"ხალხური ქრისტიანობა" აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში
"ხალხური ქრისტიანობა" აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში
საქართველოს აღმოსავლეთის მთიანეთი თავისი ნახევრად ქრისტიანული, ნახევრად წარმართული რელიგიით გამოირჩევა. საინტერესოა, არის თუ არა ფშავ-ხევსურული წარმართობა წმინდა ნინოს შემოსვლამდე არსებული წარმართული ეპოქის მემკვიდრე, რომელსაც ქრისტიანული ელემენტები შეემატა; წმინდა წყლის წარმართობაა თუ წარმართობით ფერნაცვალი ქრისტიანობა; რა ქრისტიანულ და წარმართულ სახე-სიმბოლოებს შეიცავს მთის შვილთა მითოლოგიური თქმულებები. ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი ზურაბ კიკნაძე.

- როდის იღებს ქართული მითოლოგია სათავეს და ატარებს თუ არა ის ქრისტიანულ ნიშნებს?

- ქართული მითოლოგია პირობითი ცნებაა. არსებობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მითოლოგია, მითოლოგიური ტექსტები - ანდრეზები. მითოლოგია თავისთავად რელიგიური ჭეშმარიტებების გადმოცემის ჭურჭელია. მითოლოგიურ თქმულებაში - ანდრეზში, ისევე როგორც სახარებაში, ბიბლიაში, ფუძემდებლურ ტექსტებში, გადმოცემულია რელიგიის საფუძვლები, რომლებსაც შემდეგ ქრისტიანული დოგმატები ეყრდნობა. მთაში რელიგია მითოლოგიური თქმულებებითაა გადმოცემული. ამჟამად არსებული ანდრეზები რომ ვჩხრიკოთ, შესაძლოა, წარმართული ხანის (წმინდა ნინოს შემოსვლამდე) რაღაც ნამცეცები აღმოვაჩინოთ.

ეთნოგრაფთა აზრით, აღმოსავლეთის მთიანეთში ქრისტიანობამ აითვისა ის წარმართული ელემენტები, რომლებიც მას შემოსვლისას დახვდა. ისინი ფიქრობენ, რომ აღმოსავლეთის თქმულებების არქაული ფენა წარმართულია და მას დაემყნო ქრისტიანობა.

მე არ ვეთანხმები ამ შეხედულებას. ვფიქრობ, რომ მთაში წარმართობა პირველადი არ უნდა იყოს, ის მეორეული დანაშრევია, რომელიც ქრისტიანულ ცნობიერებას დაეშენა. ქრისტიანობა შემოვიდა და წარმართობამ მას ადგილი დაუთმო. რა უნდა გამოეყენებინა წარმართული არსენალიდან ქრისტიანობას? აღმოსავლეთ საქართველოს მკვიდრთ რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ ქრისტიანები არიან და არ იციან, რა არის წარმართობა. მართალია, მითის სიუჟეტის ასაკის დადგენა რთულია, მაგრამ ვფიქრობთ, ფშავ-ხევსურული თემები, საყმოები ჩამოყალიბდა არაუგვიანეს შუა საუკუნეებისა, XVII-XVIII საუკუნეებში კულმინაციას მიაღწია, XIX საუკუნეში კი დღევანდელი სახე მიიღო. რა თქმა უნდა, ანდრეზებიც ამ პერიოდში შეიქმნებოდა. მთაში VIII-IX საუკუნეების ეკლესიის ნანგრევებია აღმოჩენილი, რაც ადასტურებს იმას, რომ ქრისტიანობას ამ პერიოდისთვის უკვე ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული. მთაში არსებული ჯვარ-ხატების არსს თუ ჩავწვდებით, დავინახავთ, რომ საკრალური ტერმინოლოგიით XV-XVI საუკუნეებს არ სცილდება. ასე რომ, აღმოსავლეთ მთიანეთის რელიგიას საერთო არაფერი აქვს წარმართობის ეპოქასთან, რომელიც წმინდა ნინოს შემოსვლამდე იყო.

- საინტერესოა, როგორ მოხდა უკვე ჩამოყალიბებული ქრისტიანული რელიგიის გაწარმართება შუა საუკუნეებში, მაშინ, როცა საქართველოში სახელმწიფო რელიგია ქრისტიანობა იყო.

- საქართველოს ისტორიამ იცის მაგალითები, როცა რენესანსის პერიოდშიც, ქრისტიანული აღმავლობის ეპოქაშიც საქართველოს მთაში წარმართობა ბატონობს. თამარ მეფის მემატიანე ისტორულ დოკუმენტში "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი" აღწერს, როგორ აუჯანყდნენ მეფეს ფხოველები და დიდოელები. მათ ასალაგმად მეფემ ათაბაგი გაგზავნა. მემატიანე ახლავს ათაბაგს და აღგვიწერს მაშინდელ მთიელებს: დიდოელები წარმართებად არიან დახასიათებულნი, ძაღლს სცემენ თაყვანს, უმ ხორცს ჭამენ, ფხოველებზე კი ნათქვამია, რომ ისინი ჯვრის მსახურნი არიან და ქრისტიანობას იჩემებენ. გარეგნული ნიშნები მათაც ქრისტიანული აქვთ, როგორც დღევანდელ ფშავ-ხევსურებს, მაგრამ ქრისტიანობის კლასიკური მიმდევრები არ არიან. მაშინდელ ფხოვშიც ქრისტიანობა თავიანთ თემზე ჰქონიათ მორგებული და შეცვლილი ფხოველთა ფანტაზიით, თუმცა ქრისტიანული თვითშეგნება, იდენტურობა არ დაუკარგავთ, არ გაწარმართებულან.

ისტორიის მანძილზე ქრისტიანობას ბევრჯერ განუცდია წარმართული ელემენტების შეჭრა. დღესაც, განსაკუთრებით სოფლებში, შევხვდებით ცრურწმენის ელემენტებს. ეს სტიქიური წარმართობაა, რომელიც თან სდევს ადამიანს. ადამიანი მიდრეკილია წარმართობისკენ. მას ყოფითი პრობლემები და შეხედულებები სჭიროებისამებრ შეაქვს რელიგიაში. ასეთი მოვლენა - სტიქიური წარმართობა ნებისმიერი წიგნიერი რელიგიის ხვედრი შეიძლება გახდეს, როდესაც წიგნი დაიკარგება. წიგნის არარსებობა იწვევს ათასგვარ ინტერპრეტაციას, ჭეშმარიტებიდან გადახვევაც ასეთ შემთხვევაში ხდება. ამიტომ არის, რომ წიგნს ასეთი მნიშვნელობა ენიჭება ქრისტიანობაში. წიგნი ხატივითაა, მას პატივით გამოაბრძანებენ წირვაზე, თაყვანს ვცემთ და ვემთხვევით. რომ არა წიგნი, ძალიან გაგვიჭირდებოდა წმინდად შეგვენარჩუნებინა ქრისტიანობა.

ფშავ-ხევსურეთის გაწარმართების მიზეზიც ისაა, რომ საქართველოს სამეფო ტახტმა ვერ მოიცალა, წიგნი შეეტანა ამ კუთხეში. XVIII საუკუნის მიწურულს, როდესაც რუსეთ-საქართველოს შორის ტრაქტატი იდებოდა, რუსეთის იმპერატორმა მოითხოვა, ქართველებს თავიანთი ვინაობა, სარწმუნოება აღეწერათ. 1770 წლის ტრაქტატის ერთ-ერთ პუნქტში საინტერესო რამ წერია: "არს ხევსურეთი, კერძო ქრისტიანენი, ნახევრად ქრისტიანენი, ჩვენის მოუცლელობისა და ჟამთ ვითარებისაგან რჯულზე წამხდარი". ხევსურთა რჯულზე წამხდრობა გამოუწვევია იმას, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას მისი პატრონობის ძალა აღარ შესწევდა. ამის გამო ეს მხარე XVII-XVIII საუკუნეებში სრულ იზოლაციაში მოექცა. მღვდელი იქ აღარ იყო და წიგნი, წიგნიერი ცოდნა დავიწყებას მიეცა, ხალხიც ნახევრად ქრისტიანი გახდა.

მარტოდ დარჩენილ ფშავ-ხევსურებს თავის გადასარჩენად რელიგია სჭირდებოდათ. ეს საზოგადოების ცნობიერების სტიქიური სურვილია - ადამიანს სურს, თაყვანისცემის საგანი ჰქონდეს, მით უმეტეს, ექნებოდა ეს ხალხს, რომლის მეხსიერებაშიც ქრისტესა და ჯვარს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. მიტოვებული საზოგადოება იძულებული გახდა, მეხსიერებაში შემორჩენილი ქრისტიანული დეტალებისგან ახალი, შესანიშნავი რელიგიური სისტემა შეექმნა. მათ ტექსტებს ნებისმიერი ქრისტიანი გაიმეორებდა: "დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა! დიდება მზესა, მზის ცხოლ ანგელოზებსა... დიდება ღმერთსა, რჯულს ქრისტიანთასა".

შუა საუკუნეებში, ზურაბ ერისთავის ბრძოლების დროს, როდესაც ფშავ-ხევსურები თავიანთ ღირსებას, ტერიტორიებს იცავდნენ და ბარის სათამაშოც კი გახდნენ, მტრისგან დასაცავად აუცილებლად სჭირდებოდათ რელიგია - მისტიკური მფარველი. შეიქმნა კულტი, ერთი პატრონის ქვეშ გაერთიანებული საყმო. ფშავში ლაშარის ჯვრის გარშემო თორმეტი თემი გაერთიანდა. თითოეულ თემს კი თავისი ღვთისშვილი ჰყავდა მფარველად.

- წარმართობაშერეულ ახალ ფშავ-ხევსურულ რელიგიას რა შემორჩა ქრისტიანობიდან?

- ამ რელიგიის ტერმინოლოგია მთლიანად ქრისტიანული ლექსიკონიდან არის აღებული: ხუცესი, დეკანოზი, ლიტანია, სეფისკვერი... ყველა მითოლოგიური ტექსტი, რიტუალი ქრისტიანული სიმბოლოებისგან არის შეძერწილი. სიღრმეში რომ ჩავიდეთ, დავინახავთ, რომ ეს ქრისტიანული სუბსტრატია.

მთელი რელიგია ჯვარზეა აგებული. ჯვარმა დიდი ადგილი დაიკავა, როგორც საზოგადეობის პატრონმა. როგორც ეკლესია იფარავს სოფელს და ხალხი ეკლესიის გარშემო ერთიანდება, ასევეა ჯვარი აღმოსავლეთ მთიანეთში. პირველ საუკუნეებში ჯვარი ეკლესიის მნიშვნელობითაც იხმარებოდა. "მცხეთის ჯვარშიც" ჯვარს ეკლესიის მნიშვნელობა აქვს. აღმოსავლეთ საქართველოში კი ჯვარს ეს მნიშვნელობა დღემდე შემორჩა. ის არ არის მხოლოდ და მხოლოდ ორი გადაჯვარედინებული ძელი; ის ცოცხალი არსებაა, რომელსაც ღვთისშვილს, ღვთის დანაბადებსაც უწოდებენ. მისი სულიერი პატრონი, ანგელოზიც, ქრისტიანული ტერმინებით არის გამოხატული. ჯვარი ცოცხალია.

ხევსურულად ჯვრის მნიშვნელობით ხატიც იხმარება. ჯვარ-ხატი ერთი და იგივეა. ფშავ-ხევსურთა ეკლესიაც, შესაკრებელიც ჯვარ-ხატად იწოდება. ხატს ხანდახან ჯვრის გამოსახულება აქვს.

ჯვარი მოდის მტრედის, ცეცხლის ბურთის სახითაც. ფშავ-ხევსურებმა საოცარი სულიერი სახე მისცეს ჯვარს. ამის გამო ის უდიდესი თაყვანისცემის საგანი გახდა. ჯვარი უხილავი არსებაა. მასში ერთიანდება ღვთისშვილიც, რომელსაც მორიგე ღმერთი უგზავნის რომელიმე თემს დასახმარებლად. ღვთისშვილი ღვთის ნების აღმსრულებელი, ღვთის დანაბადებია. ღვთისშვილნი დევებს უპირისპირდებიან. "დაევა" ირანულიდან მომდინარეობს. ის ნათელი ღმერთის აჰურამაზდას მოწინააღმდეგე დასის სახელწოდებაა. ამ ბრძოლაშიც ღვთისშვილები ნათელი ღმერთის მხარეს არიან. დევის სახით ადამიანი ებრძვის ყოველგვარ "დევურ" გამოვლინებას საკუთარ თავში, გარე სამყაროში. "შუშანიკის წამებაშიც" დევი წარმართობის მნიშვნელობით არის გამოყენებული. "შენ დევნი შემოიხუენ", - ეუბნება შუშანიკი ვარსქენს, რომელმაც ჭეშმარიტება უარყო. როგორც ნინოს ჯვარი ანგრევს საკერპოებს, ისე ღვთისშვილი - ჯვარი ანადგურებს წარმართობის სიმბოლოს, დევს. ყველა ღვთისშვილს თავისი ბიოგრაფია და დევებთან ბრძოლის ისტორია აქვს. საყმოც მუდამ მადლიერია, რადგან ღვთისშვილთა დახმარებით იბრუნებს ტერიტორიებს, სალოცავებს. დევებისგან დახსნა წარწყმედისგან დახსნაცაა.

დევებსა და ღვისშვილებს შორის ბრძოლა საღვთო ომია. ამ საღვთო ომის პროცესში წარმოიქმნა ახალი რელიგიაც. ამ რელიგიის დასაწყისი კარგად ჩანს ერთ მითოლოგიურ თქმულებაში: დევებს სცოდნიათ მჭედლობის საიდუმლო, რომელსაც ადამიანებს არ უმხელდნენ. ერთ კაცს ამ საიდუმლოს გასაგებად დევებთან ცოლი გაუგზავნია. შეურაცხყოფილი ქალი შინ ტირილით დაბრუნებულა: ნეტა იქ არ გაგეშვი და აქ მოგეკალიო. სასოწარკვეთილი კაცი, რომელიც თავად უძლურია გაუმკლავდეს მტერს - დევს, მიმართავს მორიგე ღმერთს და დახმარებას სთხოვს. სანაცვლოდ კი საუკეთესოს - თავისი გაზრდილი ხარის შეწირვას ჰპირდება. ასე მყარდება ადამიანსა და ღმერთს შორის კავშირი. იქმნება რელიგია. მორიგე ღმერთი უშვებს ღვთისშვილს - ჯვარს, რომელიც ადამიანს ღირსების აღდგენაში ეხმარება. ღვთისშვილის დევთან ბრძოლა იგივეა, რაც წმინდა გიორგისა გველეშაპთან. ფშავ-ხევსურეთში წმინდა გიორგიც ღვთისშვილია, მთავარანგელოზი მიქაელიც. როგორც ქრისტიანობაში, იქაც დაცულია შვიდსაფეხურიანი იერარქია.

ჯვარი დედამიწაზე კვრივ ადგილს ქმნის. "კვრივი" უხილავად ზღვარდადებული საკრალური ადგილია. მთელი ეკლესია საკურთხეველივითაა დაცული. იქაურებმა იციან, სად გადის ზღვარი. "კვრივს" ფრინველები და ცხოველები პოულობენ.

მტრედს დიდი მნიშვნელობა ენიჭება მთის რელიგიაში. ის წმინდა ადგილების მიმანიშნებელია, ჯვრის მანიფესტაციაა. ადამიანებს აღმოუჩენს ადგილს, სადაც ჯვარს სურს დამკვიდრება. II-III საუკუნეების ქრისტიანი მოღვაწე ტერტულიანეც ქრისტიანულ ტაძარს მტრედის სახელს უწოდებდა. მტრედი ძველ აღთქმაში - ნოესთან, ახალ აღთქმაში კი ნათლსიღებისას სულიწმინდის სიმბოლოდ ჩანს. უძველეს ქრისტიანულ კატაკომბებშიც გამოსახულია მტრედი. ეს არის ადამიანის სული, რომელიც უკვდავებას ეწაფება. აღმოსავლეთის მთიანეთის ცნობიერებაშიც დიდი ასპარეზი დაეთმო მტრედს. ერთი შესანიშნავი მთიულურ-გუდამაყრული ანდრეზი მტრედზე მე თვითონ ჩავიწერე გუდამაყარში: მთიულეთიდან ლაკათხევში სახლის ასაშენებლად ხეს ჭრიდა ქარჩაიძე. შეუმჩნევია, რომ მტრედს ნაფოტები მიჰქონდა სადღაც. გაჰყოლია. მტრედს ქარჩაიძე გუდამაყარში გადაუყვანია, დუმაცხოში. ფრინველს კაცი ტყეში შეჰყოლია. იქ კი უნახავს, რომ მტრედს ნაფოტებისგან ეკლესიის მოდელი აეშენებინა. ქარჩაიძემ ეს ამბავი დუმაცხოს მცხოვრებთ შეატყობინა. ყველა მიხვდა, რომ მტრედი ღვთის შთაგონებით მოქმედებდა. ქარჩაიძემ სახლის ნაცვლად ეკლესია ააშენა. გასამრჯელოდ კი, ცხვრის, ფულის ფართალის ნაცვლად, რძლის კარნახით, ამ ეკლესიიდან მადლი გამოითხოვა. დღესაც ხატობას დუმაცხოში პირველ რიგში ქარჩაიძეების შესაწირს შეიწირავენ. ლოცავენ: იმრავლონ ქარჩაიძეებმაო.

ასევეა სხვა ფრინველებიც. ხევის გერგეტის სამებაც ყვავის კარნახით აუშენებიათ იმ ადგილას.

ფრინველები და ცხოველები ღვთის ნების საუკეთესო გამტარები არიან. ადამიანს საკუთარი ნება აქვს და ღვთის ნებას ვერ ატარებს.

ძალიან ხშირია, როცა ძროხებმა აღმოაჩინეს ადგილი, სადაც ეკლესია უნდა აშენებულიყო. ძროხას ან ხარს რქებზე ხატს დააკრავდნენ და გაუშვებდნენ. ის სხვადასხვა სახით მიანიშნებდა საყმოს, სად იყო "კვრივი".

გუდამაყარში ერთ-ერთი ჯვრის სახელი "პირიმზე ფუძის ანგელოზი ხორასნის შვიდი ათასი ტყვის მხსნელი წმინდა გიორგია". თქმულების მიხედვით, ხევსური ტყვეები ხორასანში გადაასახლეს. ისინი საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობდნენ. ქადაგის რჩევით, ხარს რქებზე დააკრეს ხატი, რომელიც თან ჰქონდათ. ხარმა ისინი ღვთის შთაგონებით ხორასნიდან ხევსურეთში ჩამოიყვანა. ლომისის წმინდა გიორგიც ხორასნის ტყვეთა მხსნელია.

ყველა საგანსა და წეს-ჩვეულებას კი აერთიანებს ქრისტიანობის უმთავრესი ატრიბუტი - თასი. თასი აჩვენებს საყმოსა და თემის ერობას ჯვრის გარშემო. ხუცესი დგას და უჭირავს ვერცხლის ჯაჭვებით, სამკაულით შემკული თასი. საყმო შეჰყურებს თასს, როგორც წმინდა გრაალს. ის ჯვართან საყმოს თანაზიარობის სიმბოლოა. ეს არის კულმინაცია - ეკლესია. ის იწვევს ხალხს. მედღესასწაულეს შეუძლია, ბაგით შეეხოს მას. რა თქმა უნდა, შინაარსი არა, მაგრამ სქემა ზუსტად იმეორებს ზიარების საიდუმლოს.

როდესაც თემების კონსოლიდაცია მოხდა და ფშავ-ხევსურეთი მტკიცე საყმოებად ჩამოყალიბდა, როგორც ჩანს, სამეფო ტახტმაც მოიცალა მთისთვის, იქ წიგნიც შეიტანეს, მაგრამ უკვე კარგად ჩამოყალიბებული რელიგიური სისტემა დახვდათ. ერეკლე მეფეს ხევსურეთში ორმოცდაოთხი კაცი მოუნათლავს და გუდანის ჯვრის მოძმე გამხდარა, გუდანის ჯვრის საყმო კი - ერეკლეს საყმოც. "ერეკლე, შენგან ფულს როგორ ავიღებთ, უნჯი (ძვირფასი) ყმანი ვართ შენია", - ვკითხულობთ ხევსურულ ტექსტებში. საყმოს ბატონი არ ჰყავდა. მისი პატრონი კი მთაში გუდანის ჯვარი იყო, ბარში - ერეკლე.

ასე გადაირჩინეს თავი აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებმა სახეცვლილი ქრისტიანობით.

ფშავ-ხევსურული რწმენა ქრისტიანობის ერთგვარი სახეცვლილებაა და არა საკუთრივ წარმართობა. მათზეც შეიძლება ითქვას - "ქრისტიანობას იჩემებენო". თვითშეგნებაც ქრისტიანული აქვთ. "დიდება დღესა დღესინდელსა რჯულქრისტეანთასა", - ამბობს ფშაველიცა და ხევსურიც და თავს "რჯულქრისტეანს" უწოდებს.

დღეს ხევსურეთი დაცლილია, ფშაველთა დიდი ნაწილი კახეთში გადასახლდა, მაგრამ თავიანთ თემურ ერთიანობას ყოველ დღესასწაულზე ადასტურებენ. ჯერ კიდევ არსებობს წინაპართა ადგილების ხსოვნა. ჩემი აზრით, ეს ხალხური ქრისტიანობაა. ამ პროცესს ქრისტიანობის ფოლკლორიზაციასაც ვუწოდებდი და არა წარმართობას. აშკარად ჩანს, რომ საზოგადოებას, რომელსაც არც ქრისტე დაუვიწყებია, არც ჯვარი, მაგრამ "ჩვენის მოუცლელობით" წიგნისმიერი ცოდნით, კანონიკურად ვერ უდიდებია ღმერთი, ღვთის მადლი არ განშორებია. მადლი, რომელიც ქარჩაიძეებმა მოითხოვეს ეკლესიის შენების წილ, მთელ ფშავ-ხევსურეთშია დაუნჯებული.

ესაუბრა
ბელა ბარკალაია
ბეჭდვაელფოსტა
30.05. 2018
ბეაა
პირიმზეზე ასეთი რამ არ გამიგია ავტორს რაღაცეები აერია.ლომისობას კი ამბობენ ამას.პირიმზობას ამბობენ ყმისა და უყმოს მშველელიო.ე.ი ვინც იქ ცხოვრობს და ხატს ემსახურება და ვინც სტუმრად და სალოცავად მოდის ხატში .
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler