, იგი გახლდათ ალავერდის ტაძარში დაცული ქრისტეს პერანგის ნაწილი) რუსეთში მრავალი სასწაული მოუხდენია და ახლაც სჯერათ, რომ იგი სწორედ უფლის კვართია, მაგრამ, როგორც ვთქვით, უფლის კვართი ნაქსოვი იყო და დანაწევრებისას დაიშლებოდა, ამგვარად, შეუძლებელია შაჰის საჩუქარი უფლის კვართი ყოფილიყო.

უფლის კვართი განუყოფელია.
უფლის კვართი საქართველოშია. წმინდა კვიპრიანე კართაგენელი ბრძანებს: "თავისი კვართის საიდუმლოთი უფალმა ეკლესიის ერთიანობაზე მიგვანიშნა" და "შეუძლებელია, ქრისტეს სამოსი ჰქონდეს იმას, ვინც ქრისტეს ეკლესიას არღვევს".

ერთხელ წმინდა პატრიარქმა ნიკოლოზ გულაბერიძემ ზამთრის სისასტიკისა და დედოფლის იძულებით ეპისკოპოსი ტიმოთე რუისის საყდარში აკურთხა. იმავე ღამეს სვეტი-ცხოველი ბერიკაცის სახით გამოეცხადა ტაძრის ქადაგს და უბრძანა, პატრიარქი გაეფრთხილებინა, აღარასოდეს ეკურთხებინა ეპისკოპოსი სადმე სხვაგან, სვეტიცხოვლის ტაძრის გარდა. ეს უმეცრებით ქნა და სხვა დროს აღარ ვაპატიებ ჩემი საყდრის შეურაცხყოფასო. თუ გავიხსენებთ იმას, რომ უფლის მეორედ მოსვლას წმინდა სიდონია უფლის კვართით ხელში შეეგებება, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ქვეყნის აღსასრულის ჟამს ჩვენი დედაეკლესია ერთიანი და განუყოფელი შეეგებება უფალს? ამიტომაც, ვაი იმათ, ვინც მის გაყოფას, მისგან განდგომას დააპირებს, მას ღვთის რისხვა გარდაუვალად მოევლინება.

სვეტიცხოვლის სასწაულები. ისევ სვეტიცხოველს და მისგან მოხდენილ სასწაულებს მივუბრუნდეთ.

როცა ცამდე ამაღლებული, მერე თავისით მიწამდე ჩამოშვებული "ჰაერთა ზედა საკვირველად დაკიდებული" სვეტის ამბავი შეიტყვეს, მთელი მცხეთა და გარემო სოფლების მოსახლენი არაგვისა და მტკვრის შესართავისკენ, მეფის ბაღისკენ დიძრნენ, სადაც სასწაული ხდებოდა. პირველი, ვინც სვეტიცხოველთან მიახლებით განიკურნა, შობითგან ბრმა იყო. საცოდავი გოდებით შეეხო წმინად სვეტს და კურნებას შესთხოვდა, უეცრად ნათელი გამოკრთა სვეტიდან და კაცს იმავე ჟამს თვალნი აეხილა. უამრავი ხალხი მიაწყდა სვეტს, მათ შორის იყო ერთი ურია დედაკაცი, რომელსაც თავისი ოთხი წლის ვაჟი წმინდა სვეტისკენ მიჰყავდა. ხიდზე ჭყლეტაში მოჰყვა და ბავშვი მდინარეში გადაუვარდა. საცოდავი ქალი თან გადაჰყვა. ატყდა ერთი ვაი-ვიში.

ადიდებული მდინარის წყლის ორმა ნაკადმა დედა-შვილი შეაერთა, თავზე ნათელი დაედგათ, რომელიც იცავდა მათ კლდეზე მიხეთქებისაგან. მდინარემ ისინი მეფის ბაღთან გამორიყა. როგორ გადარჩითო, ეკითხებოდა ხალხი. ქალი ტირილით უყვებოდა: "წყალში რომ აღმოვჩნდით, საკვირველი ნათელი ვიხილე ცეცხლის სვეტის სახით, რომელიც იმ ბაღიდან გამოდიოდა, სადაც სვეტია აღმართული. ამ ნათლის სვეტმა მე და ჩემი შვილი შეგვაერთა და ის გულში ჩავიკარი. უვნებლად გამოვცურეთ. სვეტი, როგორც ნავს მესაჭე, ისე გვმართავდა. არც ღელვა შეგვეხებოდა და არც კლდესთან მიგვიშვებდა. გამოგვიყვანა აქ და ის ნათელი ისევ სვეტში შევიდა. "რამეთუ სვეტსა ამას ცეცხლისასა (სვეტიცხოველი ამ დროს "ცეცხლისა სახედ იყო შეცვალებული") შეერთებულ არს სვეტი იგი ნათლისა, წიაღმყვანებელი ჩვენი".

***
სეფეწული ამაზასპანი რვა წელი ლოგინად იყო ჩავარდნილი. დედამისმა ის სვეტიცხოველთან მიიყვანა და წმინდა ნინოს განკურნება სთხოვა. დედა ნინომ ხელი ნათლის სვეტს შეახო, მერე თავზე დაადო და ჰკითხა: "გრწამს იესო ძე ღმრთისა?". მრწამსო, - უპასუხა ყრმამ და მეყსეულად განიკურნა.

***
იმ დროს, როცა მთელი ქალაქი სვეტიცხოვლისკენ მიემართებოდა, ერთი მცხეთელი ურიას სახლიდან გლოვის ხმა გამოდიოდა - მშობლები გარდაცვლილ შვილს დასტიროდნენ: "ვაიმე, შვილო საყვარელო, ყველა იხარებს ამ უცხო სახილველისგან და სურვილით ანთებულნი მის სანახავად მიდიან. შენ ვერ მოესწარი ამ სასწაულს და ჩვენი უსჯულოების გამო დააკლდი ამ სიხარულს. ჩვენც ცოცხლივ ჯოჯოხეთს მივეწივნეთ. აღდეგ მკვდრეთით, მხოლოდშობილო ჩვენო, და მივეახლოთ "უცხოდ გამოჩენილსა მას სვეტსა ნათლისასა". უეცრად ყრმა წამოჯდა და იკითხა, სად არის ის ცეცხლის სვეტი, რომელმაც ჯოჯოხეთის უფსკრულიდან ამომიყვანა, სასწრაფოდ იქ მიმიყვანეთო. გახარებულმა მშობლებმა შვილი სამეფო ბაღში წაიყვანეს. იქ იმყოფებოდა მეფე მირიანი და დედოფალი ნანა და მთელი ერი. ყმაწვილი მოჰყვა: "როცა მოვკვდი, მოვიდნენ ეშმაკები და ჯოჯოხეთის უფსკრულში ჩამაგდეს, სადაც იყო ღრჭენა კბილთა და მატლი დაუძინებელი. მეც სხვებთან ერთად ვიტანჯებდი მცირე ხანს. ანაზდად ნათელი გამობრწყინდა ჯოჯოხეთში, ციდან ჩვენამდე ჩამოეშვა ნათლის სვეტი, რომლის თავზეც იდგა ის, ვინც ჩვენმა წინაპრებმა ჯვარს აცვეს. ორი ანგელოზი ჩემთან გამოგზავნეს, სვეტიდან კი ხმა გაისმა: "დაუბრუნეთ მშობლებს, რამეთუ მელმის გულტკივნეულობისა მათისა". მომკიდეს ხელი ჭაბუკებმა და სხეულში დამაბრუნესო".

***
იყო ერთი ძალზე კეთილი მნათე, ფრიად ჭეშმარიტების მეტყველი და კაცი სარწმუნო. იგი ამბობდა: "ღვთის დამოწმებით ვიტყვი, მრავალგზის, ისე, რომ თვლა ამერია, ღამე რამდენჯერმე მივსულვარ ეკლესიის კარებთან ლოცვისას ზარების დარეკვისას და შიგნით სვეტის გარშემო "საკვირველთა რაიმე სიტყვითა" ანგელოზთა შეწყობილი გალობა მომისმენია და ჩემს მესენაკესაც გაუგონიაო".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler