პირველად დავინახე მათი თვალები
პირველად დავინახე მათი თვალები
მათ ყოველ დილით ვხედავ - მათი კორპუსი პირდაპირ ჩემი კორპუსის წინაა, მათი ფანჯარაც ჩემს ფანჯარას შემოჰყურებს. სამნი არიან: დედა, მამა და ქალიშვილი. ქალიშვილი არც დედას ჰგავს და არც მამას. ისინი რაღაცნაირად მორიდებულები არიან, ვინმე კონკრეტულის მიმართ კი არა, საერთოდ ცხოვრების ხმაურს და მგონი, საკუთარ ცხოვრებასაც ერიდებიან. კაცი მუდამ ჯოხის კაკუნით მიუყვება ქუჩას, ქალი გვერდით მიჰყვება, ხელმკლავით და თვალებით ასფალტს დასჩერებია... ქალიშვილი ყოველთვის მარცხნიდან, მამის მხარეს მიაბიჯებს, მამას მისთვის მკლავზე ჩაუვლია ხელი და ჯოხს ფრთხილად მიაკაკუნებს - ნაბიჯებს ითვლის. დედაც ნაბიჯებს ითვლის, რადგან ისიც თითქმის სულ ვერ ხედავს, როგორც მისი ქმარი, გოგონას მამა. მათ ლამაზ გოგონას კი დიდი, ლურჯი თვალები ზეცასავით გაუხელია და ეტყობა, დედ-მამისა რომ არ ერიდებოდეს, წინ შურდულივით გავარდება. მაგრამ ამას ვერ იზამს, დედ-მამა სამსახურში უნდა მიიყვანოს - ისინი იქ პარკებს კერავენ. ამას დიდი ამბავი არ უნდა - ნემსში ვინმე გაუყრის ძაფს და ისინიც პარკებს კიდეებზე მიჰყვებიან შემოსაკერად. მერე, ავტობუსთან, გოგონა მაინც გავარდება წინ, მას მშობლები მიჰყვებიან, - ჯერ ნაჭრის უზარმაზარ ცარიელ ჩანთას დადებენ კიბეზე, მერე თვითონ ადიან, ხელის ფათურით მოძებნიან სკამს და გაყუჩდებიან. გოგონა კი ფანჯარას მიეწებება, რომ გარეთ ფართოდ გახელილი თვალებით იყუროს. თან დროდადრო უკან იხედება - დედა და მამა თავჩახრილები ისევ ჩუმად ელაპარაკებიან ერთმანეთს...

მერე გაჩერდება ავტობუსი, წამოხტება გოგონა და ერთ ხელს ცარიელ ჩანთას დასტაცებს, მეორით ისევ მამის ხელს ჩაბღუჯავს. მამა დედას მოჰკიდებს ხელს და ასე გამთლიანებულები ფრთხილად ჩადიან და გაჩერებაზე რჩებიან. მე კი ისევ იქ ვრჩები და ცალი თვალი კორპუსისკენ გამირბის, - კაცები სხედან და ლუდს სვამენ (დილიდან საღამომდე). ჰოდა, ერთხელ ერთმა ასეთმა, იცით, რა მითხრა (თან, ამას რომ მეუბნებოდა, პიჯაკი დარდიმანდულად მოესხა მხრებზე), თან ლუდს ნება-ნება წრუპავდა, - მაგ ბრმებმა უნდა იმუშაონ, აბა, რა უნდა ქნან!.. რომ არ იმუშაონ, დაწყდებიან შიმშილითო და დააყოლა: - ორლარიანი ხომ არ გაქვს, მასესხე რა, პივას ვიყიდიო! მივახალე, - კი არ უნდა გასესხო, სინამდვილეში უნდა იჩუქო, რისი დამბრუნებელი ხარ, მთელი დღე აქ ზიხარ-მეთქი და იქაურობას ბუზღუნით მოვშორდი, - მაგ ლოთს თავი როგორ მოვატყუებინო, მირჩევნია, ფული იმ ბრმებს ვაჩუქო-მეთქი...

ჰოდა, ამ ფიქრში ვარ და ბრმებიც გამოჩნდნენ. პიჯაკწამოსხმულმა დაადო თავი და შეეგება. მივხვდი, რატომაც, დავინახე კიდევაც: სამივე ერთად გაჩერდა, შეთანხმებულებივით. კაცმა ჯოხი ღობეს მიაყუდა და გათავისუფლებული ხელით დაიწყო შარვლის ჯიბეში ფათური. ამოიღო დაჭმუჭნილი ლარიანები და თითების თრთოლით დაუწყო თვლა. მერე გადაიფიქრა და პიჯაკიანს დაუთვლელად გაუწოდა. იმანაც ასე, პიჯაკმოუხსნელად გამოართვა, - კაცი არ ვიყო, ამ საღამოს თუ არ დაგიბრუნოო! კარგიო, - უთხრა მშვიდად ბრმამაც და სამივენი კვლავ ჯოხის კაკუნით გაუყვნენ გზას შინისკენ. მე კი იქვე დავრჩი, სადარბაზოში... აღელვებული. რა მაღელვებდა? რა მიხვედრა უნდა. ისე კი, პირველად დავინახე მათი თვალები, ოღონდაც დახრილ ქუთუთოებქვეშ. იქიდან თითქოს ანათებდნენ და ჩემს თვალებს აკვირდებოდნენ.

და მე შემრცხვა, ოღონდ თითქოს კი არა, ნამდვილად.

მოამზადა
ეთერ ერაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler