მთავარია, იდეა გადავარჩინოთ, ვაცოცხლოთ, რათა მომავლის ქართველშიც სულიერება და ეროვნულობა თანაბრად ფეთქავდეს
მთავარია, იდეა გადავარჩინოთ, ვაცოცხლოთ, რათა მომავლის ქართველშიც სულიერება და ეროვნულობა თანაბრად ფეთქავდეს
"მოგვეცით მართალი სკოლა, ქართული სულის და გულის ამამაღლებელი, გონების გამხსნელი!" - წერდა ილია ჭავჭავაძე, რომელიც, სხვათა შორის, თავისი თანამედროვე სკოლის მთავარ ნაკლად ცოდნისა და ზნეობის გათიშვას, მოზარდთა მხოლოდ გონების "გამდიდრებით" დაინტერესებას და სულიერების უგულებელყოფას მიიჩნევდა.

დღეს საქართველოში განათლების რეფორმა მიმდინარეობს. როგორი უნდა იყოს თანამედროვე ქართული სკოლა? როგორი პიროვნება უნდა აღზარდოს მან? როგორი უნდა იყოს განათლების ხარისხი? როგორი სულიერი საზრდო და ღირებულებები უნდა მისცეს თანამედროვე განათლების სისტემამ მოზარდ თაობას? საფიქრალი ბევრია. ბევრია გასაკეთებელიც...

ჩვენი სტუმარი გახლავთ თბილისის 180-ე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილი მასწავლებელი, ქალბატონი ირინე ტაბატაძე.

- ქალბატონო ირინე, ქართული ლიტერატურა ქართული სულის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლინებაა. როგორია მისი მიმართება ქრისტიანობასთან და საერთოდ, ზნეობრიობასთან?

- იმ დისციპლინათა შორის, რომლებიც დღევანდელ საჯარო სკოლებში ისწავლება და მოზარდის სულიერ-ინტელექტუალურ განვითარებას განაპირობებს, ლიტერატურა ერთადერთია, რომელიც ერთდროულად ორ მიზანს ემსახურება: უპირველესი მაგისტრალური მიმართულება, რა თქმა უნდა, მოსწავლისთვის ლიტერატურის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული გზის შესწავლასა და შეთვისებას წარმოადგენს, მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი და, საბოლოოდ, უფრო არსებითი და ფასეულიც კი, ისაა, რომ მისი მეშვეობით მოსწავლე ეზიარება იმ უმთავრეს ზნეობრივ-ფილოსოფიურ სწავლებებს, რაც ჩვენმა სარწმუნოებამ, ქრისტიანობამ, დაგვიტოვა ჩვენი ერის მართლმადიდებლურად ცხოვრების მრავალსაუკუნოვან გზაზე.

დღეს, როდესაც ჩვენი საზოგადოება მეტად დამაფიქრებელ, მეტიც, შემაშფოთებელ ძვრებს განიცდის ეროვნული ცნობიერების მიერ დაგროვებული ფასეულობების შენარჩუნების მხრივ, როცა ზერელედ თვალის გადავლებითაც კი ჩანს, რომ ქართული ეროვნული გონი სერიოზული გამოცდის წინაშე დამდგარა როგორც საკაცობრიო ცხოვრების ზემოქმედების მხრივ, ისე თვით მის შიგნით მიმდინარე საკმაოდ არაჯანსაღი, მე ვიტყოდი, შემაშფოთებელი პროცესების წყალობით, როცა საკმაოდ მიახლოებული ვართ თიკანთა და კრავთა, ხორბლისა და ღვარძლის განყოფის პერიოდს, განუზომლად მნიშვნელოვნად მეჩვენება მშობლიური ლიტერატურის ღირებულებებისა და შესაძლებლობების სწორად გამოყენება, იმ დაფარულ (ყოველ შემთხვევაში, ჯერ არგამოყენებულ) საშუალებათა ამოქმედება, რასაც ეს საგანი ფლობს. წმინდა გაბრიელ ქიქოძის შესახებ დიდი ილია წერდა, რომ იგი "მეცნიერებას ასარწმუნოებდა და სარწმუნოებას ამეცნიერებდა". ეს ხომ იგივე გულისა დ გონების, რაციონალურისა და ემოციურის შერწყმაა, რაც მშობლიურ ლიტერატურას ხელეწიფება, თანაც მისი უპირველესი ხიბლია.

- გლობალიზაციის მასშტაბური შემოტევა არის თუ არა საგრძნობი სკოლაში და რამდენად შეუქმნა ამან საფრთხე ბავშვის ზნეობრივ განვითარებას?

- არსებობს პრობლემა, რომელზეც კარგა ხანია საუბრობს ქართული საზოგადოება და მასმედია, მაგრამ რაიმე კონკრეტულ გზას ამ მხრივ არავინ სახავს. გლობალიზაციის და ყბადაღებული დემოკრატიზაციის პროცესებისათვის ქართული "გულუხვობითა" და გულარხეინობით კარის გაღების შედეგად, ჩანს, რომ ჩვენი ეროვნული მენტალიტეტი, ჩვენი საუკუნოვანი ფასეულობანი საკმაოდ შემაშფოთებელ რყევას განიცდის. ეს პროცესი ალბათ ნაკლებად მტკივნეული და უფრო სასიკეთოც იქნებოდა, ასეთი "დამკვრელური" ტემპი რომ არ აგვეღო, ქართული ხასიათისათვის ნიშანდობლივი მიმბაძველობისა და წამხედურობისათვის ასე უშურველად არ მიგვეცა ფართო გზა. მე მას წინ ვერც აღვუდგები და არც შემწევს ამის ძალა. ჩემი "სფერო" სკოლა და მოზარდია. აქ კი დასამშვიდებლად არ გვაქვს საქმე. შეშფოთების საგანი მართლაც ხელშესახები ხდება. აზარტი ნებისმიერი ასაკის ადამიანზე ზემოქმედებს, მით უფრო ბავშვზე. კომპიუტერული თამაშები, ვითომ უწყინარი, გონებამახვილური გასართობები, ხომ სწორედ თავიანთი აზარტული მუხტით ითრევს ბავშვს და მის სათუთ ფსიქიკას ადვილად იმორჩილებს, თავისი გავლენის ქვეშ აქცევს. ეს იმდენად საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ მტკიცებად არ ღირს, თუმცა მაინც დავიმოწმოთ გაზეთი "24 საათი" (# 106): ბავშვები "სკოლის ბუფეტში მშობლების მიერ საჭმელად მიცემული ფულით პირდაპირ ტოტალიზატორებში გარბიან, რომელიმე მორიგ სპორტულ თამაშებზე, უმეტესად, რა თქმა უნდა, ფეხბურთზე, დებენ და აგებენ. მერე "ამოსატრიალებლად" ნებისმიერი და, ხშირ შემთხვევაში, არცთუ ისე უსაფრთხო, გზით ისევ ფულის შოვნას ცდილობენ, ტოტალიზატორებში ბრუნდებიან და, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ აგებენ". და ეს ხომ ზნეობრივი უკუსვლის მხოლოდ ერთი ასპექტია, რამდენი ასეთი საცდური და მახე მოუმზადა ახალმა დროებამ ჩვენს ბავშვებს, ვინ იცის. სწორედ ამ საცდურებს უნდა აღუმართოს დაუძლეველი კედელი ეროვნულმა გონმა.

- გზა, რომელსაც შეუძლია მეტად უმტკივნეულოდ, მშვიდად და ადვილად დაუბრუნოს მოზარდი გენეტიკურ ფესვებს, მშობლიურმა ლიტერატურამ იცის. ეს გზა მის სულიერებაში მდგომარეობს. გთხოვთ გვესაუბროთ ლიტერატურის როლზე ბავშვის სულიერი ფორმირების პროცესში...

- აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ V საუკუნიდან მოყოლებული XX-ის ჩათვლით ქართული ლიტერატურა თავისი არსით, სულით ქრისტიანული, მართლმადიდებლურია, არა აქვს მნიშვნელობა იმას, აგიოგრაფი მწერლის თხზულებას ვკითხულობთ რომელიმე ქრისტიანი მოწამის შესახებ, ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშს თუ გაგანია საბჭოთა იდეოლოგიის პირობებში შექმნილ თხზულებას. კრიტიკოსმა აკ. ბაქრაძემ დიდებულად შენიშნა, რომ ქართულ მწერლობას მისი ისტორიის განმავლობაში მსჭვალავს მოყვასის ქრისტიანული სიყვარულის, მარადიული ზნეობრივი კატეგორიების: ერთგულების, კაცთმოყვარეობის, სათნოების სულისკვეთება. დღეს, საყოველთაო გულგრილობისა და ინდიფერენტულობის ეპოქაში, ეგოცენტრული ხედვის უსაშველოდ გაძლიერების პირობებში სწორედ ამას უნდა ჩავეჭიდოთ, ამას უნდა დავეყრდნოთ მოზარდის სულიერი ფორმირების პროცესის სწორად და ეფექტიანად წარმართვისათვის. თუკი პედაგოგი მწერალზე ან მის ნაწარმოებზე საუბრისას ყურადღებას გაამახვილებს იმ ზნეობრივ, სულიერ სწავლებებზე, რაც ფარულად თუ ღიად აქვს მწერალს ჩადებული, წინ წამოსწევს მათ იმის წყალობით, რომ საქმე გვაქვს ცოცხალ, დამაჯერებელ სახესთან, დიდი ექსპრესიული მუხტის მქონე ნაწარმოებთან, ზემოქმედება იქნება სასურველი.

შეგვიძლია რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითი მოვიყვანოთ. როცა V საუკუნის ძეგლს "შუშანიკის წამებას" ვაცნობთ ბავშვს, რა გვიშლის ხელს, რომ წმინდანის მოწამებრივი ღვაწლის კვალდაკვალ ყურადღება გავამახვილოთ მისი მაზლის, ჯოჯიკის, სახეზე. ერისკაცი ჯოჯიკი რა შესაშურ თავმდაბლობას იჩენს, როცა მოწამე რძალს ევედრება, ითხოვე, რათა უფალმა "მომიტევეს მე მრავალნი შეცოდებანი ჩემნი და ნუ მოიხსენებ მედგრობათა ჩემთა". მაგალითის ძალა ყველას მოეხსენება. ჯოჯიკი ვარსქენის კარზე დატრიალებულ დრამაში ყველაზე ნაკლებად იყო დამნაშავე, ის კი ცოდვილად თვლის თავს და პატიებას ითხოვს. ეს ხომ შესანიშნავი ზნეობრივი ნიმუშია.

"გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან" ერისკაცი გაბრიელი გავიხსენოთ, მისი სულიერი მზაობა, მხარში ამოუდგეს "ზეცისა კაცს". "ჩვენ თანა არს ხორციელი კეთილი, და თქვენ თანა არს სულიერი კეთილი, და ესენი შევზავნეთ ურთიერთას". ღრმა რწმენასთან ერთად ეს სიტყვები მოქალაქეობრივი შეგნების გამოხატულებაცაა. არ არის ეს განა უდიდესი მაგალითი უფლისა და ქვეყნის წინაშე ერისკაცის მოვალეობის გაგებისა? მით უფრო, რომ თუ გავიხსენებთ, ეს ამბავი IX საუკუნეში არაბობის შედეგად აოხრებულ ტაო-კლარჯეთში ხდება. მჯერა, რომ წმინდა გრიგოლის ღვაწლზე არანაკლებ ღირებული იქნება თანამედროვე მოსწავლისათვის, როგორც ზნეობრივი მაგალითი, იმის გაგება, თუ როგორ ედგნენ ერისკაცები მხარში საერო და სასულიერო საქმეს.

არანაკლები სიუხვით შეიძლება მაგალითების მოხმობა საერო ლიტერატურიდანაც. "ვეფხისტყაოსანი" ამ მხრივ მთელი ქრესტომათიაა, ამიტომ ყურადღებას გავამახვილებდი მხოლოდ იმ თემაზე, რომ პოემის არაქართველი პერსონაჟები ტიპური ქრისტიანული მორალის მატარებლები არიან. თინათინისათვის უფალი აბსოლუტური სიკეთეა; "რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა, ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა", - ეუბნება იგი მამას. "ყოვლისათვის ტკბილად მხედი" უფალი ავთანდილისათვის ის ძალაა, "ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად". მან ძალიან კარგად იცის, რომ "რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების". ვინ იცის, რამდენი ასეთი საღვთისმეტყველო სიბრძნე მიმობნეულა ჩვენს გენიალურ პოემაში, რომელთა მინიშნება და ხაზგასმა ქრისტიანულ მორალთან ზიარებას ნიშნავს.

ამ მხრივ ხომ დავით გურამიშვილი ამოუწყველი მადანია. მის მისტიკურ ხილვებსა და ქრისტიანულ იგავ-სიმბოლოებს თავი რომ დავანებოთ, რომლებიც პირდაპირ, ერთმნიშვნელოვნად "დევს" სახელმძღვანელოში და ავტორთა კოლექტივის წყალობით დიდებულად არის დაშიფრული, რა მრავლისმომცემია პოეტის დიდაქტიკური შეხედულებები, თუნდაც:

"ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო,
ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო".


"შეიცან თავი შენი", პიროვნების ფორმირების უპირველესი პირობა, თურმე დროთა კავშირების უწყვეტობითაა განპირობებული. თუ არ იცი ისტორია, წარსული ("სიდამ მოსულა"), ვერ დააფიქსირებ, "ვინ არის" ადამიანი, ანუ დღეს რას წარმოადგენს, ამ ორის გარეშე კი როგორღა განსაზღვრავ მომავალს? მითხარით, რომელ საყოველთაოდ აღიარებულ ფსიქოლოგთან გინახავთ ამაზე ნათლად და მარტივად მოწოდებული სწავლის აუცილებლობის აზრი? ხოლო "შეიცან თავი შენი" ადამიანის შესახებ ქრისტიანული მოძღვრების ქვაკუთხედია.

XIX საუკუნის ლიტერატურაზე თვალის გადავლებაც კი საკმარისია, რომ დამეთანხმოთ: სულიერების ძიების პროცესი მსჭვალავს მთელ ახალ ქართულ ლიტერატურას. თუკი ვიტყვით, თერგდალეულებმა და მათმა სულიერმა მემკვიდრეებმა შეძლეს ქართველი ერის გამოფხიზლება და მისი სულიერი გამოკვებაო, ეს "საკვებში" ქრისტიანული ზნეობის ელემენტების უხვი "მიმობნევის" წყალობით შეძლეს სწორედ.

ეს ჯაჭვი არც XX საუკუნეში გაწყვეტილა, თუმც ჯერ ევროპული მოდერნიზმის შემოჭრა და ქართული სააზროვნო სივრცის დაკავება, შემდეგ საბჭოთა იდეოლოგიის გაბატონება ამ მხრივ სულაც არ იყო სასურველი ნიადაგი. მიუხედავად ამისა, ჩვენი სახელოვანი მწერლების მ. ჯავახიშვილის, კ. გამსახურდიას და სხვათა შემოქმედებაში ქრისტიანულ-ზნეობრივი სიმბოლიკააა. გალაკტიონი გავიხსენოთ, მუდმივ მშფოთვარე, მაძიებელი. თუ ვინმე იტყვის, მისი ლირიკული შედევრი "სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში" ხომ რწმენადამსხვრეული ადამიანის აღსარებააო, დიახ, ასეა, ოღონდ აქვე დავამატებ: ლექსის ტრაგიკულ სულსაც სწორედ ეს განაპირობებს. თუ რაიმე იდეა ამოძრავებდა გალაკტიონს ამ ლექსის შექმნისას, უპირველესი, გვჯერა, ეს იყო: რა ძნელია, რა მკტივნეულია რწმენის დაკარგვა, როგორი მძიმეა ხვედრი რწმენადაკარგული კაცისა. "განსასვენებელ ზიარებაზე ჩემთან არ მოვა შენი ხსენება" - რა შემზარავი აღსარებაა! ჩემს ბავშვებს სწორედ ამგვარად ესმით ეს სტრიქონები და მჯერა, პოეტის ჩანაფიქრიც ეს იყო. თუკი გალაკტიონი გვინდა ბავშვს ვასწავლოთ, ხომ ამას და ასეთ ლექსებს მივმართავთ და არა - "კოლექტივო, მხარი - მხარს, გული - გულს" ან სხვა ხელოვანთა უამრავ ამგვარ ერზაც-ლიტერატურას (აკ. ბაქრაძე).

მე მკვლევარი არ ვარ და არც პრეტენზია მაქვს ვინმეს წინაშე ვამტკიცო, რაიმე ჭეშმარიტება აღმოვაჩინე-მეთქი. ის, რასაც მე ვფიქრობ, ალბათ, მრავლისთვის აქამდე ბევრჯერ ნაფიქრი და განსჯილია. უბრალოდ, შევეცადე ნათლად წარმომეჩინა, სულიერი შიმშილის პირობებში უდაბნოს მანანა ჩვენ უკვე რომ გვაქვს და უფალს მორიგ ულუფას არ უნდა ვთხოვდეთ. უბრალოდ, მართებულად გაზომ-აწონა უნდა შევძლოთ. ხომ ძველისძველია სწავლების ის ასპექტი, რაც შემოგთავაზეთ, იგი არაჩვეულებრივად ადვილად და ბუნებრივად ესადაგება თანამედროვე, ულტრაპროგრესულად მიჩნეულ მეთოდებსა და სტრატეგიებს, ასეთი აჟიოტაჟითა და აღფრთოვანებით რომ ავიტაცეთ. ამ მხრივ მათი უნივერსალიზმი მართლაც მომგებიანია: თუ ლიტერატურის სწავლებას იდეად წავუმძღვარეთ მოსწავლის სულიერი ამაღლების, გამდიდრების აზრი, მისი განხორციელების საშუალებად, გნებავთ, ბლუმის ტაქსონომია გამოვიყენოთ და გნებავთ - მასლოუს სკალა, ამ მხრივ არჩევანში ხომ სრულიად თავისუფლები ვართ. მთავარია, იდეა გადავარჩინოთ, ვაცოცხლოთ, რათა მომავლის ქართველშიც სულიერება და ეროვნულობა თანაბრად ფეთქავდეს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler