"სწავლის მძებნელნი"
"სწავლის მძებნელნი"
კვლავ დაიწყო ახალი სასწავლო წელი. ზოგიერთი ბავშვი წელს პირველად შედგამს ფეხს სკოლაში, რომლის უმთავრესი დანიშნულება ოდითგანვე იყო და არის: "აღზარდოს ადამიანი, ვისაც სიცოცხლის უმთავრეს საგნად გაუხდია მშობლიური ქვეყნის ბედნიერება, ვინც თავგამოდებულად და შეუპოვრად ებრძვის ყოველგვარ დაბრკოლებას, რომელიც მის სამშობლო ქვეყანას წარმატების გზაზედ გადაღობებია, ვისაც მთლად დაკარგულად მიაჩნია ყოველი წამი, რომელიც არ მოუხმარია მამულის ზრუნვისათვის, ვისაც ედაგვის გული მამულის ტანჯვითა და უხარის მისი ლხენითა, ვინც ბედნიერია მისი ბედნიერებით, უბედურია მისი უბედურებით და ვინც მზად არის ღიმილით შესწიროს მას თავისი სიცოცხლე" (იაკობ გოგებაშვილი). ზოგიერთი ბავშვი წელს დაამთავრებს სკოლას და ოცნებებით ანთებული გადააბიჯებს დიდი ცხოვრების ზღურბლს. მასწავლებლები კი, რომელთაც შემოინახეს ყოფილ მოწაფეთა ბავშვობა, მონატრებისას მათ ფურცლებზე დაწერილ სტრიქონებს ჩააჩერდებიან, მათ ნახატებს დაათვალიერებენ. ამ დროს ხომ მათთვის ისევ უკან ბრუნდება გაფრენილი წლები. დიახ, ჭეშმარიტი მასწავლებლისთვის წლები მიდიან და ისევ უკან ბრუნდებიან. ბავშვებიც მიდიან და მოდიან და მასწავლებლების სულში სამუდამოდ აღბეჭდავენ საკუთარ სახეებს.

ამ ახალი, გრძელი და საინტერესო სასწავლო წლის სათავესთან კვლავ იბადება კითხვა: რას ვატანთ სულიერ საგზლად ჩვენს პატარა, თვალმახარა "სწავლის მძებნელებს"? ვაჟასი არ იყოს, "მომავალი ქვეყნისა ხომ იმაზეა დამოკიდებული, როგორი შვილები ექმნებიან ქვეყანას, ისე წავა იმის საქმეც. უხეირონი იქნებიან - ქვეყნის ბედიც უხეიროდ ივლის და ხეირიანი იქნებიან, რა თქმა უნდა, ხეირიანად წარმართავენ ქვეყნის საქმეს..." მშობლების, მასწავლებლების, თითოეული ჩვენგანის უზენაესი მიზანი და სურვილია: სულით ნათელი და მდიდარი, ზნეობრივად ჯანსაღი და მტკიცე მომავალი თაობის აღზრდა. "მე ვიცი სახილველი, ზღვაზე უფრო ღრმა და ლამაზი, ეს ახალგაზრდების სულის სიღრმეა", - წერდა იტალიელი პოეტი პეტრარკა. როგორები არიან ჩვენი ბავშვები, რისი სწამთ და სჯერათ, რა მოსწონთ და რა - არა, რაზე ოცნებობენ, რისკენ ისწრაფვიან, რისთვის უღირთ ბრძოლა, რას აღიარებენ პიროვნების მორალური ავტორიტეტის ამამაღლებელ ფაქტორად, როგორ ესმით სინდისის, ღირსების, სიკეთის, პატიოსნების, თავისუფლების, სამშობლოს ცნებები... თვითონ ჩვენ, უფროსებს, გვჯერა თუ არა ჩვენი ბავშვების გულწრფელობისა და ზნეკეთილობისა? მოვუსმინოთ მომავალი თაობის ხმას.

ანა ტყეშელაშვილი, თბილისის ვ. ესვანჯიას სახელობის საერო საშუალო სკოლა "ცისკარის" მე-9 კლასის მოსწავლე: - ძალიან მიყვარს ხელოვნება, განსაკუთრებით - ხატვა. პატარაობიდანვე ვხატავ (მამამ შემაყვარა). დიდ სიამოვნებას მანიჭებს პორტრეტების, მხატვრული ნაწარმოებებისა და მულტფილმების პერსონაჟების ხატვა. განსაკუთრებით მომწონს ვან გოგისა და დეგას ნამუშევრები. ხატვას განსაკუთრებული განწყობა, შთაგონება სჭირდება. ყოველთვის ერთნაირი ხალისით ვერ აიღებ ფანქარს ხელში.

ერთხელ ასეთი ჩანახატი გავაკეთე: "თქვენ წარმოიდგინეთ, გუშინ მამაჩემმა ფერადი ფანქრები მიყიდა. ოქროსფერი ძლიერ უცნაური იყო. ავიღე და ჩიტის დახატვა დავაპირე, მაგრამ ფანქარი ხელიდან გამისხლტა და დაიწყო თვითონ ხატვა, თან ხატავს, თან ფერებს იცვლის; ხან გაწითლდა, ხან გამწვანდა... მან დახატა ლურჯი ცა, ხეზე ბუდე, ვარდის ბუჩქზე ჩამომჯდარი ბულბული, ფერადი ყვავილები, მთები, ხეები და მთაზე სახლი, რომლის საკვამურიდან კვამლი ამოდიოდა. გავიფიქრე: აქ კვამლს რა უნდა, ზაფხული არ არის-მეთქი და უცებ - კვამლიც აღარსად ჩანდა. ასეთი უცნაურია ჩემი ფანქარი. ერთხელაც ვხატავდი და უცაბედად წვერი მოსტყდა. დავაპირე გათლა და აი, საკვირველებაც - ფანქარი არ ითლება, ხელიდან მისხლტება, აქეთ-იქეთ დარბის, თან ისეთი სწრაფია, ვერ დავიჭირე. დავჯექი დაღონებული სკამზე და ფიქრი დავიწყე: ნუთუ ვეღარ დავხატავ ჩემი ფანქრით? ნუთუ მეტად ვეღარ დავიჭერ მას ხელში? ნეტავ წვერი არ მოსტყდომოდა. უნებლიეთ ცრემლები გადმომცვივდა. ჩემი უცნაური ფანქარი მოვიდა და თავი სათლელში შეყო, მე ის გავთალე და ყველაფერი ისე იყო, როგორც ადრე. თურმე ჩემს ფანქარს გრძნობებიც გააჩნდა".

ხანდახან ვფიქრობ, რომ ყველაფერი სულიერია. ძალიან მიყვარს ქართული ლიტერატურა და საერთოდ, ლიტერატურა. დედაც მირჩევს ხოლმე წასაკითხ წიგნებს. ახლა ვკითხულობ ვიქტორ ჰიუგოს რომანს: "კაცი, რომელიც იცინის". ძალიან მომწონს პერსონაჟი – დეა. განსაკუთრებით მიტაცებს სათავგადასავლო ჟანრის ნაწარმოებები. თვითონაც მიყვარს მოგზაურობები. ცოტა ხნის წინ იტალიაში გამგზავნეს სკოლიდან და საოცარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი შინ. ჩვენს სკოლაში ძირითადად ყურადღება გამახვილებულია უცხო ენების შესწავლაზე. თუმცა სხვა საგნებიც მაღალ დონეზე ისწავლება. ჩვენთან სწავლა მოტივირებულია. კარგი მოსწავლე, წახალისების მიზნით, ყოველთვის რაღაცით ჯილდოვდება: დამატებით ქულებსაც ღებულობს და იტალიაშიც აგზავნიან სკოლიდან. ანუ ვინც კარგად სწავლობს, მას უპირატესობა ენიჭება სხვებთან შედარებით. ვმონაწილეობთ ასევე სხვადასხვა პროექტში. ახლანდელი განათლების რეფორმა მიმართულია იქით, რომ გაძლიერდეს სკოლის როლი და ავტორიტეტი. ყველა საგანი მეტ-ნაკლებად უნდა ისწავლოს ბავშვმა. ჩვენი სკოლა აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. ხშირად დავდივართ ექსკურსიებზე, ვეცნობით საქართველოს ბუნებას, ვათვალიერებთ ღირსშესანიშნაობებს, წმინდა ადგილებს და ა. შ. ასეთი ექსკურსიები ჩვენი სკოლის მოსწავლეებს უფრო მეტად გვაახლოებს ერთმანეთთან. ბევრი მეგობარი შევიძინე. მეგობარში ვაფასებ სიკეთეს, უშურველობასა და უანგარობას. მეგობრობის მთავარ მოტივად კი მაინც საერთო ღირებულებები და ინტერესები მიმაჩნია. არ მიყვარს, როდესაც ბავშვებს შორის ადგილი აქვს შურს, ქიშპობას, თუნდაც ნიშნების გამო. სხვისი სიკეთე და წარმატება არ უნდა გეწყინოს ადამიანს. თუკი რაიმე არ მომწონს ჩემი მეგობრისა, ვცდილობ დაუფარავად ვუთხრა მას. ეს თავდაცვის გამოვლინებაც არის, რა თქმა უნდა, და ამავდროულად მიმაჩნია, რომ როდესაც ვცდებით, ვიღაცამ უნდა შეგვაჩეროს შეცდომილ გზაზე, დაგვანახოს ჩვენი უკეთურება.

ახალი სასწავლო წლის დაწყება ახალი ენერგიითა და ენთუზიაზმით მავსებს. არის საგნები, რომლებშიც ჩემი ძველი ნიშნები არ მომწონს, არ მაკმაყოფილებს. დიდი სურვილი და იმედი მაქვს, რომ წელს გამოვასწორებ. უფრო მეტი ხალისით და მონდომებით მოვეკიდები სწავლის პროცესს. ჯერ არ გადამიწყვეტია, თუ რას ავირჩევ მომავალში ჩემს პროფესიად. მანამდე ჯერ კიდევ მაქვს მოფიქრების დრო. ისე, პროფესიის არჩევისას, მე მგონი, გადაწყვეტილება ჩვენ უნდა მივიღოთ, ბავშვებმა და არა მშობლებმა. თუმცა მათი რჩევაც, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია. მე, მაგალითად, ისე მომწონს "დოქტორი ჰაუსი", რომ ვოცნებობ, ექიმი გამოვიდე და ხალხს სიკეთე მოვუტანო. თუმცა ხანდახან დიზაინერობაც მიტაცებს. ხშირად მასწავლებლისადმი სიყვარული ან პირიქით, უსიყვარულობა განაპირობებს ამა თუ იმ საგნისადმი ჩვენს დამოკიდებულებას. საერთოდ, მასწავლებელს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია ბავშვის ცხოვრებაში. არ მომწონს სწავლების ისეთი მეთოდი, როდესაც პედაგოგი მხოლოდ თვითონ საუბრობს გაკვეთილზე, ბავშვები კი მხოლოდ უსმენენ. ამ დროს ყველას ერთი სული აქვს, როდის დამთავრდება გაკვეთილი. საგაკვეთილო პროცესი აქტიური და შემოქმედებითი უნდა იყოს. ბავშვი არ უნდა უსმენდეს მხოლოდ, არამედ უნდა სვამდეს კითხვებს, კამათობდეს, უკრიტიკოდ არაფერს უნდა იღებდეს. მაგალითად, ჩვენ გვქონია ისეთი გაკვეთილები ლიტერატურაში, ისტორიაში, სადაც ვმსჯელობდით სხვადასხვა თემაზე, ვმართავდით სასამართლოებს. მასწავლებელი კლასს ორ ჯგუფად გვყოფს. ერთნი არიან დამცველები, მეორენი - ბრალმდებლები. ჩვენ დაბეჯითებით ვასაბუთებთ ჩვენს პოზიციას, როდესაც ვასამართლებთ რომელიმე ლიტერატურულ გმირს ან ისტორიულ პერსონაჟს. ასეთ გაკვეთილებზე ხდება ავისა და კარგის წარმოჩენა. ამ გზით მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები უფრო ღრმად ილექება თითოეული ჩვენგანის მეხსიერებაში. არასოდეს დამავიწყდება ლიტერატურის გაკვეთილები, სადაც განვიხილეთ სხვადასხვა თემა: მშობლებისა და შვილების ურთიერთობა, ძე შეცდომილი, კაი ყმა, ლეგენდად ქცეული სიყვარული, წარმავლობის სევდა და ა. შ. ჩვენ ვკითხულობთ ნაწარმოებებს მსოფლიო ლიტერატურიდან, რომლებიც სწორედ ამ თემებს ეძღვნება. ამ ნაწარმოებების რაღაც ნაწილი ქართულის წიგნშია შეტანილი. ზოგსაც ჩვენ თვითონ ვპოულობთ ხოლმე სხვადასხვა წიგნებში. ქართული ენისა ლიტერატურის მასწავლებელს - ასმათ გაფრინდაშვილს სურს, რომ ჩვენ თავისუფალი აზროვნება განგვივითარდეს, ყველაფერზე გვქონდეს საკუთარი აზრი. ვფიქრობ, რომ თავისუფლება ღვთისგან ბოძებული საჩუქარია, რომლის ხელყოფა არავის ძალუძს, თუ ის თავად არ დაკარგე.

KARIBCHEმარიამ წერეთელი, თბილისის 32-ე საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე: - საგნებიდან განსაკუთრებით მიყვარს ქართული ენა და ლიტერატურა. იმიტომ, რომ ქართული ლიტერატურის გაკვეთილებზე ბევრ საინტერესო ამბავს ვიგებ ჩვენი ქვეყნისა და წინაპრების შესახებ. ეს გაკვეთილი იმითაც არის საინტერესო, რომ მასწავლებელი (ლია ჩხაიძე) გვაკეთებინებს კედლის გაზეთებს, გვატარებინებს ღონისძიებებს და ა. შ. ძალიან მიყვარს მხატვრული ნაწარმოებების კითხვა და წასაკითხ წიგნებსაც თავად ვარჩევ. ჩემი საყვარელი მწერლები არიან: ილია, აკაკი, ვაჟა, გურამ რჩეულიშვილი, რეზო ინანიშვილი...

გატაცებული ვარ მუსიკით. დედაც მუსიკის მასწავლებელი მყავს. შოპენისა და ბეთჰოვენის მოსმენა დიდ სამოვნებასა და სიხარულს მანიჭებს. დედა მიყვებოდა, თურმე შოპენის გული პოლონეთის ერთ-ერთ ტაძარშია დასვენებული. უკვე ვსწავლობ ჩაიკოვსკის, გერშვინის, ფალიაშვილის ნაწარმოებებს. აღფრთოვანებული ვარ საოპერო მუსიკით. მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ექიმის პროფესია მიზიდავს, რადგანაც ის ითვალისწინებს ბევრი ადამიანისათვის სიცოცხლის შენარჩუნებას.

ჩემს სკოლაში ყველა საგანი გაძლიერებულად ისწავლება. განსაკუთრებით კი - მათემატიკა, რომელსაც გვასწავლის თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებელი - ქალბატონი მერი მარაქველიძე. იდეალურ მასწავლებელს, ჩემი აზრით, პირველ რიგში უნდა ჰქონდეს უნარი - თითოეულ ბავშვში პიროვნება დაინახოს. პიროვნება კი – ერთადერთი და განუმეორებელია. მასწავლებელს საკუთარი გასაღები უნდა ჰქონდეს ყველა ბავშვის სულის კარისთვის. იგი უნდა იყოს ასევე ძალიან განათლებული, ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილების მქონე. სასურველია, რომ მასწავლებელი ზომიერად ლმობიერი იყოს, მაგრამ ამავდროულად დისტანციაც საჭიროა, რათა დისციპლინა იყოს გაკვეთილზე. მე, პირადად, დისციპლინა მირჩევნია.

მეგობრებს ერთადერთი პრინციპით ვირჩევ - მეგობარი ერთგული და უღალატო უნდა იყოს. რა თქმა უნდა, პატიებაც შემიძლია, მაგრამ, დამეთანხმებით, ალბათ, მეგობრისგან გულის ტკენა არცთუ იოლი გადასატანია. ყველაზე მეტად მიუღებელი ჩემთვის გულგრილობაა. ვაჟა-ფშაველა აცხადებდა: "მკვდარია უგრძნობი კაცი, უსაზარლესი მკვდარზედა, საზარელია დადგომა უგრძნობელობის გზაზედა!" ძალიან მიყვარს ჩვენი ქვეყნის ისტორია, რომელიც ჩვენი სასიქადულო მოღვაწეებისა და მამულისთვის თავგანწირული მოწამეების სისხლით დაიწერა. თითოეული ფურცელი ხომ, გიორგი ლეონიძისა არ იყოს, მართლაც "გულზე ნაწოლი ლოდია". მასში გადმოცემულია ჩვენი გმირული წარსული. ჩემთვის მისაბაძნი არიან სწორედ ის გმირები, რომელთაც თავი გაწირეს სამშობლოს თავისუფლებისათვის. განსაკუთრებით მიყვარს ლადო ასათიანის ლექსი: "საქართველოს ქალები". დედაჩემი წმინდა ილია მართლის ეკლესიაში მგალობელია. მეც ხშირად დავდივარ ტაძარში. მყავს მოძღვარი - დეკანოზი ბასილ ჟორჟიკაშვილი, რომლის საშუალებითაც ვეზიარები ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ამავე დროს - ფიქრსა და ოცნებას კარგ ადამიანობაზე, ალალმართლობაზე, მოყვასის დახმარებაზე...

KARIBCHEნინო დევნოსაშვილი, თბილისის 187-ე საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე: - მიყვარს სკოლა, ბავშვებთან, მასწავლებლებთან შეხვედრა და ურთიერთობა. ჩემი აზრით, გოგონები ცოტა ჭორიკნები არიან. ბიჭებს უფრო მეტად შეუძლიათ ერთგული მეგობრობა. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლის დირექტორი მარინა მასწავლებელი, რომელიც მათემატიკას მასწავლის. მიუხედავად იმისა, რომ დირექტორია, ძალიან თავმდაბალია და თითქმის არასოდეს ახასიათებს მკაცრი, მენტორული ტონი. კეთილია, ნათელი, დედასავით გულში გვიხუტებს და გვეფერება. მისი გაკვეთილები ყოველთვის განსაკუთრებულია და მოულოდნელობებით სავსე. ძალიან მიყვარს რეზო ინანიშვილის მოთხრობა "განგაში". იქ რომ მასწავლებელია, ის არის ჩემთვის იდეალური ხატი პედაგოგისა. ზოგიერთი მასწავლებლის დავიწყება შეუძლებელია, რადგან მათ შეგვაყვარეს სკოლა, საგანი, მეგობრები, სიმართლის თქმა, გატანა... თუ რამ კარგია ჩვენში, მათი დამსახურებაა. ისინი თითქოს გვლოცავენ.

ხშირად სწავლა მეზარება. დედამ მირჩია, სწავლის დაწყების წინ ლოცვა წავიკითხო. ნებისმიერი კარგი საქმე თავს უნდა აიძულო. აბა, დასვენება და გართობა ხომ ყველასთვის ისედაც იოლია. ღმერთის იმედი მაქვს, რომ ძალისხმევას შემმატებს და სიზარმაცის ლოდს გადამაგორებინებს. ამიტომაც ყოველთვის ვცდილობ, ეს ლოცვა ვიკითხო. სასწაულები ხომ ნამდვილად ხდება ცხოვრებაში. თუკი გაკვეთილებს ვერ მოვამზადებ, ძალიან მრცხვენია სკოლაში მისვლა. მეშინია. პირველ რიგში ვფიქრობ იმაზე, რომ მასწავლებელს ეწყინება, მის ნდობას ვერ გავამართლებ და იმედს გავუცრუებ.

თავისუფალ დროს წიგნებს ვკითხულობ. ჩემი საყვარელი გმირია ანა ფრანკი. ის რეალური პიროვნებაა. ამ არაჩვეულებრივ, სიცოცხლისმოყვარე გოგონას შეეძლო ყველაზე მძიმე წუთებშიც კი ეპოვა ბედნიერების გასაღები. მართლაც, ბედნიერებაა, როცა გიყვარს სიცოცხლე, ადამიანები, როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი. არ მომწონს, როდესაც გოგონებს ზოგჯერ შურთ ერთმანეთის ნიშნები. შური ძალიან ცუდი თანამგზავრია. თუ ამ სენს არ ვებრძოლეთ, მეგობრები არ გვეყოლება და მარტონი დავრჩებით. ცეკვა მახალისებს და მალაღებს. დედა მეუბნება, გულჩათხრობილი ხარო, ზოგჯერ ფიქრებში წავალ და ვიბნევი გაკვეთილზე. რა ვქნა, მეც ჩემი პატარა სამყარო მაქვს და ვოცნებობ, ისეთი ადამიანი გამოვიდე, რომ ჩემი სიცოცხლე არა მხოლოდ ჩემს ახლობლებს, არამედ ყველას, ყველას სჭირდებოდეს.

KARIBCHEმარიამ ზაქარაია, თბილისის 111-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე: - მიყვარს ფორტეპიანოზე დაკვრა და ხშირად ვუკრავ კლასიკურ ნაწარმოებებს. მომწონს, როდესაც სხვებს ვუზიარებ იმას, რასაც მე განვიცდი და ვგრძნობ. მუსიკით მეც დიდ სიამოვნებას ვიღებ და მინდა, რომ სხვასხაც გავუზიარო ეს განცდა. ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ იმით, რომ მყავს 5 და. ჩემი უმცროსი დები ტყუპები არიან. როცა დედა შინ არ არის, მათ მე ვუვლი. სადილს ვუმზადებ, გაკვეთილებს ვიბარებ მათგან, თმას ვუვარცხნი და ა. შ. მიყვარს სისუფთავე და წესრიგი. სკოლაში ბიჭები ჩხაპნიან კედლებს და მერხებს, რაც არ არის სწორი საქციელი. მე ამას ვერ ვეგუები. მიმაქვს სარეცხი საშუალებები და ვასუფთავებ. ჩემი დედ-მამა აფხაზეთიდან არიან. აფხაზეთი ჩვენი ოჯახისთვის "აღთქმული ქვეყანაა". დედა ხშირად გვიყვება მასზე და არ კარგავს იმედს, რომ ოდესმე იქ აუცილებლად დავბრუნდებით. წელს, ზაფხულში აფხაზეთის მთავრობამ დევნილთა ბავშვებს საჩუქარი გაგვიკეთა. საბერძნეთში ვიყავით ორი კვირით და წარუშლელი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით. მოგზაურობა ძალიან მიყვარს. მამას ხშირად დავყავართ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. განსაკუთრებით მომეწონა ხევი - ყაზბეგის რაიონი. იქ ძალიან ლამაზი ხედი იშლება ეკლესიიდან, ცაც ზღაპრულად მოჩანს.

ცოტა ხნის წინ მამაჩემი აკურთხეს მღვდლად და კანადის ეკლესიაში განაწესეს. იქ უნდა იმსახუროს. ჩვენც დროებით იქ მოგვიწევს ცხოვრება. ძალიან მწყდება გული, საქართველოდან რომ მივდივარ, მაგრამ მამა გვეუბნება, რომ ჩვენ იქ ჩავიტანთ ქართულ სულს. კანადის ტაძარში ქართულად აღევლინება წირვა-ლოცვა. როდესაც ვისწავლი, რა თქმა უნდა, ისევ სამშობლოში დავბრუნდები და ცოდნას, სიცოცხლეს, ყველაფერს, რაც გამაჩნია, ჩემი ქვეყნის სამსახურში დავხარჯავ.

KARIBCHEლიზი ბენდელიანი, 8 წლის, თბილისი 22-ე საჯარო სკოლის მოსწავლე: - არსებობს გაკვეთილები, რომლებიც ალბათ არსოდეს დამავიწყდება. ერთხელ, ქართული ლიტერატურის გაკვეთილზე მასწავლებელმა ამირანის თქმულება გვიამბო და გვითხრა: სხვაგან ნუ ეძებთ ამირანს, იგი თქვენშია. ყველა ქართველში ზის პატარა ამირანი. დარეკავს ჟამი და ის აღზევდებაო. სხვა გაკვეთილზე კი, თუ არ ვცდები, გოეთეს ციტატა მოგვიტანა: "ყველა ადამიანში არის მზე, ოღონდ მიეცით საშუალება და ანათებინეთო". ვგრძნობ, რომ ჩემს მასწავლებელს სჯერა ადამიანში კეთილი საწყისის გამარჯვებისა და ცდილობს ჩვენც გადმოგვდოს გრძნობა პასუხისმგებლობისა. უფრო სწორად ეს მისგან დამოუკიდებლად ხდება. მეც ხშირად ვფიქრობ ადამიანურ ვალზე:

"ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო,
ვინ არის, სიდან მოსულა, სად არის, წავა სადაო".
(დავით გურამიშვილი).


ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ და ჩემი დიდი სურვილია, მსოფლიოში ყველა ბავშვს ჰქონდეს ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრება. ძალიან მინდა საქართველო იყოს ძლიერი და ბედნიერი ხალხის ქვეყანა. მშობლები არ უნდა იყვნენ წასულნი საზღვარგარეთ და შვილებს დაბადების დღეებს იქიდან არ უნდა უხდიდნენ. ყველა ბავშვს სჭირდება მშობელი შინ, თავის გვერდით, ახლოს, მისი მოფერება და ალერსი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler