დიახ! მე ქრისტიანი ვარ, გულწრფელი რწმენით!
დიახ! მე ქრისტიანი ვარ, გულწრფელი რწმენით!
ნიკოლოზ ამბრაზი "ებრაელი რაბინის მოქცევა"
ასეთი გახლდათ ჩვენი ფიქრები და ვარაუდები, მაგრამ ერთი წლის მერე მიღებულმა წერილმა შემდეგი რამ მოგვითხრო:

"კონსტანტინოპოლი, 24 მარტი, 1898 წელი.

ძმაო ნიკოლოზ! ერთი წელი გავიდა მას მერე, რაც პირველად მოგწერეთ წერილი. რა იყო მიზეზი ასეთი დიდი ხნის მდუმარებისა? ამას წერილიდან შეიტყობთ.

ფარულ ქრისტიანს, მხოლოდ რაბინის სამოსით დაფარულს, მეშინოდა, რომ ფანატიზმს არ ეიძულებინა ჩემი ნათესავები (უპირველესად კი ჩემი ქრისტეს მოძულე მთავარრაბინი ბიძა!), კონსტანტინოპოლის მთავარრაბინატისთვის შეეტყობინებინა ყველაფერი. საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. თუმცა, სამშობლოდან ჩამოსული, სამრევლოში, ჩემს თანამემამულე რაბინ სამუელს შევხვდი, რომელმაც ახლახან დაამთავრა იერუსალიმში ებრაელთა უმაღლესი საღვთისმეტყველო დაწესებულება. ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს-მეთქი, - გავიფიქრე. ჩემს ფიქრს სათემოს მთავარმა, სენიორ დავიდ ვენვენიცმა, უპასუხა: - სამრევლო დიდია, რაბინო იცხააკ, და ამიტომ სინაგოგაში ორი ხახამი გვჭირდებაო. დავმშვიდდი, როცა ეს მოვისმინე. თანამოძმე რაბინ სამუელთან მრავალგზის საუბრის მერე მივხვდი, რომ ეს თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი ტრადიციებს არ იყო მიჯაჭვული. ცოტა დალევაც უყვარდა, ქალებიც არ სძულდა და გულწრფელი იყო. არ სწამდა იუდაიზმის, როგორც საღმრთო რელიგიისა, და რაბინთა ახსნას ზღაპრებად მიიჩნევდა. ამბობდა, ყველა რელიგია ადამიანებმა მოიგონესო. იგი მიეკუთვნებოდა იმ ქარაფშუტა ადამიანთა რიცხვს, რომელთაც ჭეშმარიტების შესაცნობად დაფიქრება ეზარებათ. საოცარი მსახიობი გახლდათ. ადამიანებთან ურთიერთობისას და მრევლის შეძლებულ წევრებთან მოშურნე რაბინად გარდაისახებოდა ხოლმე. ეს ბუნებრივიც გახლდათ, თუ შევხედავდით მის მდგომარეობას და ჯამაგირს. სწორედ იგი, რაბინი სამუელი, აირჩია ბიძაჩემმა და დაწვრილებით მისწერა მომხდარი, თანაც დაუმატა, რომ მე თურმე ბევრისთვის საცდურად ვქცეულვარ. "ეგუდიმმა სამშობლოში უარყო იეღოვა ცაბაოთი, - წერდა გამწარებული ბიძაჩემი, - და გაჰყვა იესო ნაზარეველს. ამასთან, ის საკუთარი დედის სიკვდილის მიზეზიც გახდა". მას არ დაუმალავს, რომ ნათესავები ახლა ნანობენ ჩემდამი ასე მკაცრად მოქცევას, რამეთუ მაიძულეს ცივ და ნესტიან ამინდში მამაჩემის სახლი დამეტოვებინა. წერილის დასასრულს ბიძაჩემი სთხოვდა სამუელს, თუ მე მნახავდა, ყველა ღონე ეხმარა ჩემი მამა-პაპათა რელიგიაზე - იუდაიზმზე დასაბრუნებლად. "და თუ ამას მოახერხებ, შენი სახელი განდიდდება მთელ ისრაელშიო", - ჰპირდებოდა და უმატებდა, თუ ასე მოხდება, მე მას კვლავ სიყვარულით მივიღებ და ჩემი უზარმაზარი ქონების მემკვიდრე იქნებაო. წერილის შინაარსიდან მივხვდი, რომ ნათესავებმა არ იცოდნენ ჩემი ადგილსამყოფელი. მათ ვერც წარმოედგინათ, რომ მომხდარის მერე მე კვლავ კონსტანტინოპოლში დავბრუნდებოდი და რაბინის კათედრას დავიკავებდი.

სამუელმა წერილი რამდენჯერმე წაიკითხა, ჩემთან შემოვიდა, იღიმებოდა და არაფერს მეუბნებოდა. გამიკვირდა მისი ასეთი სერიოზული მდუმარება, რადგან ის ჩვეულებისაებრ რაიმე თანამედროვე მელოდიას წაუსტვენდა ხოლმე.

- რაბი სამუელ, რა გჭირთ, ასე რამ შეგცვალათ?

- თქვენ ხართ ამის მიზეზი, რაბი ისააკ, - მერე მკვეთრად მომიბრუნდა და მკითხა, - მართალია, რომ თქვენ ქრისტიანი ხართ?

ეს კითხვა მეხივით დამატყდა თავს. ორი საშინელი სიტყვა დამიტრიალდა გონებაში: კი ან არა. უცებ წარმოვიდგინე "არა" - უარყოფისა და "კი" - თანხმობის მოსალოდნელი შედეგები. მე მეორე ავირჩიე...

- დიახ! - ვუთხარი ხმამაღლა და მტკიცედ, - დიახ! მე ქრისტიანი ვარ, გულწრფელი რწმენით! რაც გინდა, ის ქენი, თუ გინდა, ყველას ყველაფერი შეატყობინე.

- ძმაო! - მომმართა ალერსით, - სულ არ მაღელვებს, რომ შეხედულებებით იუდეველი არ ხარ. მე თვითონაც არ მწამს იუდაიზმის ჭეშმარიტებისა. მაგრამ ძალზე ვწუხვარ, თუ მართლაც ქრისტიანი ხარ. თუ იუდეველთა რელიგია ჭეშმარიტი არ არის, განა მაშინ საერთოდ რომელიმე რელიგია შეიძლება იყოს ჭეშმარიტი?

- ცდები, და ეს შეცდომა ცხოვრებასა და მრავალ მნიშვნელოვან საკითხზე შენეული ზედაპირული შეხედულებისაგან წარმოდგება. განა სერიოზულად არ განგიხილავს ღვთისგან ჩვენთვის ბოძებული გამოცხადება, რომ ასეთ დასკვნებს აკეთებ ჩვენი წინაპრების რელიგიაზე? იუდაიზმი, სახელდობრ, მოსეს რელიგია ანუ ძველი აღთქმა აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, რამეთუ იგი მოგვეცა საბაოთი-ღვთისაგან და მასში არის ყველა აღთქმა სამყაროში მაცხოვრის, ანუ ისრაელის დიდებისა და ნუგეშინის - იეშუა გა-მაშიახის მოსვლაზე. ამასვე გვეუბნებიან წინასწარმეტყველნიც. თორა, ნებიიმის წიგნი, კეტუბიმი ანუ ძველი აღთქმა მართლაც საიდუმლოებრივია და გაუგებარია ახალი აღთქმის გარეშე. ამის აღმსარებლები უნდა ყოფილიყვნენ პირველი იუდეველები, რომლებიც ქრისტე-მაშიახს გაჰყვნენ. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ხედავდნენ მის სასწაულებს და ისმენდნენ ქრისტეს უტკბეს დამოძღვრას, რომლის მსგავსიც არავის არასოდეს მოუსმენია. სწორედ მისადმი, ანუ ქრისტესადმი რწმენა დააფუძნეს მათ წინასწარმეტყველთა სიტყვებზე. აი, რას ამბობს ერთი მოშურნე იუდეველი, სახელდობრ პეტრე მოციქული, რომელიც ერთ-ერთი პირველი გაჰყვა ქრისტეს: "და მაქუს ჩუენ უმტკიცესი საწინაწარმეტყუელოი სიტყუაი; რომელი კეთილად ჰყოთ, ეკრძალნეთ, თუ ვითარცა სანთელსა მნთებარესა ადგილსა შინა წყუდიადსა, ვიდრემდის დღე განათლდეს და მთიები აღმობრწყინდეს გულთა შინა თქუენთა. ესემცა პირველად უწყით, რამეთუ ყოველი წინაწარმეტყუელებაი წიგნისაი თვისისა თავისა სათარგმანებელ არა იქმნების. რამეთუ არა ნებითა კაცთაითა მო-სადამდე-იწია წინაწარმეტყუელებაი, არამედ წუევითა სულისა წმიდისაითა იტყოდეს წმიდანი ღმრთისა კაცნი" (2 პეტრე 1,19-21).

სამუელი ყურადღებით მისმენდა. ჩანდა, ცხოვრებაში პირველად მოუხდა ამგვარი სიტყვების მოსმენა.

- ჩვენ ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ... მაგრამ ჩემი ქრისტიანობის ამბავი როგორ გაიგეთ?

- ძალზე მარტივად! მე შენ არაფერს გიმალავ. აი, ნახე! - და ბიძაჩემის წერილი გამომიწოდა.

- რის გაკეთებას აპირებ? - ვკითხე წერილის წაკითხვის მერე, - გსურს გამოამჟღავნო?

- არასოდეს! - წამოიძახა სამუელმა, - შენ მე არ მიცნობ, ისააკ. მე, ერთადერთი, შევეცდები გადაგარწმუნო, რამეთუ არ მინდა გხედავდე როგორც იუდეველს, ანდა ქრისტიანს, არამედ მინდა გახდე ისეთი, როგორიც მე ვარ.

- ან მე გავხდები შენნაირი, ანდა შენ - ჩემნაირი, - ვუთხარი სამუელს.

- როგორ მოხდება ეს?

- სერიოზული და გულახდილი მსჯელობით. ჩვენ წმინდა წერილს ერთად ვსწავლობდით. სრულყოფილად ვიცით ებრაული ენა, ბერძნული, ფრანგული, ესპანური... კარგად შევისწავლეთ ისტორიაც. შენ ფიქრობ, რომ მე ვცდები, მეც იმავეს ვფიქრობ შენზე. ესე იგი ან მე ვარ მართალი, ან შენ. მოდი, გამოვიკვლიოთ და განვსაჯოთ, როგორც კარგმა მეგობრებმა, უბრალოდ და წრფელად. თანახმა ხარ?

- სიამოვნებით, - მითხრა რაბი სამუელმა, - შენ დაიწყე და შემეკითხე.

- თავდაპირველად გკითხავ, ბიბლია ანუ ძველი აღთქმის წიგნები, რომელიც ებრაულ სინაგოგაში ინახება, უძველესი წიგნებია თუ ახალი?

- უძველესია, - თქვა სამუელმა, - ბიბლია ყველაზე ძველი წიგნია მსოფლიოში. ხუთწიგნეული, მოსეს მიერ ქრისტემდე 1500 წლით ადრე დაწერილი, არ იყო ცნობილი ელინებისთვის, რომლებიც ევროპის უძველეს ცივილიზაციას წარმოადგენდნენ.

- არსებობს მოსაზრება, რომ ებრაული კოდექსი, რომელიც სინაგოგაში აქვთ, ქრისტიანების მიერ არის დამახინჯებული. რაიმე მსგავსს შენც ხომ არ ფიქრობ?

- არავითარ შემთხვევაში! - წამოიძახა სამუელმა, - ჩვენ ხელთა გვაქვს ქრისტემდე დიდი ხნით ადრე დაწერილი ებრაული ტექსტები. ისტორიულად დადასტურებულია, რომ წმინდა წერილი ებრაულიდან ბერძნულ ენაზე ებრაელმა სწავლულებმა თარგმნეს. ესენია: კოდექსები აკილასი, თეოდოტიონის, სიმაქესი და თარგმანი 70 სწავლულისა, რომლებიც არ განსხვავდება ებრაული ტექსტისგან.

- არა, არა! - წამოიძახა რაბი სამუელმა, - ასეთი რამ თავში ყველაზე ფანატიკოს რაბინსაც არ მოუვიდოდა.

- კეთილი! დავიწყეთ უკვე გულახდილი საუბარი! კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ებრაული ტექსტი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, სწორედ იგივეა, რომელიც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ ქრისტემდე.

- უდავოდ! - თქვა სამუელმა, - ეს უეჭველია.

- მაშინ მოდი, დავიწყოთ თანაქის ზოგიერთი იდუმალი ადგილის გამოკვლევა, რომელიც მხოლოდ ახალი აღთქმით არის შესაძლებელი. ამგვარად, რომელი წიგნით დავიწყოთ?

- პირველით, შესაქმეთი (ბერეიშითი), - თქვა სამუელმა.

- ასე, რომ ყურადღებით მისმინე. აბა, რას კითხულობ შესაქმის 1,1 მუხლში?

სამუელმა წმინდა წერილი გადაშალა და წაიკითხა: "დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაი და ქუეყანაი" (ბერეშით ბარა ელოღიმ ეტ გაშამაიმ ბე ეტ გაარეც).

- არ დაივიწყო, რომ ზმნა ბარა - ქმნნა სიტყვა ელოღიმს ეხება, რომელიც მრავლობით რიცხვში ღმერთებს ნიშნავს. წაიკითხე ამავე წიგნის 26-ე მუხლი.

სამუელმა წაიკითხა: "ბაიამერ ელოღიმ ნაასე ადამ ბეცელმენუ". და იქვე გადათარგმნა: "და თქვა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ".

- განსაკუთრებულს რას ამჩნევ აქ, სამუელ?

- ვხედავ, რომ ერთი ღმერთი მრავლობით რიცხვში საუბრობს. ზმნა მრავლობით რიცხვში დგას, არსებითი სახელი კი მხოლობითში.

- ამგვარად ვის მიმართავს ღმერთი?

- რაბინები ამბობენ, რომ ღმერთი ამას ანგელოზებს მიმართავს, - თქვა სამუელმა.

- ვინ არიან ანგელოზები?

- უფლის მსახურნი.

- რა თქმა უნდა, უფლის მსახურნი, - დავუდასტურე, - ამგვარად, ანგელოზები ითვლებიან ადამიანის შემოქმედად?

- არა, რა თქმა უნდა, - მიპასუხა სამუელმა.

- ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი თუ ანგელოზთა ხატად?

- რა თქმა უნდა, ღვთის ხატად!

- განა შეშვენის ღმერთს, თანაშემოქმედად ანგელოზთა მსახურ სულებს მოუხმოს?

- არა, რა თქმა უნდა!

- ამგვარად, რას ფიქრობ, სამუელ, მხოლობითი და მრავლობითი რიცხვების ამ უცნაურ კავშირზე?

- ვფიქრობ, რომ რაბინების ახსნა არ არის დამაკმაყოფილებელი და ამაში შენი ნათქვამიც მარწმუნებს, ამგვარად, უყოყმანოდ შემიძლია განვაცხადო: რაბინები ცდებიან.

- მაშინ როგორ უნდა გავიგოთ წმინდა წერილის სიტყვები?

- მე არ ძალმიძს ამის ახსნა, - მიპასუხა სამუელმა, - უცნაურია, რომ აქამდე არ მიკვირდა რაბინებისეული ახსნა, რომელიც ახლა სასაცილოდ მეჩვენება... ვფიქრობ, არც არავის შეუძლია ამის ახსნა.

- არსებობს ამის ახსნაც, სამუელ.

- როგორ?

- იცი, ახალი აღთქმა რას ამბობს?...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler