ნახე, რას ასწავლიდა იესო: ადამიანებს სინანულისკენ მოუწოდებდა
ნახე, რას ასწავლიდა იესო: ადამიანებს სინანულისკენ მოუწოდებდა
"მამაო, ვცოდე წინაშე შენსა!"
- გასაოცარია! მაგრამ შენ ხომ იცი, რომ რაბინები და ჩვენი იუდეველი ხალხი მესიას, როგორც უბრალო ადამიანს, ელოდებიან, - თქვა სამუელმა.

- თუ მესია უბრალო ადამიანია, როგორ შეძლებს ისრაელისა და სხვა ერების ცხონებას! დაწყევლილია ყველა, ვისაც მისი იმედი აქვს, როგორც უბრალო ადამიანისა. ეს წყევა წარმოთქვა უფალმა წინასწარმეტყველ იერემიას მიერ: "ესრეთ იტყუის უფალი: წყეულ იყავნ კაცი, რომელსა სასოება აქუს კაცისა მიმართ, და განიმტკიცოს ხორცი მკლავისა თუისისაი, და უფლისაგან განდგეს გული მისი" (იერემია 17,5). ხოლო მე-7 მუხლში იტყვის: "და კურთხეულ არს კაცი, რომელი ესვიდა უფლისა მიმართ. და იყოს უფალი სასო მისსა".

ახალი აღთქმა ბრწყინვალედ ახსნის ამას მოციქულ პავლეს ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში (2,14-18): "რამეთუ ყრმათაცა ეზიარა ხორცითა და სისხლითა, და თავადმან მსგავსად მოიღო მათივე, რაითა სიკუდილითა მით განაქარვოს, რომლისა-იგი ხელმწიფებაი აქუნდა სიკუდილისაი, ესე იგი არს ეშმაკი, და განათავისუფლნეს ესენი, რაოდენნი შიშითა სიკუდილისაითა სამარადისოდ ცხორებად თანა-მდებ იყვნეს კირთებისა. რამეთუ არასადაით ანგელოზთაით იწყო, არამედ ნათესავისაგან აბრაჰამისა იწყო. ამისთუის ჯერ-იყო მისა ყოვლითავე ძმათა მსგავსებაი, რაითა მოწყალე ექმნეს და სარწმუნო მღდელთმოძღუარ ღმრთისა მიმართ, რაითა ულხინებდეს ცოდვილთა ერისათა. რამეთუ რომლითა-იგი ივნო თავადმან და გამოიცადა, ძალ-უც, რომელნი-იგი განიცადებოდიან, მათდაცა შეწევნად".

- მაგრამ რაბინები და ისრაელის ხალხი მოელიან, რომ მესიის შობა ბუნებრივად მოხდება, როგორც ყველა კაცისა, მამისაგან და დედისაგან.

- ცდებიან! ამხილებს მათ წინასწარმეტყველი ესაია, რომელიც ამბობს: "ამისთუის თუით უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ" (ესაია 7,14). თუ მესიის დედა არ არის ქალწული, ანუ ქალწულმა კი არ შობა, არამედ მსგავსად სხვა დედაკაცთა, მაშინ სადაა ის სასწაული, რომელსაც გვაძლევს უფალი? მამაკაცისაგან და დედაკაცისაგან შობა ბუნებრივი კანონებით ხომ სასწაულად არ ითვლება! სასწაული სწორედ რომ მამაკაცის თესლის გარეშე, ქალწულისაგან შობაა. ამ ყრმას წინასწარმეტყველი ესაია "ემმანუილს" უწოდებს, რაც ნიშნავს: "ჩვენთან არს ღმერთი", ანუ ღმერთკაცს. მე-9 თავის მე-6 მუხლში მას უწოდებს: "საკვირველი თანგანმზრახი, ღმერთი ძლიერი (ელ-გიბორ), ხელმწიფე, მთავარი მშვიდობისა, მამა მერმეთა საუკუნოსა". სხვათა შორის მოსე წინასწარმეტყველმა მასზე თქვა: "ის იქნება მშვიდობა". აი, როგორ არის აღწერილი მესიის შობისას აღვლენილი ანგელოზთა ჰიმნი: "და მეყსეულად იყო ანგელოზისა მის თანა სიმრავლე ერთა ცისათაი, აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს: დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაი, და კაცთა შორის სათნოებაი" (ლუკა 2,13-14). ავტორიტეტულ განმმარტებელთა აზრით, ეს ნიშნავს, რომ: "შენ ხარ მესია! დიდებაი მაღალთა შინა!", "შენ ხარ მშვიდობა მიწაზე მცხოვრებთა!", "შენ ხარ სათნოება კაცთა!"

სამუელ, ახლა ვისი უფრო გჯერა: რაბინების, რომლებიც მესიის ბუნებრივ შობას მოელიან, თუ სულიწმინდისა, რომელიც წინასწარმეტყველ ესაიას მიერ მესიის დედას ქალწულს უწოდებს?

- რა თქმა უნდა, სულიწმინდისა! - წამოიძახა სამუელმა, - ჭეშმარიტება სრულიად აშკარაა, ქრისტიანები ამ საკითხში მართლები არიან! მაგრამ მინდა ყველაფერი ვიცოდე, რაც მესიის შემდგომ მოქმედებებს შეეხება. ახალი აღთქმის მოწმობა თუ ეთანხმება წმინდა წინასწარმეტყველთა ნათქვამს?

- ახალი აღთქმიდან კარგად ვიცით, რომ მესიამ მრავალი სასწაული მოახდინა: განკურნა ბრმები, ყრუები, მუნჯები, დამბლადაცემულნი, აღადგინა მკვდარნი, კეთილს-უყოფდა ყველას; თავისი უტკბესი ქადაგების წყალობით მრავალი გზაარეული დააბრუნა ჭეშმარიტების გზაზე; უყვარდა ბავშვები, იყო მშვიდი და ძვირუხსენებელი მონანული ცოდვილის მიმართ. ყველაფერ ამაზე დაწვრილებით გვაუწყებენ ღვთის წინასწარმეტყველნი.

- რომლები? - იკითხა სამუელმა.

- გადაშალე, გეთაყვა, და წაიკითხე ესაიას მე-11 თავი.

სამუელმა წაიკითხა: "და გამოვიდეს კუერთხი ძირისაგან იესესსა და ყუავილი ძირისაგან აღმოხდეს. და განისვენოს მის ზედა სულმან ღმრთისამან, სულმან სიბრძნისა და გულისხმის-ყოფისა, სულმან განზრახვისა ძლიერებისა, სულმან მეცნიერებისა და ღმრთის-მსახურებისა, სულმან შიშისა ღმრთისამან აღავსოს იგი".

- ახლა 35-ე თავის IV და V მუხლები წაიკითხე.

სამუელმა წაიკითხა: "თუით მოვიდეს და მაცხოვნეს ჩუენ. მაშინ აღეხუნეს თუალნი ბრმათანი. და ყურთა ყრუთასა ესმოდის. მაშინ ვლდებოდის კოჭლი, ვითარცა ირემი, და ცხად იყოს ენაი ძლით მზრახვალი". სამუელმა ჩემი თხოვნით ესაიას 42,6-7 წაიკითხა: "მე, უფალმან ღმერთმან, გიწოდე შენ სიმართლისა მიერ, და გიპყრა ხელისა შენისა, და განგა-ძლიერო შენ. და მიგცე შენ აღთქუმად ნათესავსა, ნათლად წარმართთა, განხუმად თუალებსა ბრმათასა და გამოყვანებად საკრველთაგან შეკრულთა, და სახელისაგან საპყრობილისა მსხდომარეთა ბნელსა შინა".

მესია ასევე მოწმობს თავის თავზე წინასწარმეტყველ ესაიას წიგნში: "უფალმან, უფალმან მცეს მე ენა სწავლულებისა ცნობად... ზურგი ჩემი მივეც გუემათა და ღაწუნი ჩემნი ყურიმლის-ცემათა, ხოლო პირი ჩემი არ განვაყენე სირცხუილისაგან ნერწყუვთასა". ასევე 61 თავში: "სული უფლისაი ჩემ ზედა, რომლისა ძლით მცხო მე, მახარებელად გლახაკთა მომავლინა მე. განკურნებად შემუსრვილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა განტევებასა და ბრმათა ახილვასა, წოდებად წელიწადი უფლისაი შეწყნარებული, და დღე ნაცვლისმოგებისა ღმრთისა ჩემისა, ნუგეშინის-ცემად ყოველთა მგლოვარეთა...

იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ, რამეთუ შემმოსა მე სამოსელი მაცხოვარებისაი და კუართი მხიარულებისაი, ვითარცა სიძესა, და ვითარცა ქვეყანა, აღმაორძინებელი ყუავილსა მისსა, და ვითარცა მტილი განამორჩებნ რაი თესლთა მისთა, ეგრეთ აღმოაცენებს უფალი სიმართლესა და სიხარულსა წინაშე ყოველთა წარმართთასა".

- სამუელ, გეთაყვა, ახლა იერემია წინასწარმეტყველის 33-ე თავის მე-14 მუხლიც წაიკითხე.

სამუელმა წაიკითხა: "აჰა, დღენი მოვლენ, - იტყუის უფალი, - და აღვადგინო სიტყუაი ჩემი კეთილი, რომელი ვთქუ სახლსა ზედა ჩემსა ისრაელსა და სახლსა ზედა იუდაისასა. და მათ დღეთა შინა და მას ჟამსა შინა აღმოუვლინო დავითს აღმოსავალი მართალი და ქმნას მსჯავრი და სიმართლე ქუეყანასა ზედა. მათ დღეთა შინა ცხონდეს იუდეა, და იერუსალემი დაემკუიდროს სასოებით. და ესე სახელი, რომელი ეწოდოს: ,,უფალი სიმართლე ჩუენი".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
17.11.2019
პატრიარქამდე ვერავითარი ტალახი ვერ მიაღწევს, -ასე მიმართა მრევლს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილმა) სამების საკათედრო ტაძარში.
10.11.2019
8 ნოემბერს, პრემია "საგურამოს" დაჯილდოვების ცერემონიაზე, ქართული კულტურის და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ილიას მედალი ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურიას) ერგო.
25.10.2019
6 ოქტომბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - საინგილოში, კახის რაიონის სოფელ ქოთოქლოში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარი აკურთხა და პირველი საღვთო ლიტურგია აღავლინა.
12.10.2019
საქართველოში ოდითგანვე ატარებენ ეროვნულ სამოსს, ჩოხას, რაც ქართული სულისა და ცნობიერების სიმბოლოდ აღიქმება.
01.10.2019
-წმინდა იოანე ოქროპირის გადმოცემით, ქრისტიანთათვის წმიდანთა სახელების დარქმევის ტრადიცია ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში დამკვიდრდა.
31.07.2019
მეტანია ორი სახისაა-დიდი და მცირე. დიდი მეტანია, ანუ მუხლდრეკა, სრულდება შემდეგნაირად.
22.04.2019
თავისი შინაარსისა და საიდუმლოთა აღსრულების გამო, ვნების შვიდეულის ყოველ დღეს მართლმადიდებელმა ეკლესიამ "დიდი" უწოდა.
15.02.2019
2019 წლის 31 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში.
20.01.2019
ხშირი საჯანმრთელო პარაკლისები და წმინდანების წინაშე ვედრება დიდ სასწაულებს და ნუგეშს მოგვიტანს
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის
07.01.2019
-ჩვენ ვიცით, ანგელოზებმა, მწყემსებმა და მოგვებმა უფალს სხვადასხვა სახის ძღვენი მიართვეს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ნუ გეშინია, საქართველო, მე შენთანა ვარ!
გასაჭირის ჟამს, როდესაც მტერი მუსრს ავლებდა ქართველ ვაჟკაცებს უთანასწორო ბრძოლაში, თეთრ რაშზე ამხედრებული რაინდი გამოჩნდებოდა, დაერეოდა მტრის ლაშქარს და საკვირველი ძალით ამარცხებდა მომხდურთ.