მინდოდა, კეთილი საქმე მეკეთებინა
მინდოდა, კეთილი საქმე მეკეთებინა
უფალი თავის შექმნილ ადამიანს სიკეთის კეთებისკენ მოუწოდებს. თითოეულ კეთილ მარცვალს ყველა ჩვენგანში დებს და მის გაღვივებას გვთხოვს. თითქოს ძალიან ადვილია სიკეთის ქმნა, მაგრამ როცა ამის დრო დადგება, გვიჭირს დახმარების ხელი გავუწოდოთ მოყვასს. რაც დრო გადის, თითქოს ნაკლებად გვესმის კიდეც კეთილისმყოფელთა ამბები, თუმცა უფალი ხომ ჩვენგან დაფარულად კეთებას მოითხოვს. უფალი ხომ თითოეულ ჩვენს ქმედებას თუ გულის მოძრაობას ხედავს. ასე რომ, რაც მეტ სიკეთეს გავაკეთებთ, მით მეტად მივიღებთ უფლისგან ჯილდოს და ღვთის წინაშე ჩვენი კეთილი მარცვალი კეთილად შეიწირება.

უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, რამდენიმე წელია სამების დიდ ტაძართან "ახალგაზრდული სულიერებისა და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი" არსებობს, რომელიც ზრუნავს მომავალი თაობის ღვთისთვის სათნოდ და კეთილად აღზრდაზე. ცენტრს მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი) უძღვება. "კარიბჭესთან" საუბარი ვთხოვე ცენტრის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელს თორნიკე კვინიკაძეს.

- ცენტრი სასულიერო სემინარიისა და აკადემიის ბაზაზე ჩამოყალიბდა. სამების ტაძრის დასრულების შემდეგ აქ გადმოვედით. 2007 წლიდან სამების დიდ ტაძარში ვართ.

- რას სთავაზობს "ახალგაზრდული სულიერებისა და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი" მომავალ თაობას?

- უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, თავიდან ახალგაზრდებთან სხვადასხვა მიმართულებით გვქონდა შემეცნებითი საუბრები. ახალგაზრდებს შეუძლიათ გარკვეული ცოდნა მიიღონ საქართველოს ისტორიაში, ღვთისმეტყველებაში, ფილოსოფიაში, კულტურასა და ხელოვნებაში, საუბრები გვაქვს ქართულ ენასა და ლიტერატურაზე, ქრისტიანული ოჯახისა და ბავშვთა აღზრდის შესახებ. ყოველ კვირას ვუჩვენებთ საინტერესო ფილმებს, მათ შორის გიორგი კალანდიას, კახაბერ იმნაიშვილის და სხვებისას. უწმინდესიც მობრძანდება ხოლმე და გვესაუბრება. შემეცნებით საუბრებზე დასწრება თავისუფალია. გარდა ამისა, ტარდება ყველაზე მასშტაბური პროექტი, ინტელექტუალური კონკურსი - "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას". ძველი და ახალი აღთქმის ირგვლივ არის შეკითხვები და ბავშვები სათანადო პასუხებს იძლევიან. საქართველოს მასშტაბით ამ პროექტში დაახლოებით 400 სკოლაა ჩართული. კონკურსში გამარჯვებულებს ვასაჩუქრებთ კიდეც. კონკურსი ტარდება სკოლის, რაიონის, ზონალური და ბოლოს საქართველოს მასშტაბით. საქართველოში გამარჯვებული გუნდის წევრები მიემგზავრებიან იერუსალიმში სიწმინდეების მოსალოცად, მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდები - ტაო-კლარჯეთში, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ადგილებზე გასულები კი საქართველოს ეპარქიებს მოილოცავენ.

ამ პროექტში დაახლოებით ოცდაათი ათასი ბავშვია ჩართული და ისინი სწავლობენ ბიბლიას. უწმინდესი ხშირად ამბობს, რომ აუცილებელია ბავშვის ცხოვრებაში სამი მთავარი ინსტიტუტი - ოჯახი, სკოლა და ეკლესია. ვცდილობთ, ამ მიმართულებითაც ჩავდოთ მომავალ თაობაში კეთილი თესლი. პროექტში არა მარტო ბავშვები არიან ჩართულნი, არამედ მათი მშობლები, მასწავლებლები და მათი სულიერი მოძღვრები. ეს ერთიანი სისტემა იყო - მოძღვრები ეხმარებოდნენ ბავშვებს, მშობლები სწავლობდენენ მათთან ერთად და ჩვენც ვცდილობდით, რომ ბიბლიასთან ახლოს ყოფილიყვნენ ოჯახები. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ნახატების კონკურსი ბიბლიურ თემებზე, აქაც ბიბლია არის მთავარი. სკოლის ასაკის ბავშვები კონკურსში ყოველწლიურად მონაწილეობენ.

- როგორ ტარდება ხატვის კონკურსი?

- კონკურსში შვიდი თემაა, ყველა - ბიბლიიდან. როცა კარგად შეისწავლიან ბავშვები ბიბლიას, მერე ცდილობენ, დახატონ ამ თემის ირგვლივ. აქ ხატავენ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს ნახატები ნამდვილად მათი ნამუშევარია. შერჩევის პროცესი მთელი წლის განმავლობაში გრძელდება. გამარჯვებულებს პრიზებს ვურიგებთ. ჟიურის წევრები არიან როგორც ახალგაზრდული ცენტრის, ასევე სამხატვრო აკადემიის, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა გამოფენისა და ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიის წარმომადგენლები. ეს პროექტი ხორციელდება განათლების სამინისტროსთან ერთად. რესურსცენტრები გვერდით გვიდგანან. გარდა ამისა, გვაქვს სასკოლო კონფერენციები - "რწმენა ჩვენს ცხოვრებაში". ამ თემაზე საუბრობენ მოსწავლეები, საუკეთესოდ წერენ, ცდილობენ კონფერენციაზე გაიტანონ და დაიცვან თვიანთი მოსაზრება. ბავშვი ამით ეჩვევა აზროვნებას და წერას. საუკეთესო ნაწერებს წიგნად გამოვცემთ. გარდა ამისა, გვყავს მგალობელ გოგონათა და ვაჟთა ანსამბლები, რომელსაც ხელმძღვანელობს გიორგი სუხიშვილი. გოგონების გუნდს ჰქვია "იავნანა", ვაჟებისას - "ლაზარე". გვაქვს აგრეთვე კულტურისა და ხელოვნების ჯგუფები, სამეცნიერო, იურიდიული, საქველმოქმედო, სარედაქციო, ბავშვთა სახლებზე მობილური ჯგუფები. ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია გაწევრდეს ჩვენს ცენტრში. აქ ახალგაზრდები მსჯელობენ, რა გააკეთონ მომავალში. ცენტრში გაწევრება თავისუფალია.

***
მწერალთა კავშირთან ერთად, ყოველ ოთხშაბათს ვატარებთ ერთი მწერლის დღეს და ვცდილობთ, პოეზია, პროზა თუ ლიტერატურა ახლოს მივიტანოთ ახალგაზრდებთან. პარალელურად ვმართავთ ახალგაზრდა შემოქმედთა საღამოებს. მათ, ვინც დამწყებია, სჭირდება ყურადღება და მხარდაჭერა. ამ ყველაფერს ბატონ ერეკლე საღლიანთან ერთდ ვაკეთებთ. ვაპირებთ ასევე ლიტერატურული სალონის ჩამოყალიბებას, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ წარმოაჩინონ თავიანთი შემოქმედება. ცენტრში არის ქარგვისა და ხელსაქმის წრე, რომელსაც ქალბატონები ეთერ უროტაძე და ელისო არაბული ხელმძღვანელობენ.

ვცდილობთ, ჩვენი საგამოფენო დარბაზის კედლები ცარიელი არ იყოს და ყოველთვის რაღაც წარმოვადგინოთ. აღდგომისა და შობის დღესასწაულზე ყველა ეპარქიის მრევლი გამოფენს ნამუშევრებს. ჩვენი ცენტრი უშვებს ჟურნალ "ახალგაზრდობას". გარდა იმისა, რომ ჩვენი ჟურნალი არის რელიგიური, არის განხილვა ისტორიული თემატიკისაც და ვცდილობთ, ახალი სიტყვა ვთქვათ მედიაში.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ გვაქვს ეროვნული სამოსის ფესტივალი. ეს უწმინდესის იდეა იყო. ჩოხა ულამაზესია, ტრადიციულია, მაგრამ თანამედროვეობაში ჩოხით ვერავინ ივლის, თუმცა შეიძლება ჩოხის ლამაზი ელემენტების გადმოტანა ყოველდღიურ სამოსში. ამ თვალსაზრისით დიზაინერებთანAაქტიურად მუშაობენ. ეროვნული სამოსის ფესტივალის არსი ის არის, რომ წარმოვაჩინოთ მამაკაცის ვაჟკაცობა და მანდილოსნის კდემამოსილება, უფრო მეტი სისადავე და მოკრძალება იყოს მათში. მეუფე სტეფანე ყველანაირად ცდილობს, ცენტრში მოსულ ახალგაზრდას მისცეს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება. ჩვენთან ძალიან ბევრი ახალგაზრდაა სხვადასხვა სასწავლებლიდან. სკოლის მოსწავლეებიც არიან. თითოეულ მათგანს შეუძლია მოგვაწოდოს საკუთარი იდეები. ვცდილიბთ, ყველაფერი ლოცვა-კურთხევით კეთდებოდეს. შიდა სამუშაო პროცესი მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს. საბოლოოდ კი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ვაკეთებთ ყოველივეს.

- ეპარქიებში თუ ფიქრობთ ახალგაზრდული ცენტრების დაარსებას?

- უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ყველა ეპარქიაში უნდა გაიხსნას ამგვარი დაწესებულებები, რომ ახალგაზრდებს ადგილზევე ჰქონდეთ საშუალება საკუთარი შესაძლებლობის გამომჟღავნებისა. უკვე არის ასეთი ცეტრები ზუგდიდში, ფოთში, სხალთის ეპარქიაში, ცაგერში, გორშიც გაიხსნა...

***
ახალგაზრდას ყველაფერი აინტერესებს და ცდილობს, რაღაცნაირად დაიკმაყოფილოს ცნობისწადილი სხვადასხვა დარგში. დღეს იმდენი ინფორმაცია შემოდის გონებაში, რომ შეუძლებელია მისი გადამუშავება და ყველაფერს ერთიანად ისრუტავს. რაღაც მექანიზმები უნდა არსებობდეს. ეკლესია ყოველთვის იყო ამის შემნარჩუნებელი. ცრუ ღირებულებებს ყოველთვის განაშორებს ადამიანისგან და ცდილობს მასში დატოვოს ძირითადი და ჭეშმარიტი ღირებულებები. თანამედროვე ახალგაზრდის პრობლემა ზედაპირულობაა. ხშირად არ ვიცით, რას ვაკეთებთ, ინფორმაციას არ ვფლობთ, მაგრამ გვგონია, რომ ეს კარგია. ცოტა ხნის შემდეგ ვხვდებით, რომ დრო ფუჭად დაგვიკარგავს...

***
ცენტრის გარეთ უფრო სხვანაირად ვცხოვრობთ. ღვთის მადლით, ვცდილობ, ვიცხოვრო მართლმადიდებლურად, მყავს სულიერი მოძღვარი, ეკლესიის შვილი ვარ, ვმონაწილეობ საეკლესიო საიდუმლოებებში, ვცდილობ საზოგადოებისთვის სასიკეთო რამ გავაკეთო. ახალშექმნილი ოჯახი მაქვს. მინდა შთამომავლობისთვის, ჩემი სამშობლოსთვის, ახლობლებისთვის რაღაც სასიკეთო გავაკეთო და საინტერესოდ ვიცხოვრო. როცა ადამიანი ცდილობს, უფალი ყოველთვის შეეწევა.

- თქვენ როგორ მოხვედით ახალგაზრდულ ცენტრში?

- ყოველთვის მინდოდა, კეთილი საქმე მეკეთებინა. მეგობრის დახმარებით მოვედი ახალგაზრდულ ცენტრში. ალბათ პირადი აქტიურობიდან გამომდინარე, მეუფემ გადაწყვიტა, რომ ახალგაზრდული ცენტრის საორგანიზაციო ჯგუფისთვის ხელმძღვანელობა გამეწია. ჩემი ცხოვრება საგრძნობლად შეიცვალა - მის უწმინდესობასთან ურთიერთობის და ლოცვა-კურთხევის აღების საშუალება მაქვს. ეპისკოპოსებთან და სასულიერო პირებთან ხშირი ურთიერთობა ბევრს მავალდებულებს და ძალას მმატებს, რომ გავუმკლავდე დაბრკოლებებს. რაც მთავარია, ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler