"რატომ უნდა ვირწმუნოთ არსებობა ღმერთისა, რომელიც უხილავია?"
"რატომ უნდა ვირწმუნოთ არსებობა ღმერთისა, რომელიც უხილავია?"
ჩვენი სული, სამწუხაროდ, ხშირად ეგუება იმ ატმოსფეროს, რომლითაც სუნთქავს და თანდათან ვეღარც გრძნობს ზიზღს ამ სიბინძურისადმი, მას ისე იღებს, როგორც ჩვეულებრივსა და ბუნებრივს.

ყოველივე სულიერ დეზორიენტაციასა და, საბოლოო ჯამში, სასიამოვნო ეიფორიული მიშვებულობის განწყობას ქმნის. ამგვარად "განიარაღებული" ადამიანი ადვილად ელევა ცხოვრების ჭეშმარიტ საზრისს და ემორჩილება ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით მანიპულირებას. სამწუხაროდ, დიდწილად სწორედ ასეთი "განთავისუფლებული", უღმერთო ადამიანებისგან შედგება "ცივილიზებული" საზოგადოება.

რატომ დაკარგა ღმერთი ადამიანმა? რა აიძულებს, სული დაიხშოს და ყველაზე მთავარი და სანუკვარი დაუმალოს საკუთარ თავს? სად და როგორ იბადება ის შხამი, რომელიც მომაკვდინებლად მოქმედებს სულზე, დროებით თუ სამუდამო წყვდიადს განუჩენს ადამიანს, ღვთის შვილობის პატივს აკარგვინებს და პირუტყვზე უარეს არსებას აქცევს?

შევეცდებით, ათეისტთა მთავარ არგუმენტებს შეძლებისდაგვარად ვუპასუხოთ.


რატომ უნდა ვირწმუნოთ არსებობა ღმერთისა, რომელიც უხილავია?

- ბევრი მიიჩნევს, რომ ობიექტური რეალობა აიძულებს ათეისტად ყოფნას. მაგრამ ის, რაც ათეისტთათვის მეცნიერული "საბუთია", სრულებითაც არ არის არგუმენტი.

შესაძლოა, ძალზე აბსურდულად ჟღერდეს, მაგრამ ათეიზმიც რელიგიაა, ანუ ურწმუნოებაც რწმენაა.

ჩვენ ვიცით, რომ რწმენა ის არის, რაც მეცნიერულად არ საბუთდება. სწორედ ამ ნიშნითაა ათეიზმი რწმენა. თუ რწმენას ამა თუ იმ მოვლენის დაუსაბუთებლად მიღებას ვუწოდებთ და თუ ის რწმენაა უძლიერესი, რომლის დასაბუთებაც ყველაზე ძნელია, ათეიზმი უდიდესი რწმენა ყოფილა, რადგან ყველაზე ნაკლებ არგუმენტს სწორედ იგი ფლობს.

ათეისტთა მთავარი არგუმენტი ღმერთის უხილავობაა - რადგან ვერ ვხედავთ, ესე იგი, არც არსებობსო. მაგრამ თუ ღრმად ჩავუკვირდებით, ეს არგუმენტი მეტისმეტად უსუსურია.

სამყარო საოცარ კანონზომიერებას ემორჩილება, რომლის მცირეოდენი ცვლილებაც კი კატასტროფას გამოიწვევდა. მოვლენათა ასეთი უზუსტესი და საკვირველი თანხვედრა შეუძლებელია შემთხვევითი იყოს. მსგავსი კანონზომიერება და თანხვედრა არამარტო კოსმოსსა და დედამიწაზე, ისტორიაშიც არსებობს, რომელშიც ცხადად ჩანს ღვთის ხელი.

ასე რომ, ღვთის არსებობას ვირწმუნებთ თუ არა, ადამიანის პიროვნულ არჩევანზეა დამოკიდებული.

ადამიანი დროში ცხოვრობს. ის, რაც გარს გვაკრავს, ცვალებადობას და რღვევას ექვემდებარება. მაგრამ თავად ფაქტი, რომ, ამ რეალობის მიუხედავად, მაინც შევიგრძნობთ და ვფიქრობთ ღმერთსა და ჩვენთვის უცნობ მარადისობაზე, მათი არსებობის დასტურთაგანია.

როგორც ცნობილია, ჩვენი ფსიქიკა ქვეცნობიერ და არაცნობიერ ნაწილებად განიყოფება. შეიძლება ითქვას, დიდწილად ქვეცნობიერი გვმართავს და სწორედ მისი წყალობით ვგრძნობთ, რომ მხოლოდ სხეულისგან არ შევდგებით და ჩვენს შიგნით ცოცხლობს რაღაც, რაც ყოველივეს წარმართავს და ფორმას ანიჭებს.

ადამიანი, რომელიც წარმავალზე მაღლდება, უამრავ ისეთ რამეს აღმოაჩენს, რაც მიწიერი კანონებით აუხსნელია. სინდისიც, რომელსაც შინაგან სჯულსა და მარადისობის ბეჭედს ვუწოდებთ და სრულიად აუხსნელი და არამატერიალური მოვლენაა, ამის ცხადი დასტურია.

თავად დრო ავიღოთ, მატერიის გამოვლინება, რომელსაც თავისი მკაცრი კანონები აქვს. მაგრამ ჩვენს გარშემო ხომ ხშირად ხდება ისეთი რამ, რაც ამ კანონების მიღმა რჩება? მაგალითისთვის გავიხსენოთ წინასწარმეტყველებანი, რომლებიც დროის საზღვრებს არღვევს. მათი წარმომთქმელი ძალა ხომ სამყაროს მიღმიერია.

უღმერთო ადამიანი ვერასოდეს შეიგრძნობს ნაყოფს ბედნიერებისას, ხოლო ბედნიერების გარეშე მის სიცოცხლეს რაღა აზრი აქვს? მატერიაზე ორიენტაცია პირუტყვზე უარეს არსებად აქცევს მას. თუ კაცის სიცოცხლე მარადიული არ არის, მისი არსებობაც კარგავს აზრს და მტანჯველი ხდება.

ბოლოს და ბოლოს, ადამიანის სინდისი, გული, ქვეცნობიერი, კაცობრიობის ისტორია და, რაღა თქმა უნდა, ქრისტიანობა შეუვალი არგუმენტებით ადასტურებენ უფლის არსებობას. თუ ადამიანს შემოქმედის ძიების სურვილი გაუჩნდება, უფალი მას მეტად დაეხმარება.


თუ ღმერთი არსებობს, რატომ დაუშვა ბოროტების, ჯოჯოხეთისა და სასჯელის არსებობა?

- მავანი ამბობს - სამყაროში ამდენი ბოროტება რომ არ იყოს, ეგებ, მერწმუნა კიდეც ღვთის არსებობაო, მაგრამ ამ ყოვლად უსუსურ არგუმენტს ძალზე კონკრეტული პასუხი აქვს: ბოროტება ღმერთისგან კი არა, ჩვენი თავისუფალი ნებისგან მომდინარეობს.

აქედან გამომდინარე, ჩადენილ ბოროტებაზე ღმერთი კი არა, ჩვენვე ვაგებთ პასუხს.

ამ კითხვაზე სრული პასუხის გასაცემად პირველქმნილი ცოდვა უნდა გავიხსენოთ, როდესაც ბოროტისგან ცდუნებულმა ევამ აკრძალული ხის ნაყოფი იხმია და შემდეგ ადამსაც აგემა. ეს იყო პირველი მცნება მარხვისა, რომელიც დაირღვა.

მაგრამ რატომ არ უნდა ეგემა ხე ცნობადის ნაყოფი ჩვენს პირველმამას? უფალს ხომ შემთხვევით არაფერი დაუწესებია? ზოგი იკითხავს: ეგებ, მათ არ უნდა სცოდნოდათ, რა არის სიკეთე და რა - ბოროტება, ან იქნებ სწორედ აკრძალული ხილის მიღების შემდეგ იშვა ერთიც და მეორეც? რაღა თქმა უნდა, არა. მაშ, რას ნიშნავს "შეცნობა"? ამ აკრძალვის მიზანი სიკეთისა და ბოროტების არშეცნობა იყო, რაც, დამეთანხმებით, ერთობ უცნაურად ჟღერს: განა ადამიანმა სწორედ ბნელი და ნათელი არ უნდა შეიცნოს? მაგრამ სიტყვა "შეცნობა" ძველ აღთქმაში "ფლობას" ნიშნავდა და არა იმას, რასაც მასში ჩვენი დრო ხედავს. აქედან გამომდინარე, ადამიანს მიწყივ უნდა ხსომებოდა, რომ იგი ქმნული იყო და არა სამყაროს შემოქმედი.

აკრძალვის დარღვევით პირველმა ადამიანებმა თითქოს თქვეს: პირველი მარხვა კი დაგვიდგინეს, მაგრამ თავადვე ვირჩევთ, რა არის საჭიროო. ხოლო მათ, ვინც კითხულობს, - ადამის ცოდვის გამო პასუხი მე რატომ უნდა ვაგოო, - ვუპასუხებთ, რომ სინამდვილეში თავადაც ყოველდღე მსგავს არჩევანს ვაკეთებთ, გამუდმებით ვჩადით პირველქმნილ ცოდვას.

უფალი - სიცოცხლეა, მისი ურჩობა კი თვითმკვლელობას უდრის. ამიტომ შემოვიდა სამყაროში სიკვდილი და შეიცვალა ადამიანის არსება. დაცემის გამო იგი სამოთხეში ვეღარ დარჩებოდა, რადგან მის ჰარმონიას დაარღვევდა. ადამიანთან ერთად მისთვის შექმნილი სამყაროც შეიცვალა. ამიტომ არსებობს სამყაროში ბოროტება და ტანჯვა, თუმცა უფალს სურდა, თავისი ქმნილი სამოთხეში დაებრუნებინა, რაც ადამიანის სრული განწმენდის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი. ადამიანები კვლავაც სცოდავდნენ, ძალით კი არ შეიძლებოდა ადამიანის პირველქმნილი ხატის აღდგენა. მაგრამ აფალს არც მისი ამგვარ მდგომარეობაში დატოვება სურდა, ამიტომ თავად განკაცდა, ადამიანთა ცოდვები იტვირთა, ჯვარს ეცვა, დაეფლა, აღდგა და სიკვდილი და ჯოჯოხეთი შემუსრა. უფალმა ჩვენი თავისუფლების დაურღვევლად კვლავ განგვიხვნა სამოთხის კარი. ამიტომ იმის მტკიცება, რომ იგი არაფერს იქმს ჩვენთვის ტანჯვისა და ბოროტების ასარიდებლად, აბსურდია და იმის მანიშნებელი, რომ ქრისტიანობისა არაფერი გაგვეგება.

როგორც ნეტარი ავგუსტინე ამბობს, უფალმა შექმნა ადამიანი, რომელსაც შეეძლო ბოროტება ჩაედინა ან არ ჩაედინა. მას სრულქმნილებისთვის უნდა მიეღწია. იგი ხატებაა უფლისა და ყოველგვარი ძალადობა მას მარიონეტად და ცხოველად აქცევს.

ბოროტებაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ტანჯვა რაღაა? იგი არასწორი მდგომარეობაა. სულიერი თუ ფიზიკური ტკივილი დაავადების სიგნალია. ცოდვით დაცემის შემდგომ სამყაროში კანონზომიერად შემოვიდა ტანჯვაც.

ათეისტები ამბობენ: "თქვენ ის ღმერთი როგორ გიყვართ, რომელიც მცირე ურჩობის გამოც კი ტანჯვასა და სიკვდილს უსჯის ადამიანს?" მაგრამ ეს სასჯელი კი არა, ფაქტის კონსტატაციაა - ადამიანმა თავად აირჩია ეს გზა, თავად განუდგა სიცოცხლეს; ტანჯვა სამყაროში ჩვენი პირველმამებისა და ყოველი ჩვენგანისგანაა, რადგან ყოველწამს ვცოდავთ და სიკვდილსა და ტანჯვაში ვგიებთ.


როგორ შეიძლება აიხსნას ფაქტი, რომ წესიერი ადამიანები ხშირად იტანჯებიან, ცოდვილნი და ავაზაკნი კი განცხრომით არიან?

- უფალმა ბრძანა, რომ სასუფევლის გზა ვიწროა. რატომ არის აუცილებელი ასეთი მტანჯველი და ვიწრო გზის გავლა? იმიტომ, რომ ტანჯვა თანამგზავრია შრომისა. არსებობს ტანჯვა სიკეთისათვის, უფლისა და მოყვასისათვის. თუმცა სხვაგვარი, მათ შორის, უაზრო ტანჯვაც არსებობს. ბევრისთვის ძნელია, ან სულაც მიუღებელი, იმის გაგება, რომ უფალი იმათზე უფრო მეტ განსაცდელს უშვებს, ვისაც იგი უყვარს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ უფალი ჩვენი გადარჩენისთვის ჩვენივე შეცდომებს იყენებს.

ტანჯვა იმის საზომია, თუ რამდენად სწორად ვცხოვრობთ და, შეიძლება ითქვას, იგი - გადარჩენის გზაა. ხშირად ტანჯვას ცოდვების საზღაურად და სასჯელად მიიჩნევენ ხოლმე, მაგრამ მას სხვა მიზეზიც აქვს. გავიხსენოთ, რას პასუხობს უფალი მოციქულებს კითხვაზე - ადამიანი, რომელიც დაბადებიდან ბრმა იყო, საკუთარი ცოდვებისთვის ისჯებოდა თუ მშობლების ბილწი საქმეებისთვის: არც თავად ჩაუდენია ცოდვა და არც მის მშობლებს, არამედ ეს იმისთვისაა, რომ მასზე ღვთის საქმენი გაცხადდნენო.

თანამედროვე სამყარო კი ყოველ ზომას ხმარობს ტანჯვის ასაცილებლად, სიამოვნების კულტის დასამკვიდრებლად და ადამიანში სიკვდილის ხსოვნის მისაჩქმალად.


უცხოპლანეტელების არსებობას როგორღა ხსნის ქრისტიანობა?

- ამაზე საკმაოდ ღრმად და ამომწურავად პასუხობს თანამედროვე ამერიკელი ღვთისმეტყველი, მღვდელმონაზონი სერაფიმ როუზი:

"ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან (ამო) კონტაქტები სხვა არაფერია, თუ არა თანამედროვე ფორმა ოკულტური ფენომენებისა, საუკუნეთა მანძილზე რომ არსებობდა.

ადამიანები განუდგნენ ქრისტეს და ელიან "მხსნელებს" კოსმოსიდან. ამიტომაც გვიჩვენებს ეს ოკულტური ფენომენი კოსმოსური ხომალდებისა და უცხოპლანეტელების სახეებს. მაგრამ რას წარმოადგენს თვით ეს ფენომენი, ან ვინ და რა მიზნით არის დაკავებული მისი "შემუშავებით"?

ამო-ს შესახებ გამოცემულ ერთ-ერთ ბიბლიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ "ბევრი ცნობა ამო-ზე საოცრად წააგავს ეშმაკეულთა ისტორიებს და სხვა ფსიქიკურ ფენომენებს, რომლებსაც კარგად იცნობენ ღვთისმეტყველნი და პარაფსიქოლოგნი".

ამო-ს მკვლევართა უმრავლესობა პრობლემის არსში გასარკვევად დღეს ოკულტიზმისა და დემონოლოგიის სფეროს მიმართავს... ამო-ს შესახებ ბოლო რამდენიმე შრომის ავტორები იმ დასკვნამდე მიდიან, რომ ამ ფენომენს აშკარად დემონური ხასიათი აქვს და საეჭვოა, მართლმადიდებელ ქრისტიანს სხვა აზრი გაუჩნდეს...

რაღა თქმა უნდა, დღევანდელი "მფრინავი თეფშების" გამოცხადებები დემონური "ტექნიკის" ფარგლებს არ სცილდება და მართლაც: ამ მოვლენისთვის ეს საუკეთესო ახსნაა. მართლმადიდებლურ ლიტერატურაში აღწერილი ეშმაკის საცთურის სხვადასხვა სახე კოსმოსის მითოლოგიასთან იყო მისადაგებული.

ჩვენი დროის სულიერი კრიზისის ნიშანია, რომ თანამედროვე ადამიანი, მთელი თავისი "განათლებისა" და "სიბრძნის" მიუხედავად, კვლავ აყურადებს ასეთ მოვლენებს, მაგრამ ამჟამად უკვე აღარ აქვს ის ქრისტიანული საფუძველი, რომელიც მათ ახსნაში დაეხმარებოდა. ამ სფეროს არ შეიძლება "ობიექტურად" მიუდგე, რადგან აქ მხოლოდ რწმენაა საჭირო. მატერიალური სამყარო ზნეობის მხრივ ნეიტრალურია, ამიტომ ობიექტურმა მკვლევარმა მის შესახებ შეიძლება საკმაოდ ბევრი რამ იცოდეს, მაგრამ უხილავი სამყარო ნათელი და ბნელი სულებითაა დასახლებული და "ობიექტური" დამკვირვებელი მათ გარჩევას მანამ ვერ შეძლებს, სანამ იმ გამოცხადებას არ ირწმუნებს, რომელიც უხილავმა ღმერთმა მიანიჭა.

ამო-ს მკვლევარნი ერთ სიბრტყეში აქცევენ ბიბლიის ღვთაებრივ გამოცხადებასა და სატანისგან შთაგონებულ ავტომატურ სპირიტუალურ ჩანაწერებს, რადგან ერთურთისგან ვერ არჩევენ ანგელოზთა და ეშმაკთა ქმედებას...

ამო-ს ფენომენის სწორი შეფასება მხოლოდ ქრისტიანული გამოცხადებისა და სულიერი გამოცდილების საფუძველზეა შესაძლებელი. მისი შეცნობა მდაბალ, მორწმუნე ქრისტიანს ძალუძს, რომელიც ამ ორ წყაროს ეყრდნობა. ცხადია, კაცისთვის ანგელოზებისა და დემონების სამყაროს სრული "ახსნა" მიუწვდომელია, მაგრამ ქრისტიანობის იმდენი ცოდნა კი გვიბოძა ღმერთმა, რომ მივხვდეთ, როგორ მოქმედებენ ეს ძალები სამყაროში და როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ მოქმედებას, როგორ გავექცეთ ეშმაკის მახეს.

ამო-ს ფენომენი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის იმის ნიშანია, რომ კიდევ უფრო ფრთხილად და შეგნებულად იაროს ცხონების გზაზე. მას უნდა ახსოვდეს, რომ შესაძლოა, არა მხოლოდ ცრუ რელიგიებმა და მათმა სიმრავლემ აცთუნოს, არამედ, ერთი შეხედვით, სრულიად მატერიალურმა საგნებმაც.

ადრეულ საუკუნეებში ქრისტიანები, უწყოდნენ რა ეშმაკის უკიდურესი მზაკვრობის შესახებ, ყოველგვარ ახალ და უცნაურ მოვლენას დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ, მაგრამ ახალი და "განათლებული" ერის დადგომის შემდეგ ასეთი საგნებისადმი ინტერესი არამცთუ გაცხოველდა, ადამიანები მას იქით ეტანებიან - ეშმაკი მათ ნახევრად ფანტასტიკურ სფეროს მიაკუთვნეს.

ამიტომ ამო-ს ნამდვილი ბუნების შეცნობამ ხელი უნდა შეუწყოს მართლმადიდებელ ქრისტიანთა გამოღვიძებას შეგნებული სულიერი ცხოვრებისთვის და, საერთოდ, მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას, იოლად რომ არასოდეს აჰყვება მოდურ იდეებს.

საღად მოაზროვნე მართლმადიდებელ ქრისტიანს კარგად ესმის, რომ აშკარად დაცემულ სამყაროში ცხოვრობს: ქვევით - მიწაზე და ზევით - ვარსკვლავთ შორისაც ყოველივე ერთნაირად შორსაა დაკარგული სამოთხისაგან, რომელიც მუდამ ენატრება. იგი ტანჯული კაცობრიობის ნაწილია, იმ კაცობრიობისა, ერთი წინაპრის, პირველი კაცის, ადამისგან რომ იშვა. მან კარგად იცის, რომ ყველას ერთნაირად სჭირდება გამოხსნა, რომელიც ყველას უსასყიდლოდ გვენიჭება მაცხოვრის მხსნელი სიკვდილით ჯვარზე; იცის, რომ კაცისთვის არ არის წინასწარ განსაზღვრული რაღაც "უმაღლეს" არსებად განვითარება ევოლუციის გზით და რომ მიზეზი არ არსებობს საიმისოდ, სხვა პლანეტებზე "მაღალგანვითარებული" ქმნილებების არსებობა დავიჯეროთ.

მაგრამ კარგად იცის, რომ სამყაროში მის გარდა მართლაც არსებობენ "უმაღლესი გონიერი არსებები", ორ სახედ რომ იყოფიან და ამიტომ ცდილობს, ისე იცხოვროს, რომ იმათთან იყოს, ვინც ღმერთს მსახურებს და მათ გაექცეს, ვინც შურისა და ბოროტების გამო ცდილობს, თავის უკუღმართ ყოფას ადამიანებიც აზიაროს. ისიც იცის, რომ ადამიანი ეგოიზმისა და უძლურების გამო ადვილად ცდება და იჯერებს "ჯადოსნურ ზღაპრებს", "უმაღლეს მდგომარეობას" და "უმაღლეს არსებებთან" კონტაქტს რომ ჰპირდებიან, თანაც ქრისტიანული ღვაწლის გარეშე. ეს, ფაქტობრივად, ქრისტიანული ცხოვრებისგან გაქცევაც არის.

იგი არ ენდობა საკუთარ უნარს - გაარჩიოს ეშმაკის მზაკვრობა. ამიტომ ეჭიდება ასე მტკიცედ წმინდა წერილს, მამათა სწავლებას, ქრისტეს ეკლესიამ რომ უბოძა. ასეთ ადამიანს ძალუძს, წინ აღუდგეს მომავლის რელიგიას, ანტიქრისტეს რელიგიას, რა ფორმითაც უნდა მოვიდეს იგი"...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.02.2019
2019 წლის 31 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში.
20.01.2019
ხშირი საჯანმრთელო პარაკლისები და წმინდანების წინაშე ვედრება დიდ სასწაულებს და ნუგეშს მოგვიტანს
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის
07.01.2019
-ჩვენ ვიცით, ანგელოზებმა, მწყემსებმა და მოგვებმა უფალს სხვადასხვა სახის ძღვენი მიართვეს.
27.10.2018
ჩვენ - ქართველები და საქართველოს შვილები
06.10.2018
პოეტ მარიამ ხუცურაულის პოსტი უნდა გაგაცნოთ - გულგრილი ნამდვილად ვერ დარჩებით:
01.09.2018
საქართველოში რობოტ სოფიას გამოჩენამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
26.07.2018
ალექსი მოსიაშვილმა ფეიბუქ-გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მისი ნებართვით ამ
25.07.2018
"მოუშუშებელი ტრაგედია," ასე ახასიათებენ ათენში, ატიკის აღმოსავლეთით "მატი"-ში ხანძრის მიერ გადაბუგულ ზონებს,
25.07.2018
ვუძღვნი ჩემს მოძღვარს, ფოთის საკათედრო ტაძრის
25.05.2018
მხატვარი რეზო ადამია მეცნიერთა იმ ჯგუფს პასუხობს, რომელთა მსჯელობის საგანი ის გამხდარა, თუ რა ენაზე მეტყველებდა მაცხოვარი:
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
წმინდა ნექტარიოსი, პენდაპოლეოსის ეპისკოპოსი ბედნიერი ცხოვრების შესახებ ამგვარ განმარტებას გვაძლევს: