4 იანვარს უწმინდესის დაბადების დღეა
4 იანვარს უწმინდესის დაბადების დღეა
უწმინდესი ერისა და ბერის გამამთლიანებელია
დავით კაკაბაძე:

-უწმინდესთან ურთიერთობა ჩემთვის დიდი დღესასწაულია. უწმინდესი ჩემი ცხოვრების მაკურთხებელია. ტიხრულ მინანქარში თუ რაიმე გავაკეთედ და შევქმენით ყველაფერი უწმინდესის ლოცვა-კურთევით და ძალისხმევით მოხდა. უწმინდესი რომ არ ყოფილიყო ჩვენი სახელოსნო "ფოკანი" ასეთი დიდი და ძლიერი არ იქნებოდა. ამდენი საეკლესიო ნივთი არ შეიქმნებოდა. ჩვენი უწმინდესი მრავალმხრივი მოღვაწე, დიდი სულიერი ადამიანია. ხატწერაში დიდი სულიერი ხედვა აქვს. "საქართველოს იმედის" ხატი საგანძრია საქართველოსთვის და მსოფლიოსთვისაც. თავიდან სურვილი მქონდა ხახულის კარედის მსგავსად მინანქარში გამეკეთებინა უწმინდესის მიერ დაწერილი ყოვლდწმინდა სამების ხატი. უწმუნდესმა ახალი ხატის შექმნაზე გვაკურთხა. -ამ ხატს საქართველოს იმედი დავარქვათო,-ბრძანა. ხატის ესკიზი უწმინდესთან ერთად შეიქმნა. მუშაობის პროცესში მინაწერებს რომ ვასრულებდით მისი ერთი სიტყვა და ხედვა ყველაფერს ნათელს ჰფენდა.

KARIBCHE

ყველა საეკელისო ნივთს განსაკუთრებული მოწიწებით, სიყვარულით და ლოცვით ვუდგებით, მაგრამ რაც უწმინდესისთვის მზადდება, ის განსაკუთრებული ენერგიით, უწმინდესის ძალით და ლოცვით ივსება. მისი ძალა და ლოცვა უფრო მეტად გვეხმარება. დიდი ბედნიერება და სიხარულია უწმინდესის გვერდით ყოფნა.
მწამს, რომ უწმინდესის ლოცვით საქართველო უფრო მეტად გაძლიერდება და გამთლიანდება. უწმინდესი ერისა და ბერის გამამთლიანებელია.

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1