სვეტიცხოვლის გულანი
სვეტიცხოვლის გულანი
ქვეყნის მთავარი სასულიერო წიგნი სვეტიცხოვლის გულანი, რომელიც 1881 წელს კათოლიკოს ნიკოლოზ ამილახვრის დაკვეთით შეიქმნა, ისეთივე მადლმოსილია, როგორიც თავად სვეტიცხოველი და მისი სიწმინდეები. ეს უნიკალური ხელნაწერი, რომელიც თითქმის 3 საუკუნის განმავლობაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის თაღებქვეშ იყო დავანებული, დღეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სიძველეთსაცავშია დაცული.

ვესაუბრებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარ კონსულტანტს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ მიხეილ ქავთარიას.

- ბატონო მიხეილ, ვიდრე ამ უდიდესი წიგნის მნიშვნელობაზე ვისაუბრებდეთ, იქნებ გავიხსენოთ, როდის გამოჩნდა გულანი საქართველოში და რა დანიშნულება ჰქონდა ამ წიგნს საეკლესიო ცხოვრებაში.


- გულანი, რომელიც გამოირჩევა თავისი მოცულობითა და შედგენილობით, მოიცავს ღვთისმსახურებისთვის ყველა საჭირო წიგნს, ამიტომ, ბუნებრივია, მისი ბადალი წიგნი ყველა ეკლესიაში არ იდებოდა.

ჩვენ მოგვეპოვება ხელნაწერი, რომელიც XVI ს-ის მეორე ნახევრით თარიღდება და რომელსაც გულანს ვეძახით, თუმცა პირველი გულანი XVII ს-დან გაჩნდა. ჩვენს საღვთისმეტყველო წიგნებში გულანის გამოჩენა მაგონებს რუსული და ბერძნული ე.წ. სადღესასწაულო თვენის გაჩენის ისტორიას, რომლის ქართული შესატყვისია "საზიარონი" (არიან წმინდანები, რომელთაც თავიანთი განგებანი არ აქვთ და იმ განგებას, რომელიც გამოიყენება ამ წმიდანისთვის, საზიაროს ეძახიან, რადგან ის რამდენიმე კატეგორიის წმინდანისთვის გამოიყენება).

KARIBCHEადრე მეგონა, თავდაპირველად გულანი ღარიბი ეკლესიებისთვის იყო განკუთვნილი, რადგან ამ ეკლესიებს ცალ-ცალკე არ ჰქონდათ ზატიკი, მარხვანი და ღვთისმსახურებისთვის აუცილებელი სხვა წიგნები. ამდენად, მათთვის დიდი შეღავათი იქნებოდა, ყველაფერი ერთად თავმოყრილი და შეკრებილი ჰქონოდათ, მაგრამ ჩემი ეს ვარაუდი არ გამართლდა, რადგან ყველა ქართული გულანი წამყვან და ძლიერ ეკლესიებში იყო დაცული.

დღესდღეობით ორ ათეულზე ცოტა მეტი გულანია შემორჩენილი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ვინაიდან გულანი უდიდესი მოცულობის კრებულია და მისი შექმნა დიდ შრომასა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული, მხოლოდ დიდ, ცნობილ ეკლესიებს ჰქონდათ მისი შექმნისა და შეძენის შესაძლებლობა. ეს ძვირფასი წიგნი იმდენად მძიმე იყო, მხოლოდ სახედრით გადაჰქონდათ. სვეტიცხოვლის გულანი, რომელმაც ჩვენამდე არასრულად მოაღწია, 889 ფურცლისგან შედგება.

ზოგიერთ ტაძარში, პრაქტიკული თვალსაზრისით, გულანს 2 ან 3 ნაწილად ანაწევრებდნენ. სვეტიცხოვლის გულანიც 3-4 ნაწილად არის გაყოფილი და ჩვენამდე ამ სახით მოაღწია.

ორი უდიდესი გულანი ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმში ინახება. ერთ-ერთი გულანის ხელნაწერ ფურცელთა რაოდენობა 1203-ს შეადგენს, მეორესი კი - 1088-ს.

სვეტიცხოვლის გულანის შექმნის ინიციატორი გახლდათ კათალიკოსი ნიკოლოზ ამილახვარი. იგი კათალიკოსი გახდა 1676 წელს.

კათალიკოსი ნიკოლოზი შემთხვევითი პიროვნება არ გახლდათ. როგორც ჩანს, მწიგნობრობის გარდა, მხატვრობითა და ჰიმნოგრაფიითაც იყო გატაცებული, რადგან საგანგებოდ აღნიშნავს, რომ გულანში საუფლო დღესასწაულების მინიატურებიც შეიტანა და წმინდანთა გამოსახულებებიც.

KARIBCHEკათალიკოსის მიერ 1681 წელს შექმილ ხელნაწერ გულანში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს განსაკუთრებული ადგილი უკავია. პრაქტიკული დანიშნულების წიგნში, რომელიც ეკლესიაში უნდა გამოეყენებინათ, ღვთისმშობლის ერთი დაუჯდომელიც საკმარისი იქნებოდა, მაგრამ ნიკოლოზ კათალიკოსმა წმინდა ფილოლოგიური ხასიათის მეცნიერული შრომა ჩაატარა და გულანში დაუჯდომლის მეორე ტექსტიც შეიტანა. დაუჯდომლებს ღვთისმშობლის მინიატურებიც დაურთო თან.

სხვათა შორის, ამ საკითხზე მშვენიერი დისერტაცია დაიწერა რუსეთში, მაშინ როცა ჩვენთან ეს საკითხი ჯერ კიდევ არ არის მეცნიერულად შესწავლილი და დამუშავებული.

კათალიკოსი წერს: "სვეტიცხოვლის გულანში შევკრიბე სრული თვენი საწინასწარმეტყველო წეს-სვინაქსრითა, იამბიკო-იკოსებითა, სახარება-სამოციქულოთი, მარხვანი სრული და უნაკლონი, ზატიკნი სრული და უნაკლონი" და ა.შ. იგი გულანის ბოლოსიტყვაობაში საგანგებოდ მიუთითებს, დიდმა ვახტანგმა როგორ შექმნა მცხეთის ტაძარი. ამის შემდეგ საჭიროდ ჩავთვალე, ეს გულანი შემედგინაო.

გულანის გადამწერებად დასახლებულნი არიან მიქაელი, საბა და აბელი. გულანში შესულია თვენი გიორგი მთაწმინდელის რედაქციით და მის მიერვე 1042 წელს თარგმნილი სვინაქსარი. ვინაიდან კრებული მოზრდილია და მისი ხელში დაკავება წარმოუდგენელია, გულანი ტაძრის საპატიო ადგილას იყო დაბრძანებული და დღის საკითხავებს სანიშნეების დახმარებით მონიშნავდნენ.

- რა მასალას იყენებდნენ გულანის დასამზადებლად?

KARIBCHE- სამწუხაროდ, სვეტიცხოვლის გულანის გარე ყდა შემორჩენილი არ არის. საზოგადოდ, ყდის მასალად ტყავგადაკრულ ფიცარს იყენებდნენ. შესაძლოა, იგი ძვირფასი თვლებითაც ყოფილიყო მოჭედილი. საწერ მასალად ფურცელს ხმარობდნენ.

- როგორც ჩანს, დღეს ჩვენს ეკლესიაში გულანის საჭიროება აღარ არის და ამიტომაც ინახება იგი ხელნაწერთა საცავში...

- მოგეხსენებათ, XIXს-ში რუსეთის იმპერიამ ქართულ ხელნაწერებსაც შეუტია. ისინი განადგურებისგან რომ გადაერჩინათ, დიმიტრი ბაქრაძის ინიციატივით დაარსდა საეკლესიო მუზეუმი, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაშიც იკრიბებოდა არა მარტო ქართული ხელნაწერები, არამედ ნაბეჭდი გამოცემებიც. ასე შეიქმნა ეს კოლექციები. ძირითადად მუზეუმში აღმოჩნდა ამ სიძველეთა თავშესაფარი. 1918 წლიდან ეს ხელნაწერები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საცავებში გადაიტანეს. 1929 წლიდან კი, როცა ხელნაწერთა განყოფილებას პალე ინგოროყვა ხელმძღვანელობდა, შეიქმნა ლიტერები და ხელნაწერები კვლავ მუზეუმს დაუბრუნდა. საეკლესიო მუზეუმიდან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ეს საეკლესიო რელიკვიები 1958 წლიდან, ამ ცენტრის დაარსების დღიდან, გადმოვიდა და მას შემდეგ ჩვენთან ინახება.

ქუთაისში, ძირითადი - გელათის კოლექციის გარდა, თავი მოიყარა ჯრუჭის, ჭელიშისა და დასავლეთ საქართველოს ცნობილი ეკლესია-მონასტრებისა თუ საკუთარი ფონდების უნიკალურმა კოლექციამ.

რა თქმა უნდა, გაჩნდა სურვილი, ყველა ეს საეკლესიო ხელნაწერი დაუბრუნდეს მის კანონიერ მემკვიდრეს - საპატრიარქოს, მაგრამ სანამ არ შეიქმნება ისეთი პირობები, რომ ყველა ხელნაწერი საიმედოდ იქნეს დაცული, მანამდე ჩვენი საცავიდან მათი გატანა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

მინიატურები
სვეტიცხოვლის გულანიდან
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler