მაუწყენ მე, უფალო, გზანი ცხორებისანი
მაუწყენ მე, უფალო, გზანი ცხორებისანი
ნიკოლოზ ამბრაზი "ებრაელი რაბინის მოქცევა"
წმინდა მათე მახარებელი წინასწარმეტყველის შემდეგ სიტყვებს: "მივსცნე უკეთურნი დაფლვისა მისისა წილ და მდიდარნი სიკუდილისა მისისა წილ" ადასტურებს ღმერთკაცის გოლოთაზე დასჯის აღწერისას: "მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანა-წარმავალნი იგი ჰგმობდეს მას...

ეგრეთვე მღდელთ-მოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და მოხუცებულთა და ფარისეველთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნა, თავი თვისი ვერ ძალ-უც ცხოვნებად. უკუეთუ მეუფეი ისრაელისაი არს, გარდამოხედინ აწ მაგიერ ჯუარით, და გურწმენეს იგი. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იხსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა, ვითარმედ: ძე ღმრთისაი ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარ-ცუმულნი, აყუედრებდეს მას...

და ვითარცა შემწუხრდა, მოვიდა კაცი მდიდარი არიმათიაით, სახელით იოსებ, რომელ იგიცა მოწაფე ყოფილ იყო იესუისა. ესე მოვიდა პილატესა და გამოითხოვა გუამი იესუისი. მაშინ პილატე უბრძანა მიცემად გუამი იგი მისი. და მოიღო გუამი იგი მისი იოსებ და წარგრაგნა იგი არმენაკსა წმიდასა და დადვა იგი ახალსა მისსა საფლავსა, რომელი გამოეკუეთა კლდისაგან" (მათე 27,38-60).

მერე კი მახარებელი მათე, ანგელოზის პირით, მესიის მკვდრეთით აღდგომაზე მოწმობს, მაშინ როცა ის მენელსაცხებლე დედებს მიმართავს: "ნუ გეშინინ თქუენ; ვიცი, რამეთუ იესუს ნაზარეველსა ჯუარ-ცუმულსა ეძიებთ. არა არს აქა, რამეთუ აღდგა, ვითარცა თქუა. მოვედით და იხილეთ ადგილი, სადა დაიდვა უფალი. და ადრე წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით და აჰა წინა-გიძღვის თქუენ გალილეას. მუნ იხილოთ იგი... ხოლო ათერთმეტნი იგი მოწაფენი წარვიდეს გალილეას, მთასა მას, სადაცა უბრძანა მათ იესუ. იხილეს იგი და თაყუანის-სცეს მას; ხოლო რომელნიმე შეორგულდეს. მოუხდა მათ იესუ, ეტყოდა და ჰრქუა: მომეცა მე ყოველი ხელმწიფებაი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა" (მათე 28,5-7;16-19). ქრისტეს ეს სიტყვები ეთანხმება ესაია წინასწარმეტყველის ნათქვამს: "ამისთვისცა მან თავადმან დაიმკვიდრნეს მრავალნი და ძლიერთა განანაწილოს იავარი ამის წილ". წინასწარმეტყველების აღსრულებას მშვენივრად აღგვიხსნის მოციქული პეტრე, როცა ერგასის დღეს პირველად მიმართა ხალხს: "კაცნო ისრაიტელნო, ისმინენით სიტყუანი ესე: იესუ ნაზარეველი, კაცი განჩინებული ღმრთისა მიერ თქუენდა მიმართ, ძალითა და ნიშებითა და სასწაულებითა, რომელნი-იგი ქმნნა ღმერთმან მის მიერ შორის თქუენსა, ვითარცა-იგი თქუენცა უწყით, ესე განჩინებულითა ზრახვითა და წინაისწარ ცნობითა ღმრთისაითა განცემითა ხელთა უსჯულოთაითა მიიყვანეთ და შეჰმსჭუალეთ და მოჰკალთ, რომელი-იგი ღმერთმან აღადგინა და დაჰხსნნა სალმობანი სიკუდილისანი, რამეთუ ვერ შესაძლებელ იყო დაყენებაი მისი მის მიერ. რამეთუ დავით იტყვის მისთვის: წინაისწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა არს მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაითა არა შევიძრა, ამისთვის განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენაი ჩემი, უფროის ხორცთაცა ჩემთა დაიმკვიდრონ სასოებით. რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს და არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელი, მაუწყენ მე, უფალო, გზანი ცხორებისანი და აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისაითა. კაცნო ძმანო, ჯერ-არს თქუმად განცხადებულად თქუენდა მიმართ მამათმთავრისა დავითისთვის, რამეთუ აღესრულა და დაეფლა, და საფლავი მისი არს ჩუენ შორის ვიდრე მოდღენდელად დღედმდე. წინასწარ-მეტყუელი უკუე იყო და იცოდა, რამეთუ ფიცით ეფუცა მას ღმერთი ნაყოფისაგან მუცლისა მისისა ხორციელად აღდგინებად ქრისტე და დაჯდომად საყდართა მისთა. წინაისწარ იცოდა და იტყოდა აღდგომისათვის ქრისტესისა, რამეთუ არა დაშთა სული მისი ჯოჯოხეთს, არცა ხორცთა მისთა იხილეს განსახრწნელი. ესე იესუ აღადგინა ღმერთმან, რომლისა ვართ ჩუენ ყოველნი მოწამე; მარჯუენითა უკუე მისითა ამაღლდა და აღთქუმაი სულისა წმიდისაი მოიღო მამისაგან და მოჰფინა, რომელსა-ესე აწ თქუენ ხედავთ და გესმის. რამეთუ არა დავით ამაღლდა ზეცად, ვითარცა იტყვის იგივე, ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერხთა შენთა. განცხადებულად უკუე უწყოდენ ყოველმან სახლმან ისრაელისამან, რამეთუ უფალ და ცხებულ ყო იგი ღმერთმან, ესე იესუ, რომელი თქუენ ჯუარს-აცუთ" (მოციქ. საქმე 2,22-36). ჭეშმარიტად აღსდგა მესია, ამას მოწმობს მახარებელი ლუკა! ანგელოზები ეუბნებიან მენელსაცხებლე დედებს: "რაისა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა? არა არს აქა, არამედ აღდგა. მოიხსენეთ, ვითარ-იგი გეტყოდა თქუენ, ვიდრე იყოღა იგი გალილეას, და თქუა, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა მიცემად ხელთა კაცთა ცოდვილთასა და ჯუარ-ცუმად და მესამესა დღესა აღდგომად. და მოეხსენნეს სიტყუანი მისნი".

წინასწარმეტყველის ზემოთ მოყვანილ სიტყვებს ეთანხმება პავლე მოციქული ფილიპელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეში: "ესე ზრახვაი იზრახებოდენ თქუენ შორის, რომელცა-იგი ქრისტე იესუის მიერ. რომელი-იგი ხატი ღმრთისაი იყო, არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა, არამედ თავი თვისი დაიმდაბლა და ხატი მონისაი მიიღო და მსგავს კაცთა იქმნა და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი; დაიმდაბლა თავი თვისი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაითა. ამისთვისცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა და მიანიჭა მას სახელი უზეშთაესი უფროის ყოველთა სახელთაისა, რაითა სახელისა მიმართ იესუ ქრისტესისა ყოველი მუხლი მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი, და ყოველმან ენამან აღუაროს, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა" (ფილიპელთა 2, 5-11).

ხომ ხედავ, ყველაფერი რა გასაოცრად წერია სახარებაში! განვაგრძოთ მსჯელობა, ჩემო მეგობარო.

მესიის მეუფება და მისგან ბოძებული ცხონება. ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებიდან: "და უფალსა ჰნებავს განწმედაი მისი წყლულებისაგან, უკუეთუ მისცნეთ ცოდვათა ძლითნი. სულმან თქვენმან იხილოს თესლი გრძელსაწუთოი და ჰნებავს უფალსა ხელითა მისითა მოსპობაი ტკივილისაგან სულისა მისისა" ცხადად ჩანს, რომ ზეციურმა მამამ და ღმერთმა იესუ ქრისტეს სიცოცხლე მსხვერპლად შესწირა სოფლის ცოდვათათვის და მესია ქრისტეს ჰყავს "თესლი გრძელსაწუთოი", ანუ მორწმუნენი და აღმასრულებელნი მისი ნებისა.

ხოლო ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებს, "განგრძელდებიან დღენი მისნი", გულისხმობდა პავლე მოციქული, როცა იტყოდა: "უკუეთუ მოვკუდეთ ქრისტეს თანა, გურწამს, რამეთუ მის თანაცა ვცხონდეთ. ესე უწყით, რამეთუ ქრისტე აღდგა მკუდრეთით, არღარა მოკუდეს, და სიკუდილი მის ზედა არღარა უფლებდეს" (რომ. 6,8-9).

იმავე წინასწარმეტყველის ნათქვამი: "და მივსცნე უკეთურნი დაფლვისა მისისა წილ და მდიდარნი სიკუდილისა მისისა წილ" გასაგებია ჩვენთვის, ანუ დღეს ძლიერი მიწები (ქვეყნები) მას მიეკუთვნება, ყველა მეფეს ახლა გვირგვინზე ქრისტეს ჯვარი ადგას.

მერე წინასწარმეტყველი ბრძანებს: "და მან ცოდვანი მრავალნი აღიხუნა, და ცოდვათა მათთათვის მიეცა". ჭეშმარიტად ქრისტე არის ერთადერთი შუამდგომელი ჩვენი ღვთის წინაშე, რადგან "მან ცოდვანი მრავალნი აღიხუნა, და ცოდვათა მათთათვის მიეცა". ამაზე მოწმობს მოციქული პავლე: "რამეთუ ერთ არს ღმერთი და ერთ არს შუა-მდგომელ ღმრთისა და კაცთაი, კაცი იესუ ქრისტე, რომელმან მისცა თავი თვისი სახსრად ყოველთა საწამებელად ჟამთა თვისთა" (1 ტიმ. 2,5-6).

ამას მოწმობს თვითონ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელმაც ბრძანა: "მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს" (იოანე 10,9).

ასევე ბრძანა პეტრე მოციქულმა.

ძვიფასო სამუელ, ამით მთავრდება ესაია წინასწარმეტყველის 53-ე თავის განმარტება, რას იტყვი?

- ახლა სრულიად დარწმუნებული ვარ და უკვე ეჭვი აღარ მეპარება.

ამ თავში ესაია წინასწარმეტყველი ცხადად საუბრობს ქრისტეზე და ბრმა უნდა იყო, რომ წაიკითხო და არ დაიჯერო. მიუხედავად იმისა, რომ ეს თავი ქრისტემდე 800 წლით ადრეა ნაწინასწარმეტყველები, შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ქრისტეს ვნების, დაფვლისა და მკვდრეთით აღდგომის ისტორია. ჭეშმარიტად, რაოდენ მართალია უფალი, როცა წინასწარმეტყველის მიერ ურწმუნოებაში მყოფთა სიბრმავეზე გვაუწყებს! აი, მისმინე: "და თქვა: ვიდოდე და არქუ ერსა ამას: სმენით გესმასყე და არ გულისხმა-ჰყოთ. და მხედველნი ხედავთ და არა იხილოთ, რამეთუ განზრქნა გული ერისა ამის და ყურითა მათითა მძიმედ ისმინეს და თვალნი მათნი დაიწუხნეს, ნუუკუე და იხილონ თვალითა, და ყურითა ისმინონ, და გულითა გულისხმა-ყონ, და მოვიქცე და განვკურნნე იგინი".

ამას ეუბნება სულიწმინდა იუდეველ ერს.

დანიელ წინასწარმეტყველი და ძე კაცისას საუკუნო სამეფო.

- რაბი სამუელ, თქვენ ამბობთ, რომ ესაია წინასწარმეტყველი ცხადად საუბრობს მესია ქრისტეზე. ეს მართალია. მაგრამ განა მარტო ესაია ამბობს ამას? დანიელ წინასწარმეტყველი მესიას დიდებაში მყოფს ხედავს "ძველ დღეთა" ანუ ზეციური მამის გვერდით.

- რა ადგილას წერია ეს?

- გადაშალე მისი წიგნი და მოძებნე VII თავის 9, 10, 13 და 14 მუხლები.

სამუელმა წაიკითხა: "და ვხედევდ, ვითარმედ საყდარნი დაიდგნეს და ძუელი დღეთა დაჯდა. და შესამოსელი მისი, ვითარცა თოვლი სპეტაკი, და თმაი თავისა მისისა, ვითარცა მატყლი განწმედილი, საყდარი მისი - ალი ცეცხლისა, ეტლისთუალნი მისნი - ცეცხლი მოტყინარე. მდინარე ცეცხლისაი იზიდვოდა, გამომავალი წინაშე მისსა, ათასნი ათასთანი ჰმსახურებდეს მას და ბევრნი ბევრთანი წარდგომილ იყვნეს წინაშე მისსა სამსჯავროს. და ჯდა და წიგნნი განეხუნნეს... ვხედევდ ხილვასა შინა ღამისასა: და, აჰა, ღრუბელთა თანა ცისათა, ვითარცა ძე კაცისა, მომავალ იყო, და ვიდრე ძუელისა დღეთაისამდე მოიწია და წინაშე მისსა მიყვანებულ იქმნა იგი. და მას მიეცა მთავრობა, და პატივი, და მეფობა, და ყოველნი ერნი, ტომნი, ენანი მას ჰმსახურებდეს, და ხელმწიფება მისი ხელმწიფება საუკუნე, რომელი არა წარხდეს და მეფობა მისი არა განიხრწნას".

- ეს საოცარი მოწმობაა ქრისტეზე! - წამოიძახა სამუელმა.

- ჭეშმარიტად! - დავუდასტურე, - მაგრამ უნდა შევნიშნოთ, რომ თვით ქრისტე საკუთარ თავს სწორედ ძე კაცისას ეძახის: "და მაშინ გამოჩნდეს სასწაული ძისა კაცისაი ცათა შინა, და მაშინ იტყებდენ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და იხილონ ძე კაცისაი მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა". სხვა ადგილას კი ბრძანებს: "ხოლო რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაი დიდებითა თვისითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისა თვისისათა"... და ასე შემდეგ (მათე 25,31).

- რა დიდებულად არის გამოხატული აქ ძე კაცისას განდიდება! მაგრამ ადრე რატომ არ გვესმოდა ასე ცხადად გამოთქმული ჭეშმარიტება? ჰოი, რაოდენ მადლიერი უნდა ვიყო ზეციური მამისა და მისი ღვთაებრივი განგებულებისა, რომ კეთილ ინება და თქვენ მიერ განმანათლა მე ჭეშმარიტებით!

- ჰოი, საოცრებავ! ამისთვის მან გამოიყენა თქვენი ბიძის, ფანატიკურად განწყობილი რაბინ აბრაამის წერილი! ხოლო თუ ოდესმე შევხვდები ბიძათქვენს, კადნიერად ვაუწყებ ჭეშმარიტებას და ვუჩვენებ წინასწარმეტყველებებს მესია-ქრისტეზე! ვიმედოვნებ, რომ უფალი განუხსნის მას გონებას წერილის შესაცნობად... წინასწარმეტყველი დანიელი ხომ ამბობს, რომ "ყოველნი ერნი, ტომნი, ენანი მას ჰმსახურებდეს". განა ეს მართალი არ არის? დედამიწის თითქმის ყველა ხალხი ხომ აღიარებს იესო ქრისტეს სარწმუნოებას. და წმინდა წერილი ათასობით ენასა და დიალექტზეა გადათარგმნილი...

- თუ იხსენიებს დანიელ წინასწარმეტყველი ქრისტეს ვნებებს? - მკითხა სამუელმა.

- არა მხოლოდ იხსენიებს, არამედ ზედმიწევნით ზუსტად გვაუწყებს ქრისტე-მესიის ვნების დროს.

- სად წერია? - მკითხა სამუელმა.

- გადაშალე მისი წინასწარმეტყველების მე-9 თავი და 24-ე მუხლიდან მოჰყევი.

- "სამეოცდაათნი შვიდეულნი შემოკლებულნი ერსა შენსა ზედა და ქალაქსა ზედა წმიდასა, ვიდრე დაძუელებამდე შეცოდებისა, და დასრულებად ცოდვისა, და დაბეჭდვად ცოდვათა და აღხოცად უსჯულოებათა, და ლხინებად უსამართლოებათა, და აღმოყვანებად სიმართლესა საუკუნესა, და დაბეჭდვად ხილვაი და წინაწარმეტყუელი და ცხებად წმიდაი წმიდათა, მეცნიერება და გულისხუმის-ყოფაი და გამოსლვითგან სიტყუათათ მიგებად და აღშენებად იერუსალიმისა ვიდრე ქრისტესადმე წინამძღუარისა შვიდეულნი შვიდ და შვიდეულნი სამეოცდაორ, და მოაქციოს და აღეშენნენ უბანნი და ზღუდე, და განახლდენ ჟამნი. და შემდგომად შვიდეულისა სამეოცდაორთა მოისპოს ცხებაი და მსჯავრი არა იყოს მას შინა, და ქალაქი და წმიდაი განიხრწნას წინამძღუარისა თანა მომავალისა და მოიკუეთნენ წყლითრღუნასა შინა და ვიდრე დასასრულამდე ბრძოლისა შემოკლებულისა დააწესნეს უჩინოქმნულებად, და განაძლიეროს აღთქმაი მრავალთაი შვიდეულსა ერთსა და ნახევარსა შორის შვიდეულისასა დააცხროს მსხუერპლისსაცავი და მსხუერპლი შესაწირავი და ფრთესა ზედა დააწესოს უჩინოქმნისაგან და ვიდრე აღსასრულისამდე და სწრაფისა დააწესოს უჩინოქმნასა ზედა. და განაძლიეროს აღთქმაი მრავალთა შვიდეულსა ერთსა და კერძოსა შვიდეულისასა აღებულ იქმნეს მსხუერპლი ჩემი და შესაწირავი და ამათ თანა შორის ტაძრისა საძაგელი მოოხრებისა იყოს"...

- საშინელებაა ეს ყველაფერი, - თქვა სამუელმა, - მაგრამ რაბინები რატომ არასოდეს განგვიმარტავდნენ წინასწარმეტყველებებს მესიაზე და არც კი გვაჩვენებდნენ!!!

- გულისხმაჰყავ, - ვუთხარი სამუელს, - წინასწარმეტყველი დანიელი მესიას ერთ ადგილას ვნებულსა და სიკვდილს მიცემულს ხედავს: "...და დაბეჭდვად ცოდვათა და აღხოცად უსჯულოებათა, და ლხინებად უსამართლოებათა, და აღმოყვანებად სიმართლესა საუკუნესა, და დაბეჭდვად ხილვაი და წინასწარმეტყუელი". სხვა ადგილას კი ქრისტეს მამის გვერდით ხედავს: "და მას მიეცა მთავრობა, და პატივი, და მეფობა, და ყოველნი ერნი, ტომნი, ენანი მას ჰმსახურებდეს". ერთ ადგილას მესია-ქრისტეს ძე კაცისას, სხვაგან კი ძე ღმრთისას ეძახის.

- სად? - იკითხა სამუელმა.

- წინასწარმეტყველ დანიელის მე-3 თავის 35-ე მუხლში.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler