მათ შეუძლიათ შეცვალონ არა მარტო თავიანთი, არამედ გარშემომყოფთა ცხოვრებაც
მათ შეუძლიათ შეცვალონ არა მარტო თავიანთი, არამედ გარშემომყოფთა ცხოვრებაც
ფსალმუნში ვკითხულობთ: "ნათელი თვალთა ჩემთა და იგიცა არა დაადგრა ჩემთანა..." არაფერია მარადიული ამქვეყნად. მრავალი ჩვენგანის ცხოვრებაში დგება ჟამი, როდესაც იმსხვრევა ყველა იმედი და სიჭაბუკის ოცნებებს აპათია ცვლის... როდესაც ყველა ადამიანური ნუგეში ქრება, ყველაზე მეტად სწორედ მაშინ ვგრძნობთ უფლისმიერი ნუგეშის - ერთადერთი ჭეშმარიტი ნუგეშის - მოთხოვნილებას. და თუკი ღმერთს მივენდობით, აშკარად დავინახავთ ღვთის ხელს, რომელიც გვიფარავს.

ერთ-ერთი მძიმე განსაცდელია მხედველობის დაკარგვა. მაგრამ, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, განსაცდელი და ხორციელი სნეულება ადამიანს მოთმინების, სათნოებისა და რწმენის გამოსაცდელად ეძლევა. "ნეტარია ის, ვინც ღირსი გახდა, ღმერთმა გამოსცადოს", - ბრძანებს ისააკ ასური, პავლე მოციქული კი ამბობს: "ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინება - სასოებას, ხოლო სასოებამან არა არცხვინოს" (რომ. 5,3-4). ასეთ დროს ღვთისადმი მადლიერება მის უდიდეს წყალობას მოიზიდავს.

ჩვენი სტუმარია პოლონეთის უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე მარგარიტა პოხოლეცი, მხნე, ძლიერი სულის, საოცრად განათლებული ქალბატონი. მისი ცხოვრება და საქმიანობა მაგალითია იმისა, როგორ არ უნდა დაკარგოს იმედი განსაცდელში ჩავარდნილმა ადამიანმა და როგორ უნდა იპოვოს გამოსავალი თავისი მდგომარეობიდან. ქალბატონი მარგარიტა პოლონეთის უსინათლოთა კავშირის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ზაფხულში ხანმოკლე ვიზიტით საქართველოში ჩამობრძანდა.

KARIBCHE- მხედველობა ერთბაშად არ დამიკარგავს. დიდი ხნის განმავლობაში ვკარგავდი თვალისჩინს, 10 წლის წინ საბოლოოდ დავკარგე. ამიტომ მე ვიცი მხედველობის ფასი. ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც ნორმალურად ხედავ და თუ როგორ უნდა იცხოვრო მხედველობის დაკარგვის შემდეგ. მოგეხსენებათ, პოლონეთი დიდი ქვეყანაა. აქ 40 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. პოლონეთის უსინათლოთა კავშირი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი ორგანიზაციაა, რომელშიც 65000 წევრია გაერთიანებული. გაისად ჩვენს ორგანიზაციას 60 წელი უსრულდება. ასე რომ, ვიცით, როგორ დავეხმაროთ მხედველობადაკარგულ ადამიანებს. ყოველწლიურად ჩვენს ორგანიზაციას 3-4 ათასამდე წევრი ემატება. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც არ იციან, როგორ იცხოვრონ მხედველობის დაკარგვის შემდეგ. ზოგიერთი ადამიანი დაბადებიდანვე უსინათლოა, მაგრამ არსებობს თვალების ბევრი ისეთი დაავადებაც, რომელიც იწვევს მხედველობის გაუარესებას და საბოლოოდ სიბრმავეს. ცხოვრების რაღაც ეტაპზე მხედველობადაკარგულ ადამიანებს, რა თქმა უნდა, უჭირთ. ჩვენი ორგანიზაციის დანიშნულებაა - ვასწავლოთ, დავეხმაროთ მათ, თუ როგორ იცხოვრონ, როგორ გაუმკლავდნენ ამ პრობლემას. მათ, უპირველესად, სჭირდებათ ფსიქოლოგიური თანადგომა და თანაგრძნობა. ჩვენთან ორგანიზაციაში არიან უსინათლოები, რომლებმაც იციან, როგორ იცხოვრონ, იმუშაონ და დამოუკიდებლად აკეთონ ყველაფერი - ქუჩაში, შინ, სამზარეულოში... ორგანიზაციაში გვყავს ფსიქოლოგები, რომლებიც ეხმარებიან უსინათლოებს, რათა მათ დამოუკიდებელი ცხოვრება შეძლონ. ამის მიღწევა საკმაოდ ძნელია. ჩვენ ვასწავლით უსინათლოებს წერა-კითხვას არა მარტო ბრაილის შრიფტით, არამედ სხვა, ახალი ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებითაც. პოლონეთში უკვე ბევრი უსინათლო ადამიანი სარგებლობს კომპიუტერით, ახალი, სპეციალური პროგრამებით. პირადად მე, უკვე 18 წელია, რაც კომპიუტერს ვიყენებ. ვწერ, ვკითხულობ, ვსარგებლობ ინტერნეტით და ვამზადებ მასალებს გაზეთისთვის, დამოუკიდებლად ვადგენ ჩემი ოფისისთვის საჭირო სხვადასხვა დოკუმენტებს. ჩვენ ვასწავლით უსინათლო ადამიანებს, როგორ იარონ ქუჩაში დამოუკიდებლად, თანამგზავრის გარეშე. ამისათვის არსებობს სპეციალური დამხმარე ჯოხები. ასეთი ჯოხით მეც უკვე 10 წელია ვსარგებლობ. ის მეხმარება, რომ ვიყო დამოუკიდებელი ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში. სახლიდან სამსახურამდე ჩემით ვახერხებ გადაადგილებას მეტროთი, ტრამვაით და ა. შ. მე ვხვდები ბევრ ადამიანს, რომელთაც დიდი სურვილი აქვთ უსინათლოების დახმარებისა, და თუმცა ბევრ მატერიალურ საშუალებას ფლობენ, მაინც არ იციან, თუ რა გზით უნდა გააკეთონ ეს. ბევრ ქვეყანაში უსინათლოები მოწყალებას არიან მიჩვეულნი. ისინი არ არიან განწყობილნი, იბრძოლონ, საკუთარი შრომით მოიპოვონ რამე. უმრავლესობა სასოწარკვეთილია... ჩვენს ორგანიზაციაში ვასწავლით უსინათლოებს, თუ როგორ ითხოვონ დახმარება და როგორ გამოხატონ თავიანთი მადლიერება ქველმოქმედი ადამიანების მიმართ. მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვასწავლით მათ, თუ როგორ განავითარონ საკუთარი ინიციატივა. მათ უნდა შეექმნათ განწყობა, თავადაც იშრომონ და მოიპოვონ "პური არსობისა". ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობა სწორედ აქეთკენ არის მიმართული. ჩვენთან არაერთხელ მოსულან ადამიანები, რომლებიც მხედველობის დაკარგვის შემდეგ ვეღარ ხედავდნენ ცხოვრების აზრსა და მიზანს. დახმარების საწყისი ეტაპი, როგორც უკვე აღვნიშნე, გულისხმობს ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. გამოცდილი ფსიქოლოგების დახმარებით ამ ადამიანთა ცხოვრება რადიკალურად იცვლება. მათ აღარ თრგუნავთ ბედის უკუღმართობაზე ფიქრი, უღვივდებათ რწმენა იმისა, რომ ბოლომდე იბრძოლონ და თავიანთი ვალი მოიხადონ ღმერთისა და ხალხის წინაშე. ეს ადამიანები უკვე მზად არიან, სამსახურები იშოვონ. მე ვიცი, რომ, სამწუხაროდ, საქართველოში ეს პრობლემა არსებობს - უსინათლოებს (და არა მხოლოდ მათ) სამსახურის შოვნა უჭირთ. ამის გამო ბევრი მათგანი დამოუკიდებლობას ვერ ახერხებს. ჩვენს ორგანიზაციაში მოსულ ადამიანს, რომელსაც უკვე გავლილი აქვს ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, ვეკითხები, რისი გაკეთება შეუძლია. ხშირად ადამიანებს უჭირთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან არა აქვთ იმედი, რომ სამსახურში დამოუკიდებლად, თანამგზავრის გარეშე შეძლებენ სიარულს. ასე რომ, ვიდრე თანამშრომლად ავიყვანდეთ, ჩვენ ვასწავლით მათ, პირველ რიგში, დამოუკიდებლად გადაადგილებას. ადრე, 20 წლის წინ, ჩვენს ქვეყანაში არსებობდა სპეციალური ქარხნები და ფაბრიკები, სადაც უსინათლოებს შეეძლოთ მუშაობა. ახლა კი მხოლოდ კომერციული ქარხნები არსებობს. დასავლეთ ევროპაში უნარშეზღუდული ადამიანების 45% დასაქმებულია, ჩვენთან კი - მხოლოდ 14%, რაც ძალიან ცოტაა. ვცდილობთ, დავძლიოთ ეს ხარვეზი. დიდი ძალისხმევა სჭირდება ჩვენს საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპის შეცვლას, რაც უპირველესად გულისხმობს იმას, რომ უსინათლო ადამიანი უნდა იყოს აქტიური და არა პასიური. ასეთი აქტიური უსინათლოების ბევრი მაგალითი არსებობს. პირადად მე ვარ ასეთი. ყოველთვის აქტიური და მიზანდასახული ვიყავი. ერთი დღეც კი არ მახსოვს ჩემს ცხოვრებაში სამსახურის გარეშე. მხედველობა რომ დავკარგე, ერთი უნივერსიტეტი უკვე დამთავრებული მქონდა. ამის მერე კიდევ სამი უნივერსიტეტი დავამთავრე. ბოლო - მენეჯმენტის უნივერსიტეტი - 2 წლის წინ დავასრულე და ავიღე მენეჯერის დიპლომი. საქართველოში მოგვიწვია ფონდმა "არეალმა", რომელიც მთელი კავკასიის მასშტაბით უნარშეზღუდულ ადამიანებს ეხმარება. მართალია, ჩვენ არ მოგვეპოვება მატერიალური სახსრები უსინათლოთა დასახმარებლად, მაგრამ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, იყვნენ დამოუკიდებელნი და აქტიურნი. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შევხვდით არაერთ ნიჭიერ და თავისი საქმის ღრმად მცოდნე სპეციალისტს. უსინათლო ადამიანებში ჩვენ დავინახეთ დიდი ადამიანური შესაძლებლობები. მათ შეუძლიათ შეცვალონ არა მარტო თავიანთი, არამედ გარშემომყოფთა ცხოვრებაც. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შემდგომში ქართველ სპეციალისტთა ჯგუფს მოვიწვევთ ჩვენთან, პოლონეთში და ვაჩვენებთ მათ, თუ როგორი მეთოდებით ვმუშაობთ. თუკი გაჩნდება ინტერესი, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია შემდგომში ერთობლივად შევქმნათ პროექტები, სხვადასხვა ფონდებიდან მოვიზიდოთ დაფინანსებები და კიდევ უფრო ღრმად და საინტერესოდ განვავითაროთ ეს კავშირები.

ჩვენი საზოგადოების მიზანი გახლავთ აგრეთვე ის, რომ სახელმწიფო დავაინტერესოთ, მეტი ყურადღება მიაქციოს უსინათლოებს, იზრუნოს მათზე და მათი პრობლემები გულთან ახლოს მიიტანოს. აქ იგულისხმება კანონების შეცვლა, ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა და ა. შ. ჩვენ ვწერთ პროექტებს, ვეძებთ ძლიერ და ჭკვიან პარტნიორებს. ჩვენთან, პოლონეთშიც და ზოგადად მთელ მსოფლიოში არსებობს ბევრი პრობლემა უსინათლოთა დახმარების მიზნით მატერიალური სახსრების მოძიებასთან დაკავშირებით. უსინათლოები ყოველთვის მოწყალების იმედად ვერ იქნებიან. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ადამიანს მისცე არა თევზი, არამედ ასწავლო მისი დაჭერის ხელოვნება.

ჩვენი ორგანიზაციის უპირველესი მიზანი და დანიშნულებაა - უსინათლოებმა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ თავი. პირადად მე იმედი არასოდეს დამიკარგავს. ამ განსაცდელმა სტიმული მომცა, მეკეთებინა ისეთი რამ, რაც არა მარტო მე, არამედ ყველა უსინათლოს გამოადგებოდა. ბედნიერებაა, როდესაც ადამიანი თავის ამქვეყნიურ დანიშნულებას იპოვის და ღირსეულად აღასრულებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler