ძე ღმრთისა მათთან ერთად იყო ღუმელში და მათ თმის ერთი ღერიც არ შეტრუსვიათ!
ძე ღმრთისა მათთან ერთად იყო ღუმელში და მათ თმის ერთი ღერიც არ შეტრუსვიათ!
ნიკოლოზ ამბრაზი "ებრაელი რაბინის მოქცევა"
სამუელმა გადაშალა და წაიკითხა: "თქუა მეფემან: ხოლო ვითარმე ვხედავ მამრთა ოთხთა ხსნილთა და მოარულთა საშუალ ცეცხლისა და განყოფილებაი არა არს მათ შორის, და ხილვაი მეოთხისაი მსგავს არს ძისა ღმრთისა".

- ვისზეა საუბარი? - ვკითხე მას.

სამუელმა თქვა: "სამ ყრმაზე - სედრაკზე, მისაკზე და ავდენეღოზე - ებრაულად, ანანიაზე, აზარიასა და მისაილზე, რომელთაც, ცოცხალი და ჭეშმარიტი ღმერთის ერთგულების გამო, არ სცეს თაყვანი ოქროს კერპს, რომელიც დეირის ველზე თაყვანისსაცემად დაადგინა მეფე ნაბუქოდონოსორმა, არ მიხედეს მის მუქარას: "და ვინ არს ღმერთი, რომელმან განგარინნეს თქუენ ხელთაგან ჩემთა?" და კადნიერად უპასუხეს: "არა სახმარად მაქუს ჩუენ სიტყვისა ამისთვის მიგებად შენდა, რამეთუ არს ღმერთი ჩუენი ცათა შინა, რომელსა განმკუთნველ ვართ, შემძლებელი განრინებად ჩუენდა სახმილისაგან ცეცხლისაისა მგზებარისა და ხელთაგანცა შენთა მიხსნნეს ჩუენ. და უკუეთუ არა საცნაურ იყვნენ შენდა, მეფე, ვითარმედ ღმერთთა შენთა არა ვეკუთნვით და ხატსა ოქროსასა, რომელი აღსდგი, არ თაყუანის-ვსცემთ!" ამის გამო შეყარეს ისინი გახურებულ ღუმელში, რომელიც ჩვეულებრივზე შვიდჯერ მეტად გააცხელეს.

- მაგრამ, ძე ღმრთისა მათთან ერთად იყო ღუმელში და მათ თმის ერთი ღერიც არ შეტრუსვიათ! წინასწარმეტყველი ესაია უწოდებს მას: "დიდისა განზრახვისა ანგელოზი, საკვირველი თანგანმზრახი, ღმერთი ძლიერი". ასე რომ, როგორც ხედავ, სამუელ, ჭეშმარიტების შემცნობმა ქრისტიანებმა წინასწარმეტყველების დანიელისა და ესაიასაგან ისესხეს სახელები "ძე ღმრთისა" და "ძე კაცისა", რომელსაც ისინი მესიას უწოდებენ.

- თუმცა გულგაქვავებული იუდეველები მესიას როგორც უბრალო ადამიანს მოელიან. მაგრამ თუ მესია უბრალო ადამიანია, მაშინ ის ცოდვილიც იქნება და ამგვარად ის ვის აცხოვნებს? მაშინ როგორ შეიძლება შევუსაბამოთ ერთმანეთს ფსევდომესია, რომელსაც იუდეველები მოელიან, ჭეშმარიტ მესიას, რომელმაც, როგორც ამბობს ესაია: ცოდვა არა ქმნა და სიცრუე არ დასცდენია ბაგეთაგან, და უწოდებს მას ელ-გიბორს - ძლიერ ღმერთს?

ცხადია, გულგაქვავებისა და გონების დაბნელების გამო იუდეველები, როგორც ამას მოწმობს ისტორია, ჭეშმარიტი მესიის ნაცვლად იღებდნენ ფსევდოქრისტეებს, ცვი შაბთაუს მსგავსს, რომელმაც 200 წლის წინ თავი მესიად გამოაცხადა თესალონიკში. თუმცა როცა ის ციხეში ჩასვეს, უარყო იუდაიზმი, მთელ თავის ნათესავებთან ერთად.

- ძვირფასო სამუელ, - ვუთხარი, - ამას წინასწარმეტყველებს ჭეშმარიტი მესია, იესო ქრისტე.

- სად ამბობს? - მკითხა სამუელმა.

- ახალ აღთქმაში, - ვუთხარი და მათეს სახარების 24-ე თავიდან წავუკითხე: "მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა, აქა არს ქრისტე გინა იქი, ნუ გრწამნ. რამეთუ აღდგენ ქრისტე-მტყუვარნი და ცრუ-წინაწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა, ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, რჩეულთა მათცა. აჰა ესერა წინაიწარ გარქუ თქუენ. უკუეთუ გრქუან თქუენ: აჰა, უდაბნოსა არს, ნუ განხუალთ"; წმინდა მოციქული და მახარებელი მარკოზიც მოწმობს მე-13 თავში: "მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე გაცთუნნეს თქუენ. რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ, და მრავალთა აცთუნებდენ".

მოსეს წინასწარმეტყველება ქრისტე-მესიაზე
რაბინმა სამუელმა მომისმინა და მითხრა: "ბევრი წინასწარმეტყველი გვაუწყებს მესიაზე. მაგრამ ღვთის უდიდესი წინასწარმეტყველი მოსე რატომ არაფერს ამბობს მასზე?"

- ცდები, მეგობარო, - ვუთხარი მას, - წინასწარმეტყველი მოსე უცხადესად გვაუწყებს იესო ქრისტეზე.

- სად წერია? - იკითხა სამუელმა.

- მეორე სჯულის წიგნში (ვეელ დებარიმ). მე-8 თავი გადაშალე და მე-15 მუხლიდან წაიკითხე.

სამუელმა წაიკითხა: "რამეთუ წინასწარმეტყუელი ერთი აღგიდგინოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ძმათაგანივე შენთაი, ვითარცა-ესე მე მისი ისმინეთ... და მომიგო უფალმან და მრქუა მე: მართლიად მოგიგეს სიტყუაი ეგე, რომელსა იტყოდეს. აწ წინაწარმეტყუელნი აღუდგინო მათ ძმათაგანვე თვისთა, ვითარცა-ეგე შენ და მივსცნე მე სიტყუანი ესე ჩემნი პირსა მისსა და ეტყოდის მათ ყოველთავე მცნებათა ჩემთა. და იყოს კაცი იგი, რომელმან არა ისმინნეს ყოველნი იგი სიტყუანი მის წინაწარმეტყუელისანი, რომელსა-იგი ეტყოდის სახელითა ჩემითამე შური ვიძიო მისგან".

- ჭეშმარიტად, შური იძია იმ იუდეველებზე, რომელთაც არ უსმინეს წინასწარმეტყველის სიტყვებს. შური იძია ღმერთმა სწორედ იმ დროს, როდესაც ჭეშმარიტი მესია - ქრისტე "მოვიდა თავისიანებთან და თავისიანებმა არ მიიღეს". ამიტომაც დაუშვა, რომ რომის ლეგიონებს, იმპერატორ ტიტეს ხელმძღვანელობით, დაექციათ ისინი. ყველა წინასწარმეტყველება ისტორიაში ასრულდა. ისე რომ, შეუძლებელია არ გაოცდე ღვთის ძალითა და დიდებულებით.

დავითის მეორე ფსალმუნი ქრისტეზე
- წმინდა წინასწარმეტყველი დავითი საოცარი წინასწარცნობით მოწმობს ქრისტეზე.

- სად წერია? - მკითხა სამუელმა.

- გადაშალე მეორე ფსალმუნი.

სამუელმა წაიკითხა: "რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი? შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა მისისათვის. განვხეთქნეთ აპაურნი მათნი და განვაგდოთ ჩუენგან უღელი მათი. რომელი დამკვიდრებულ არს ცათა შინა, ეცინოდის მათ და უფალმან შეურაცხ-ყუნეს იგინი. მაშინ იტყოდის მათდა მიმართ რისხვითა მისითა და გულისწყრომითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი. ხოლო მე დავდეგ მეუფედ მის მიერ ზედა სიონსა, მთასა წმიდასა მისსა თხრობად ბრძანებასა უფლისასა. უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, და დღეს მიშობიე შენ. ითხოენ ჩემგან და მიგცნე შენ წარმართნი სამკვიდრებელად შენდა და დაპყრობად შენდა კიდენი ქუეყანისანი...

ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით. მიიღეთ სწავლა (რუსულ ვარიანტში წერია: "გიყვარდეთ ძე", "პატივი ეცით ძეს"), ნუუკუე განრისხნეს უფალი და წარსწყმდეთ თქუენ გზისა მისგან მართლისა"... და ასე შემდეგ. ფსალმუნის ებრაულ ტექსტში "პატივი ეცით ძეს" ამგვარად წერია "ნარკუ-ბარ", რაც ნიშნავს "გიყვარდეთ ძე" - ეს კი სრულიად შეესაბამება ფსალმუნის ქრისტოლოგიურ გაგებას. 70 მთარგმნელის მიერ ბერძნულად გადათარგმნილ ტექსტში წერია: "მიიღეთ სასჯელი (სწავლა)". ამ ფსალმუნის პირველი სტრიქონის განმარტებას ვპოულობთ "მოციქულთა საქმეში" (4,23-29). წმინდა მოციქული ლუკა მოწმობს: "ხოლო ესენი, ვითარცა განუტევნეს მათ, მოვიდეს თვისთა თანა და უთხრეს მათ, რაი-იგი მღდელთ მოძღუართა და მოხუცებულთა ჰრქუეს მათ. ხოლო მათ, ვითარცა ესმა ესე, აღიღეს ერთბამად ხმაი ღმრთისა მიმართ და თქუეს: უფალო ღმერთო, შენ ხარ, რომელმან ჰქმენ ცანი და ქუეყანაი და ზღუაი და ყოველი, რაი არს მათ შინა, რომელმან მამისა ჩუენისა დავით მონისა შენისა პირითა სთქუ სულისა მიერ წმიდისა: რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი? მოვიდეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა მისისათვის. რამეთუ შეკრბეს ჭეშმარიტად ქალაქსა ამას წმიდასა ძესა შენსა ზედა იესუს, რომელსა შენ სცხე, ჰეროდე და პონტიელი პილატე თესლებითურთ ერისა თანა ისრაელისა საქმედ, რაოდენი ხელმან შენმან და ზრახვამან შენმან წინაისწარ განაჩინა ყოფად. და აწცა, უფალო, მოხედენ თქუმასა ამას მათსა ზედა და მოეც მონათა შენთა ყოვლითა განცხადებულებითა სიტყუად სიტყვისა შენისა" და ასე შემდეგ.

ფსალმუნის სიტყვების "ძე ჩემი ხარი შენ, და დღეს მიშობიე შენ" აზრს განგვიმარტავს წმინდა მოციქული პავლე თავის ეპისტოლეში: "მრავლით კერძო და მრავლით სახით მაშინვე ღმერთი ეტყოდა მამათა წინაწარმეტყუელთა მიერ, ხოლო უკუანაისკნელთა ამათ დღეთა მეტყოდა ჩუენ ძისა მიერ თვისისა, რომელი-იგი დაადგინა მკვიდრად ყოველთა, რომლისაგანცა შექმნნა საუკუნენი, რომელი-იგი არს ბრწყინვალებაი დიდებისაი და ხატი ძლიერებისა მისისაი, უტვირთვან ყოველნივე სიტყვითა მით ძლიერებისა მისისაითა, თავისა მიერ თვისისა განწმედაი ცოდვათა ჩუენთაი ყო; და დაჯდა იგი მარჯუენით სიმდიდრესა მისსა მაღალთა შინა; ესოდენ უმჯობეს იყო ანგელოზთა, რაოდენცა უმჯობესი მათსა დაიმკვიდრა სახელი. რამეთუ ოდეს-სადა ვის ჰრქუა ანგელოზთაგანსა: ძე ჩემი ხარი შენ, და მე დღეს მიშობიე შენ? და მერმე იტყვის: მე ვიყო მისა მამა, და იგი იყოს ჩემდა ძე. და ოდეს კუალად შემოჰყავს პირმშოი იგი სოფლად, იტყვის: და თაყუანის-სცემდენ მას ყოველნი ანგელოზნი ღმრთისანი. ხოლო ანგელოზთათვის იტყვის: რომელმან შექმნნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა. ხოლო ძისათვის იტყვის: საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე; კუერთხი განგებისაი და კუერთხი სუფევისა შენისაი. შეიყუარე სიმართლე და მოიძულე უშჯულოებაი. ამისთვის გცხოს შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისაი უმეტეს მოყუასთა შენთა" (ებრაელთა 1,1-9).

ხოლო ფსალმუნის ამ სიტყვების: "ითხოენ ჩემგან და მიგცნე შენ წარმართნი სამკვიდრებელად შენდა და დაპყრობად შენდა კიდენი ქუეყანისანი" აზრი იგივეა, რაც ესაია წინასწარმეტყველთან: "და მივსცნე უკეთურნი დაფლვისა მისისა წილ და მდიდარნი სიკუდილისა მისისა წილ, რამეთუ უსჯულოებაი არა ქმნა, არცა იპოვა ზაკვაი პირსა შინა მისსა". ასევე დანიელთან: "და მას მიეცა მთავრობა, და პატივი, და მეფობა, და ყოველნი ერნი, ტომნი, ენანი მას ჰმსახურებდეს". ამასვე მოწმობს უფალი იესუ ქრისტე, როცა ამბობს: "ყოველივე მომეცა მე მამისაგან", "მამაო, მოიწია ჟამი ჩემი, ადიდე ძე შენი, რაითა ძემანცა შენმან გადიდოს შენ. ვითარცა-ესე მოეც მას ხელმწიფებაი ყოველთა ხორციელთაი, რაითა ყოველი რომელი მოეც მას, მისცეს მათ ცხორებაი საუკუნო".

- საოცარი სიცხადე და სიმფონიაა, - თქვა სამუელმა, - და ყოველი გულწრფელად შემსწავლელი ძველი აღთქმისა და წინასწარმეტყველთა წიგნებისა უეჭველად უნდა მივიდეს ქრისტესთან, როგორც ჭეშმარიტი მესიის რწმენამდე! თუმცა არის ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი, რომელთაც თვალნი აქვთ და ვერ ხედავენ!

- არის კიდევ ერთი საოცარი მოწმობა ქრისტეზე, ჩემო ძვირფასო რაბი სამუელ, 109-ე ფსალმუნში: "ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერხთა შენთა". თუ ვისზე წინასწარმეტყველებს ამ ფსალმუნში სულიწმინდა, ცხადი ხდება მათესაგან სახარებიდან: "შეკრებულ რაი იყვნეს ფარისეველნი იგი, ჰკითხა მათ იესუ და ჰრქუა: ვითარ ჰგონებთ თქუენ ქრისტესთვის, ვისი ძე არს? ხოლო მათ ჰრქუეს: დავითისი. ჰრქუა მათ იესუ: ვითარ უკუე დავით სულითა ჰხადის მას უფლად და იტყვის: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერხთა შენთა? უკუეთუ დავით სულითა უფლად ხადის მას, ვითარ ძე მისი არს? და ვერვის ეძლო სიტყვის-მიგებად მისა, არცაღა ვინ იკადრა მიერ დღითგან კითხვად მისა არღარაი".

ამასვე მოწმობს მოციქული მარკოზი: "მიუგო იესუ და ჰრქუა მათ და ასწავებდა ტაძარსა მას შინა: ვითარ უკუე იტყვიან მწიგნობარნი, ვითარმედ: ქრისტე ძე არს დავითისი? რამეთუ თვით იგი დავით იტყვის სულითა წმიდითა: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერხთა შენთა. თვით იგი დავით ჰხადის მას უფლით, და ვითარ ძეი მისი არს? და მრავალი ერი ისმენდა მისსა ტკბილად" (მარკ. 12,35-37).

- საოცარია! - წამოიძახა სამუელმა, - უფალმა ღმერთმა უთხრა დავითის უფალს! ვინ არის ეს დავითის უფალი? ბუნებრივია, იგი ძეა მისი. ვინ არის ის უფალი, რომელმაც უთხრა დავითის უფალს: "დაჯედ მარჯუენით ჩემსა"? და ვინ არის იგი ძე, რომელიც ზის მარჯვენით ღმრთისა?

- ამ კითხვებზე გვპასუხობს მარკოზის სახარება 16,19 თავში: "ხოლო უფალი შემდგომად სიტყუათა ამათ მათდა მიმართ ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღმრთისა".

- დავითის ამ ფსალმუნიდან ცხადი ხდება, რომ ქრისტე დაჯდა რა მარჯვენით მამა ღმერთისა, თანამეუფებს მასთან ერთად, გაოცებული ვარ, სხვანაირად როგორღა უნდა განმარტონ ეს რაბინებმა.

- ამავე ფსალმუნის მე-4 მუხლშიც ნათქვამია ქრისტე მესიაზე: "ფუცა უფალმან და არა შეინანოს: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა".

- რატომ მელქისედეკი? ვინ არის მელქისედეკი?

- დაბადების მე-14 თავის მე-18-20 მუხლებში წერია, რომ "მელქიზედეკ-ცა, მეფემან სალომისმან, გამოართუნა პურნი და ღვინოი. ხოლო იყო მღდელი ღმრთისა მაღლისა. და აკურთხა აბრაამ და თქუა: კურთხეულ არს აბრაამ ღმრთისა მიერ მაღლისა, რომელმან შექმნა ცაი და ქუეყანაი, და კურთხეულ არს ღმერთი მაღალი, რომელმან მოგცნა მტერნი შენნი ქუეშე ხელთა შენთა. და მისცა მას აბრაამ ათეული ყოველთაგან". რა აზრი შეიძლება გამოვიტანოთ წაკითხულიდან? - ვკითხე სამუელს.

- პირველი ის, რომ აბრაამი, მამა ყველა მართალთა, იკურთხება მელქისედეკისაგან, ესე იგი ის მელქისედეკის ქვემდგომარეა, ამიტომაც მისცა აბრაამმა მას მთელი მონაგების მეათედი ნაწილი.

მეორე, მელქისედეკი იხსენიება როგორც სალიმის მეფე, მაგრამ სად და როდის დაიბადა, ვინ იყვნენ მისი მშობლები, წმინდა წერილი ამაზე დუმს.

მესამე, როგორც მაღალი ღმერთის მღვდელმა, მოართვა პური და ღვინო, რომელიც წინასახეა ქრისტიანული მსხვერპლისა, ქრისტემ, რომ დააწესა.

- მისმინე, ძვირფასო რაბი სამუელ, რას წერს მოციქული პავლე ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში: "სადა-იგი წინამორბედად ჩუენთვის შევიდა იესუ, წესსა მას ზედა მელქისედეკისსა მღდელთმოძღუარ იქმნა იგი უკუნისამდე. რამეთუ ესე მელქისედეკ, მეფე სალემისაი, მღდელი ღმრთისა მაღლისაი, რომელი შეემთხვა აბრაჰამს, მო-რაი-ქცეულ იყო იგი მოწყუედისა მისგან მეფეთათვისა, და აკურთხა იგი, რომელსაცა-იგი ათეული მისცა ყოვლისა მისგან ნაწილად აბრაჰამ, პირველად უკუე ითარგმანების "მეუფე სიმართლისა?", და მერმე - "მეფე სალემისა?", რომელ არს მეუფე მშვიდობისაი, უმამო, უდედო, ნათესავ-მოუხსენებელ; არცა დასაბამი დღეთაი, არცა აღსასრული ცხორებისაი აქუს, ხოლო მიმსგავსებულ არს იგი ძესა ღმრთისასა და ჰგიეს იგი მღდელად სამარადისოდ. იხილეთ-ღა, რაბამ იყო ესე, რომელსა-იგი ათეულიცა მისცა აბრაჰამ რჩეულთა მათგან მამათმთავარმან. და რომელნი-იგი ლევის ძეთაგანნი მღდელობასა მიიღებენ, მცნებაი აქუს ათეულისა მიღებად ერისაგან მსგავსად რჩულისა, ესე იგი არს, ძმათაგან თვისთა, და გამოსრულთა მათგანღა წელთაგან აბრაჰამისთა. ხოლო ნათესავ-მოუხსენებელმან მან მათგან ათეული მიიღო აბრაჰამისგან და აკურთხა, რომელსა-იგი აღთქუმანი აქუნდეს. ხოლო თვინიერ ყოვლისა ცილობისა უმცირესი იგი უმჯობესისაგან იკურთხევის... მსგავსად მელქისედეკისა აღდგეს სხუაი მღდელთმოძღუარი, რომელი არა შჯულისა მისებრ მცნებისა ხორციელისა იყოს, არამედ ძალისა მისებრ ცხორებისა წარუვალისა. რამეთუ ეწამების, ვითარმედ: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა". აღთქმის ყველაზე საუკეთესო თავსმდები შეიქმნა იესუ. თუმცა ბევრი იყო მღვდელი, მაგრამ სიკვდილმა ცოცხალი არავინ დატოვა, მას კი (იესუს) საუკუნოდ მყოფს, წარუვალად აქვს მღვდლობა. ამიტომაც, მარადის ცოცხალს, ყოველთვის ძალუძს აცხოვნოს მის მიერ უფალთან მისულნი და უშუამდგომლოს მათ.

- ამგვარად, მესია იმავე დროს მღვდელიც არის? - იკითხა სამუელმა.

- დიახ, მღვდელია უკუნისამდე! მხოლოო უცოდველი, რომელმაც ცხოველი კი არა, საკუთარი თავი შესწირა ღმერთს ყველა მორწმუნისათვის.

აღსანიშნავია ასეთი ფაქტიც: ჯვარზე ქრისტეს გოლგოთისეულ მსხვერპლშეწირვამდე უხვად იღვრებოდა სამსხვერპლო ცხოველთა სისხლი. ხოლო ქრისტეს ნათელის გავრცელებასთან ერთად იწყეს შეწირვა უსისხლო მსხვერპლისა და ადამიანებმა ისწავლეს თაყვანისცემა ღვთისა "სულითა და ჭეშმარიტებით". მოციქული პავლე მესია-ქრისტეს საუკუნო მღვდელთმოძღვარს უწოდებს: "რამეთუ შე-ვე ესევითარი-ჰგვანდა ჩუენდა მღდელთმოძღუარი: წმიდაი, უმანკოი, შეუგინებელი, განშორებული ცოდვათაგან და უმაღლესი ცათაი. რომელსა არა უხმს დღითი დღედ, ვითარცა მღდელთმოძღუართა მათ, პირველად თვისთა ცოდვათათვის მსხუერპლისა შეწირვაი და მერმე ერისათვის, რამეთუ თავადმან ერთგზის ყო ესე და თავი თვისი შეწირა. რამეთუ შჯულმან კაცნი დაადგინნა მღდელთმოძღურად, რომელთა აქუნდა უძლურებაი, ხოლო სიტყუამან ფიცისამან, რომელი-იგი შემდგომად შჯულისა იყო, - ძე უკუნისამდე განსრულებული. ხოლო თავად თქუმულთა მათ ზედა ესე არს: ესევითარი გვივის ჩვენ მღდელთმოძღუარი, რომელი დაჯდა მარჯუნით საყდართა დიდებისათა ზეცათა შინა, წმიდათა მსახური და კარვისა მის ჭეშმარიტისაი, რომელი აღაშენა უფალმან და არა კაცმან. რამეთუ ყოველივე მღდელთმოძღუარი შეწირვად მსხუერპლისა და შესაწირავისა დადგინებულ არს, ვინაიცა უღირს მასცა, რაითა აქუნდეს რაიმე, რომელი-იგი შეწიროს თავისა თვისისათვის" (ებრაელთა 7,26-8,3).

წმინდა წერილი მეფეთა I წიგნშიც ასევე მოწმობს მესიაზე როგორც საუკუნო მღვდელთმოძღვარზე: "და აღვადგინო ჩემდა მღდელი სარწმუნო, რომელმან ყოველივე გულისა ჩემისა და სულისა ჩემისა ყოს; და უშენო მას სახლი სარწმუნო; და ვიდოდის იგი წინაშე ცხებულისა ჩემისა ყოველთა დღეთა" (1 მეფეთა 2,35).

რაბი სამუელ, მიაქციე ყურადღება იმ ფაქტს, რომ სულიწმინდა წინასწარმეტყველთა მიერ მოწმობს არა მარტო ქრისტეს საუკუნო მღვდლობაზე, არამედ ახალი აღთქმის საუკუნოობაზეც. გადაშალე იერემია წინასწარმეტყველის 31-ე თავი და 31-ე მუხლიდან წაიკითხე.

- "აჰა, დღენი მოვლენ, - იტყვის უფალი, - და აღუთქუა სახლსა ისრაელისასა და სახლსა იუდაისასა აღთქმაი ახალი, არა აღთქმისაებრ, რომელი აღუთქუ მამათა მათთა დღესა შინა პყრობისა ჩემგან ხელისა მათისასა, გამოყვანებისათვის მათისა ქუეყანით ეგვიპტით; რამეთუ იგინი არა დაადგრეს აღთქმისა შორის ჩემისა, და მე უდებ ვყვენ იგინი, - თქუა უფალმან, რამეთუ ესე არს აღთქმაი, რომელი აღუთქუ სახლსა ისრაელისასა და სახლსა იუდაისასა, შემდგომად მათ დღეთა, - თქუა უფალმან, - მიმცემელმან შჯულთა ჩემთამან გონებათა მიმართ მათთა და მკერდსა ზედა გულთა მათთასა დავწერნე იგინი, და ვიყო მათდა ღმერთად, და იგინი იყუნენ ჩემდა ერად. და არა ასწავებდეს კაცადი მოყუასსა თვისსა, და კაცადი ძმასა თვისსა მეტყუელი: იცან უფალი, რამეთუ ყოველთა მიცოდიან მე, მცირითგან მათით ვიდრე დიდადმდე მათდა, - თქუა უფალმან, - რამეთუ მლხინებელ ვეყო მე უსჯულოვებათა მათთა და ცოდვათა მათთა არა მოვიხსენო მერმე".

- სადმე თუ ამბობს ახალი აღთქმა - ბერით ხადაშა ამ აღთქმაზე?

- რა თქმა უნდა, საიდუმლო სერობისას ნათქვამია: "და ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესუ პური და ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თვისთა და ჰრქუა მათ: მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ხორცი ჩემი. და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და მისცა მათ და თქუა: სუთ ამისგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაი, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა".

წმინდა მოციქული პავლე ასევე წერს ამის შესახებ: "ხოლო აწ უმჯობესსა მიიწია მსახურებასა, ვითარცა-იგი არს უმჯობესისა აღთქუმისა შუა-მდგომელ, რომელი-იგი უმჯობესსა მას აღთქუმასა ზედა შჯულ-დებულ არს. რამეთუ უკუეთუმცა პირველი იგი იყო უბიწო, არღარამცა მეორისაი მის საძიებელ იყო ადგილი. რამეთუ აბრალებს მათ და ეტყვის: აჰა ესერა დღენი მოვლენან, იტყვის უფალი, და აღვასრულო სახლსა ზედა ისრაელისასა და სახლსა ზედა იუდაისსა აღთქუმაი ახალი... რაჟამს-იგი თქუას: "ახალიო", დააძუელა პირველი იგი; ხოლო დაძუელებადი იგი და დაბერებადი მახლობელ არს განრყუნისა" (იხ. ებრ. 7,6-13).

ასევე სულიწმინდა წინასწარმეტყველებს უფლის ტაძარის (იერუსალიმის წმინდა ტაძრის) დიდებაზე ქრისტე-მესიის მოსვლის ჟამს. სამუელ, წაიკითხე ანგიას 2,9 მუხლიდან მოყოლებული.

- "რამეთუ დიდ იყოს დიდებაი სახლისა ამის უკუანაისკნელი უფროს პირველისა, - იტყვის უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და ადგილსა ამას შინა მივსცე მშვიდობა, - იტყვის უფალი, ყოვლისა მპყრობელი". ხოლო ზემოთ მე-7 მუხლში ამბობს: "თანაშევძრენ ყოველნი ნათესავნი, და მოვიდენ რჩეულნი და რაიც ყოველთა ნათესავთანი და აღვავსო სახლი ესე დიდებითა, - იტყვის უფალი, ყოვლისა მპყრობელი".

- საინტერესოა ასევე გავიხსენოთ, რომ ჩვენი წმინდა მამამთავარი იაკობი წინასწარმეტყველებს იუდეველი ხალხის პოლიტიკურ მდგომარეობაზე ქრისტე-მესიის მოსვლის ჟამს: "არა მოაკლდეს მთავარი იუდასგან და წინამძღუარი წყვილთაგან მისთა ვიდრემდე მოვიდეს, რომლისა-იგი განმზადებულ არს და იგი არს მოლოდება წარმართთა" (შესაქმე 49,10).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler