დედაქალაქობის ხანის მცხეთის დაგეგმარება
დედაქალაქობის ხანის მცხეთის დაგეგმარება
მცხეთის, ამ წმინდა ადგილის შესახებ მრავალი ისტორიული ცნობა მოგვეპოვება, თუმცა ბევრმა არც კი იცის, თუ როგორი მნიშვნელოვანია იგი არქეოლოგიური თვალსაზრისითაც.

გვესაუბრება ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ბატონი ვახტანგ ნიკოლაიშვილი.

- ქართლის სამეფოს (ანტიკური წყაროების იბერიის) ძველი დედაქალაქი მცხეთა (ძვ.წ. IV, ახ. წ. IV-Vს.ს.) და მისი შემოგარენი - ისტორიული მცხეთა ცნობილია მდიდარი ისტორიულ-არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლებით. XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი მოგვითხრობს: "ქალაქი დიდი მცხეთა და უბანნი მისნი, სარკინე, ციხე დიდი და ზანავი, უბანი ურიანთა".

ქართლის სამეფოს დედაქალაქი წარმოადგენდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და რელიგიურ ცენტრს და ბუნებრივია, იქ თავმოყრილი იქნება მიწისქვეშა და მიწისზედა ძეგლები, რომელთა ქრონოლიგიური დიაპაზონი მოიცავს პერიოდს ძვ. წ. III ათასწლეულიდან XVIII საუკუნის ჩათვლით. ამიტომ შეიძლება თვალი გავადევნოთ საზოგადოების ცხოვრებას მეტ-ნაკლებად ხუთი ათასი წლის მანძილზე.

მცხეთაში არქეოლოგიური გათხრები XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც კავკასიის მუზეუმის თანამშრომელმა, თბილისში დამკვიდრებულმა ავსტრიელმა ბუნებისმეტყველმა და მოყვარულმა არქეოლოგმა ფრიდრიხ ბაიერნმა, მცხეთაში - სამთავროს ველზე 600-მდე სამარხი გათხარა. ამავე საუკუნის 90-იან წლებში კი ექვთიმე თაყაიშვილმა არმაზციხის სამეფო რეზიდენციაში ჩაატარა არქეოლოგიური გათხრები. იქ სხვა მასალებთან ერთად აღმოჩნდა I საუკუნის ფრესკის ნატეხი, რომელზედაც სხვადასხვა ფერის საღებავებით ქალღვთაების გამოსახულებაა აღბეჭდილი.

XX საუკუნის 20-იან წლებში მცხეთაში - კარსნისხევის დასასრულს პროფესორ გიორგი ნიორაძის ხელმძღვანელობით გაითხარა ადრექრისტიანული ხანის IV-V საუკუნეების სამაროვანი. დიდი მცხეთის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი საველე კვლევა-ძიება და გათხრები გასული საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო, როდესაც მუშაობას შეუდგა მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიცია ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით. მისი გარდაცვალების შემდეგ კი აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას ხელმძღვანელობით საველე სამუშაოებს უძღვებოდნენ ალექსანდრე კალანდაძე, გიორგი ლომთათიძე, ანდრია აფაქიძე და გერმანე გობეჯიშვილი.

მცხეთაში არქეოლოგიურ სამუშაოებთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა: "იმის გათვალისწინებით, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ საქმეს არა მარტო საქართველოს ისტორიისთვის, არამედ მთელი კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის კულტურულ-ისტორიული პრობლემების გადასაწყვეტად, უნდა გვახსოვდეს, რომ ქალაქი მცხეთა იყო ორი უდიდესი მაგისტრალური გზის გზაჯვარედინზე და სწორედ ამის გამო ბუნებრივად უნდა მოველოდეთ აქ მასალას საკაცობრიო კულტურის ისტორიის მრავალი მეცნიერული საკითხის გასაცნობად.

თანამედროვე მცხეთის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია სხვადასხვა პერიოდის ძეგლები - ნამოსახლარები და სამაროვნები. განსაკუთრებით კი მცხეთის დედაქალაქობის ბოლო დროის III-V საუკუნეების ქუჩების და მის ორივე მხარეს განლაგებული კვარტლების ნაშთები (სვეტიცხოველთან, არაგვის, დავით აღმაშენებლის, კოსტავას, არსუკიძის ქუჩებზე), რომლებიც ჩნდებოდა თანამედროვე მცხეთაში მიმდინარე ახალმშენებლობათა კვალდაკვალ. გათხრების შედეგად გამოვლენილ ნამოსახლართა ნაშთები საშუალებას გვაძლევს, წარმოვიდგინოთ დედაქალაქობის ხანის მცხეთის გეგმარება.

ქალაქის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების შედეგად (სამთავრო, სვეტიცხოველი) აღმოჩენილია უაღრესად საყურადღებო ძეგლები, რომლებიც მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოს, არამედ ზოგადად საკაცობრიო კულტურის ისტორიის კვლევისათვის. ამის საილუსტრაციოდ გამოდგება უკვე XXI საუკუნეში აღმოჩენილი ვერცხლის საწერი მოწყობილობა (ხელსაწყო), რომელიც ვერცხლისავე კოლოფშია მოთავსებული. ხელსაწყო სამი კალმისტრისგან შედგება. პენალზე მიმაგრებულ ბუდეში კი ოქროს სამელნეა ჩასმული. სახურავი დაგვირგვინებულია ოქროს მასიური ფირფიტებით, რომელზედაც ამოკვეთილია წარწერა, ზურგზე კი გამოსახულია ცხრა მუზა - ბერძნული წარწერით.

მცხეთაშივე - სამთავროს ველზე, იქ, სადაც არის სამთავროს დედათა მონასტრის ფერისცვალების სახელობის გუმბათოვანი ტაძარი, 16 ჰა ფართობზე აღმოჩენილია 400-ზე მეტი სხვადასხვა დროის სამარხი (ძვ. წ. XVII საუკუნიდან ახ. წ. VIII-XII საუკუნეებამდე) და მათი თანადროული ნამოსახლარების ნაშთები. აღსანიშნავია ერთ-ერთი სამარხის ქვაზე ამოკვეთილი წარწერა, საიდანაც ვგებულობთ IV საუკუნეში მოღვაწე მცხეთის მთავარი ხუროთმოძღვრისა და მხატვრის ავრელი აქოლისისა და მისი მეუღლის ბევრაზურიას სახელებს. ავრელი აქოლისის სახელი კვლავ დადასტურდა ანტიოქიის ეკლესიაში აღმოჩენილ სამშენებლო წარწერაში.

უაღრესად საყურადღებოა სამთავროს ველის სამხრეთ ნაწილში გამოვლენილი ქვიშაქვის ფილებისგან შედგენილი ორფერდასახურავიანი სამარხი-აკლდამა, რომელშიც აღმოჩნდა ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, რკინის, მინისა და სხვადასხვა მინერალებისგან დამზადებული 32 დასახელების ნივთი: სუფრის საწესო ჭურჭელი, სამკაული, საწესო-სარიტუალო და ტანსაცმელთან დაკავშირებული ნივთები. აკლდამაში დაკრძალულთა სოციალურ კუთვნილებაზე წარმოდგენას გვაძლევს ვერცხლის ლანგარზე ამოკვეთილი წარწერა: "უფლიწული თირიდატი (ეს ლანგარი) მისი საკუთარია". შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სამთავროს სამაროვნის სამხრეთ ნაწილში III საუკუნეში სამეფო ოჯახის წევრებიც იკრძალებოდნენ.

სამთავროს სამარხ-აკლდამაში აღმოჩენილი ნივთების ნაწილი სხვადასხვა ქვეყნის სახელოსნოებშია დამზადებული. ეს კიდევ ერთი მოწმობაა იმ სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობისა, რომელიც ჰქონდა ქართლის სამეფოს ანტიკური სამყაროს ქვეყნებთან.

სამთავროს ველის დასავლეთით გაითხარა თითქმის 3000 წლის წინანდელი გორა-ნამოსახლარი. იგი ტერასულად არის განლაგებული გორის ფერდობზე. შენობები გეგმაში წაგრძელებული ოთხკუთხა ფორმისაა, ნაგებია ქვატეხილით და შემტკიცებულია თიხით. შენობის უკანა მხარეს გამართულია ორგანყოფილებიანი პურის საცხობი ღუმლები, თახჩები და სამლოცველო-საკურთხევლები, რომელზედაც ზოგჯერ ანთროპომორფული ქანდაკებებია აღმართული. ამ ტიპის ნაგებობა შეიძლება ჩაითვალოს ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში დადასტურებული ქართული საცხოვრებელი სახლის - დარბაზის პროტოტიპად.

არმაზისციხე-ბაგინეთი
მცხეთის სამეფო რეზიდენცია არმაზციხე (ძვ.წ. IV-V ს.ს.) ხშირად მოიხსენიება როგორც ქართულ წერილობით წყაროებში, ისე I-III საუკუნეების ბერძენ-რომაელ ავტორებთან. არმაზციხეში ამ ასოცდაათი წლის წინ განხორციელდა მცირე მასშტაბის არქეოლოგიური გათხრები ილია ჭავჭავაძის, დიმიტრი ბაქრაძისა და ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივითა და თაოსნობით. სწორედ მაშინ აღმოჩნდა ჩვენი წელთაღრიცხვის I ს-ის პოლიქრომული ფერწერის ნიმუში - ქალღვთაების გამოსახულება ქვათლილებით ნაგები შენობის შელესილობის ნაშთებზე.

II მსოფლიო ომის დროს არმაზციხეში აკადემიკოსების სიმონ ჯანაშიასა და ანდრია აფაქიძის ხელმძღვანელობით დაიწყო სტაციონარული გათხრები. ამჯერად გამოვლინდა საქალაქო ცხოვრებისათვის დამახასიათებელი უმნიშვნელოვანესი ძეგლები: სამეფო სასახლის ნანგრევები, რომელიც შესანიშნავი ქვათლილებით ყოფილა ნაგები და წითლად გამომწვარი და შეღებილი კრამიტით იყო გადახურული; რომაული ტიპის აბანო, საკულტო, სამეურნეო და საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობები, ზღუდე-გალავნისა და ოთხკუთხა კოშკების ნაწილები. აგრეთვე ქვათლილებით ნაგები სამეფო აკლდამის ნაშთები, ასევე სამეფო ოჯახის წევრი ქალბატონის სამარხი - ერთიანი ქვისგან გამოთლილი, ორფერდასახურავიანი სარკოფაგი, რომელიც შეიცავდა ახ. წ. II-III საუკუნეების ქართლის (იბერიის) სამეფო კარისათვის დამახასიათებელი ოქრომჭედლობისა და მხატვრული ხელოვნების ამსახველ სხვა უმდიდრეს ძეგლებს.

გასული საუკუნის 90-იან წლებში არმაზციხეზე განახლებულმა გათხრებმა გამოავლინეს რომაული ტიპის ორი ახალი აბანო და ქვაზე ამოკვეთილი ბერძნულ ენაზე შესრულებული წარწერები, რომლებიც ქართლის მეფისა და დედოფლის საქმიანობაზე მოგვითხრობენ. აგრეთვე ექვსაფსიდიანი, ჩუქურთმებით შემკული ტაძარი და მასზე მიშენებული მარანი.

დღეისათვის დაგეგმილია არმაზციხე-ბაგინეთის ძეგლების გამაგრება-კონსერვაცია, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დააფინანსებს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ეგიდით განხორციელდება. არმაზციხე-ბაგინეთის ძეგლების გამაგრება-კონსერვაცია შთამომავლობას შემოუნახავს ძველი ქართული ცივილიზაციის შემოქმედების ნაყოფს. მცხეთის სიძველეთა მოყვარულთ კი საშუალებას მისცემს იხილონ ხელოვნების ღირსშესანიშნავი ნიმუშები.

არმაზისხევი
მცხეთის შემოგარენში, რკინიგზის სადგურიდან სამიოდე კილომეტრით დაშორებით, მტკვრის მარჯვენა ტერასაზე, გასული საუკუნის 30-იანი წლების მიწურულსა და 40-იან წლებში აღმოჩნდა მცხეთის დედაქალაქობის ხანის უბრწყინვალესი ძეგლები - როგორც გამოირკვა, II-IV საუკუნეების ქართლის ერისთავთა, პიტიახშთა რეზიდენციის ნაშთები (სასახლე, ტაძარი, აბანო, მარანი) და მათივე განსასვენებელი. სამარხ-საკრძალავებში აღმოჩნდა ოქრომჭედლობის, ნუმიზმატიკის, ხელოსნობა-ხელოვნების სხვადასხვა დარგების შესანიშნავი ნიმუშები (სარიტუალო დიადემა, სატევრები, საბეჭდავები). მათ შორის აღსანიშნავია ორენოვანი წარწერა (იმდროინდელ მსოფლიოში გავრცელებულ ბერძნულ-არამეულ ენებზე, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობის დროს იყენებდნენ). იგი ქართლის ერისთავის ჯავახოსის (ძევახის) ასულის სერაფიტის საფლავზე აღმართულ სტელაზე, საფლავის ქვაზე ყოფილა ამოკვეთილი. წარწერაში ასახულია ქართლის (იბერიის) სამეფო კარის იერარქიული სტრუქტურა - მეფე, ეზოს მოძღვარი, პიტიახში.

გასული საუკუნის 80-იან წლებში, არმაზისხევის მარჯენა მხარეს, პიტიახშთა რეზიდენციის თავზე მდებარე ზეგან-ბორცვზე, რომელსაც კაცითავანა ეწოდება, აღმოჩნდა ქვათლილების საფუძველზე ალიზით ნაგები კოშკისა და სასიმაგრო სისტემის ნაწილები, აგრეთვე სავარაუდო აკლდამის ნაშთი. კაცითავანაზე დადასტურდა წითლად მოხატული თიხის ჭურჭლის ნაწილები ეგრეთ წოდებული სამადლოს ტიპისა. იგი ელინისტური ხანით, ფარნავაზის ეპოქით, ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნით თარიღდება.

ღართისკარი
გასული საუკუნის 80-იან წლებში თანამედროვე მცხეთის ჩრდილოეთ ნაწილში - ღართისკარზე გამოვლინდა სამ კილომეტრამდე სიგანის ქვის საფუძველზე აღმართული ალიზის აგურით ნაგები კოშკებიანი ზღუდე-გალავანი, რომელიც ღართისკარის ზედა თხემიდან არაგვამდე ვრცელდება. გალავანი გამოვლინდა არაგვის მარცხენა ნაპირზეც. იგი არაგვის ნაპირიდან იწყება და საგურამოს ქედს ებჯინება. ღართისკარის საფორტიფიკაციო სისტემა წარმოქმნილი ჩანს ძვ. წ. IV-II საუკუნეებში, როდესაც ქართლის სამეფო ჩამოყალიბდა. შიდა ტერიტორიაზე აღმოჩნდა სამლოცველო, საცხოვრებელი ნაგებობანი და წისქვილი. შეიძლება ითქვას, რომ ღართისკარის სასიმაგრო სისტემა წარმოადგენს დედაქალაქობის ხანის მცხეთის ჩრდილოეთ კარიბჭეს.

***
დღეისათვის მხოლოდ მცირე მასშტაბის არქეოლოგიური გათხრები ტარდება მცხეთაში, სამთავროს ველის ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთზე. იქ ეროვნული მუზეუმის ეგიდით მიმდინარეობს საქართველო-ავსტრალიის ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებში ჩატარდა გეოფიზიკური კვლევა და არქეოლოგიური კვლევა-ძიება.

ტაძრის შუა ნაწილში აღმოჩნდა წრიული მოყვანილობის კერა - სამსხვერპლო, რომელიც მზის სიმბოლურ გამოსახულებას უნდა წარმოადგენდეს. ტაძარი ნაგები ყოფილა ქვატეხილების საფუძველზე ამოყვანილი თიხა-ალიზის კედლებით და გადაუხურავთ ანტიკური ხანის წითლად შეღებილი ბრტყელი და ღარიანი კრამიტით. თიხატკეპნილ იატაკზე აიკრიფა წითლად გამომწვარი და მოხატული თიხის ჭურჭლის ნაწილები. როგორ ჩანს, ტაძარი ძველად და ახალი საუკუნეების მიჯნაზე მოქმედებდა და ძლიერი ხანძრის შედეგად ჩანს განადგურებული.

აქვე გამოვლინდა ახალი წელთაღრიცხვის III-IV საუკუნეების უფრო მოგვიანო სამარხები. კრამიტით და თიხის ფილებით ნაგები საკრძალავები, აგრეთვე თიხის სარკოფაგი. სამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოს და ვერცხლის სამკაულები, მინის სანელსაცხებლეები, ფერუმარილის შესანახი ჭურჭელი, ოქროს ბეჭდები, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული მძივები.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler