მარტოობის ჟამს, როცა მტკივა და ვიტანჯები, სწორედ მაშინ გეძახი: "დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო"...
მარტოობის ჟამს, როცა მტკივა და ვიტანჯები, სწორედ მაშინ გეძახი: "დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო"...
მარადიული სიცოცხლე ღმერთით აღსავსე სიცოცხლეა
ძველი აღთქმის სჯული კაცობრიობას ღვთის მიერ სინას მთაზე, უნაყოფო უდაბნოში, ზღვის მახლობლად მიეცა. ორი ფიქალი, რომლებზეც უფლის 10 მცნება იყო ამოტვიფრული, წმინდა მოსე წინასწარმეტყველმა Gამოიტანა.

კაცობრიობის უპირველესმა სჯულმა გარკვეულ პერიოდში გავერანებული ხალხი შეაGერა ბოროტი ქმედებისგან, მას დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა, თუმცა იგი საბოლოო და სრულყოფილი არ ყოფილა, რადგან ვერ შეძლო მართალ ადამიანთა ჯოჯოხეთიდან გამოხსნა.

9 ნეტარება კი უფლის მიერ გალილეის ზღვის ნაპირზე მდებარე მშვენიერ და ნაყოფიერ ველზე წარმოითქვა.

როგორც წმინდა მამები აღნიშნავენ, დიდია განსხვავება ამ ორ სჯულს შორის. მოსეს მკაცრი სჯული ჭექა-ქუხილში, საყვირების ხმაზე წარმოითქვა, მრისხანედ რომ გაისმოდა უდაბნოს მთიან ნაპრალებში, მადლიანი სჯული სახარებისა კი გაზაფხულის მშვენიერ დღეს, ბალახებითა და ყვავილებით დაფარულ მთის ფერდობზე, ზღვიდან მონაბერი მაისის გრილი ჰაერის სუნთქვას მოჰყვა. სქელი და ავი ღრუბლებით დაფარული სინას მთის მწვერვალიდან უხილავი ღმერთის ხმა საშინელებით აძრწუნებდა ისრაელის შვილთა გულებს, მეტად მშვიდი და გულით მდაბალი მაცხოვრის ტკბილი ბაგეებიდან კი გაისმოდა გულის გასახარი სიტყვები მარადიული ცხოვრების შესახებ. სიკვდილის შიშით შეპყრობილნი, ვერ ბედავდნენ სინასთან მიახლოებასაც კი, რომელიც ძრწოდა - მასთან ხომ იმყოფებოდა თვით ღმერთი, შემოქმედი და სჯულის მომცემელი. გალილეის ზღვის სანაპიროზე აღმართულ მთაზე კი ხალხის გროვა მჭიდროდ გარშემორტყმოდა ქრისტეს და ცდილობდა უფალთან მეტად მიახლოებას, რათა ოდნავ მაინც შეხებოდა მადლით სავსე სასწაულმოქმედსა და სჯულის მომცემს.

უწინ, ძველ აღთქმაში, სჯულის დაცვა შემოსაზღვრული იყო მრისხანე მსჯავრით - "სიკვდილით უნდა დაისაჯოს!", ახლა კი რა სასიამოვნოდ გვასწავლის ზეციური მასწავლებელი! იგი არ ზღუდავს მოწაფეთა თავისუფლებას მკაცრი განგებულებით, არ აშინებს მუქარით, მხოლოდ უჩვენებს იმას, რასაც ყველა ეძიებს - ნეტარებას. შემდეგ კი მიუთითებს ამ ნეტარებისკენ მიმავალ გზასაც - თავისი მცნებების შესრულებას.

ვინ არ უსურვებს ნეტარებას საკუთარ თავს? ჭეშმარიტად ნეტარია, ვისაც სინდისი მშვიდი აქვს, გულში კი სიხარული, სანეტარო ცხოვრების რწმენა უღვივის.

ახალი მადლიანი სჯული ქრისტესი თავის თავში ინახავს მაცოცხლებელ ღვთის ძალას, რომელსაც შეუძლია განწმინდოს, განაახლოს და ააღორძინოს მცნებათა შემსრულებელი.

აი, რატომ უწოდებენ მას მაცოცხლებელს წმინდა მამები.

ანკეტის შეკითხვები:

1. რას გახსენებთ სინას მთა?

2. როდის შემოვიდა რწმენა თქვენს ცხოვრებაში და როგორ გამოხატავთ თქვენს დამოკიდებულებას უფალთან?

3. "მზიანი ღამეა, მალე გათენდება?!" (საქართველო და გლობალიზაცია)

4. გაქვთ თუ არა შეკითხვა მოძღვართან?


თეა ზარანდია, 29 წლის, პროფესიით ექიმი, სამუშაო ადგილი - კლინიკა "სს ჩემი ოჯახი". მისი მეუღლე, თბილისის თამარ მეფის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მღვდელი გიორგი ფანცულაია, დიდი ხანი არ არის, რაც ტრაგიკულმა შემთხვევამ იმსხვერპლა. ჰყავს ოთხი შვილი: ელენე, ილია, ნინო და ეკატერინე.

1. სინას მთა ის ადგილია, სადაც წმინდა მოსეს უფალი ესაუბრებოდა და საიდანაც წინასწარმეტყველმა უფლის მოცემული 10 მცნება ჩამოუტანა ებრაელებს და ჩვენ - ქრისტიანებს.

2. გამიჭირდება ზუსტად გითხრათ, ასე მგონია, ის ყოველთვის ჩემთან იყო. უბრალოდ, ჩემთვის თავიდანვე არ უსწავლებიათ ლოცვა და ტაძარში სიარული. მახსოვს, ბავშვობაში (ალბათ, 9-10 წლის ვიქნებოდი) კოშმარული სიზმრები მესიზმრებოდა. ღამით რომ გამოვიღვიძებდი, შიშისგან სულ ოფლში ვიწურებოდი და გვერდით ოთახში მყოფი მშობლების დაძახებას ვერ ვბედავდი, რადგან საკუთარი ხმისაც კი მეშინოდა. მსგავსი რამ რომ არ განმეორებულიყო, ძილის წინ ფანჯარასთან უფალთან საუბარი დავიწყე; ვევედრებოდი, მიშველე, სიზმრებს ნუღა დამასიზმრებ-მეთქი. უფალმა შეისმინა ჩემი თხოვნა და სიზმრები მართლაც გაქრა, აღარც კარგ სიზმრებს ვხედავდი და აღარც ცუდს. ახლა რომ ვიხსენებ, ვხვდები, მაშინ დაიწყო უფალთან ჩემი პირველი ლოცვითი ურთიერთობა. მერე, მახსოვს, გამუდმებით ვიღაცას ვეძებდი და ჩემს ფიქრებსა და ტკივილს რვეულის ფურცლებზე ვუზიარებდი.

ტაძარში წირვაზე დასასწრებად კი პირველად 14 წლისა მივედი, ჩემი ქართულის მასწავლებლის რჩევით. დავიცავი მარხვა და პირველად ვეზიარე.

"მე შენ გეძებ და ასე მგონია, მზის სხივი რომ შემოიჭრება ბნელ ჯურღმულში, ის მზის სხივი ხარ. მაგრამ ვინ ვარ მე, საცოდავი და დაცემული, ვინ ვარ, რომ შეგეხო და მოგიახლოვდე?!

ჩემთვის ისიც კმარა, რომ შენი სხივების პატარა ნაწილაკებს ვხედავდე ყველა ადამიანში და ამით ვიხარებდე.

არ ვიცი, რა გზას გავივლი, რამდენჯერ გიპოვი და დაგკარგავ, მაგრამ ახლა ასე გხედავ და გგრძნობ, რომ შენ ხარ ნუგეში და გაზაფხული ჩემი ცხოვრების და უშენოდ ყოფნა არ შემიძლია.

როცა შეიძლება ყველა დაკარგო, ვინც გიყვარს, ან თუნდაც იყო გარემოცული მათით, ვინც გიყვარს, მაინც მარტო ხარ ადამიანი და ეს შემაძრწუნებელია, მაგრამ მარტოობის ჟამს, როცა მტკივა და ვიტანჯები, სწორედ მაშინ გეძახი: "დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო"...

3. ებრაელი ერის მსგავსად უნდა გავიაროთ ურთულესი გზა: უდაბნო - ქვეწარმავლებითა და განსაცდელებით სავსე. ოღონდ ისე, რომ ფხიზლები ვიყოთ. მთელი ჩვენი გონებრივი და ფიზიკური ძალები რწმენის ჯავშანში მოქცევისკენ მივმართოთ. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც აგვარიდებს დაღუპვას და შეგვინარჩუნებს ქართველობას, სამშობლოს, თვითმყოფადობას, ყველა იმ ღირებულებას, რომელსაც აღთქმულ ქვეყნამდე მივყავართ.

ჩვენ უნდა შევიცვალოთ, გავხდეთ ნამდვილი ჯარისკაცები ჩვენი სარწმუნოებისა, რადგან მის გარეშე დარჩენილები ვემსგავსებით ღირსებააყრილ, შემოძარცვულ მონებს, რომელთა მართვა და გამოყენება ძალიან იოლია.

რა ბევრი მეჩვენებოდა 40 წელიწადი... ახლა ვხვდები, რომ ეს ძალიან ცოტა დროა. ჩვენ კიდევ მეტი დრო და წრთობა გვჭირდება გარდაქმნისათვის, მეტი ძალისხმევა, რომ მივუახლოვდეთ მზიან ღამეს. და როგორც აბრეშუმის ჭია გამოარღვევს წვალებით პარკს და დაიბადება სრულიად ახალი ქმნილება, ასევე ჩვენც, სრულიად ახლები, ახალშობილები რწმენის პერანგში, შევძლებთ დანახვას, თუ როგორ გათენდება მზიანი ღამე...

KARIBCHEმიხეილ ანთაძე, 54 წლის, მწერალი, რეჟისორი, ნ. დუმბაძის სახელობის ცენტრალური სახელმწიფო საბავშვო თეატრის (მოზარდი) მმართველი. ჰყავს შვილები ნოდარ, ანდრია, ნიკოლოზ.

1. სინას მთა მახსენებს იოანე ზოსიმეს და ჩემს მშობლიურ ენას, რომელსაც ყოველი ქართველი მწერალი მსახურებს.

მსოფლიოს ხალხთა ენები, ფრანგული იქნება ეს, ბენგალიური თუ ქართული, ბაბილონის გოდოლს მოჰყვნენ. მანამ კი ერთი ენა იყო, წინარე, მატრიცული ენა, ერთი ენიდან მეორე ენაზე თარგმნასა და გაგებას რომ ესაფუძვლება. ამ ღვთაებრივ ენაზე საუბრობდნენ პირველი ადამიანები ერთმანეთთან, ანგელოზებთან და თვით უფალთან. ამ ენაზე დაარქვა ადამმა სახელები ქმნილებებს ზენაარის დავალებით. სავარაუდოა, რომ ამ ენაზევე ურთიერთობდნენ ზეციურნი ძალნი შესაქმემდე.

სად გადის ზღვარი ამ ღვთაებრივ ენასა და ადამიანთა მეტყველებას შორის? ეს ზღვარი ზმნებსა და სახელებს შორის გადის. ენა, რომელსაც ადამიანები ვიყენებთ, ორი უთანასწორო ძალისგანაა შეწონილი, არსებითად განსხვავებული, სხვადასხვა წარმომავლობის ორი ძალისგან. იმიტომ, რომ ზმნა, ლოგოსი, კანონი, ჭეშმარიტი პროცესების მოაზრება, მართლისა და მიზანშეწონილის აღნიშვნა წინ უსწრებს სამყაროს შექმნას და ყოველივე იმას, რაც ურთიერთობაში - კოსმიურ ურთიერთობაში - უნდა ჩაბმულიყო. სახელები მერეღა აღმოცენდნენ, როცა ეს ურთიერთობებში ჩასაბმელ-ჩაბმული ქმნილებანი შეიქმნენ და დრო-სივრცეში აღჩნდნენ. მათ შორის, თვითონ დრო-სივრცეც, რადგან ესეც არსებულ საგნად უნდა მოვიაზროთ. სახელების დანიშნულება კი მხოლოდ ისაა, რომ ეს ქმნილებები რაღაცნაირად აღინიშნონ და გამოიკვეთონ. სახელები ეჟვნებს ჰგვანან. წკრიალით გვამცნობენ საგანთა ადგილს სამყაროში. ისინი ადამის შემდგომ მოგვევლინენ. აკი ასეა ფსალმუნში: "თუნდაც ჯერ არ იყოს სიტყვა ჩემს ენაზე, შენ უკვე იცი, უფალო, სრულად". ის, რომ სახელები ადამიანთა საკუთარ სახელებსაც ესაფუძვლებიან, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი არ განეკუთვნებიან სიტყვათა იმ სახეობას, რომლებითაც ღვთის არსება გამოითქმის. იმიტომ, რომ ღვთის არსება ("არს") ზმნაა და ეს ზმნა ანბანის პირველი ასოთი იწყება. ალეფ. ალფა. ანი.

ღმერთთან თავიდანვე არსებობდა სიტყვა. იგი თავად არის სიტყვა. დიახ. თავიდანვეა წმინდა წერილი და ანბანი, რომლითაც ეს წერილი შედგებოდა. ხატოვნად რომ ითქვას, როცა სამყაროს ქმნიდა, მას უკვე ეპყრა დაბადების წიგნის წინარე წიგნი - ჭეშმარიტი, ღვთაებრივი წმიდა წერილი... ამიტომაც სიტყვა, რომლითაც სამყაროს შექმნა დაიწყო, ზმნაა - იქმენინ...

ამრიგად, ჩვენს ენას ორი შრე აქვს: ერთი - ღვთაებრივი, მეორე კი ადამიანური. ჯოჯოხეთი და სამოთხე, წარსული და მომავალი თავმოყრილია ადამიანურ ენასა და დამწერლობაში. მიწიერი ანბანი ღვთაებრივი ანბანის სარკეა და ანბანი ენის ბედის სრული მოზიარეა. ჩვენ სახელებსაც და ზმნებსაც ერთნაირად ვიყენებთ (თუმცაღა ზმნები უსასრულოდ მაღლა დგანან ასაკითაც და წარმომავლობითაც, რადგან ზმნები - შესაქმემდე, ხოლო სახელები შესაქმის შემდგომ წარმოიშვნენ).

და მაინც, რადგან ორივეს ერთნაირად ვიყენებთ, ეს ვითარება ანბანზეც ვრცელდება. ამიტომ ასოები, რომლებითაც სახელებს ვწერთ და ასოები, რომლებითაც ზმნებს ვაფიქსირებთ, ერთნაირი ხარისხის ვერ იქნებიან. ისინი უხსოვარი დროიდან ორ ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი და ახლაღა აირივნენ ჩვენს თვალებში, რადგან ჩვენი გულმავიწყობა ჩვენსავე თვალებში იმალება. მაგრამ, ვინაიდან აღქმისათვის ღვთაებრივი და ადამიანური ანბანების პარალელურობა შეუძლებელია, ამიტომ როცა ერთი მათგანი თვალსაჩინოა, მეორე იმალება, უკან იხევს და ადგილს უთმობს პირველს. ასეა ბიბლიის შემთხვევაშიც: ბიბლია მუდმივად სუნთქავს. წამიერად მასში ზმნები აელვარდებიან, მაგრამ როცა ზმნები უკან იხევენ, მაშინ თეთრზე შავით სახელები გამოჩნდებიან ხოლმე. თუმცა ჩვენ ამის დანახვა არ ძალგვიძს, ან კი როგორ გავარჩიოთ, თუ რას წერს შავი ცეცხლი თეთრ ცეცხლზე?! ჩვენი ანბანის ასოები ცხადში აღმოცენდებიან, ზეციური ანბანისანი კი - სინათლისა თუ ქვიშის მსგავსად განიფინებიან პლანეტის წყლებში, როდესაც ღვთაებრივი დამწერლობა მოიქცევა და ჩვენი მძინარე მზერიდან ადამიანურ დამწერლობას გამოაძევებს.

ქართული ენა ძირითადად ზმნაა და არა სახელი... ამ ენაში სახელები მთლიანად იმპორტირებულია... განსაკუთრებული ენაა. ისეთი სიტყვაც კი, როგორიცაა მზე - სახელზმნაა. ქართული ენა და მისი საოცარი ასომთავრული ანბანი ამჟამად არსებულ ენებსა და ალფაბეტებს შორის ყველაზე უფრო ახლოა წინარე ზმნურ ღვთაებრივ ენასთან. აკი იოანე ზოსიმეც ამასვე ბრძანებს სინას წმიდა მთიდან.

2. როცა ბავშვობა წავიდა, რწმენა მერეღა მოვიდა ჩემთან. ჩვენი პატრიარქი ახალაღსაყდრებული იყო. ჩემი უახლოესი მეგობარი დათო დათუაშვილი (აწ მიტროპოლიტი დანიელი) სასულიერო პირი გახდა. ნელ-ნელა პასუხი გაეცა მრავალ მტანჯველ შეკითხვას. ყველაზე რთულად ის გაცხადდა, რომ რწმენა მხოლოდ ღვთისა და საიქიოს არსებობის დაჯერება კი არ არის, არამედ ქრისტეს აღდგომის რწმენაა ნამდვილი რწმენა. რაც შეეხება უფალთან დამოკიდებულებას, ვლოცულობ, ეკლესიაში დავდივარ და ეკლესიურად ცხოვრებას ვცდილობ (ვცდილობ კია?). მთავარი ისაა, რომ მუდმივ ვგრძნობ, თუ როგორ ვუყვარვარ უფალს და ვწუხვარ, რომ მე ვერ ვახერხებ, ასეთივე სიყვარულით ვუპასუხო.

3. კაცობრიობას და მის ნაწილს, საქართველოს, თავისი გზა აქვს გასავლელი და წინასწარ არავინ იცის, რა მოხდება. გლობალიზაცია მე არ მაშინებს, რადგან ადამიანთა მოდგმის გონიერება მწამს და ვიცი, რომ მცირე ერებსა და მათ ენებს კაცობრიობა მოუფრთხილდება. კომპიუტერული ტრანსლატორების მომავალი სრულყოფა საერთოდ მოხსნის ენობრივ პრობლემას ადამიანებს შორის და ყველას თავის ენაზე შეეძლება ლაპარაკი. ჩვენს უნიკალურ ქართულ კულტურაზე კი თავადვე უნდა ვიზრუნოთ. შექმნილს მოვუაროთ და შესაქმნელი კვლავაც შევქმნათ.

მე იმათ რიცხვს ვეკუთვნი, ვისაც სიტყვა "გლობალიზაცია" ისე არა სჭრის ყურს, როგორც ფანატიზმი, ფუნდამენტალიზმი, ქსენოფობია, ობსკურანტიზმი, დემონოფობია, ნაციზმი, ნონკონფორმიზმი და ინტელექტუალურ-კულტურული სიდუხჭირის გამომხატველი სხვა საზიზღარი სიტყვები.


KARIBCHEნანა ლომიძე, ჟურნალისტი, "ჟურნალისტ ქალთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ჰყავს მეუღლე სულიკო მეგრელიშვილი და შვილები ანა და ნინო.

1. რუსთაველის პრემიის ლაურეატი, კინოოპერატორი ირაკლი ონოფრიშვილი ათონის მთაზე ივერთა მონასტერში კინოკამერით შევიდა და გადაღება დაიწყო. ეზოში, ტაძრის შესასვლელთან მყოფი ამერიკელი კინოოპერატორი პროტესტს გამოთქვამდა, მე რატომ არ მიშვებთო (ტაძარში გადაღება აკრძალული იყო). ღვთისმსახურმა აუხსნა, ის კაცი იმ ქვეყნიდან არის, რომელსაც ეს ტაძარი ეკუთვნისო.

ეს იყო გასული საუკუნის 70-იან წლებში. ქართველი კინომოღვაწისთვის ათონზე არსებული წესი დაარღვიეს...

ბატონმა ირაკლიმ შემდეგ სინას მთა გადაიღო - უფლის რჩეული ადგილი და ხატება წმიდა მოსე წინასწარმეტყველისა და ღვთისმხილველისა. აქ მთავარია უფალი და თავისი ხალხის განმათავისუფლებლის მოსეს სახე, რომლისგანაც ეუწყა თავისუფლების გზაზე მდგარ ხალხს ათი მცნება - აზროვნებისა და ყოფიერებისათვის; აქედან დაედო საფუძველი ადამიანთა ზნეობრივ კოდექსს, რომელიც შემდეგ ქვეყანათა კანონების მთავარი წიგნის, ხელოვნების, მწერლობისა და, ამგვარად, ყოველდღიური ცხოვრების დასაყრდენი გახდა.

სინას მთას ხშირად ვახსენებ უცხოელ კოლეგებთან - ვახსენებ ქართველ სასულიერო მოღვაწეებსა და ქართულ ბიბლიოთეკას, დავით მეფისა და სხვათა აშენებულ მონასტრებს, ქართველთა კოლონიას, ფილოსოფოსთა შრომებს, ქართულ ხელნაწერებს - ეს ყველაფერი იმდროინდელი საქართველოს სიძლიერის მაჩვენებელი იყო.

2. ჩვენი ოჯახი ძალიან იყო შეშინებული კომუნისტური რეპრესიებით. ამას ვამბობ იმიტომ, რომ ყველაფერზე ჩუმად საუბრობდნენ, რეპრესირებული ოჯახის წევრებს კი არ ახსენებდნენ; ბაბუა წუხდა დაკარგულ ტყესა და ცხენების რემაზე, - ეს კარგად მახსოვს.

მახსოვს ხატების კუთხე, რომელიც ულამაზესი ფარდით იყო დაცული; კვირადღეს ბაბუა, მისი ჩოხოსანი ძმა და ბებია აუცილებლად ეკლესიაში მიდიოდნენ, ბავშვებიც თან მივყავდით. ეს იყო ქუთაისის პეტრე-პავლეს ეკლესია.

რა თქმა უნდა, მონათლული ვარ და მუდამ ვგრძნობ ჩემი ანგელოზის მფარველობას, აგრეთვე ნათლად ვხედავ, რომ უფლის ნების გარეშე ხიდან ფოთოლი არ ჩამოვარდება და ამას დიდ სასწაულად აღვიქვამ; მსურს, გადავცდე მცირედმორწმუნის ზღვარს.

რადგან მომეცა თქვენს ჟურნალში გამოსვლის საშუალება, მინდა გავიხსენო 1970-იანი წლები, როდესაც საქართველოს ისტორიის ლექტორს პირველკურსელები მცხეთაში დავყავდით; დედათა მონასტერში მღვდელმთავარ ილიას (შიოლაშვილი) გასაცნობად მიგვიყვანა სპეციალურად და უნივერსიტეტის სტუდენტებმა მაშინ სასტიკად აკრძალულ თემაზე - მართლმადიდებლობაზე - მოვისმინეთ ლექცია, ალბათ, ყველაზე შთამბეჭდავი და დასახსომებელი. შემდეგ ეკლესიაშიც უფრო თამამად დავიწყეთ სიარული. იქნებ უმნიშვნელოა, მაგრამ ათეულობით რელიგიაში დაბნეული ახალგაზრდისთვის ის დღე განსაკუთრებული იყო; საკუთარ ფესვებს ვერ მოსწყდები, - აქაც უფალი დაგვეხმარა.

3. ამ ქვეყნიერებას ჩვენ, თანამედროვე ადამიანები, გარკვეული ხნით შევუერთდით; ეს არის ჩვენი ეპოქა. საქართველომ ჩაგვაბარა მემკვიდრეობა - მიწით (მამული), ენით, სარწმუნოებით, ისტორიით და მსოფლიო ცივილიზაციაში ღვაწლით - ეს ყველაფერი იმისთვის, რომ კარგად ვიცოდეთ ჩვენი ადგილი დედამიწაზე; ვიცოდეთ, რომ ბევრმა დამანგრეველმა ძალამ სცადა, მაგრამ ვერ მოშალა ჩვენი ერის სულიერი საწყისი; იგი არსებობს და არ მიიღებს იმას, რაც არ უნდა.

სამოქალაქო სიბნელე მიუღებელია, მაგრამ უაზრობაა თანამედროვე ინტერნეტსივრცის ღმერთად აღიარება, მხოლოდ იმიტომ, რომ "ეკითხები დაYყველაფერზე აქვს პასუხი", პოსტადამიანსა და ტრანსადამიანზე, აღტაცება - "ტექნოლოგიური სინგულარობა გვიახლოვდება!"

სამოქალაქო სიბნელე მიუღებელია, მაგრამ უაზრობაა სახელმწიფო და ეროვნული საზღვრების მოშლა, ეროვნული ეკონომიკის - გლობალური ეკონომიკით, ეროვნული კულტურის - გლობალურით, ეროვნული ცნობიერების გლობალური ცნობიერებით შეცვლა, მსოფლიო მოქალაქის შექმნა და ა.შ.

შეუძლებელია შეეგუო შენი ისტორიის დამახინჯებასა და წაშლას, შენი უსაყვარლესი მიწა-წყლის ოკუპაციას, მაგრამ აზროვნების ოკუპაცია უფრო დიდი საშინელებაა; ეს უკვე იყო, იყო 70-წლიანი კომუნისტური ოკუპაცია, საყოველთაო რეპრესიებითა და გენეტიკური დისბალანსით. შედეგები დღემდე თვალსაჩინოდ იგრძნობა. განსჯა, ანალიზი, საზოგადოებრივი აზრი, დებატები მნიშვნელოვანია, თუ რეალურ შედეგებს გავითვალისწინებთ. ამჯერად მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ დღესაც არიან ახალგაზრდა დისიდენტები, სწორედ იმ დონის, როგორებიც იყვნენ მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია. არიან ახალგაზრდები ეროვნული საწყისის, მემკვიდრეობისა და სულიერების დასაცავად. ვიცი, რომ ასევეა სხვა ქვეყნებშიც. ისტორიულმა გამოცდილებამ, საყოველთაო საფრთხის მიმართ წინააღმდეგობა უნდა გააძლიეროს, რადგან გაუმართლებელი, უტოპიური ექსპერიმენტები ისევ ისეთი ლიდერების ხელში ჩააგდებს მსოფლიოს, როგორებიც ლენინი და ჰიტლერი იყვნენ; მივიღებთ კომუნიზმს უფრო ფართო მასშტაბებით და გონების ოკუპაციას უფრო დიდი ხნით.

ყველა ეპოქაში ადამიანთა საზოგადოებაში ყოველთვის იბრძვის კეთილი და ბოროტი; ცხოვრება რთულია და საინტერესო. მსოფლიოს ადამიანთა ერთობა მხოლოდ საყოველთაო ბოროტებასა და გაჭირვებას უნდა დაუპირისპირდეს. "ბოლომდის მომთმენი გადარჩება" (მათე 24,13). მხოლოდ ჭეშმარიტი გასწვდება საუკუნეებს.


4. რესპონდენტთა შეკითხვებს უპასუხებს საპატრიარქოს კარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა გიორგი წეროძე.

თეა ზარანდია:

- როგორ ვძლიო მრისხანებას?

- მნიშვნელოვანი შეკითხვაა, რადგან ჩვენ გვახასიათებს მრისხანება და ეს ხშირად ხდება ტრაგიკული შემთხვევის მიზეზიც კი. ასევე წმინდა წერილში გვხვდება: "განრისხდებოდეთ და ნუ სცოდავთ, მრისხანებაში არ არის ღმრთის სამართალი" და ასე შემდეგ. ერთი წმინდანი გვირჩევს, მრისხანებისგან კი არ გავთავისუფლდეთ, არამედ მოვახდინოთ მისი ერთგვარი გადამისამართება. იგი მრისხანებას ძაღლს ადარებს, რომელიც კარგ სამსახურს გაგვიწევს იმ შემთხვევაში, თუ სხვებისკენ კი არ მივმართავთ, არამედ საკუთარი სულის "ეზოში" დავაბამთ და დავავალებთ, არ შემოუშვას ცოდვილი აზრები და სურვილები. როგორც კი რაიმე ამგვარი გაჩნდება, იმწამს გამოენთოს, გაუბრაზდეს მათ და რაც შეიძლება შორს გააქციოს.

ადამიანების მიმართ მრისხანება ნელ-ნელა დავძლიე. როგორ გამომივიდა ეს, მართალი გითხრათ, არც ვიცი. მრისხანების ვნება მაწუხებდა და დიდ პრობლემებს მიქმნიდა მეუღლესთან ურთიერთობაში. ზემოთქმულთან ერთად დამეხმარა ის აზრიც, რომ სამარცხვინოა, იყო ლომებრ გულადი შინაურებთან და ცხვარივით თვინიერი განრისხანებულ სამყაროში, გარს რომ გვაკრავს.


მიხეილ ანთაძე:

- არსებობს არარსებობა?


- საინტერესო შეკითხვაა, კიდევ უფრო საინტერესო ის დამთხვევაა, რომ მე დაინტერესებული ვარ ფილოსოფიური საკითხებით. ეს კითხვა კი უფრო ფილოსოფიურია, ვიდრე მღვდლის შესაფერისი. აქ დოგმატური ან ძირითადი საღვთისმეტყველო კატეგორიებიც უნდა მოვიშველიოთ, რომელთა მიხედვითაც არსებობა გააჩნია მხოლოდ ღმერთს, სამყაროს კი ეს არსებობა მინიჭებული აქვს. შემოქმედი არასოდეს შეწყვეტს არსებობას.

კითხვას რომ მივუბრუნდეთ, შეიძლება ასეთი პასუხი გავცეთ: არარსებობა არ არსებობს, არსებობას ყოველივეს ანიჭებს არსებობის უზენაესი მფლობელი. წმინდა წერილში არსად გვხვდება მსჯელობა იმის შესახებ, რომ ღმერთს შეექმნას არარსებობა.

არარსებობა, რაიმეს არსისგან დაცლილობა იმდენად შეიძლება მოვიაზროთ, რამდენადაც ჩვენ ვერ ვწვდებით ან ვერ წარმოვიდგენთ ამა თუ იმ მოვლენისა თუ საგნის არსს. სხვა მხრივ კი არსებობა ღვთის ხელშია და არარსებობის არსებობაზე ლაპარაკი შეცდომა იქნება.

ნანა ლომიძე:

- რა არის მარადიული სიცოცხლე?


- მარადიული სიცოცხლე ღმერთით აღსავსე სიცოცხლეა. მარადიულობა ღმერთის ატრიბუტია. რამდენადაც ახლოა ადამიანი ღმერთთან, იმდენად აგემოვნებს იგი ამქვეყნადვე მარადიული სიცოცხლის გემოს. მარადიულობა უკვდავებაა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ დაუსრულებელი წლები, მარადიულობა დროის მიღმა, ზედროული ნორმაა, ღვთაებრიობაში გასვლაა. როგორც ერთ საგალობელშია ნათქვამი, "ხორცი ქრისტესი მოვიღოთ და უკვდავებისა გემო ვიხმიოთ". "ვიხმიოთ" - სწორედ ამას ნიშნავს - მოვიხმაროთ. ჩვენ ამქვეყნადვე უნდა შევძლოთ მარადიული სამყაროს მცირედი იმპულსების დაჭერა მაინც და, შესაბამისად, მათი გამრავლება და სრული შეთვისება. უნდა ვაღიარო, რომ ვერც ვიტყვი კონკრეტულად, რა არის, როგორია მარადიულობა...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler