თავგანწირვის დროს ადამიანი სიყვარულით ამარცხებს სიკვდილს, თვითმკვლელობის დროს კი მარცხდება სიკვდილისაგან
თავგანწირვის დროს ადამიანი სიყვარულით ამარცხებს სიკვდილს, თვითმკვლელობის დროს კი მარცხდება სიკვდილისაგან
ლევან ბუკია ათენში გავიცანი. ის ათენის უნივერსიტეტში სწავლობს, თეოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრანტია და არაერთი რელიგიური წიგნის ავტორიც. მასთან საღვთისმეტყველო თემაზე - სიცოცხლის გაუფასურებასა და უარყოფაზე საუბარი მართლაც საგულისხმო აღმოჩნდა.

- ქრისტიანული სწავლებით, ეკლესია სიცოცხლეს მიიჩნევს ღვთისგან ადამიანისთვის ბოძებულ უძვირფასეს საჩუქრად. სიცოცხლე არ არსებობს თავისთავად, მარტო, არამედ მომდინარეობს ღმერთისგან, რომელიც თვითონ არის ცხოვრება: "მე ვარ აღდგომა და ცხოვრება" (ინ. 11,25). ცხოვრება, რომელიც არ მთავრდება, ცხოვრება - საუკუნო, ცხოვრება - ტკივილისა და სიკვდილის გარეშე, ცხოვრება - სრულყოფილი და უმწიკვლო.

სიკვდილი და ხრწნა არის ტრაგიკული შედეგი და გაგრძელება ადამიანის ცოდვით დაცემისა, ღმერთისგან მისი დაშორებისა. პავლე მოციქული ასწავლის: "რაკი ბავშვები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით გააქარწყლოს ის, ვისაც სიკვდილის ხელმწიფება აქვს, ესე იგი ეშმაკი" (ებრ. 2,14), ქადაგებს: "ხოლო უკანასკნელი მტერი, რომელიც განქარდება, სიკვდილია" (1კორ. 15,26) და ადასტურებს, რომ ქრისტეს აღდგომით: "ხოლო როცა ეს ხრწნადი უხრწნელობით შეიმოსება და ეს მოკვდავი - უკვდავებით, მაშინ ახდება დაწერილი სიტყვა: "სიკვდილი შთაინთქა ძლევით". "სად არის, სიკვდილო, საწერტელი შენი?" სიკვდილის ნექტარია ცოდვა, ხოლო ცოდვის ძალა რჯულია" (1კორ. 15,54-56).

ყოველდღიურ ცხოვრებაში უარს არ ვამბობთ რაიმე საჩუქარზე და როგორ უარვყოთ საღვთო საჩუქარი, რომელიც ასე გულუხვად გვებოძა სიცოცხლის სახით? ადამიანისგან ყოველი ჩარევა სიცოცხლის ფენომენში ჰგავს, მოიპარო ღვთის საჩუქარი. ცხოვრება, სიცოცხლე არ გვეკუთვნის ჩვენ, არამედ იგი გვებოძა, გახდა ჩვენი. იგი არის საჩუქარი და მადლი უფლისა. ერთი გამონათქვამი ამბობს: "საჩუქარი არ საჩუქრობდა", არაა დაშვებული რომ გაანიავო და გაანადგურო, რაც შენ გესაჩუქრა.

- ერთ-ერთი ფორმა სიცოცხლის უარყოფისა არის თვითმკვლელობა. რა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს ის?

- უიმედობამ, იმედგაცრუებამ, სუსტმა ხასიათმა, მწუხარება-წუხილმა კრიტიკული სიტუაციებისა თუ შემთხვევების წინაშე, ფსიქოლოგიურმა აშლილობამ. თვითმკვლელობის მსხვერპლნი ჩვეულებრივ არიან ახალგაზრდა და კეთილშობილი ხასიათის ადამიანები. საინფორმაციო საშუალებებით გადმოიცემა თვითმკვლელობები ჯარში. ჯარისკაცები არ არიან მომზადებულნი - აიტანონ ცხოვრების საგანგებო პირობები და სხვა.

მართლმადიდებელი ეკლესია გმობს თვითმკვლელობას, რადგანაც ის არის თვითკატასტროფა ადამიანისა, სასოწარკვეთა, ურწმუნოება ღმერთისადმი და გმობა სულიწმინდისა. მაცხოვარი სახარებაში გვეუბნება: "ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ" (მათ. 12,31). თვითმკვლელი უარს ამბობს სიცოცხლის საჩუქარზე. Gგარდა ამისა, თვითმკვლელობით შორდება ცხოვრების წყაროს, ღმერთს ისე, რომ არ ეძლევა სინანულის საშუალება. თვითმკვლელი თავისი საბოლოო მოქმედებით გადაწყვეტილებას იღებს, რომ ჩამოაშოროს თავისი სხეული ეკლესიას, უარყოფს მის სწავლებას და ეკლესიური ცხოვრების წესს.

ძველ აღთქმაში მოთხრობილია თვითმკვლელობა საულისა და ახითოფელისა, ახალ აღთქმაში კი იუდასი. საული გამოცდილ იქნა უფლის მიერ და მივიდა თვითმკვლელობამდე, ხოლო ახითოფელი - დავითის წინააღმდეგ მოქმედების გამო (1 მეფ. 31,4 და 2 მეფ. 17,23), იუდამ კი თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე (მათ. 27,5; საქ. 1,18) - მიხვდა, ვინ გასცა. ყველა შემთხვევაში თვითმკვლელობა მოდის დაპირისპირებაში ღვთის მცნებასთან "არა კაც ჰკლა".

- ხომ არსებობს შემთხვევები, რომლის დროსაც ერთი ადამიანი იხსნის მეორის სიცოცხლეს თავისი სიცოცხლის ფასად?

- ამ შემთხვევაში გვაქვს მსხვერპლად გაღება საკუთარი სიცოცხლისა და წარმოადგენს სიყვარულის უმაღლეს გამოვლინებას, თავგანწირვას, თანახმად ქრისტეს მაგალითისა, რომელმაც გაიღო უმაღლესი მსხვერპლი კაცობრიობისადმი. "იმაზე დიდი სიყვარული არავის აქვს, როცა ვინმე თავს სწირავს თავისი მეგობრისათვის" (ინ. 15,13), - ბრძანებს უფალი სახარებაში.

თავგანწირვის შემთხვევაში ადამიანი მოქმედებს უსაზღვრო სიყვარულით და პიროვნულობის სრულყოფით. თვითმკვლელობის შემთხვევაში კი სიყვარულისა და პიროვნული ცხოვრების არასრულყოფილებასთან გვაქვს საქმე. თავგანწირვის დროს ადამიანი ამარცხებს სიკვდილს სიყვარულით, თვითმკვლელობის დროს კი მარცხდება სიკვდილისაგან, რადგანაც უძლურია, რომ უყვარდეს. მოტივი თავგანწირვისთვის არის სიყვარული ღვთისადმი და სიყვარული მოყვასისადმი. შეიძლება არსებობდეს ასევე რაღაც იდეა ან ღირებულება თავგანწირვისათვის.

ეკლესიის ისტორიში არის შემთხვევები, როდესაც ქრისტიანებმა თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე, რომ გაქცეოდნენ შერცხვენას. ისინი ეკლესიის მიერ პატივდებულები არიან, როგორც წმინდანები. მსგავს თვითმკვლელთა წმინდანად აღიარებას მოწმობს მთელი ეკლესია, მიუხედავად ეკლესიის მიერ თვითმკვლელობის მიუღებლობისა. ასეთ შემთხვევაში მხედველობაში არ მიიღება თავისთავად თვითმკვლელობა, არამედ თავგანწირვა.

მოყვასისადმი თავგანწირვის შემთხვევები ძალიან ხშირი იყო ქრისტიანთა დევნის პირველ საუკუნეებში. ქრისტიანული ცხოვრება კი ხორციელდება, როგორც სიყვარულის მუდმივი გამოვლინება.

***
არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი განიცდის ძალიან მძიმე ტკივილს (მაგალითად, კიბოს ბოლო სტადიაზე) და ყოველგვარი განკურნებისა და გაუმჯობესების იმედი დაკარგული აქვს. მაშინ ავადმყოფის ახლობლები და ნათესავები ფიქრობენ, რომ უმჯობესია მას მოუსწრაფონ სიცოცხლე წამლით ან იმ სამედიცინო საშუალებების შეჩერებით, რითაც ცოცხლობს. სიცოცხლის ასეთი გზით მოსწრაფება იწოდება ევთანაზიად ანუ "კეთილ სიკვდილად".

KARIBCHEამ მოქმედებას ასე ამართლებენ: რატომ უნდა დაიტანჯოს ადამიანი უმიზეზოდ? ამ შემთხვევაში ის, ვინც იღებს გადაწყვეტილებას, განიცდის გაორებას და იღებს ძალიან დიდ ჯვარს, პასუხისმგებლობას თავის თავზე. ზოგჯერ არის სხვა მოტივებიც: უძვირეს და ხანგრძლივ თერაპიაზე არ დახარჯონ ფული. ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა ავადმყოფის სიცოცხლის საკითხს სხვები წყვეტენ.Aამ ფორმით ევთანაზია არ განსხვავდება მკვლელობისაგან. ზოგიერთ შემთხვევაში საწოლს მიჯაჭვული ავადმყოფი გრძნობს მდგომარეობის სიმწვავეს, ითხოვს, მოვიდეს სიკვდილი. აქ კი ევთანაზია ჰგავს თვითმკვლელობას.

ყველა შემთხვევაში, ევთანაზია ნიშნავს ადამიანური სიცოცხლის წართმევას და არის ეკლესიური სწავლების საპირისპირო მოქმედება. ამიტომაც ეკლესია წინააღმდეგია ევთანაზიის ნებისმიერი გამოვლინებისა. ამასთან, ეკლესია პატივს მიაგებს ტკივილის მომტან სიკვდილს, არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ხდება აღიარება ქრისტესი, არამედ როდესაც ადამიანი მოთმინებითა და ღმრთის იმედით ეგებება სიკვდილს. აქ სიკვდილი ტკივილების არარსებობაში კი არ მდგომარეობს, არამედ მასთან დაპირისპირებაში მოთმინებითა და ღვთის იმედით.

ქრისტიანული თვალსაზრისით, მიუღებელია ევთანაზია, რადგანაც ის წარმოადგენს: მიზანმიმართულ ჩარევას ადამიანის სიცოცხლეში, უკურნებელი ავადმყოფობისაგან გასათავისუფლებლად სიცოცხლის შეწყვეტას სხვადასხვა საშუალებით. თვითმკვლელობაა, - როდესაც ის ხდება ავადმყოფის სურვილით და მკვლელობაა, როდესაც ის არ ხდება ავადმყოფის სურვილით. პირველი ხასიათდება, როგორც ენერგეტიკული ევთანაზია. მეორე სახეობა ხასიათდება როგორც პასიური ევთანაზია, რომელიც შეუძლებელია განასხვავ პირველისგან. არსებობს ასევე ირიბი ევთანაზია, რომელიც სიცოცხლის მომსწრაფებელი წამლების მიღებაში გამოიხატება.

***
არის სიცოცხლის მოსწრაფების კიდევ ერთი ფორმა - აბორტი. ბავშვის დაბადება ყოველი ოჯახისათვის სიხარულთან არის დაკავშირებული, მაგრამ ზოგჯერ ხდება ისე, რომ ბავშვის დაბადება არასასურველია ზოგიერთისთვის. მიზეზად სახელდება წყვილების მოუმზადებლობა - ჰყავდეთ შვილი, წყვილის დაუქორწინებლობა, ეკონომიური, ფსიქოლოგიური თუ ჯანმრთელობის პრობლემები (მემკვიდრეობითი ავადმყოფობა ან დროებითი ფსიქიკური აშლილობა დედისა) და სხვა. ასეთ შემთხვევაში წყვილი დარბის სამედიცინო ოფისებში, რომ შეუწყვიტოს არსებობა ემბრიონს ქირურგიული ჩარევით. წინასწარ განსაზღვრული მკვლელობა, მოშორება ემბრიონისა ტექნიკური საშუალებებით იწოდება აბორტად.

ხშირად აბორტის მომხრეთა არგუმენტი ის არის, რომ ქალს აქვს უფლება, თვითონ გადაწყვიტოს თავისი სხეულისა და ემბრიონის ბედი. ეს თვალსაზრისი არათუ ეთიკურად, არამედ საერთოდ მიუღებელია. უპირველეს ყოვლისა, უნდა შევნიშნოთ, რომ ემბრიონი არ მომდინარეობს მარტო ქალისგან, არამედ მამაკაცისგანაც. ემბრიონი არ ეკუთვნის არც მარტო მამაკაცს. ის არის დამოუკიდებელი სიცოცხლე. ეს დამოუკიდებელი არსება უსამართლოდ ხდება მოკლული საკუთარი მშობლებისგან. არ შეიძლება ადამიანის უფლებად დახასიათდეს ადამიანის მოკვლა, რომელმაც ეს-ესაა, დაიწყო არსებობა.

ეკლესია კრძალავს აბორტს 692 წლის მსოფლიო საეკლესიო კრების 91-ე კანონით, აიგივებს რა მას მკვლელობასთან: "დედაკაცები, რომლებიც მუცელში უდღეური ნაყოფის შესაქმნელ წამალს გასცემენ, და აგრეთვე, რომლებიც ნაყოფის მომაკვდინებელ საწამლავს შესვამენ, კაცისმკვლელის ეპიტიმიას (სასჯელს) ექვემდებარებიან". მიზეზი ის არის, რომ მოკვდინებული ხდება ადამიანი, საჩუქარი ღვთისა და პოტენციური მშობელი სხვა პიროვნებისა, ანუ მუცლადღებული ბავშვი. ნათელია, რომ აბორტი იწვევს უზარმაზარ ეთიკურ პრობლემებს, ხელს უწყობს სხვადასხვა სახის მძიმე ფსიქოლოგიური თუ ფსიქიკური ტრავმების ჩამოყალიბებას. დღეს უკვე გაცნობიერებულია, რომ ემბრიონი არის სიცოცხლე, არსება, რომელსაც აქვს უფლება იცხოვროს. ის არ არის ცხოველი, რომლითაც სარგებლობს ვინმე. მხოლოდ განსაკუთრებულ, ექსტრემალურ სიტუაციებში სამედიცინო თვალსაზრისით (დედის სიცოცხლის საშიშროებისას) და საგანგებო მდგომარეობისას ხდება მისაღები ორსულობის შეწყვეტა. თუმცა, აქაც უნდა ითქვას, რომ არ არის შესაძლებლობა რაღაც ზოგადი კანონის დადებისა. მხოლოდ პასუხისმგებლური დამოკიდებულებით დედისა და მამის მხრიდან, მედიცინის მუშაკების, სულიერი მოძღვრის და სხვა კომპეტენტური პირების რჩევით ხდება შესაძლებელი გამოსავლის მოძებნა.

ეკლესია თავისი სიტყვითა და მოქმედებით მოუწოდებს წყვილებს პიროვნული პასუხისმგებლობისაკენ, შესაფერისად მოემზადონ ოჯახის შექმნისა და მშობლის საპატიო ტვირთის გაცნობიერებისაკენ. ურჩევს მათ, რომ ლოცვით მიმართონ უფალს, რათა სწორად წარმართონ ცხოვრება. მოუწოდებს, იბრძოლონ სიცოცხლისათვის და დადგნენ იმის მხარეს, ვინც არის "წინამძღუარი იგი ცხოურებისა" (საქ. 3,15), როგორც იწოდება ქრისტე ახალ აღთქმაში.

ეკლესიის სწავლებით, სიცოცხლე და სიკვდილი ქრისტიანისა არ ეხება მხოლოდ ადამიანს, არამედ პირდაპირ უკავშირდება მოყვასს, საბოლოოდ კი ღმერთს. ამდენად, სიცოცხლე და სიკვდილი არ თავსდებიან ინდივიდუალური უფლებების პრიზმაში, არამედ ურთიერთობაში ღმერთსა და მოყვასთან.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler