შიდსით ინფიცირების ძირითადი გზა ნარკოტიკების მოხმარებაა
შიდსით ინფიცირების ძირითადი გზა ნარკოტიკების მოხმარებაა
არ ღირს ექსპერიმენტების ჩატარება
დღეისათვის საქართველოში ოფიციალურად აღრიცხულია 24 ათასამდე ნარკოტიკის მომხმარებელი და ნარკოტიკზე დამოკიდებული პირი. აქედან 15 ათასამდე - ინიექციური ნარკოტიკების, დანარჩენი კი მარიხუანას მომხმარებელია. საექსპერტო შეფასებით, ნარკოტიკების ინიექციურ მომხმარებელთა და ნარკომანთა სავარაუდო რიცხვია 60 ათასი, ხოლო მარიხუანას მომხმარებლებიანად - დაახლოებით 200 ათასი. გვესაუბრება ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი სამეცნიერო დარგში, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ხათუნა თოდაძე.

- ქალბატონო ხათუნა, ნარკომანია დაავადებაა თუ დანაშაული?

- ეს ორი ფაქტორი ერთმანეთისგან აუცილებლად გასამიჯნია. რა თქმა უნდა, ნარკომანია დაავადებაა. ნარკომანია, რომელსაც სამედიცინო ენაზე ნარკოტიკებსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე დამოკიდებულებას ვუწოდებთ, შეტანილია დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში. თუ როგორ კვალიფიცირდება ნარკოტიკების მოხმარება (ანუ არის თუ არა დანაშაული), დამოკიდებულია ამ საკითხის მიმართ კონკრეტული სახელმწიფოს მიდგომაზე. საქართველოში ნარკოტიკების მოხმარება დანაშაულადაა მიჩნეული და ისჯება ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კოდექსების თანახმად. მაგრამ ბოლო წლებში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არის ტენდენცია, რომ ნარკოტიკების მოხმარება, მით უმეტეს ნარკოტიკებზე დამოკიდებულის მიერ, არ იყოს მიჩნეული დანაშაულად.

- ნარკოტიკებზე დამოკიდებულება ახსენეთ. გთხოვთ განგვიმარტოთ, რას გულისხმობს ეს - ადამიანი ნებისმიერ ნარკოტიკზე ხდება დამოკიდებული?

- ყველა ნაკორტიკის მომხმარებელი არ არის დაავადებული ანუ ნარკოტიკზე დამოკიდებული. ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულება ორგვარია: ფსიქიკური და ფიზიკური. ფსიქიკური დამოკიდებულება გულისხმობს ნარკოტიკის მიღების სურვილს, რომელიც გამოწვეულია იმ ძლიერი ფსიქიკური დისკომფორტით, რაც ნარკოტიკის გარეშე აქვს ადამიანს, ფიზიკურად კი მას შეიძლება არაფერი აწუხებდეს. ფიზიკური დამოკიდებულება - ეს არის ე.წ. "ლომკა" ანუ სამედიცინო ენაზე - აღკვეთის სინდრომი, როცა ნარკოტიკს მიჩვეულ ადამიანს, რომელიც შეწყვეტს მის მოხმარებას, უვითარდება უამრავი მეტად რთულად გადასატანი ფიზიოლოგიური სიმპტომი.

- ადამიანი ნარკოტიკზე დამოკიდებული ალბათ მისი ერთჯერადი მოხმარებით არ გახდება.

- შეიძლება ვინმემ ნარკოტიკი ერთხელ ან ორჯერ მოიხმაროს და შემდგომ არანაირი ლტოლვა მის მიმართ არ გაუჩნდეს, მაგრამ ზოგიერთს ნარკოტიკების მოხმარების მიმართ წინასწარგანწყობა აქვს და მისთვის შეიძლება ერთი მოხმარებაც კი საბედისწერო გახდეს. არავინ იცის, ასეთი "ბომბი" არის თუ არა ჩვენს ორგანიზმში ჩადებული, ამიტომ არ ღირს ექსპერიმენტების ჩატარება.

- ამბობენ, მარიხუანა ძლიერი ნარკოტიკი არ არისო და ზოგი მის მოხმარებაში საშიშსა და საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. რას გვეტყოდით ამის შესახებ?

- გარდა იმისა, რომ მარიხუანას მოხმარება უამრავ დარღვევას იწვევს ორგანიზმში (მაგალითად, უფრო მაღალია სასუნთქი გზებისა და ფილტვის სიმსივნეების განვითარების რისკი), უპირველესად საშიშია იმიტომ, რომ ის არის გამშვები ნარკოტიკი სხვა, უფრო ძლიერი ნარკოტიკებისკენ. მარიხუანას მომხმარებლები შემდგომ უფრო ხშირად იწყებენ ჰეროინის, კოკაინის თუ სხვა სტიმულატორების მოხმარებას, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც მარიხუანას საერთოდ არ მოიხმარენ. სწორედ ეს არის ის უპირველესი ფაქტორი, რის გამოც ვცდილობთ, ახალგაზრდებში მისი მოხმარების პრევენცია მოვახდინოთ. მეორეც, მარიხუანას მოხმარება იწვევს უამრავ გართულებას ჯანმრთელობის მხრივ. მის ქრონიკულ მომხმარებლებს უყალიბდებათ ისეთი ფსიქიკური მდგომარეობა, როდესაც ადამიანი კარგავს ინტერესს ცხოვრების, გარემოს, ოჯახის წევრების, თავისი თავის, შემოქმედებითი საქმიანობის მიმართ. ამ მდგომარეობას ექიმები უწოდებენ ამოტივაციურ სინდრომს. ეს ძალზე სახიფათოა: მოზარდსა და ახალგაზრდას, რომელთაც აქვთ სწავლის, მუშაობის და ცხოვრებაში სათანადი სიმაღლეების მიღწევის მაღალი მოტივაცია, მარიხუანამ შეიძლება ყველაფერი ჩაუხშოს.

- ნარკოტიკებზე დამოკიდებულება უფრო კონკრეტულად როგორ ცვლის ადამიანის შინაგან სამყაროს?

- ადამიანი, პირველ რიგში, კარგავს თავისუფლებას, რადგან დამოკიდებული ხდება ნარკოტიკის მიღებაზე. ნარკოტიკების მოხმარება იწვევს ცვლილებებს ადამიანის თავის ტვინში და თუ არ ჩატარდა სათანადო ხანგრძლივი მკურნალობა, მისი ორგანიზმისთვის აუცილებელი ხდება ნარკოტიკული ნივთიერება. სწორედ ამიტომაა, რომ ნარკომანს, როგორც წესი, მხოლოდ ფორმალურად უნდა განკურნება, რეალურად მთელი თავისი არსებით ეწინააღმდეგება ექიმს.

სხვადასხვა ნარკოტიკის მოხმარებას სხვადასხვა სიმპტომი ახასიათებს. ალბათ სჯობს ოპიოიდებზე ვისაუბროთ, ვინაიდან საქართველოში წამყვანი ნარკოტიკი, მარიხუანას გარდა, არის ოპიოიდები (ჰეროინი, ოპიუმი, სუბუტექსი, კოდეინი და ა.შ). მათი ზემოქმედებით ირღვევა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქცია (ხშირია კარდიომიოპათიები), სერიოზულად ზიანდება ღვიძლი, რადგან სწორედ აქ ხდება ნივთიერებების და მათ შორის ნარკოტიკების დაშლა. ნარკოტიკების უმრავლესობა ჰეპატოტოქსიკურია. განსაკუთრებით - კუსტარული წესით დამზადებული. ამ დროს გამოიყენებენ ისეთ ძლიერ ქიმიურ პრეპარატებს, რომლებიც აზიანებენ ღვიძლს, ხდება უჯრედების კვდომა, გადაგვარება, ვითარდება ტოქსიკური ჰეპატიტი და ციროზიც კი. ოპიოიდები სერიოზულ დარღვევებს იწვევს თირკმელებში, ძვალსახსროვან სისტემაში, აღკვეთის სინდრომის პერიოდში ახასიათებს სახსრების ტკივილი, აჩენს სახსრების ქრონიკულ დაავადებებსაც კი. ხშირია დეპრესიული მდგომარეობაა (ნარკომანი თვითმკვლელობამდეც კი მიდის), შფოთვითი გამოვლინება, ძილის დარღვევა. ნარკოტიკების მოხმარება იწვევს მამაკაცებში სქესობრივი, ქალებში - რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითებას. საბედნიეროდ, საქართველოში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ნარკოტიკების მოხმარება ქალებში იმდენად არაა გავრცელებული, მაგრამ დინამიკა საკმაოდ უსიამოვნოა - მათი რაოდენობა ნელ-ნელა მატულობს, განსაკუთრებით - ახალგაზრდებისა. თუმცა ისინი, ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ხშირად არ მიმართავენ ნარკოლოგიურ დაწესებულებებს. ქალს, თუ ორსულობის პერიოდში მოიხმარა ნარკოტიკი ან თუ იგი ნარკოტიკებზეა დამოკიდებული, ხშირად არასრულფასოვანი ბავშვი უჩნდება. შეიძლება ახალშობილი ნარკოტიკებზე დამოკიდებულების სინდრომით დაიბადოს. ასეთი ახალშობილი ნარკომანია და სწრაფად, დაბადებიდან რამდენიმე საათში უვითარდება აღკვეთის სინდრომი, რომელიც ზრდასრულებისთვისაც ურთულესი გადასატანია, არათუ ჩვილისთვის. ეს პრობლემა ჩვენთან ჯერჯერობით არ არის აქტუალური და იმედი მაქვს, რომ არასდროს იქნება.

აუცილებლად აღსანიშნავია ერთი საკითხიც. დღეს მთელი მსოფლიო ნარკომანიას განიხილავს როგორც სისხლის გზით გადამდები ინფექციური დაავადებების ერთ-ერთ ძირითად წყაროს. მათ შორისაა შიდსი და ინფექციური ჰეპატიტები (B, C, E, D), რომლებიც ჩვეულებრივ გადადის იმ შემთხვევაში, როდესაც ნარკოტიკის მომხმარებელი იყენებს სხვის მიერ გამოყენებულ შპრიცს, ნემსს, ან ერთი და იმავე ჭურჭლიდან (რომელშიც მოხვდა დაბინძურებული შპრიცი) ხდება წამლის ამოღება. ნარკოტიკების მომხმარებელთა დაახლოებით 80% აქვს C ჰეპატიტი. სამწუხაროდ, ეს ინფექციური დაავადებები (შიდსი, ჰეპატიტი) გადადის არა მარტო სისხლით, არამედ სქესობრივი გზითაც. ამიტომ ნარკოტიკის მომხმარებელი აინფიცირებს თავის სქესობრივ პარტნიორსაც, დღესდღეობით საქართველოში 800-ზე მეტი შიდსით დაინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 65%-ზე მეტი ნარკოტიკების მომხმარებელია. იმ დარჩენილ 35%-ში საკმაოდ დიდი წილი მოდის მათ სქესობრივ პარტნიორებზე. პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში, ევროპის მსგავსად, შიდსით ინფიცირების ძირითადი გზა ნარკოტიკების მოხმარებაა.

- რას გვეტყვით ნარკომანიის მკურნალობაზე?


- მკურნალობა უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის პიროვნებაზეც. სამწუხარო ის არის, რომ საქართველოში მკურნალობის საშუალებები შეზღუდულია. სულ რამდენიმე ორგანიზაციაა, რომელთაც გააჩნია სტაციონარული პირობები. მოგეხსენებათ, რომ ნარკოტიკები ძალიან ძვირია. ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პირს კი ყოველდღიურად სჭირდება მათ შესაძენად თანხა. ეს თანხები მოდის საზოგადოების ჯიბიდან, ზოგჯერ პირდაპირი გაგებით, ზოგჯერ კორუფციისა და სხვა სახით. რომ დავთვალოთ, თუ რა ეკონომიკური ზიანი მოაქვს ნარკოტიკების მოხმარებას საზოგადოებისთვის, მივხვდებით, რომ აჯობებს მკურნალობაზე გარკვეული თანხების გამოყოფა, რაც სახელმწიფოს გაცილებით იაფი დაუჯდება.

- ქალბატონო ხათუნა, უღრმეს მადლობას მოგახსენებთ საუბრისთვის.

ესაუბრა
ნინო ჩარგეიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler