ბერმონზონს სამოსელი (კაბა) - ეძლევა უპოვარებისა და მორჩილების ნიშნად
ბერმონზონს სამოსელი (კაბა) - ეძლევა უპოვარებისა და მორჩილების ნიშნად
მღვდელმონაზონი ანდრია (სარია):

- ქამარი - შეირტყამს ძალსა ჭეშმარიტებისასა, მოსაკვდინებელად ხორცთა და განსაახლებელად სულისა. საბეჭური - სამოსელად უხრწნელებისა, სიმდაბლისა. მუდმივად უნდა ახსოვდეს მონაზონს, რომ ძაფის მსგავსად მოჭიმული უნდა იყოს ერში მისი ცხოვრება, ჯვრისთ დაკავშირებულია მღვიძარება, სათნოებათა კიბე, სამჭედლო სიწმინდისა, მამლის მღვიძარება. რო გვძინავს მაშინად ფხიზლად უნდა ვიდგეთ მელა რომ არ მოგვეპაროს. პარამაზე გამოსახულია ჯვარი, მოსახსენებლად ქრისტეს ჯვარცმისა და გვემისა, რომელმაც დაითმინა უდიდესი ტანჯვა უცოდველმა ცოდვილთათვის. მონაზვნის შესამოსელი არის შავი, მან მთელი ცხოვრება უნდა იგლოვოს თავისი ცოდვები და იხაროს სულიერი ნათლით ანგელოზებთან ერთად. ანაფორა - გრძელი სამოსი, ანაფორაში ინახება ჩვენი ხრწნადი სხეული, რომელიც ფარავს ადამიანურ სისუსტეებს. მანტია (პალლი) - ბეჭედი ანგელოზებრივი სქეის. გრძელი, მკლავების გარეშე, ფარავს კაბასა და ანაფორას და მისი მნიშვნელობა იმაშია, რომ გამოხატავს უხელ-ფეხო მონაზონს, რომლის ნება სრულიად მოკვეთილია და ღმერთს ეკუთვნის. ადრეულ ეპოქაში ყოველი ქრისტიანი ატარებდა მანტიას და ეს ჩანს თუნდაც წმ. იუსტინე ფილოსოფოსის ცხოვრებიდან. იგი ფილოსოფიის ლექციების კითხვისას ატარებდა მანტიას და შემდგომაც არ განუმოსავს, როდესაც კითხეს ახლა მაინც რატომ არ განიმოსე მანტიაო მან უპასუხა: ჭეშმარიტი ფილოსოფოსი სწორედ ახლა გავხდი! მონაზვნებიც ხომ, ყველაზე უმაღლესი სიბრძნის, ღვთის მოყვარეები არიან. ქრისტიანების მანტიით შემოსვა გამოხატავდა წარმართული ჩვეულებების უარყოფას და ჭეშმარიტი გზისადმი ერთგულებას. ანგელოზის ფრთას განასახიერებს მონაზვნისთვის მანტია და ამიტომაც დღეს მხოლოდ სიმბოლურად ანგელოზთა დასის წარმომადგენლები იმკობიან ამ შესამოსლით. კუნკული - ცხოვრების სასოება; ვითარცა მეომარს ჩაფხუტი, ასევე სჭირდება სულიერი ბრძოლისთვის მზა ადამიანს კუკნული, რომელზეც ჩამოშვებულია ბარტყულა. მონაზონი თავსა და ყურებს იფარავს ამქვეყნიური სიყალბისგან, ცილისწამებისგან და მშვიდ სამალავს ხედავს მონაზვნურ ცხოვრებაში მორჩილებით. სანდალი - სახარების საქადაგებლად მზა და სპეტაკი სულის ნიშანია. ფსკვნილი - საშუალება, იარაღი, შემახსენებელია ლოცვის, ვითარცა პავლე მოციქული გვმოძღვრავს: მოუკლებელად ილოცვიდეთ! მარჯვენა ხელზე ეძლევა ჯვარი, ხოლო მარცხენა ხელზე სანთელი. ჯვარი - ქრისტეს მცნებების, ტკივილებისა და მორჩილების სიმბოლო. სანთელი - ,,ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილნენ საქმენი თქვენი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათსა" - მონაზვნის სათნოებებმა უნდა განაბრწყინოს მთლიანად სამართლმადიდებლო. თუ წირვის ჟამს არ ხდება აღკვეცა, დასაწყისი ლოცვები სხვაგვარად იწყება. აღკვეცილი ისმენს სიტყვებს, რომ ვისაც მამა, დედა, ძმა უფალზე მეტად უყვარს, იგი ვერასდროს ვერ იქნება უფლის, სასუფევლის ღირსი. ღმერთმა ქნას, რომ ჩვენი სული მიერთებული იყოს ქვეყნადვე უფლის სამეფოს, რომელსაც ანგელოზები მუდმივად გალობით ,,ასურნელებენ".
ბეჭდვა
1კ1