უმცირესი ყურადღება "ეშმაკის სამზარეულოს" მიმართ შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს თქვენი ამქვეყნიური და საუკუნო ცხოვრებისათვის
უმცირესი ყურადღება "ეშმაკის სამზარეულოს" მიმართ შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს თქვენი ამქვეყნიური და საუკუნო ცხოვრებისათვის
მრავალ მორწმუნეს უხილავს, რაოდენ დიდხანს დგანან ექსტრასენსები ხატების წინ, ხელებგაშლილნი, დაძაბულად თვალებგადმოკარკლულნი
განსაკუთრებით ამ ბოლო ხანს მასმედია დიდად ამახვილებს ყურადღებას ისეთ მოვლენაზე, როგორიცაა ექსტრასენსორია. მოდაში შემოვიდა ტერმინები: "ბიოველი", "აქტიური ველი", "ფსიქიკური ენერგია", "ასტრალი", "ქრიზმა", "მიკროკოსმოსი" და სხვა. ადამიანთა გარკვეული ნაწილი "ექსტრასენსებთან" სამკურნალოდ დადის. მათი აზრით, ექსტრასენსები დაჯილდოებულნი არიან რაღაც ზებუნებრივი "მეექვსე გრძნობით".

განსაკუთრებით ცნობილ ექსტრასენსებზე უამრავი სტატია და წიგნია შექმნილი. მაგალითად, უახლოეს წარსულში ცნობილი ექსტრასენსი და წინასწარმეტყველი იყო ვანგა. ამბობენ, მან იწინასწარმეტყველა წყალქვეშა გემის - "კურსკის" ჩაძირვაო. მის შესახებ უცნაურ ამბებს ჰყვებიან: 1923 წლის მზიან დღეს უცებ გაშავდა ცა და ქალაქს თავს დაატყდა ქარიშხალი. ქარბორბალამ 12 წლის გოგონა ცაში აიტაცა და მიწაზე დაახეთქა. ის მეორე დღეს იპოვეს, ვერაფერს ხედავდა, ხოლო 1 თვის შემდეგ საერთოდ დაბრმავდა. მაგრამ სინათლის დაკარგვის შემდეგ ვანგელია გუშტეროვა, შემდგომში ყველასთვის ცნობილი წინასწარმეტყველი - ვანგა გახდა.

უახლოესი წარსულის ექსტრასენსთაგან ცნობილია აგრეთვე ვოლფ მესინგი, რომელიც 1975 წელს სიღარიბესა და სიმარტოვეში გარდაიცვალა. მან ზუსტად იცოდა, როდის მოკვდებოდა. ვოლფმა პირველად თავისი შესაძლებლობები 3 წლის ასაკში გამოამჟღავნა. როდესაც პირველად ჩაჯდა მატარებელში, ვაგონში შემოვიდა კონტროლიორი, ვოლფს არ ჰქონდა ბილეთი და მაგიდის ქვეშ შეძვრა, კონტროლიორმა გამოათრია ბიჭი და ბილეთი მოსთხოვა. ბიჭმა ცარიელი ფურცელი გაუწოდა და თავის თავს არწმუნებდა, რომ ეს ბილეთი იყო. მის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც კონტროლიორმა ფურცელი ბილეთად ჩათვალა, თან უთხრა: "რატომ იმალები მაგიდის ქვეშ, ეს ხომ შენი კანონიერი ადგილია". 1943 წელს ვოლფ მესინგმა ზუსტად მიუთითა II მსოფლიო ომის დამთავრების თარიღი. ჰიტლერმა მისი მოკვლისთვის 200 მარკა დააწესა. ვოლფი მოგზაურობდა მთელ საბჭოთა კავშირში, ხალხს მისი სჯეროდა.

დღეს ე. წ. ექსტრასენსები გულახდილად საუბრობენ რადიოთი თუ ტელევიზიით. აღფრთოვანებული კორესპონდენტები, როგორც წესი, არ იკვლევენ მათი ძალების ბუნებას, მკურნალობის მეთოდებსა და შედეგებს. ექსტრასენსები თავიანთ თავს ადამიანთა "კეთილისმყოფელებს", "მკურნალებსა" და "მასწავლებლებს" უწოდებენ. ათასობით ადამიანი პერიოდულად საკუთარ თავზე ზემოქმედების ნებას აძლევს მათ. ამ ზემოქმედების წარმომავლობა და შედეგები კი ბევრისთვის სრულიად უცნობია. ეს საშინელი უმეცრების ბრალია.

ფსიქოთერაპევტ კაშპიროვსკის, რომელიც 1989 წლის 24 ნოემბერს ღამის 12 საათის შემდეგ გამოვიდა ტელევიზიით, მოჰყავდა ციტატები შავი მაგიის წიგნიდან და ეყრდნობოდა მას, როგორც სრულიად მისაღებ და პოზიტიურ წყაროს. კაშპიროვსკის ზემოქმედების დემონური ხასიათი უკვე მისი სეანსების დროს გამოვლინდა. გამოკვლეულია 2015 მოსწავლე, რომელთაგან 93% ჩართული იყო კაშპიროვსკის სეანსში. სეანსის დროს აღინიშნებოდა აკვიატებული მოძრაობანი, ისტერიული რეაქციები, ჰალუცინაციური ფენომენი და სხვა ფსიქიკური დარღვევები. სახეზე იყო დემონის მიერ ადამიანის სხეულის დაუფლების ნიშნები. უნებლიე მოძრაობანი, ადამიანის ნებისაგან დამოუკიდებელი შეძახილები და შეგრძნებები, ისტერიკა - ყველაფერი ეს ეშმაკით შეპყრობილის აშკარა ნიშნებს წარმოადგენს. 42%-ს ეუფლებოდა ჰიპნოზური ძილი. სეანსის შემდეგ 76%-ს აღენიშნებოდა სხვადასხვა ფორმის ფსიქიკური დეზადაპტაციის მოვლენა. მკვეთრად შეინიშნებოდა თვითჩაგონებისა და ისტერიული რეაქციის აღმავლობის ტენდენცია. ტაშკენტის ოლქის 49-ე საშუალო სკოლის მოსწავლეებს კაშპიროვსკის სეანსების დროს განუვითარდათ ჯგუფური ისტერიული რეაქცია, რომელიც ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, ამან სკოლის დეზორგანიზაცია განაპირობა. ტელესეანსების შედეგად, თუნდაც მხოლოდ ფოტოსურათი ეხილა კაშპიროვსკისა, ზოგიერთი ბავშვი კატალეპსიის მდგომარეობაში ვარდებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ დაერღვათ ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმი და შთაგონებით მოქმედებდნენ. მათ შორის იყვნენ დანაშაულებრივ მოქმედებათა მქონე მოზარდები და ზრდადასრულებულნიც კი. სეანსის შემდეგ სხვადასხვა ფსიქონერვიული აშლილობის გამო საჭირო გახდა მრავალი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია.

რუსეთში გამოიკვლიეს ექსტრასენსთა ტელესეანსის 6228 მაყურებლის წერილი. აი, შედეგები: 63%-ს აღენიშნა ავადმყოფობის მკვეთრი გაუარესება. შემდგომმა გამოკვლევებმა დაასაბუთა, რომ სეანსის დროს 15 თითქოსდა განკურნებულიდან 13-ში კვლავ იჩინა თავი ავადმყოფობამ, ამასთან გაცილებით მწვავე ფორმით. გარდა ამისა, ზოგ ავადმყოფს სეანსის დამთავრებისთანავე გაურთულდა მდგომარეობა.

კაშპიროვსკის ზნეობრივ სახეს ავლენს ვინმე ლუსია ურშოვას წერილი, გაგზავნილი ყოფილი სსრკ გენერალური პროკურორის სახელზე: "კაშპიროვსკიმ რეკლამის გაკეთების მიზნით გამომტყუა თანხმობა უნარკოზო ქირურგიულ ოპერაციაზე, რომელიც ჩემი უწყების გარეშე გადაიცემოდა ტელევიზიით. ოპერაციის დროს განვიცდიდი საშინელ ტკივილებს, რამაც შემდგომში გამიუარესა ჯანმრთელობა. კაშპიროვსკი ახდენდა ფილმის მისთვის ხელსაყრელი სარეკლამო ვარიანტის ჩვენებას: მასში მე შიშველი ვარ. პრესაში ამცირებს ჩემს ადამიანურ ღირსებას. აგერ უკვე 18 თვეა, არსებობის ყოველგვარ სახსარს ვარ მოკლებული, ვიმყოფები საავადმყოფოში. გთხოვთ დამეხმაროთ, რათა აღვძრა საქმე სასამართლოში კაშპიროვსკის წინააღმდეგ". ასე რომ, ექსტრასენსორია სხვა არაფერია, თუ არა სიცრუეზე აღმოცენებული მოძრაობა.

დეკანოზი გიორგი სხირტლაძე აღნიშნავს, რომ ზემგრძნობელობა, წინასწარმეტყველებები, კურნებები, - ეს ყველაფერი არსებობს, მაგრამ მხოლოდ ღმერთის დაშვებით და ისიც წმინდა ცხოვრების შემთხვევაში: "ადამიანებს, როგორებიც იყვნენ წმინდა ქსენია პეტერბურგელი, სერაფიმ საროველი, სერგი რადონეჟელი, შიო მღვიმელი, გაბრიელ ბერი და სხვები, ჰქონდათ ზეგრძნობადი ხედვა, რაც მათ ბრძნულ დარიგებებსა და კურნებებში გამოიხატებოდა. ამის უნარი მათ ღმრთისგან ჰქონდათ ბოძებული, ეს გახლდათ მათი წმინდა მოღვაწეობის, ეკლესიურ ცხოვრებაში მაქსიმალური თანამონაწილეობის შედეგი და არა მაგიური ტექნოლოგიებითა და მედიტაციებით მიღებული მაგიურ-ეზოთერული ცოდნა, რომელიც ადამიანის სხეულზე, სულსა და სამშვინველზე ძალადობის ხასიათს ატარებს. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, რომ ექსტრასენსორია მოქცეული იყოს ღმრთის ქმედების ქვეშ. ექსტრასენსორია არის ადამიანთათვის დაცემული სულების მიერ მიცემული ძალაუფლება, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, პიროვნებებზე უარყოფითად იმოქმედონ. ადამიანისთვის მინიჭებული რაიმე ძალაუფლება, თუ ის წმიდანობის ხარისხით არ არის დაჯილდოებული, უარყოფითად ზემოქმედებს, ანუ შეიძლება მისმა ქმედებებმა განკურნოს პატარა რამ, მაგრამ დამართოს უფრო დიდი სნეულება, მცირე მსხვერპლის შეწირვის ხარჯზე, შეიძლება უარესი დესტრუქცია შეიტანოს ორგანიზმში. ამიტომ ზეგრძნობადი რეალობის ფარდის ხელოვნური ახდა ღმრთისგან კურთხეული არ არის. ეს ენერგიები ჩვენთვის საჭირო რომ იყოს, ცხადი და თვალნათელი გახდებოდა.

არსებობდნენ რჩეული ადამიანები, რომლებსაც ღმრთისგან კურნების განსაკუთრებული კურთხევა ჰქონდათ. სხვადასხვა წმიდანები - წმიდა გრიგოლ ხანძთელი, შუშანიკი, ქეთევან დედოფალი - სიცოცხლის განმავლობაშიც ახდენდნენ სასწაულებს და მიწიერი ცხოვრების დასრულების შემდეგაც, მათი სხეულის წმიდა, მირონმდინარე, სურნელოვანი ნაწილები ნებისმიერ ექსტრასენსზე უფრო ძლიერ განწმენდასა და კურნებას ახდენენ ადამიანებზე. ასე რომ, ეკლესია, ლოცვით და წმიდანების სახით, ნებისმიერ ექსტრასენსზე უფრო მეტი კურნებისა და განწმენდის შედეგს იძლევა... თუკი ჩვენ, მასაჟების სახით, გვამის რეანიმაციას შევეცდებით, შეიძლება, ელექტრო-მაგნიტური ველის ზემოქმედებით, მას გარკვეული მოძრაობაც კი ვაიძულოთ, ხელი ან ფეხი გავამოძრავებინოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გვამი გაცოცხლდა. ასევე, თუკი ადამიანს ექსტრასენსების მეშვეობით მოჩვენებითი უკეთესობა მიეცა, არ ნიშნავს იმას, რომ იგი სრულიად განიკურნა და იგივენაირი კურნება მიიღო, რა კურნებასაც მიიღებდა საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობის შედეგად. ადამიანის სულიერ ცხოვრებაში ნებისმიერი ექსტრასენსორულ-მაგიური ჩარევა გვამის რეანიმაციას ჰგავს, რაც რეალურად შეუძლებელია. არა მარტო ქრისტიანული ეკლესიის, არამედ ნებისმიერ არაქრისტიანულ ტრადიციაშიც კი ექსტრასენსორია, მაგია, მისნობა და სხვა უარყოფითი და ჯადოქრული დატვირთვის მქონე გამოვლინებად აღიქმებოდა".

ხშირად ადამიანები ცდუნებაში ვარდებიან და სჯერათ ექსტრასენსებისა იმის გამო, რომ ისინი დადიან ეკლესიაში, აქვთ ხატების კუთხე, უნთიათ სანთელი, იყენებენ ნაკურთხ წყალს და ა. შ. ამაზე მღვდელი როდიონი წერს: "იყენებენ რა ადამიანთა სწრაფვას, ნებისმიერი გზით გაიუმჯობესონ ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექსტრასენს-ჯადოქრები მათ უარეს მდგომარეობაში აგდებენ, ეშმაკეულებად აქცევენ და ღუპავენ მათ სულს. შეიძლება შემეკამათოთ, რომ არიან თეთრი მაგი-ექსტრასენსები, რომლებიც ეკლესიაში დადიან და ადამიანებსაც თითქოს ღვთის ძალით კურნავენ. ჰოდა, არა ღვთის ძალით, უმეტესწილად ისე, რომ ვერც კი ამჩნევენ, ისინიც დემონური ძალების გავლენის ქვეშ იმყოფებიან. ეს ძალები მოჩვენებითი წარმატების მოპოვების გზით მათში (ექსტრასენსებში) სულ უფრო და უფრო მეტ პატივმოყვარეობასა და სიამაყეს აღანთებენ, თავიანთ მორჩილ სათამაშოებად აქცევენ და ამით საუკუნოდ ღუპავენ მათ სულს.

ზოგიერთ მორწმუნეს აინტერესებს: თუ ექსტრასენსები დემონურ ძალებთან არიან დაკავშირებულნი, მაშინ თავად ისინი რატომ დადიან ზოგჯერ ეკლესიებში, სხვებსაც აგზავნიან, როგორც მათ უყვართ თქმა, "ნათელი ენერგიის" მისაღებად. მრავალ მორწმუნეს უხილავს, რაოდენ დიდხანს დგანან ექსტრასენსები ხატების წინ, ხელებგაშლილნი, დაძაბულად თვალებგადმოკარკლულნი, ისინი ცდილობენ დაიმუხტონ ხატიდან გამომავალი ენერგიით. მღვდელ პავლე ფლორენსკის თქმით, "ხატი ესაა სარკმელი სხვა სამყაროში". თავს უფლებას მივცემ დავამატო, რომ ნალოცი ხატი სხვა სამყაროში ფართოდ გაღებული სარკმელია, რადგან ასეთ ხატთან, განსაკუთრებით კი სასწაულთმოქმედთან მიახლოებისას ჩვენ რეალურად ვგრძნობთ მასზე გამოსახული წმინდანის თანამყოფობას. როცა ხატს ვუცქერით მთელი არსებით, ჩვენ ზეაღვალთ პირველსახემდე და ჩვენი ლოცვა ათასი სხვა მლოცველის მიერ გაკვალული გზით ყოვლისმპყრობელი უფლის ტახტამდე აღწევს. ჩვენ ვღებულობთ პასუხს - ჩვენი ვედრება შესმენილია და შესრულდება. ექსტრასენსები დგანან ხატების წინაშე და ისრუტავენ ათასობით ქრისტიანის განუწყვეტელი ლოცვის შედეგად ხატის გარშემო კონცენტრირებულ ენერგიას. ხატს ამისგან არაფერი აკლდება, არც წმინდა გამოსახულების წინაშე მდგომ მორწმუნეთა ლოცვას, მაგრამ წარმოიდგინეთ, რაოდენ უგუნური უნდა იყო, რომ "საქორწინო ნადიმზე" (ღმერთთან ლოცვითი კავშირის და ევქარისტიის სიმბოლო) მიგიწვიონ, შენ კი მაგიდის ქვეშ შეძვრე და სტუმრების ნასუფრალი ნამცეცები აკრიფო, ნაცვლად იმისა, რომ თავი მაღლა ასწიო და დიდი დღესასწაულის ბრწყინვალებით ისიამოვნო. ექსტრასენსთა უმნიშნველო ნაწილი თავად დადის ეკლესიებში საზიარებლად და სხვებსაც აქეთკენ მოუწოდებს. ესენი დამწყები ექსტრასენსები არიან, ისინი, ვინც ჯერ კიდევ ბოლომდე არ ჩასწვდენია სატანურ სიღრმეებს და თავიანთი ღვთივრჩეულობით მედიდურობის სტადიაში იმყოფებიან. ისინი ეზიარებიან, რათა ახლა უკვე უშუალოდ დაიმუხტონ "დადებითი ენერგიებით". ეს აქტი მათ არწმუნებს იმაში, რომ კავშირი აქვთ ღმერთთან და სწორ გზას ადგანან. როგორც წესი, ისინი არასოდეს ამბობენ წრფელ აღსარებას და ირჩევენ იმ ეკლესიებს, სადაც საერთო აღსარების პრაქტიკაა დადგენილი (სადაც საკმარისია სიტყვის უთქმელად დახარო თავი ოლარის ქვეშ და ვალმოხდილის გრძნობით მიეახლო წმინდა ბარძიმს). რა შორს არიან ისინი ქრისტესაგან, მისი თავმდაბლობის, მოთმინებისა და სიმშვიდისაგან, ეკლიანი გზისაგან. ასე მიღებული ზიარება ხომ სულაც არ იძლევა გადარჩენის გარანტიას. ყველაფერი ხომ წრფელ სინანულსა და იმ განცდაზეა დამოკიდებული, რომლითაც წმინდა ბარძიმს მივეახლებით. მოციქული პავლე ამბობს: "რამეთუ რაოდენ-გზისცა შჭამდეთ პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს. ამიერითგან, რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა უღირსებით, თანა-მდებ არს იგი ხორცსა და სისხლსა უფლისასა... ხოლო რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თვისისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ხორცნი უფლისანი" (1 კორ. 11,26,27,29). ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ზიარების მაცხოვნებელი საიდუმლოთი მიღებული მადლის მკა დამოკიდებულია ადამიანის განწყობაზე, იმაზე, თუ როგორი უღირსებისა და სინანულის გრძნობით, საუკუნო ცხოვრების სურვილითა და ქრისტესადმი სიყვარულით მიეახლება იგი წმინდა ბარძიმს. ექსტრასენსებს ასეთი განცდები არა აქვთ, მათ არ სჭირდებათ ქრისტე მაცხოვარი, მათ არ სჭირდებათ მისი ცხოვრებით ცხოვრება, მათ სჭირდებათ ენერგია. აქედან ვხედავთ, რომ ექსტრასენსებს ეკლესიაში სიარულს უმეტესწილად დემონი სიწმინდეთა წასაბილწად ჩააგონებს. ეს მას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. ხატებსა და წმინდა საიდუმლოებებთან მიახლების საშუალებას მოკლებული დემონი ეკლესიაში აგზავნის მასზე მინდობილ ადამიანს, რომელსაც შემდეგ სიწმინდეთა მიმართ მკრეხელური დამოკიდებულებისათვის (თუნდაც გაუცნობიერებლად) დემონური ენერგიის ახალი მარაგითა და ექსტრასენსორული მონაცემების გაძლიერებით აჯილდოებს.

ზოგჯერ გვეკითხებიან: რატომ აგზავნიან ექსტრასენსები ხალხს მოსანათლავად? რატომ ამბობენ ზოგჯერ უარს მოუნათლავთან მუშაობაზე? ამას ექსტრასენსები აკეთებენ არა იმიტომ, რომ ადამიანთა საუკუნო გადარჩენისათვის ზრუნავენ, არამედ იმიტომ, რომ, მათივე თქმით, მონათლულებთან უფრო ადვილია მუშაობა. ექსტრასენსების ენერგია პიროვნულია და ავადმყოფთან მუშაობის დროს ხდება მათი ურთიერთზემოქმედება. მოუნათლავი ადამიანის სული კი ფართოდაა გაღებული არაწმინდა სულების ზემოქმედებისათვის და მუშაობის დროს არსებობს ამ სულებთან, ასე ვთქვათ, შეჯახების დიდი ალბათობა, რისთვისაც დამწყები ექსტრასენსები მზად არ არიან. ე.ი. მათ ჯერ კიდევ არ შეუძლიათ მათთან "შეთანხმება". ისინი ადამიანებს მოსანათლავად აგზავნიან, რადგანაც ნათლობის საიდუმლოს აღსრულებისას ადამიანიდან განიდევნება არაწმინდა სულები და ექსტრასენსის მათთან არასასურველი შეხვედრისათვის ნაკლები შანსი რჩება. ავადმყოფებს ნათლობას ურჩევენ მხოლოდ დამწყები ექსტრასენსები. მონათლულ ადამიანებთან მუშაობის დროს ექსტრასენსები მათგან უმაღლესი დონის წმინდა ენერგიას შეიწოვენ, ვინაიდან ნათლობის საიდუმლოთი ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება. იგი ქრისტეს შეიმოსავს, ხდება ეკლესიის წევრი და მასზე გადმოიღვრება სულიწმინდის მადლი, და ის ენერგია, რომელიც შეუძლიათ მიიღონ მონათლული ადამიანისგან, ექსტრასენსებს მეტად ესაჭიროებათ". ამაზე იერემია წინასწარმეტყველი ბრძანებს, წყეული იყოს ის, ვინც ღვთის საქმეს ბოროტად იყენებსო.

კითხვაზე, თუ რამდენად მძიმე ცოდვაა ექსტრასენსთა ქმედება-მოღვაწეობა, ეკლესიას ცალსახა პასუხი აქვს: "ეს არის მომაკვდინებელი ცოდვა, რომელიც, სჯულის კანონით, 20 წლით უზიარებლობას გულისხმობს, რადგან მკვლელობის ცოდვას უტოლდება. ადამიანებმა, რომლებმაც დიდი ხანია ზნეობას გადაუხვიეს და ქრისტიანული ცხოვრების ჩარჩოებიდან გამოვიდნენ, ეს ცოდნა სულიერ გარყვნილებასთან დააკავშირეს და ჯადოქრობა და გრძნეულება შემატეს. ასეთ მაგიურ ქმედებებსა და ცრუ სასწაულებს ადამიანები ადრეც აღასრულებდნენ. მაგალითად, წმიდა კვიპრიანე ეპისკოპოსი, ვიდრე მოექცეოდა, კურნებებს ასრულებდა. ასევე კვინოპ გრძნეულს, რომელიც იოანე ღვთისმეტყველს ებრძოდა, უამრავი ცრუ სასწაულები და კურნებები ჰქონდა აღსრულებული და ხალხი დიდ პატივსა და თაყვანს სცემდა, როგორც დიდ მკურნალსა და გრძნეულს. სვიმონ მოგვი, რომელიც მეფე ჰეროდეს პირადი გურუ-მოძღვარიც გახლდათ, კედლებშიც გადიოდა და ჰაერშიც დაფრინავდა და სწორედ ჰაერში ფრენის დროს პეტრე მოციქულის ლოცვით იქნა ჩამოგდებული, რის შემდეგაც დაიმტვრა და გარდაიცვალა. იგი უამრავ ცრუ სასწაულს, მათ შორის, კურნებებსაც აღასრულებდა. საკვირველი ის კი არ არის, ჩვენ ამ საკითხს რომ ვარჩევთ და ვიკვლევთ, კარგია თუ ცუდი, საკვირველი ის არის, რომ ეს საკითხი კიდევ ისმება. იმდენად დიდი ხანია, რაც ეკლესიამ ექსტრასენსორია დაგმო და უარყო, რომ დღეს ამის ავკარგიანობის საკითხი არც უნდა დგებოდეს. მაგრამ დღეს, როდესაც ადამიანებს ჭეშმარიტი ფასეულობები გამოეცალათ, ძველმა სიცრუემ ახალი სიცრუე დაბადა, რადგან არ შეიძლება ადამიანებმა, რომლებიც გუშინ სიცრუეს თესავდნენ, დღეს სიკეთე დათესონ. მაგია არაფერია, თუ არა სიცრუეზე აღმოცენებული მოძრაობა" (დეკანოზი გიორგი სხირტლაძე).

წმინდა იოანე ოქროპირი ამბობდა: "ასეთებს (ჯადოქრებს), წმინდა სამების სახელითაც რომ ლაპარაკობდნენ, წმიდანებს რომ უხმობდნენ და პირჯვარსაც ისახავდნენ, უნდა გავექცეთ და გავერიდოთო". იმ ადამიანებს, რომელთაც ექსტრასენსებისა სჯერათ, ეკლესია მოუწოდებს; "ნუ ეხუმრებით ამ ეშმაკისეულ მკურნალებს, ნურავითარ ცნობისმოყვარეობას ნუ გამოიჩენთ მათ მიმართ, ნუ ივლით "ჰიპნოზიორებთან" ვითომ უბრალოდ, ცნობისმოყვარეობის გამო, და ნურც მათ ტელესეანსებს უყურებთ. უმცირესი ყურადღება "ეშმაკის სამზარეულოს" მიმართ, თუნდაც ყოველგვარ თანაგრძნობას მოკლებული, შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს თქვენი ამქვეყნიური და საუკუნო ცხოვრებისათვის. თვით ასეთი უბრალო "ცნობისმოყვარეობა" უკვე მძიმე ცოდვაა ქრისტიანული სარწმუნოებისა და სინდისის წინაშე, ყოვლად მოწყალე ზეციერი მამის შეურაცხყოფა, მის მიმართ უმადურობა".

ქრისტიანის სამი თვისება, კეთილსინდისიერება, ღმრთისმოშიშება და მართლმადიდებლური სარწმუნოებით განათლება, არის ის სამი წყარო, რომლებიც შეიძლება ამ დინებას დაუპირისპირდეს. ვისაც ექსტრასენსების სჯერა, დეკანოზი გიორგი სხირტლაძე ურჩევს, ირწმუნონ ქრისტე, რადგან მათი ურწმუნოება უცოდინარობითაა გამოწვეული. "ასეთმა ადამიანებმა მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში მეტი ცოდნა უნდა შეიძინონ. რადგან ისინი, ვინც ფუნდამენტალურ, მართლმადიდებლური ეკლესიის ცოდნას მოკლებულია, უხვად ეწაფებიან ამ ცრუ ცოდნას, რომელიც მათ დროებით განაცვიფრებთ. აქედან გამომდინარე, ისინი ისეთივე ცდუნების წინაშე დგებიან, ერთ დროს ადამი და ევა რომ იდგნენ. ადამიანს გონება იმისთვის აქვს მიცემული, რომ ერთმანეთისგან განასხვაოს სიკეთე და ბოროტება, ნებისყოფა კი იმის შესარჩევად, თუ რომელი მიიღოს. ადამიანში ყველა პირობაა იმისთვის, რომ აირჩიოს, რა სურს, სიცოცხლე თუ სიკვდილი. ადამიანმა მართლმადიდებლურ ეკლესიაში უნდა გაიდგას ფესვები. ადამიანებს ვუსურვებ, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოების, ცნობიერების სისავსეს მიაღწიონ და მიიღონ ნათელი ქრისტესი, რითაც ისინი დაცულნი იქნებიან ყოვლისაგან ბოროტისა".

ინტერნეტის მასალების მიხედვით
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler