სამუელ, ადექი!.. მესია ცოდვილთა ხსნისათვის მოვიდა
სამუელ, ადექი!.. მესია ცოდვილთა ხსნისათვის მოვიდა
ნიკოლოზ ამბრაზი "ებრაელი რაბინის მოქცევა"
განქარვება რაბინთა ბრძნობისა. სამუელმა შემაჩერა:
- საკმარისია! მაგრამ თუ მესია ნამდვილად იქმოდა სასწაულებს, რომლებზეც ახალ აღთქმაში წერია, მაშინ რატომ ვერ ხედავდნენ მას ჩვენი მამები, ხოლო თუ ხედავდნენ, რატომ არ დაიჯერეს?

- მართალი ხარ, სამუელ, ძალზე გონივრული შეკითხვაა. ჩვენი მამები ქრისტეს ხედავდნენ, რადგან ყველაფერი მათ თვალწინ ხდებოდა. გონიერნი, პატიოსანნი და ღვთისმოშიშნი არ გაჰყვნენ ვერცხლისმოყვარე ფარისევლებსა და მწიგნობრებს, ქრისტესი იწამეს და მათი მემკვიდრეები დღევანდელი ქრისტიანები არიან! ჭეშმარიტად, როგორც მოწმობს ისტორია, მაშინ იუდეველი ერის არც ისე მცირე ნაწილმა იწამა სახარებისა. ხოლო მზაკვრებმა თავიანთი მზაკვარი, შურიანი გულის მიხედვით ახსნეს მაცხოვრის სასწაულები.

- რაბინები იესო ქრისტეს აღსრულებულ სასწაულებს თუ თვლიდნენ ჭეშმარიტად?

- ვეჭვობ. თალმუდსა და რაბინთა წიგნებში იესო ქრისტეს სასწაულები იხსენიება - მიკვირს, რომ აქამდე არ გაცნობიხარ მათ, იქნებ წაგეკითხა ეს წიგნები!

- მაგრამ როგორ ამართლებენ რაბინები თავიანთ უარყოფით დამოკიდებულებას ქრისტეს სასწაულებისადმი?

- სულელურად! ზოგიერთი რაბინი ამბობს, ქრისტე თავისი მორჩილი ბოროტი სულების დახმარებით იქმოდა სასწაულებსო, სხვები მეზღაპრეობენ, ვარაუდობენ, თითქოს ღვთის გამოუთქმელი სახელი ანუ იეღოვა, რომელიც დაწერილი იყო სოლომონის მიერ და ორი ლომი იცავდა ტაძრის დაფარულ ადგილს, რაღაცნაირად ცნობილი გახდა იესოსათვის. ასე ვთქვათ, მან მიიტაცა ის და ყველგან თან ატარებდა და ღვთის გამოუთქმელ სახელში დაფარული ძალით სასწაულთქმედების ხელმწიფება მიიღო.

- მართლაც რომ სისულელეა, - წამოიძახა ჩემმა მეგობარმა.

- ნახე, რას ასწავლიდა იესო: ადამიანებს სინანულისკენ მოუწოდებდა, რათა მათ, უძღები შვილის მსგავსად, შემუსვრილი გულით მიემართათ ღვთისთვის: "მამაო, ვცოდე წინაშე შენსა!" და დახსნილიყვნენ ცოდვათაგან. მესია ბრძანებდა, რომ უნდა აღესრულებინა მისი მომავლინებელი მამის ნება. განა გონივრულია ივარაუდო, რომ მას სატანა სასწაულებით ეხმარებოდა ღვთის ნების აღსრულებაში და ხელს უწყობდა ადამიანების ღვთისადმი მოქცევაში? ხომ კარგად ცნობილია, რომ იგი (სატანა) მოწინააღმდეგეს, ღვთის მტერს ნიშნავს!

ახალი აღთქმა მოწმობს, რომ მწიგნობრებს არ შერცხვათ, ამგვარი ბრალდება წარედგინათ ქრისტესთვის მაშინ, როცა მის მიერ აღსრულებულ სასწაულებს ხედავდნენ.

- რა არის ნათქვამი ამაზე ახალ აღთქმაში?

- აი რა: "და მწიგნობარნი იგი, რომელნი იერუსალიმით შთამოსრულ იყვნეს, იტყოდეს, ვითარმედ: ბელზებული მის თანა არს, და მთავრითა ეშმაკთათა განასხამს ეშმაკთა. და მოუწოდა მათ და იგავით ეტყოდა: ვითარ ხელ-ეწიფების ეშმაკსა ეშმაკისა განხდად და უკუეთუ მეუფებაი მეუფებასა განევლთას, ვერ ხელ-ეწიფების დამტკიცებად მეუფებაი იგი. და უკუეთუ სახლი სახლსა განევლთას, ვერ ხელ-ეწიფების სახლი იგი დამტკიცებად. და უკუეთუ ეშმაკი თავსა თვისსა ზედა აღდგომილ არს და განყოფილ არს, ვერ ხელ-ეწიფების დამტკიცებად, არამედ აღსასრული აქუს" (მარკოზი 3,22-27).

რა თქმა უნდა, ფარისეველთა სხვა აზრიც, თითქოს ქრისტე სასწაულებს ღვთის სახელში დაფარული ძალით ახდენდა, არის ღვთის გმობა. გეკითხები: ღვთის ეს დიდი სახელი კეთილ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს თუ ბოროტს? თუ კეთილს, მაშინ მესია ჭეშმარიტად ღვთისგან ყოფილა გამოგზავნილი კაცთა საცხოვნებლად. სრულიად აშკარაა, რომ ღმერთი ნებას არ მისცემდა, მისი წმინდა სახელი ბოროტი მიზნისთვის გამოეყენებინათ, შესაბამისად, ვერანაირი სასწაული ვერ მოხდებოდა ღვთის სახელის გამოყენებით.

ხედავ, სამუელ, რაბინთა გამონაგონს არ შეუძლია ჩვენი გადარწმუნება მესიის სასწაულთა ჭეშმარიტებაში!

- ვხედავ, ახლა ვხედავ! - თქვა სამუელმა, - ვაღიარებ, არ ვიცოდი, წინასწარმეტყველები და თალმუდი თუ მოწმობდნენ და ამტკიცებდნენ, რომ მესია სასწაულებს მოიმოქმედებდა. ეს რომ ადრე მცოდნოდა, ალბათ სხვანაირად განვსჯიდი და ურწმუნოებაში არ ვიქნებოდი...

- დიახ, ეს მართალია, - ვუთხარი სამუელს, - აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ განიკითხავდნენ მის სასწაულებს და არ მიიღეს, ვითარცა მესია, იგი, დამცირებული და უარყოფილი, შეიქნა თავკიდურ ლოდად - მტკიცე და შეურყეველ საფუძვლად კაცობრიობის სულიერ ცხოვრებაში. მისი უარმყოფელი იუდეველნი დაეცნენ ამ ქვაზე და დაიმსხვრნენ. ამაზე საუბრობს წინასწარმეტყველი დავითი, ასევე წინასწარმეტყველი დანიელიც...

- სად ამბობს ამის შესახებ ქრისტე? - იკითხა სამუელმა.

გადავშალე ახალი აღთქმა და წავუკითხე: "სხუაი იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენახი და ზღუდე გარე-მოსდვა მას და ქმნა მას შინა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა.

და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფთაი, მოავლინნა მონანი მისნი მოქმედთა მათ მოღებად ნაყოფისა მისისა. და შეიპყრნეს მოქმედთა მათ მონანი იგი მისნი, რომელთამე სცეს, რომელნიმე მოსწყვიდეს და რომელთამე ქვაი დაჰკრიბეს. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი, უმრავლესნი პირველთასა, და მათცა ეგრეთვე უყვეს. ხოლო უკუანაისკნელ მიუვლინა მათ ძე თვისი და თქუა: შე-ხოლო-თუ-იკდიმონ ძისაგან ჩემისა. ხოლო ქუეყანის მოქმედთა მათ ვითარცა იხილეს ძე იგი მისი, და თქუეს გულსა მათსა: ესე არს მკვიდრი, მოვედით და მოვკლათ იგი და დავიპყრათ სამკვიდრებელი მისი. და შეიპყრეს იგი და განიყვანეს გარეშე სავენახისა მის და მოკლეს. რაჟამს უკუე მოვიდეს უფალი სავენახისაი მის, რაი-მე უყოს ქუეყანის-მოქმედთა მათ? ჰრქუეს მას: ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს და ვენახი იგი მისცეს სხუათა ქუეყანის-მოქმედთა, რომელთა მოსცენ მას ნაყოფი ჟამსა თვისსა. ჰრქუა მათ იესუ: არასადა აღმოგიკითხავსა წიგნთა შინა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა. უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა. ამისთვის გეტყვი თქუენ, ვითარმედ: მიგეღოს თქუენგან სასუფეველი ღმრთისაი და მიეცეს ნათესავსა, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფსა მისსა. და რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და რომელსა ზედა დაეცეს, განანქრიოს იგი" (მათე 21,33-44).

- რა საშინელი წინასწარმეტყველებაა ჩვენს ხალხზე! - წამოიძახა სამუელმა, - მაგრამ მითხარი, მესიაზე, როგორც მშენებელთა მიერ დაწუნებულ თავსაკიდურ ლოდზე, სად წერია წმინდა წერილში?

- ნახე დავითის ფსალმუნები. რას ამბობს 117-ე ფსალმუნის 22-26-ე მუხლები?

სამუელმა წიგნი გადაშალა და წაიკითხა: "ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა; უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ესე არს დღე უფლისაი, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა. ჰე, უფალო, მაცხოვნე მე, ჰე, უფალო, წარმიმართე მე. კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა; გაკურთხენით თქუენ სახლითა უფლისაითა!"

- მარტო დავით წინასწარმეტყველი მოწმობს თუ სხვებიც ამბობენ?

- ნახე, სამუელ, ესაიას წიგნის 28-ე თავის მე-16 მუხლში რა არის ნათქვამი.

მან წაიკითხა: "ამისთვის ესრეთ იტყვის უფალი ღმერთი ჩუენი: აჰა, ესერა, დავსდებ საფუძველთა სიონისათა, ლოდსა ფრიად პატიოსანსა, რჩეულსა თავსაკიდურსა პატიოსანსა საფუძველთა მისთა, და რომელსა ჰრწმენეს იგი, არასადა ჰრცხუანეს".

- განსაცვიფრებელია, - წამოიძახა სამუელმა, - რა საოცარი სიმფონიაა მესიაზე გამონათქვამებში!

- ეს იმიტომ, რომ ღვთის წინასწარმეტყველნი არიან ორღანოები სულიწმინდისა, რომელიც უწინარეს საუკუნეთა არს და საუკუნოა, ვითარცა სული საუკუნო ღმერთისა. მის წინაშეა წარსულიც და მომავალიც, ვითარცა დღევანდელი დღე.

- ახალ აღთქმაში თუ სადმე წერია "თავსაკიდურ ლოდზე"? - მკითხა სამუელმა, - იუდეველთაგან მოქცეულმა პირველმა ქრისტიანებმა თუ გულისხმაყვეს ამ "ქვის" მნიშვნელობა?

- დიახ, ეს ნათლად ჩანს მათი გამონათქვამებიდან. მაგალითად, აი რას ამბობს ერთ-ერთი იუდეველი მოციქული პეტრე, რომელმაც თავის ძმა ანდრიასთან ერთად იწამა ქრისტე: "ცხად იყავნ თქუენ ყოველთა და ყოვლისა ერისა ისრაელისა, ვითარმედ სახელითა იესუ ქრისტე ნაზარეველისაითა, რომელი თქუენ ჯუარს-აცუთ, რომელი-იგი ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით, ამის მიერ დგას ესე წინაშე თქუენსა ცოცხალი. ესე არს ლოდი იგი, რომელი შეურაცხ იქმნა თქუენ მიერ მაშენებელთა, რომელი იქმნა თავ საკიდურთა, და არავინაი არს სხუათ ცხორებაი და არცაღა არს სახელი სხუაი ცისა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებაი ჩუენდა" (მოციქ. საქმე 4,10-12).

რაბინ სამუელის მოქცევა ქრისტესკენ
სამუელმა აღაპყრო ზეცად თავისი მშვენიერი თვალები და წამოიძახა: "მრწამს! მრწამს ქრისტეს უძლეველი ძალისა! მისი ღვთაებრიობის რამდენი მტკიცებულება არსებობს და სრულიად უგუნური უნდა იყო, რომ არ დაიჯერო! მთელ ძველ აღთქმას ქრისტესკენ მიჰყავხარ! ყველა პატრიარქი მას წინგასჭვრეტდა, ყველა წინასწარმეტყველი ამას მოასწავებდა!" და სამუელი მუხლებზე დაემხო: - შემინდე, ქრისტე (მესია) მაცხოვარო და გამომსყიდველო სოფლისა, მასწავლებელო უმაღლეს ჭეშმარიტებათა! შემინდე მე, შენს არად მიმჩნევს! შემინდე მე, რამეთუ ჩემი სიბნელით გგმობდი შენ, ძესა ღმრთისასა, უკუნითი უკუნისამდე მსუფევს! და ცრემლი ჩამოუგორდა ჩემს მეგობარს. ვუთხარი:

- სამუელ, ადექი!.. მესია ცოდვილთა ხსნისათვის მოვიდა. ჩვენ, შობილთა და აღზრდილთ ფანატიკური იუდაიზმის წიაღში, არ ვიცოდით ჭეშმარიტება. ყველაფერი, რასაც ვაკეთებდით ან ვამბობდით, უმეცრებიდან მოდიოდა. მაგრამ უფალმა კეთილ ინება და განგვიცხადა ჭეშმარიტება: მე - კორინთოში, შენ კი აქ, კონსტანტინოპოლში... მოდი, განვადიდოთ იგი და შეერთებულთ წრფელი და მხურვალე სიყვარულით, მესიისადმი რწმენით, ვიღვაწოთ ჩვენი იუდეველი ერის გაბრწყინვებისთვის. და თუ ვიყავით სავლენი, დაე, გავხდეთ პავლენი!

- დიახ! - სამუელი წამოდგა და ფრიად გახარებულმა თქვა, - დიახ! მხოლოდ ამ შემთხვევაში მივუახლოვდეთ და შევურიგდეთ უფალს! აღარ მჭირდება მეტი მტკიცებულება და საბუთები, რომ დავიჯერო...

- არა, შენ კიდევ ბევრი რამ გაკლია! აუცილებელია, კარგად გაიცნო ჩვენი მაცხოვარი და მისადმი შეურყეველი რწმენა მოიპოვო. მხოლოდ მაშინ შეიმოსები მძლავრი იარაღით, სძლევ რაბინისტულ ბრძნობას და ყველას, ვინც შეიძლება გამოგყვეს ჩვენი ხალხიდან, მიიყვან ქრისტესთან.

- კიდევ რა მაკლია? - იკითხა სამუელმა.

- ბევრი რამ. უპირველესად, აიღე წინასწარმეტყველთა წიგნი, გადაშალე საყვარელი ესაია და წაიკითხე ყურადღებით 53-ე თავი. მასში წინასწარმეტყველი ქრისტიანივით ქადაგებს, ვითარცა მახარებელი, თუმცა ქრისტემდე 800 წლით ადრე ცხოვრობდა.

სამუელმა წიგნი გადაშალა და წაიკითხა: "უფალო, ვის ჰრწმენა სასმენელი ჩუენი და მკლავი უფლისა? ვის გამოეცხადა?"

- ეს თანამედროვე ენაზე ასე ითარგმნება: ის, რაც ნათქვამია ქრისტეზე, იმდენად ამაღლებულია და ზებუნებრივი კაცის გონებისთვის, რომ მრავალნი (როგორც ეს ჩანს დღევანდელ დღემდე იუდეველ ერში) არ დაუჯერებენ ყოვლადძლიერ ღმერთს, რომელმაც ინება ცხონება სოფლისა თავისი მხოლოდშობილი ძის ზებუნებრივი განკაცების საიდუმლოთი. "მიუთხართ წინაშე მისსა, ვითარცა ყრმა? (სხვა ვარიანტში - ნერგი) და ვითარცა ძირი ქუეყანასა წყურიელსა; არა არს სახე მისი, არცა დიდებაი, და ვიხილეთ იგი და არა აქუნდა სახე მისი, არცა სიკეთე, არამედ სახე მისი უპატივო და მოკლებულ უფროს ყოველთა ძეთა კაცთასა". ნერგი ეს ის მარადმწვანე ხეა, რომლის საფარველქვეშ თავი შეაფარა ყველა ხალხმა, ხოლო მისი ძირიდან ამოიზარდა მაცხოვარი სოფლისა - მესია - ქრისტე.

და როგორც ნათქვამია მოციქულ პავლესთან: "არამედ თავი თვისი დაიმდაბლა და ხატი მონისაი მიიღო და მსგავს კაცთა იქმნა და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი; დაიმდაბლა თავი თვისი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაითა" (ფილიპელთა 2,7-8). კაცთა ცხონებისათვის ვნებულსა და ჯვარზე გაკრულსა არ აქუნდა სახე მისი, არცა სიკეთე, რომელიც მისკენ მიგვიზიდავდა.

უცოდველი "კრავი ღვთისა ამღებელი ცოდვათა სოფლისათა" წყევად გვექცა. "ქრისტემან ჩუენ მოგვიყიდნა წყევისა მისგან შჯულისა და იქმნა ჩუენთვის წყევასა ქუეშე. რამეთუ წერილ არს: წყეულ იყავნ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა. რაითა წარმართთა მიმართ კურთხევაი იგი აბრაჰამისი იყოს ქრისტე იესუის მიერ, რაითა აღთქუმაი იგი სულისაი მოვიღოთ სარწმუნოებითა" (გალატ. 3.13; II სჯული 21.23).

სამუელ, განაგრძე ესაიას წიგნის კითხვა და ღვთის მადლით მის თარგმანებას შევეცდები.

- "არამედ სახე მისი უპატივო და მოკლებულ უფროს ყოველთა ძეთა კაცთასა. კაცი მყოფი წყლულებასა შინა და მეცნიერი თავს-დებად გუემულებასა, გარემიიქცია პირი მისი, უპატივო იქმნა და არ შეირაცხა".

- ძმაო სამუელ, გეგონება, ქრისტეს ცხოვრებასა და ვნებაზე მახარებლებს დაუწერიათო, იმდენად რეალისტურად აღწერს მას ესაია, თითქოს თვითმხილველი ყოფილიყოს. მართლაც სულიწმინდით იყო მხილველი ამისა, ისევე როგორც ქრისტემდე ათასი წლით ადრე მცხოვრები დავითი! აი, რას ამბობს დავითთან ჯვარზე გაკრული მესია: "ხოლო მე მატლ ვარ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა. ყოველნი, რომელნი მხედვიდეს მე, მეკიცხევდეს მე, იტყოდეს ბაგითა და ხრიდეს თავთა. ესვიდა უფალსა და იხსენინ იგი, აცხოვნენ იგი, რამეთუ ჰნებავს იგი... რამეთუ გარემომადგეს მე ძაღლებ მრავალ და კრებულმან უკეთურთამან გარემომიცვა მე; განიხურიტნეს ხელნი ჩემნი და ფერხნი ჩემნი... განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი" (ფსალმ. 21-დან). ასეთი დამცირება დაითმინა ღვთის უცოდველმა კრავმა, რამეთუ მან თვითონვე ბრძანა: "და ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოს, ეგრეთ ჯერ-არს ამაღლებაი ძისა კაცისაი. რაითა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაი საუკუნოი" (იოანე 3.12,15).

ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: "კაცი მყოფი წყლულებასა შინა და მეცნიერი თავს-დებად გუემულებასა" ჰქონდა მხედველობაში პავლე მოციქულს, რომელიც ამბობს: "მივის ჩუენ მღდელთმოძღუარი დიდი, რომელმან განვლნა ცანი, იესუ, ძე ღმრთისაი, შევიკრძალოთ აღსარებაი იგი მისა მართლ. რამეთუ არა ეგევითარი გვივის მღდელთმოძღარი, რომელიმცა ვერ შემძლებულ იყო შეწყალებად უძლურებათა ჩუენთა, გამოცდილი ყოვლითავე მსგავსებითა, თვინიერ ცოდვისა" (ებრაელთა 4,15). ესაია წინასწარმეტყველის სიტყვების - "გარე მიიქცია პირი მისი, უპატივო იქმნა და არ შეირაცხა" განმარტებას ვპოულობთ იოანე ღვთისმეტყველთან: "სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმან იგი ვერ იცნა. თვისთა თანა მოვიდა, და თვისთა იგი არა შეიწყნარეს". და ესაიას 53.4,5 მუხლებში: "ესე გუემულებათა ჩუენთა იტვირთავს და ჩუენ ძლით ლმობილ არს, და ჩუენ შეჰვრაცხეთ იგი ყოფად ტკივილსა შინა და წყლულებასა შინა ღმრთისა მიერ და განბოროტებასა შინა. ხოლო იგი იწყლა ცოდვათა ჩუენთათვის და გუემულ არს უსჯულოებათა ჩვენთათვის, წურთა მშვიდობისა ჩუენისა მის ზედა, წყლულებითა მისითა ჩუენ განვიკურნენით".

სულმა ღმრთისამ გულისხმიერყო პირველი იუდეველნი, მოციქულნი, ისე ნათლად შეეცნოთ ესაიას წინასწარმეტყველება, რომ არ შეიძლება არ განვცვიფრდეთ იმ სიზუსტით, როცა საუბარია ღვთაებრივი მასწავლებლის საქმიანობაზე. წმინდა მოციქული მათე მოწმობს: "და ვითარცა შემწუხრდა, მოჰგუარეს მას ეშმაკეული მრავალი, და განასხა სულნი იგი სიტყვითა და ყოველნი, რომელნი ბოროტად სნეულ იყვნეს, განკურნა. რაითა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინასწარმეტყუელისაი, რომელ თქუა: მან უძლურებანი ჩემნი მიიხუნა და სნეულებანი ჩუენნი იტვირთნა" (მათე 8.16,17). მოციქული პეტრე კი ბრძანებს: "რომელმან ცოდვანი ჩუენნი აღიხუნა ხორცითა თვისითა ჯუარსა ზედა, რაითა ცოდვათა განვეშორნეთ და სიმართლით ვცხონდებოდით, რომლისა-იგი წყლულებითა განიკურნენით" (პეტრე 2.24), ასევე პავლეც გულისხმობდა ესაიას სიტყვებს: "ხოლო იგი იწყლა ცოდვათა ჩუენთათვის", როცა რომაელთა მიმართ ეპისტოლეში დაწერა: "არამედ ჩუენთვისცა, რომელთადა-ესე შერაცხვად არს, რომელთა გურწამს აღმადგინებელი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი მკუდრეთით, რომელი მიეცა ცოდვათა ჩუენთათვის და აღდგა განმართლებისა ჩუენისათვის" (რომ. 4.24,25).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler