უფრო მეტად უნდა ვცდილობდეთ, ქართული ენა და ტრადიციები შევინარჩუნოთ
უფრო მეტად უნდა ვცდილობდეთ, ქართული ენა და ტრადიციები შევინარჩუნოთ
საბერძნეთსა და ხორვატიის რესპუბლიკებში საქართველოს კონსულს ქალბატონ თამარ ღვინაძეს ყველა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მოიხსენიებს. ბედნიერება მქონდა, ეს ახალგაზრდა და ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანი თავადაც გამეცნო. უცხოეთში ქართველ ემიგრანტებს პრობლემებს რა გამოულევს, მით უმეტეს, საბერძნეთში, სადაც ქართველთა უმეტესობამ ნებსით თუ უნებლიეთ ნახა დროებითი ადგილსამყოფელი. ქართველი ემიგრანტებისთვის ერთადერთი გულის მოსაოხებელი ადგილი საქართველოს საკონსულო გახლავთ. აქ ცდილობენ ისინი პრობლემების მოგვარებას. ამაში კი დიდ დახმარებას უწევთ საქართველოს ელGი საბერძნეთში ბატონი ირაკლი თავართქილაძე და კონსული ქალბატონი თამარ ღვინაძე.

- 2007 წლის მაისში ჩამოვედი საბერძნეთში. წელიწად-ნახევარი ვიმუშავე ვიცე-კონსულად. 2009 წელს კონსულად დამნიშნეს, - მიამბობს ქალბატონი თამარი, - მერწმუნეთ, არ არის ადვილი იყო კონსული უცხოეთში და გქონდეს ყოველდღიური ურთიერთობა ემიგრანტ ქართველებთან. მათ შორის არიან წარმატებულები და წარუმატებლებიც. თითოეულ მათგანს თავისებური დახმარება სჭირდება. ჩემი მისია საკმაოდ რთულია და ძალიან დიდი ტვირთია. როცა არჩევანს აკეთებ, ყველაფერი კარგად გაქვს გასიგრძეგანებული. დანარჩენი მერე უკვე თავად უნდა შეძლო.

საქართველოს საკონსულო საბერძნეთში 1994 წლიდან არსებობს, მანამდე გენერალური საკონსულო იყო. 2004 წლიდან კი საკონსულოდ გადაკეთდა და ცალკე დაქვემდებარებაშია. საქართველოს ელჩი საბერძნეთში ბატონი ირაკლი თავართქილაძე გახლავთ.

- ქალბატონო თამარ, რა მისია აკისრია საქართველოს კონსულს საბერძნეთში?

- კონსულის მოვალეობა არის ქართულ დიასპორასთან ურთიერთობა, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება, მათი ჭირ-ვარამის, სიხარულის გაზიარება და ყველა სახის დამხმარების აღმოჩენა. საკონსულოს შენობის გარეთ ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი. ადამიანს, რომელიც საკონსულოში მოდის, იცი, როგორ დაეხმარო. უფრო რთულია პატიმარი ქართველი ემიგრანტის დახმარება. ეს მეტ ძალისხმევას მოითხოვს. მოგეხსენებათ, რომ საბერძნეთში მრავალი ქართველი ცხოვრობს და, შესაბამისად, პრობლემაც ბევრია.

- თუ არის ცნობილი, რამდენი ქართველი ცხოვრობს?

- ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ მოგვეპოვება. სავარაუდოდ, 1500 ათასზე მეტი კაცია. დიდი ნაწილი ლეგალურად ცხოვრობს, ძალიან ბევრი არალეგალურადაა ჩამოსული. ადამიანი, რომელიც იმალება და მუდმივი შიში, სტრესი აქვს, ფსიქიკურადაც ცუდ დღეშია.

- არალეგალ ქართველებს პოლიცია ხშირად აკავებს?

- მსგავსი შემთხვევები ხშირია. თავად საბერძნეთისთვის იქცა პრობლემად არალეგალი მოქალაქეების ცხოვრება, რადგან მათ ასეთები არ სჭირდებათ. ქართველების გარდა, საბერძნეთში არალეგალურად ცხოვრობენ პაკისტანელები, ალბანელები, უკრაინელები, სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიდან ჩამოსულები. ასე რომ, თავად საბერძნეთის უპირველესი პრობლემა გახდა მიგრაცია. შესაბამისად, ვცდილობთ, ეს ნაკადი შევამციროთ დეპორტაციით ან დაკავებით. ამჟამად ცოტა გართულდა დაკავებული ქართველების ციხიდან გამოყვანა. მაგალითად, ადრე შეიძლებოდა ადვოკატი აეყვანა და მისი დახმარებით ორ კვირაში გარეთ გამოსულიყო. ეს ვადები უკვე გაიზარდა. საკონსულოში თითქმის ყველა საკითხზე მოდიან ქართველები, ციხიდანაც გვირეკავენ. როცა დაკავებული ხედავს, რომ ციხეში ექვსი თვე უნდა იჯდეს და დრო ასე უქმად გასდის, უმრავლესობა საკუთარი ნებით ბრუნდება საქართველოში. თავად ითხოვენ, მივცეთ თავის ქვეყანაში დასაბრუნებელი მოწმობა.

- რთულია ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღება?

- საბერძნეთი ასე ადვილად არ არიგებს მოქალაქეობას.Aარის ქართველების კატეგორია, რომლებიც 15 წელია საბერძნეთში ცხოვრობენ. თუ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც საბერძნეთის მოქალაქეობას სჭირდება, რა თქმა უნდა, მიიღებს მოქალაქეობას. შეიძლება ადამიანმა ისე იცხოვროს მთელი ცხოვრება საბერძნეთში და ისე წავიდეს ამ ქვეყნიდან, რომ საქართველოს მოქალაქედ დარჩეს. როცა ქართველი ემიგრანტი იბადება საბერძნეთში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მოქალაქეობას მიიღებს.

- ქართული დიასპორის შესახებ რას გვეტყვით?

- ქართული დიასპორა საკმაოდ აქტიურად მუშაობს. ძლიერი დიასპორაა და იმედი გვაქვს, მომავალში უფრო გაძლიერდება. მთავარია, რომ ამის პოტენციალი იგრძნობა. დიასპორაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, ჩვენმა ქვეყანამ საზღვარგარეთ გახიზნული შვილები არ უნდა დაკარგოს. მათ უნდა შეინარჩუნონ მშობლიური ენა და სარწმუნოება. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი ემიგრანტები მართლმადიდებლურ ქვეყანაში არიან და სარწმუნოების საშიშროება არ დგას. დანარჩენი უკვე პიროვნებაზეა დამოკიდებული, თუ რა არის მისთვის მნიშვნელოვანი და რა კუთხით აპირებს ცხოვრების წარმართვას. სამწუხაროდ, არიან ისეთი ქართველებიც, რომლებმაც ქართველობაზე უარი თქვეს, ერცხვინებათ. საბერძნეთისთვის ქართველი ყოველთვის უცხო და მიუღებელი იქნება. პირიქით, გაძლიერებული უნდა გვქონდეს ჩვენი ერისა და სამშობლოს სიყვარული. უფრო მეტად უნდა ვცდილობდეთ, მშობლიური ენა, ტრადიციები და ქართველობა შევინარჩუნოთ. სამწუხაროდ, ცუდი შედეგებიც გვაქვს. საბერძნეთში დაბადებული მომავალი თაობა ქართულად ვეღარ ახერხებს მეტყველებას.

ქართველობას არავინ გვართმევს. პირადად მე ყოველთვის ქართველი ვიქნები, სადაც არ უნდა ვიცხოვრო, რადგან ჩემთვის ქართველობა ყველაფერია. ამგვარი განცდა შინაგანიდან უნდა მომდინარეობდეს. მართლაცდა "უცხოობაში რაა სიამე"? უცხოობაში რომ ცხოვრობ, უფრო მეტად ცდილობ შეინარჩუნო ეროვნული ტრადიციები. ჩვენ რატომღაც პირიქით გვემართება ხოლმე. ეს ყველაფერი მშობელზეა დამოკიდებული. როცა ოჯახის წევრები ბერძნულად საუბრობენ, ბავშვისთვის უკვე რთულია შეისწავლოს მშობლიური ენა. მით უმეტეს, რომ ბავშვები ბერძნულ სკოლაში სწავლობენ. სამწუხაროდ, ქართველების პრობლემა ისიცაა, რომ არ ცდილობენ ბავშვებს ასწავლონ ქართული ტრადიციები, წერა და მეტყველება.

KARIBCHE- საბერძნეთის სიწმინდეებზე რას იტყვით?

- საბერძნეთში ყოველ ნაბიჯზე მრავალი ეკლესია-მონასტერი და უამრავი სიწმინდეა. მომლოცველებს საშუალება აქვთ, მიეახლონ, თაყვანი სცენ მათ.Kკარგად მახსენდება, როცა კუნძულ კერკირაზე ვიყავით, მოვილოცეთ და მივეახლეთ წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა სხეულს. მაშინ წმინდანის ხსენების დღე გახლდათ. ამ დღეს წმინდანის ფაჩუჩს ცვლიან ხოლმე. აღვნიშნავ ასევე კუნძულ ანდროსზე დაბრძანებულ ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატს, რომელსაც განსაცდელების დროს თვალებიდან ცრემლი სდის. ათონის წმინდა მთაზე უკვე აღარაფერს ვამბობ. მადლობა ღმერთს, რომ საბერძნეთში მოვხვდი და მომიწია შეხება სიწმინდეებთან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ათენში არის წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარი, სადაც თვეში ერთხელ ქართულ ენაზე აღევლინება წირვა-ლოცვა. გვყავს საქართველოს საპატრიარქოდან წარმოგზავნილი ორი მოძღვარი - არქიმანდრიტი აბიბოსი და არქიმანდრიტი თეიმურაზი. მინდა გითხრათ ისიც, რომ კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ირაკლიონსა და ქალაქ ფანიაში თვეში ერთხელ ტარდება ქართული წირვა-ლოცვა, რომელსაც არქიმანდრიტი თეიმურაზი ატარებს. საბერძნეთის ძველ დედაქალაქში, ნაპლიოში, თვეში ერთხელ ტარდება ქართული წირვა. ეს ძალიან დიდი მადლი და სიკეთეა. ქართველობას ესეც რომ არ ჰქონდეს, ნამდვილად გაუჭირდებათ უცხოეთში ყოფნა. ეკლესიამ გააერთიანა და დაახლოვა ქართველობა. ქართველი მამების ქადაგება, მჯერა, უშედეგოდ არ ჩაივლის თითოეული ქართველისთვის. ძალიან დიდი ძალა აქვს მოძღვრის სიტყვას.

პირადად მე ეკლესიურად ვცხოვრობ. საქართველოში მყავს სულიერი მოძღვარი, მამა მიქაელ ქადაგიშვილი. ჩემთვის უძვირფასესი ადამიანია მამა მიქაელი. თუ რაიმე ვისწავლე სასიკეთო და კარგი, ეს მამა მიქაელის დამსახურებაა. თავიდან ანჩისხატის ტაძარში მსახურობდა, ახლა საბურთალოს სასაფლაოზე წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარია. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა მიწევს წმინდა ადგილების მოლოცვა. სიხარულით მივდივარ და ძალიან დიდ მადლს ვღებულობ.

დრო ისე სწრაფად გარბის, რომ ასე მგონია, გუშინ წამოვედი საქართველოდან. იმდენად აქტიური სამსახური მაქვს, რომ დროის გასვლას ვერ ვგრძნობ. საკუთარი ოჯახი არ მაქვს, ღვთის მადლით, შემხვდება ალბათ ისეთი ადამიანი, ვისთანაც გავაგრძელებ ცხოვრებას. საქართველოსთან ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს.

საბერძნეთში ქართველთა იმდენად ნიჭიერი და კარგი თაობა იზრდება, დარწმუნებული ვარ, საქართველოში რომ იზრდებოდნენ, კიდევ უფრო მეტს შეძლებდნენ. ჩემი დიდი სურვილი იქნება, არ დაიკარგოს ქართველი ემიგრანტების მომავალი თაობა. მინდა მათ მშობლიურ ქვეყანაში, საქართველოში იპოვონ თავიანთი ადგილი და არა უცხო ქვეყანაში, უცხო მიწაზე.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler