საქებარნი არიან ის მშობლები, რომლებიც მრავალ შვილს შობენ, მაგრამ უმეტეს ქებას იმსახურებენ ჭეშმარიტი პედაგოგები, რომლებიც ხელახლა შობენ მრავალ შვილს
საქებარნი არიან ის მშობლები, რომლებიც მრავალ შვილს შობენ, მაგრამ უმეტეს ქებას იმსახურებენ ჭეშმარიტი პედაგოგები, რომლებიც ხელახლა შობენ მრავალ შვილს
სტუმრად ქვემო ჭალის საჯარო სკოლაში
წმინდა ილია მართალი წერდა: "თუ სკოლას უნდა თავისი დანიშნულება შეასრულოს, სწავლა-ცოდნა ზნე-ხასიათის წურთვნასაც უნდა შეურჩიოს , ესე იგი, იმ თვისების სწავლა-ცოდნა უნდა აძლიოს, რაც გონების განახლებასაც შველის და ზნე-ხასიათის წურთვნასა და დამთავრებასაც უხდება და რგებსო". ოჯახის, ერის, ხალხის, საზოგადოების ეკონომიკური და კულტურული აღორძინების მისაღწევად სწორედ ისეთი სკოლებია საჭირო, სადაც აღზრდა-განათლებასა და სწავლებას ერთი უზენაესი მიზანი ექნება და ეს მიზანი, ილიას აზრით, იყო და კვლავაც არის: "ჩვენი დაცემული ვინაობის აღდგენა, ფეხზე დაყენება და დაცვა ყოველის მოსალოდნელის ფათერაკისაგან".

სწორედ ამ მიზნის აღსრულებას ემსახურება კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალის საჯარო სკოლა, რომელიც ამავე სკოლაში აღზრდილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის - ლუარსაბ კარბელაშვილის სახელს ატარებს (ლუარსაბ კარბელაშვილმა ქვემო ჭალას მიუძღვნა ნაშრომი: "ქართლის სოფელი"). სკოლაში არის სტენდი, რომელზეც განთავსებულია ამ სოფელში დაბადებული და აღზრდილი სახელგანთქმული მოღვაწეების, ქართული საგალობლების უბადლო შემსრულებლების - ძმები კარბელაშვილების ფოტოები. ლუარსაბ კარბელაშვილი სწორედ მათი შთამომავალი გახლავთ. მან დიდი ამაგი დასდო საშუალო სკოლებისთვის ეკონომიკური გეოგრაფიის სახელმძღვანელოების შექმნის საქმეს.

სკოლის შესასვლელში გვეგებება დიდი სტენდი სათაურით: "მსხვერპლი სამშობლოს გულისთვის ყოველგვარ მსხვერპლზე დიდია". ეს სიტყვები საქმით აღასრულეს ამ სკოლაში გაზრდილმა და დავაჟკაცებულმა, ჯერ კიდევ პირტიტველა, 22-25 წლის "ღიმილის ბიჭებმა": ზურაბ ნაცვლიშვილმა, ბესიკ ოთარაშვილმა, მერაბ გეთაშვილმა, ზურაბ მანჯიკაშვილმა, ნიკო ხუბაშვილმა. ისინი 2008 წელს სამაჩაბლოს ველზე ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაეცნენ და ღმერთისა და მამულის სამსხვერპლოზე ყველაზე ძვირფასი მსხვერპლი - სიცოცხლე მიიტანეს ძღვნად. აქაური პედაგოგები მომავალ თაობებს სწორედ ამგვარი გმირული სულისკვეთებით ზრდიან და მისაბაძ მაგალითებად ასეთ ბიჭებს უსახავენ. კედლიდან შემოგვცქერიან მათი ნათელღიმილიანი სახეები. ბავშვები ამ სტენდთან ყოველთვის ჟრჟოლისმომგვრელი მოწიწებით მიდიან, სანთლებს ანთებენ, მათი სულების მოსახსენებლად ლოცვებს კითხულობენ.

სკოლა მდიდარია სხვა სტენდებითა და თვალსაჩინოებებითაც. აქვე არის სტენდი: "ერის საგანძური". მასზე გამოსახულია საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის - წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შემონახული უწმინდესი რელიკვიები, რომლებიც დღესდღეობით ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება. სტენდიდან, რომლის სათაურია: "სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ...", ამაყად შემოგვყურებენ ქვემო ჭალის სიწმინდეები: სხვილოს ციხე, წმინდა გიორგის ტაძარი, ამილახვართა კოშკები, წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, ჯვარი პატიოსანი, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია... ამ შესანისნავი ფოტოკოლაჟის ავტორი ამავე სკოლის პედაგოგი, ტექნიკური მენეჯერი ომარ ბუდაღაშვილი გახლავთ. სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, კომპიუტერებით და ა. შ. ასეთი შესანიშნავი სასკოლო გარემოს შექმნაზე ზრუნავს დირექტორი ბელა ქენქაძე. ამავე სკოლის ეზოში დგას უძველესი ეკლესია, რომელიც ჯვარი პატიოსანის სახელზეა აგებული. ეკლესიაში ახლახანს დამთავრდა სარესტავრაციო სამუშაოები. ყოველი სასწავლო წელი და დღე ტაძარში ლოცვით იწყება და მთავრდება.

გონებაგანვითარებული, გრძნობაგაფაქიზებული, კეთილშობილური ზნეობითა და სულით ანთებული ახალგაზრდობის აღზრდა - ამ იდეალის განხორციელებას ემსახურება ქვემო ჭალის საჯარო სკოლა და მისი პედკოლექტივი. გთავაზობთ ინტერვიუს ამ სკოლის ხელოვნების ისტორიის მასწავლებელთან ირმა (ელისაბედ) ზაქარიაშვილთან, რომელიც ცოტა ხნის წინ კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა "მართლმადიდებლური ღონისძიების - "მარიოლოგია" - მომზადებისა და ახალგაზრდობისთვის ჭეშმარიტი გზის ძიებაში დახმარებისათვის". ქალბატონი ირმა ამავე დროს სამთავისის საკათედრო ტაძრის მედავითნეც გახლავთ. იგი შესაშური გულმოდგინებითა და ახალგაზრდული, გაუნელებელი ენთუზიაზმით ემსახურება მომავალი თაობის აღზრდის კეთილშობილურ საქმეს.

- რა მოეთხოვება თანამედროვე პედაგოგს იმისათვის, რომ სწორად წარმართოს ბავშვის აღზრდა?

- უპირველესად მინდა მოვიყვანო თავად სიტყვა "პედაგოგის" განმარტება. სიტყვა პედაგოგიკა წარმოდგება ორი ბერძნული სიტყვისაგან "პედ" და "აგოგეს", რაც ბავშვის ტარებას, გაძღოლას ნიშნავს. ანუ პედაგოგი ეწოდება ბავშვის აღმზრდელს, გზის მაჩვენებელს.

იაკობ გოგებაშვილი ბრძანებდა: "მასწავლებელი უნდა იყოს როგორც თავისი მოწაფის, ისე მთელი ხალხის სანიმუშო მაგალითი. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს ის თავისი მაღალი დანიშნულების აღსრულებას..."

მასწავლებლის აუცილებელი თვისებებია: 1) საგნის საფუძვლიანი ცოდნა; 2) ფართო განათლება, ერუდიცია, კულტურა; 3) მონათესავე დისციპლინების შესახებ ცოდნა; 4) მეთოდიკა; 5) ნიჭი და პროფესიული მომზადება; 6) თავაზიანი ტონი; 7) ჰქონდეს მოქალაქეობრივი ზნეობრივი თვისებები; 8) ავტორიტეტი - მასწავლებლის მოღვაწეობის აუცილებელი პირობაა.

- რა როლი მიუძღვის პედაგოგს ბავშვის ადამიანურ თვისებათა ჩამოყალიბებაში?

- ბერი პაისი მთაწმინდელი თანამედროვე პედაგოგებს ასე არიგებს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა! განსაკუთრებით ჩვენს დროში. ბავშვები მაგნიტოფონის სუფთა კასეტებს ჰგვანან. მათზე შეიძლება ბინძური სიმღერებიც ჩაწერო და შესანიშნავი საეკლესიო საგალობელიც. მასწავლებლობა წმინდა საქმეა... ისინი მოვალენი არიან მონახონ საშუალებები, რომ ბავშვებამდე ღვთისა და მამულის შესახებ ცოდნა მიიტანონ. დაე, მათ დათესონ მარცვალი...

დაე, ისინი ყოველთვის კეთილად, კრძალვით, სიყვარულით ეპყრობოდნენ ბავშვებს. შეეცადონ მათში ღვთისმოსაობა ჩანერგონ. ბავშვს სითბო და სიყვარული უნდა, რადგან ბევრი ბავშვი შინ ამას სრულიად მოკლებულია...

საქებარნი არიან ის მშობლები, რომლებიც მრავალ შვილს შობენ, მაგრამ უმეტეს ქებას იმსახურებენ ჭეშმარიტი პედაგოგები, რომლებიც ხელახლა შობენ მრავალ შვილს და კიდევ უფრო "მრავალშვილიანი" დედები და მამები ხდებიან..."

და მართლაც, ჩვენი ხვალინდელი დღე იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ავღზრდით მომავალ თაობას. ბავშვის გონება მხოლოდ მშრალი ცოდნით არ იწვრთნება. თუ ცოდნას სულიერება არ ახლავს და ჭეშმარიტებით არაა გასხივოსნებული, ამაოა მასწავლებლის ღვაწლი და უნაყოფოა სასწავლო პროცესი.

21-ე საუკუნე მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის საუკუნეა. "ინფორმაციული ტექნოლოგიების სიჩქარე, ატორტმანებს დედამიწას". თანამედროვე ტექნოლოგიები აითვისა არა მხოლოდ ქალაქში, არამედ სოფელში მცხოვრებმა ადამიანმა. საჯარო სკოლებს გადაეცა კომპიუტერები. ამ პროცესებს გვერდს ვერ აუვლი. ადამიანს შემოქმედმა მისცა თავისუფალი ნება, გონიერება... თუკი კაცი ნებისმიერ ტექნიკას ღვთის სადიდებლად გამოიყენებს, ამაში ცუდი არაფერია. ყოველმა ქმნილებამ, სულიერმაც და უსულომაც, შემოქმედი უნდა ადიდოს.

"თუ წვრთნა გინდა ბავშვისა, მაშინ იგი შენ უნდა ჩაისვა გულში და მან შენ".

მასწავლებელი უნდა იყოს კარგი ფსიქოლოგი, რომელიც იცნობს მოზარდის ფსიქიკას, დადებითსა და უარყოფით მხარეებს. ის უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ინდივიდუალურ შესაძლებლობას, ნიჭს. ე.წ. გარდატეხის ასაკში მოსწავლე მანკიერ თვისებებს ეჩვევა. ხდება თავნება, უხეში, ჯიუტი, გაღიზიანებული. ამ დროს სიფრთხილე მართებთ მშობლებს, პედაგოგებს. ზედმეტმა მკაცრმა, მენტორულმა ტონმა შეიძლება მთლად დაანგრიოს სულიერად. მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ გიყვარს, გულთან მიგაქვს მისი პრობლემა.

მახსოვს, ერთხელ მოსწავლეზე ვთქვი: "ცეცხლზე შემდგარი რძესავით თვალყურის დევნება უნდა, რომ არ გადმოვიდეს..."

- საგნის ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა, ნიჭიერება რამდენად განსაზღვრავს პედაგოგის პროფესიონალიზმს, ავტორიტეტს? რა მეთოდები უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა ბავშვის ამა თუ იმ საგნით უფრო ღრმად დაინტერესებისათვის?

- მოგეხსენებათ, სკოლებში რამდენი საგანი ისწავლება. ბუნებრივია, ყველა ბავშვს ერთნაირად არა აქვს განვითარებული ათვისების უნარი. ზოგს მხოლოდ ტექნიკური საგნები მოსწონს, ზოგს - ჰუმანიტარული. თუმცა ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში შემხვედრია პატარა გენიოსებიც...

იყო შემთხვევა, როცა ერთი ტრიმესტრის განმავლობაში მოსწავლეს ხმა არ ამოუღია. ერთ-ერთ გაკვეთილზე მე ფსიქოლოგიური შთაგონებით ვუთხარი: "შენ ღვთისგან მოგეცა ნიჭი, ჯანმრთელობა, მშვენიერი გარეგნობა. რატომ არ ჰყვები გაკვეთილებს?" მოსწავლის სინდისმა გაიღვიძა ამ რამდენიმე სიტყვით. შეიძლება ბავშვი ვერ საუბრობდეს, ჰქონდეს კომპლექსი, მაშინ დააწერინე, დაახატვინე... არსებობს ათასი მეთოდი.

უნიჭო ბავშვი არ არსებობს. პროფესიონალი პედაგოგი მსწრაფლ გამოავლენს ბავშვის შესაძლებლობას.

პატრიარქი ხშირად ბრძანებს: "მასწავლებლებო! თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა ან უხეშმა დამოკიდებულებამ შეიძლება გადაარჩინოს ან დაღუპოს აღსაზრდელი. ხომ ნათქვამია: ხეს რომ შესძახო, გახმიო, გახმება. ნურასდროს ეტყვით ბავშვს, რომ უნიჭოა. შეიბრალეთ ისინი და ნუ დაამცირებთ კლასის წინაშე..."

რაც შეეხება პროფესიონალიზმსა და ავტორიტეტს, პედაგოგი წარმატებას ვერ მიაღწევს, თუკი არ იქნება პროფესიონალი და თუ არ ეცოდინება საგნის სწავლების მეთოდიკა. ბევრი ამბობს: "სწავლება უბრალო და ადვილი საქმეა და არაა საჭირო მისი სწავლა, საჭიროა მხოლოდ საგნის ცოდნა". ეს ასე არაა. შეიძლება იყო უბადლო ფილოლოგი, ფიზიკოსი, ისტორიკოსი, მაგრამ ცუდი პედაგოგი.

მასწავლებელი უნდა ცდილობდეს იმაზე მეტი გაიგოს, ვიდრე სახელმძღვანელოში წერია. იგი მუდმივად უნდა სწავლობდეს და ასწავლიდეს. უნდა იყოს ბუნებით მეძიებელი. აუცილებლად იყენებდეს სწავლების თანამედროვე მეთოდებს.

პედაგოგის მაღალი პროფესიული დონე განსაზღვრავს მის ავტორიტეტს. ერუდირებული, პროფესიონალი, სიყვარულითა და სითბოთი ავსებული მასწავლებელი სათნოა ყველა მოსწავლისთვის.

სამწუხაროდ, დღეს პედაგოგს არა აქვს ავტორიტეტი ჩვენს ქვეყანაში, არც საზოგადოებაში, არც მოსწავლეთა შორის. მახსენდება პოეტ მორის ფოცხიშვილის სიტყვები:

"გულდაგულ სწავლობს ფრთის გაშლას ბარტყი,
სწავლა ვით ომი, ომზე რთულია,
ერი, რომელიც მასწავლებელს არა სცემს პატივს,
დასაღუპავად განწირულია".

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2007 წლის სააღდგომო ეპისტოლეში დაგვიწერა: "ჩემი შეხედულებით, ყველაზე დიდი ხელფასი, ნებისმიერი პროფესიის ადამიანებთან შედარებით, პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ. აქ უნდა მოვიზიდოთ ყველაზე ნიჭიერი კადრები, რომელნიც გამორჩეულნი იქნებიან არა მარტო ცოდნით, არამედ უპირველესად ღრმა რწმენით, სიყვარულით, მოთმინებით".

- ილია ძალიან მაღალ დონეზე აფასებდა მასწავლებლის როლს მოსწავლის პიროვნულ თვისებათა ჩამოყალიბებაში. მისი აზრით, ბევრი რამ იყო დამოკიდებული პედაგოგის "მოხერხებულობაზე, ყოფაქცევაზე, მაგალითზე, სიფრთხილეზე, წინდახედულებაზე". თქვენი აზრით, ლმობიერება და მეგობრობა უფრო მეტი შედეგის მომტანია ბავშვთან ურთიერთობაში თუ პირიქით, დისტანცია და მკაცრი ტონი?

- პედაგოგის ლმობიერი ბუნებითა და მეგობრული, თბილი სიტყვით მოსწავლემ ბოროტად არ უნდა ისარგებლოს. ის უნდა აცნობიერებდეს, რომ ყოველთვის მოსწავლეა თავისი მასწავლებლისთვის. ბავშვში ხშირად თავს იჩენს კადნიერი, უხეში ქცევა, შეპასუხება, პედაგოგის მიმართ უყურადღებობის მომენტი. საჭიროა მოზარდებთან ურთიერთობაში ე.წ. დისტანცია, "ოქროს ბალანსი" - ხშირად ახსენებენ ამ სიტყვას.

- თქვენ ხელოვნების ისტორიის მასწავლებელი ბრძანდებით. ხელოვნების სამყაროსთან და, საერთოდ, ესთეტიზმთან ზიარება რამდენად ეხმარება ბავშვის შინაგანი სამყაროს განვითარებას?

- ვფიქრობ, ხელოვნების ისტორიის გაკვეთილები მოსწავლეებს ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებთ. ამდიდრებს მათ სულიერ სამყაროს. ასწავლის, რომ ყოველივე ცისქვეშეთში ღვთის შექმნილია. ბავშვები ხელოვნების გაკვეთილებზე იღრმავებენ ცოდნას როგორც მსოფლიო ხელოვნების, ასევე ქრისტიანული (მართლმადიდებლური) ხელოვნების შესახებ.

გაკვეთილის ახსნის პროცესში ვიყენებთ თვალსაჩინოებებს.

ტრიმესტრის ბოლოს მოსწავლეები დაგვყავს მუზეუმებსა და ტაძარ-მონასტრებში. წელს ვსტუმრობდით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, ლიტერატურის მუზეუმს, ხელოვნების მუზეუმს - "ოქროს ფონდს".

ქვემო ჭალის საჯარო სკოლაში დაარსდა "ესთეტიკური კლუბი", რომლის წევრებიც აქტიურად ეუფლებიან: ხატვას, ქსოვას, ქარგვას... მუშაობენ თიხაზე, ბისერებით ამზადებენ მშვენიერ სუვენირებსა და სამკაულებს... ხშირად ეწყობა მოსწავლეთა ხელითნაკეთი ნივთების სასკოლო გამოფენა. ყველა პედაგოგის სახელით მადლობას ვუხდი სკოლის დირექტორს ქ-ნ ბელა ქენქაძეს.

როდესაც საუბრობ ხელოვნებაზე, მსწრაფლ გახსენდება მისი უწმინდესობის სიტყვები: "ხელოვნება ღვთისაგან მონიჭებული ის სიკეთეა, რომელიც მთლიანად ეხება ადამიანთა არა ხორციელ ბუნებას, არამედ სულიერ სამყაროს. რამდენადაც მეტად მაღლდება ჩვენი სული, იმდენად მეტად ვუახლოვდებით ჩვენი საუკუნის წინანდელ ბეთლემს და ვმაღლდებით იმისკენ, ვინც წარმოუდგენლად მაღლა დგას მეცნიერებასა და ხელოვნებაზე".

ოჯახი, ეკლესია, სკოლა ერთად უნდა იდგნენ ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში. საბჭოთა პერიოდში დიდი მცდელობით ეს ტრეადა დაშალეს და დაანგრიეს. ადამიანები გონებრივად დააინვალიდეს და სულიერი საყრდენი გამოაცალეს.

ოჯახის, ეკლესიისა და სკოლის ერთად ყოფნის შესახებ ყველაზე უკეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბრძანებს: "ვფიქრობ, ეფექტურია სამი ძალის - ოჯახის, სკოლისა და ეკლესიის შეთანხმებული მოქმედება. უნდა შეიქმნას ავტორიტეტული კომისია და გამოიკვეთოს თითოეულის პასუხისმგებლობა და მოვალეობა. დამღუპველი იქნება შედეგი, თუ აღზრდის პროგრამა და მოქმედება არ იქნება შეთანხმებული ოჯახს, სკოლასა და ეკლესიას შორის..."

- როგორც ვიცი, თქვენს სკოლაში სისტემატურად ტარდება ღია გაკვეთილები და ე.წ. ინტეგრირებული ტიპის გაკვეთილები. რამდენად ეფექტურია ისინი?

- პედაგოგთა ერთი კატეგორია უარყოფითად აფასებს ღია გაკვეთილებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ესაა წინასწარ დაგეგმილი, "დადგმული". ვფიქრობ, ღია გაკვეთილის მომზადებას დიდი ნებისყოფა და შრომა სჭირდება. ბავშვებიც ფსიქოლოგიურად ემზადებიან, რადგან იციან, რომ მათ უსმენს არა მხოლოდ საგნის მასწავლებელი, არამედ სკოლის დირექტორი და მასწავლებლები. მოსწავლეები ეჩვევიან ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგომას. არაერთხელ უთქვამთ ბავშვებს: "იმდენად კარგად ვისწავლეთ ხელოვნების ისტორიის საკითხები, მთელი ცხოვრება გვემახსოვრებაო..."

რაც შეეხება ინტეგრირებული ტიპის გაკვეთილს, ეს გახლავთ თანამედროვე მეთოდებით, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილი. გვაქვს დიდი მონიტორი. რამდენიმე გაკვეთილი საგალობლების ფონზე ჩატარდა.

- სოფლის ბავშვი მეტ-ნაკლებად განსხვავებულ გარემოში იზრდება. ბუნებასთან წილნაყარობა რამდენად შეეწევა მოზარდის სულს?

- რა თქმა უნდა, სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს ცოცხალი ურთიერთობა აქვთ ბუნებასთან. მათთვის ხომ ძალიან ძვირფასია: სოფლის ტყე, ველ-მინდვრები, ბაღ-ვენახები, მდინარე... ისინი ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობენ. არიან მშობლების მორჩილნი და შრომისმოყვარენი. უვლიან შინაურ ცხოველებს, ეხმარებიან უფროსებს ბაღ-ვენახებში, შეშის ჭრასა და თიბვაში...

უწმინდესი პატრიარქი ილია მეორე ეპისტოლეში გვიწერს: "მოზარდი თაობა უნდა დავუახლოოთ შრომას. შევაყვაროთ მიწა, ყვავილები, ცხოველები, ბუნება. ვასწავლოთ მათთან კავშირი, რათა ადვილად დაამყარონ ჰარმონიული ურთიერთობა გარემოსთან..."

- ხშირად მშობლები უხეშად ერევიან ბავშვის გადაწყვეტილებაში. პროფესიულ არჩევანს ვგულისხმობ. უმეტეს შემთხვევაში ისინი არ ითვალისწინებენ ბავშვის ნიჭს, მოწოდებას, მისწრაფებებს. თქვენ რას ურჩევთ მათ?

- მშობლის ვალია, დაარიგოს, ურჩიოს და არა კატეგორიულად მოსთხოვოს შვილს ექიმობა, იურისტობა...

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე პედაგოგებს არიგებს: "ვფიქრობ, სკოლაში ყოფნის პერიოდში მოსწავლეები უნდა ატაროთ ქარხნებში, ფაბრიკებში, სამეცნიერო ცენტრებში, რომ მათ გარკვეული წარმოდგენა შეექმნათ ამა თუ იმ საქმიანობაზე, პროფესიაზე..."

ხშირად მითქვამს ბავშვებისთვის: "ყველა ბანკირი, მინისტრი, პარლამენტარი ვერ გახდება. ადამიანის ღირსება თანამდებობაში კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ მის ზნეობრივ, სულიერ, წმინდა, უზაკველ ცხოვრებაში, შემოქმედისა და მოყვასის მსახურებაში".

თქვენი ჟურნალის საშუალებით მადლობას ვუხდი ყველა მასწავლებელს, ვისაც ჩემთვის უსწავლებია. ისინი ცდილობდნენ, "მრუდე ხისგან ძელი გაეთალათ". მე დღემდე ვეყრდნობი მათი ცოდნა-გამოცდილების ძლიერ კვერთხს.

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და წარმატებები ვუსურვო თქვენი ჟურნალის კოლექტივს. "კარიბჭე" ქართულ მედია სივრცეში ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემაა. ესაა სამაგიდო ჟურნალი, საიდანაც სულიერი რძე მოედინება. მისი კითხვისას ადამიანს ეხილება სულიერი თვალი, უჩნდება "განცდა თვისთა ცოდვათა". ზეციური სასუფევლის კარიბჭესთან მიახლოებაში ეხმარებით ადამიანებს. მრავალი ჟამი გეღვაწოთ უფლის სადიდებლად და მოყვასის განსანათლებლად.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler