ქართველები მანამ იარსებებენ, სანამ იარსებებს ჩვენი ტრადიციები, სულიერი მენტალიტეტი
ქართველები მანამ იარსებებენ, სანამ იარსებებს ჩვენი ტრადიციები, სულიერი მენტალიტეტი
ოჯახიდან მოდის ყოველივე ქართულის შენარჩუნება
არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთიერი კულტურის ძეგლებისა და წერილობითი წყაროების გამოკვლევების საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართველი ერის სამუსიკო კულტურის დასაბამი დაახლოებით სამი ათასწლეულის სიღრმეში იკარგება. 1930 წელს მცხეთაში, სამთავროში აღმოჩენილ ძველ სამარხებში უამრავ ყოფით ნივთთან ერთად ნაპოვნი იქნა გედის წვივის ძვლისაგან დამზადებული პატარა უენო სალამური, რომელიც, სავარაუდოდ, ძვ.წ. XV-XIII ს.ს-ს განეკუთვნება. XX ს-ის 70-იან წლებში ყაზბეგის რაიონში აღმოაჩინეს ვერცხლის თასი უძველესი საკრავების - ბობღნის, ქნარისა და ჩანგის გამოსახულებით. სავარაუდოდ, ძვ.წ. XI-X ს.ს-ისა. ჩანგი შუმერულ ბარელიეფზე გამოსახული საკრავის მსგავსია (ძვ.წ. III ათასწლეული). ქართული ხალხური მუსიკის უძველეს წარმომავლობას ადასტურებს არქაული ჭედური ხელოვნების ნიმუშებიც: თრიალეთის ვერცხლის თასი (ძვ.წ. II ათასწლეული), სამთავროს ბრინჯაოს სარტყელი (ძვ.წ. VIII-VII ს.ს.) და "ყაზბეგის განძად" წოდებული ბრინჯაოს ითიფალური ებები (ძვ.წ. VII-VI ს.ს.). თრიალეთის ვერცხლის თასზე აღბეჭდილია ქართული მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე არქაულ სახეობად მიჩნეული ფერხული, რომელიც ნაყოფიერების უძველესი ღვთაებისადმია მიძღვნილი. ამგვარი რიტუალების გადმონაშთები ჩვენამდე ზოგიერთი საფერხულო სიმღერის სახითაა მოღწეული ("ადრეკილა", "საქმისა", "მელია ტელეფია" და სხვა). სამთავროს ბრინჯაოს სარტყელზე გამოსახულია ქართული ფერხულის ერთ-ერთი უძველესი ნიმუში - მონადირეთა ცეკვა. გარდა არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ნივთიერი მასალისა, ქართული მუსიკის ისტორიის შესახებ მოგვეპოვება წერილობითი მასალებიც.

***
"ქართველი სიმღერით იბადება და სიმღერითვე აბარებენ მას მიწას", - ამბობდა დიმიტრი არაყიშვილი. ქართველი კაცი - შრომას, ლხინს, რელიგიურ რიტუალს, ავადმყოფობას, გლოვას, - შესაფერი სიმღერით გამოხატავდა. ყოველ სიმღერას თუ სიმღერათა ჯგუფს თავისი მკაფიოდ განსაზღვრული დანიშნულება ჰქონდა. საწესო-საკულტო სიმღერაზე რომ არაფერი ვთქვათ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა სიმღერას კოლექტიური შრომის პროცესში. სიმღერით თანხლებული შრომა გაცილებით უფრო ნაყოფიერი იყო. ამიტომ ყველა, ვინც კი საკუთარი ნაკვეთის დასამუშავებლად დამხმარეებს იწვევდა, პირველ რიგში იმაზე ზრუნავდა, რომ მათ შორის კარგი მომღერლებიც ყოფილიყვნენ, რათა შრომის სიმღერა კარგად წარმართულიყო და, შესაბამისად, შრომის მსვლელობაც ხალისიანი და ნაყოფიერი გამოსულიყო. მაგალითად; "ქრისტე აღსდგას" არ იმღერებდნენ ზაფხულში, მისი ადგილი სააღდგომო რიტუალში იყო; "ალილო", როგორც წესი, შობისწინა ღამეს ჟღერდა; "ბატონების ნანინა" მხოლოდ ავადმყოფთან სრულდებოდა; "ზარს" მიცვალებულის დაკრძალვის შემდეგ აღარ იმღერებდნენ... ადრე სოფლად, თუ ყველა არა, თითქმის ყველა მღეროდა. პატარაობიდანვე ბავშვს ჩაესმოდა დედის ან სხვა ახლობლების "ნანა". მას ესმოდა ასევე ოჯახის წევრების სიმღერა, სტუმრების მიერ სუფრასთან ნამღერი სუფრული სიმღერები და სხვა.

ტრადიციული ხალხური სიმღერების შენარჩუნებას და თანამედროვეობაში გაჟღერებას საუკეთესოდ ახერხებს ფოლკლორის რადიო, რომელსაც არცთუ ისე დიდი ხნის ისტორია აქვს.

რადიოს ხელმძღვანელი ცნობილი მომღერლის გიორგი უშიკიშვილის და ქალბატონი ნინო უშიკიშვილი გახლავთ. როგორც ქალბატონმა ნინომ აღნიშნა საუბარში, მისი წინაპრები სახელოვანი მომღერლები იყვნენ და რა გასაკვირია, რომ წინაპრების ნაკვალევს შთამომავლებიც აგრძელებდნენ.

- ჩემი ოჯახი ძალიან ტრადიციულია. წინაპრები - ბებია-პაპები მომღერლები იყვნენ. ახმეტის რაიონის გუნდში მღეროდნენ, პარალელურად სიმღერებსაც წერდნენ. მიხარია, რომ ტრადიცია მოგვყვება. პირადად მე პიანისტი გახლავართ, მაგრამ არ გამჭირვებია ფოლკლორის განხრით მუშაობა, - მიამბობს ქალბატონი ნინო, - დედის მხრიდან რჩეულიშვილები - საუცხოოდ მღერიან. ვცდილობთ, ჩვენს მომავალ თაობასაც გადავცეთ წინაპართა დანატოვარი. ჩემი პაპა ძალიან კარგად მღეროდა. გიორგი ხშირად იხსენებს ხოლმე გერმანე პაპას, რომელმაც სიმღერა ასწავლა. მეორე პაპაც საუცხოოდ უკრავდა ფანდურზე. გიორგიმაც ძალიან პატარამ ისწავლა ფანდურზე დაკვრა. თუ არ შევინარჩუნეთ და განვავითარეთ ქართული ფოლკლორი, მაშინ დაგვეკარგება ჩევნი წარსული. მახარებს ისიც, რომ თანამდროვე ახალგაზრდობაც უსმენს ფოლკლორს. ოჯახურ გარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბავშვი რომ გაიზრდება, მერე უკვე მეგობრებსაც აქვს დიდი მნიშვნელობა. ჩვენ შემთხვევაში ოჯახმა ძალიან დიდი როლი შეასრულა. გიორგი არ წამოსულა ისეთი ოჯახიდან, რომ ვინმეს გაუკვირდეს მისი სიმღერა. ოჯახიდან მოდის ყველაფერი ქართულის შენარჩუნება. ქართველები მანამ იარსებებენ, სანამ იარსებებს ჩვენი ტრადიციები, სულიერი მენტალიტეტი. მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ის სახე, რაც გვქონდა ქართულ ფოლკლორში.

***
ერთ ამბავს მოგიყვებით. როდესაც ამერიკაში მივდიოდი, მეუბნებოდნენ, - შენ იმდენად ხარ ქართულ ფესვებზე აღზრდილი, რომ უკან აუცილებლად დაბრუნდებიო. ამერიკაში ათი წელი დავყავი. ჩამოვედი. ბოლო ორი წელი ბოსტონში, პიანისტ საშა კორსანტიასთან ერთად ვსწავლობდი. საქართველოში ყოველთვის ჩამოვდიოდი, მაგრამ მთლიანად დარჩენა არ მინდოდა. როცა გიორგიმ მითხრა, რადიოს დაარსება მინდაო, არც დავფიქრებულვარ, საქართველოში საბოლოოდ ჩამოვედი.

ჩემი მიზანია, რადიო "ფოლკლორი" ფეხზე დადგეს, განვითარდეს, რაც შეიძლება მეტი საინტერესო გადაცემა მომზადდეს და ხალხმა შეიყვაროს ხალხური შემოქმედება. განსაკუთრებულად ვისურვებდი, რომ მთელ საქართველოში გავიდეს ჩვენი რადიო. ეს არის ჩემი მიზანი. მართლა უანგაროდ ვემსახურები და მომავალშიც მზად ვარ ვემსახურო ქართულ ფოლკლორს.

გიორგი არის ფოლკლორის ცენტრის დირექტორი. ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს და საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს. საკუთარი ანსამბლიც ჰყავს - "ლაშარი" და ბავშვებისთვის "ლაშარელა". ჩემგან განსხვავებით, გიორგი ძალიან მიზანდასახულია. ნიჭთან ერთად მიზანდასახულობა არის შედეგი იმისა, რასაც დღეს ვხედავთ. გიორგის უნდა, გახსნას ეროვნული სკოლა-სტუდია, სადაც შერჩეული ნიჭიერი ბავშვები უფასოდ ისწავლიან.

- როგორ დაიბადა რადიო "ფოლკლორის" დაარსების იდეა და რა მიზანს ემსახურება?

- რადიო "ფოლკლორი" გიორგი უშიკიშვილის ინიციატივით დაარსდა და ეთერში 2008 წელს გავიდა. მთავარი მიზანი გახლავთ ქართული ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია. მოგეხსენებათ, რომ დღემდე არ არსებობდა ისეთი რადიო, სადაც ჩვენი საზოგადოება ხალხური სიმღერების მოსმენას შეძლებდა. ადრე გახლდათ პირველი არხი, რომელსაც ჰქონდა რუბრიკები ხალხური შემოქმედების შესახებ, მაგრამ არა ისეთი, რომ მთელი დღის განმავლობაში მოგვესმინა ხალხური მუსიკა. რადიოს იდეა დაიბადა "ლაშარის" გასტროლების დროს კორეაში. გიორგი იქ მიიყვანეს ერთ-ერთ ძალიან დიდ მუსიკალურ ცენტრში, სადაც ყველაფერი იყო გაერთიანებული - სიმღერა, ცეკვა, თეატრი, ხალხური შემოქმედება, ძერწვა. აქვე იყო ბიბლიოთეკა, არქივი, საკონცერტო დარბაზები, რადიო, სადაც ყველგან ჟღერდა მისი ხმა. ამ ყველაფრის ნახვით გიორგი აღფრთოვანებული დარჩა და მაშინ ჩაიფიქრა, დაეფუძნებინა "ფოლკლორის" რადიო. ამის საშუალებაც გამოჩნდა და ასე დავაარსეთ ჩვენი რადიო.

გზადაზგა ვსწავლობთ ყველაფერს და ალბათ ასეც გაგრძელდება მომავალში. თუ არ განვითარდი და არ ისწავლე, რა თქმა უნდა ვერაფერს მიაღწევ ცხოვრებაში. პირიქით, უკან წახვალ.

შემოქმედებითი ჯგუფი პროფესიონალიზმის მიხედვით შევარჩიეთ. წამყვანების შერჩევის დროს საკმაოდ რთული მისია გვქონდა დაკისრებული. ჩვენ არ გვსურდა მხოლოდ წამყვანები, ჟურნალისტები. არამედ გვინდოდა ისეთი ადამიანები მოგვეძებნა, რომლებმაც იცოდნენ ფოლკლორი. რადიოს ყველა წამყვანი პროფესიით ფოლკლორისტი და მუსიკოსი გახლავთ. რაც შეეხება გადაცემებს, ყოველ საღამოს გვყავს სტუმარი და ეთერში ცოცხალი საუბრები მიდის. საავტორო გადაცემებია - "ერთი სიმღერის ისტორია" და "ხალხური" შემოქმედების ოსტატი. გადაცემაში "ერთი სიმღერის ისტორიაში" ვყვებით სიმღერის ისტორიის და რომელიმე ლოტბარის, ფოლკლორისტის შესახებ. გიორგის აქვს საავტორო გადაცემა. შარშან სტუდიაში მოწვეული ჰყავდა ფოლკლორის დარგის ცნობილი და უცნობი ღვაწლმოსილი ადამიანები და ყოველ პარასკევ საღამოს ჰქონდა საუბრები. წელს კი გადაწყვიტა, რომ იმოგზაუროს საქართველოს ყველა რაიონში. ყოველ კვირას მიდის რაიონში და ეძებს იმ ადამიანებს, რომლებმაც შემოინახეს ქართული ხალხური სიმღერები. ეცნობა მათ პრობლემებს და ცდილობს, მათი საწუხარი მიიტანოს შესაბამისი სამსახურების ყურამდე და დახმარება აღმოუჩინოს. ჯერჯერობით ამ სეზონზე შემოიარა დაახლოებით ოთხი რეგიონი - კახეთი, შიდა და ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი. სხვათა შორის, რამდენიმე ძალიან კარგი ნიმუში აღმოვაჩინეთ და ჩვენს პროგრამაში ჩავსვით. ჩვენი მიზანი სწორედ ის არის, რომ ხალხს გავაცნოთ და დავუბრუნოთ იმ ფესვებს, საიდანაც ჩვენი ფოლკლორი მოდის. სურვილი გვაქვს, რადიო კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და პოპულარული გახდეს. სამწუხაროა ის, რომ უფინანსობის გამო ჯერჯერობით მხოლოდ დედაქალაქში გადის რადიო "ფოლკლორი".

- მომავალ თაობას თუ აინტერესებს ტრადიციული ქართული შემოქმედება?

- საკმაოდ მრავალრიცხოვანი მსმენელი გვყავს. ხშირად გვეხმიანებიან კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ დედაქალაქით შემოვიფარგლებით. ყოველთვის მიხარია ხოლმე, როცა პატარა ბავშვი გვირეკავს. ზოგჯერ ისეთი სიმღერის მოსმენას გვთხოვს, გვიკვირს კიდეც. ნელ-ნელა ეჩვევიან ჩვენი რადიოთი გასულ სიმღერებს და თავიდან მოსმენის სურვილი უჩნდებათ.

- მუსიკალური ოჯახური ფესტივალის შესახებ რას გევტყვით?

- გიორგის ერთ-ერთი პროექტი იყო, რადიოთი ჩაგვეტარებინა მუსიკალური ოჯახების ფესტივალი და გამოვაცხადეთ საბუთების მიღება. ოცამდე ოჯახი შეგვეხმიანა. ფესტივალში კი თორმეტმა ოჯახმა მიიღო მონაწილეობა. ეს ფესტივალი შარშან ნოემბერში დაიწყო. თითოეულმა ოჯახმა ჩაწერა ორ-ორი სიმღერა და დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მათი სიმღერები ჟღერდა ჩვენი ეთერის საშუალებით. მსმენელებს შეეძლოთ პირდაპირ ეთერში დაერეკათ და ხმა მიეცათ თითოეული მათგანისთვის. ჟიურის ერთ-ერთი წევრი თავად გიორგი უშიკიშვილი გახლდათ. იყვნენ ასევე თამაზ გაბისონია და ნუნუკა შველიძე. ერთი თვის შემდეგ ამ თორმეტი ოჯახიდან მეორე ტურისთვის ექვსი ოჯახი შევარჩიეთ. ხოლო მსმენელის შემოსული ხმების მიხედვით, ერთი ოჯახი კონკურსის გარეშე მეორე ტურში გადავიდა. ამ ექვსმა ოჯახმა ახალი სიმღერა ჩაწერა და ეს ახალი სიმღერები ჟღერდა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. პირველი ადგილი იყო კომპაქტდისკის ჩაწერა და ამ ყველა ოჯახისთვის საერთო გალაკონცერტის მოწყობა.

ამ ფესტივალის მიზანი გახლდათ, ქართული ტრადიციული მომღერალი ოჯახები წაგვეხალისებინა ფართო საზოგადოების წინაშე და წარმოეჩინათ თავიანთი შემოქმედება. ვფიქრობ, რომ პროექტმა გაამართლა კიდეც. მომავალშიც ვაპირებთ მსგავსი ფესტივალის ჩატარებას და სურვილი გვაქვს ყოველწლიური გავხადოთ. ვფიქრობთ, რაიონებიდანაც შემოვიკრიბოთ ფოლკლორის მოყვარული მოსახლეობა. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler