საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები და მათი ხელრთვები
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები და მათი ხელრთვები
"კათალიკოსი" ბერძნული სიტყვაა (katholikos) და საყოველთაოს, მსოფლიოს ნიშნავს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური კათალიკოსად V საუკუნის 60-იანი წლებიდან იწოდება. მანამდე საქართველოს ეკლესიას ქართლის ეპისკოპოსები განაგებდნენ. როგორც ცნობილია, პირველი კათალიკოსი პეტრე I ვახტანგ გორგასალმა დაადგინა. კათალიკოსებს ამ დროიდან "ქართლის კათალიკოსი" ან "მცხეთის კათალიკოსი" ეწოდებოდათ. XI საუკუნიდან კათალიკოსის თანაბარი მნიშვნელობით შემოდის ტერმინი "პატრიარქი", ამასთან, "კათალიკოს-პატრიარქიც" გვხვდება.

დასავლეთ საქართველოში ეკლესიის მეთაური, მას შემდეგ, რაც დასავლეთ საქართველოს ეკლესია 1470-74 წლებში მცხეთის საკათალიკოსოს გამოეყო, იწოდებოდა "აფხაზთა კათალიკოსად" და "აფხაზთა პატრიარქად".

1811 წლიდან, რაც საქართველოს ეკლესია რუსეთის ეკლესიას შეუერთეს საეგზარქოსოს სახით, საქართველოს ეკლესიას ეგზარქოსები განაგებდნენ. კათალიკოსის თანამდებობა აღდგენილ იქნა 1917 წელს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან ერთად.

დღეს საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელს ეწოდება "უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი". მართალია, ძველი საბუთების მიხედვით, იხმარებოდა ტერმინი "კათალიკოსი", მაგრამ მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან დამკვიდრდა მართებული ფორმა "კათოლიკოსი", რადგან სიტყვის ძირი ბერძნული katholikos-იდან მომდინარეობს.

ვესაუბრებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელს, ისტორიის დოქტორს მაია შაორშაძეს.

- ძირითადად რომელ საისტორიო წყაროებშია დაცული ცნობები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების შესახებ და რომელია მათ შორის ყველაზე სანდო?

- დღეისათვის ქართლის კათოლიკოსთა რამდენიმე ნუსხა გვაქვს ხელთ. მათგან უძველესია "მოქცევაი ქართლისაის" ქრონიკაში დაცული ნუსხა. ქართლის ეპისკოპოსთა, კათოლიკოსთა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთა შესახებ ცნობები გვხვდება "ქართლის ცხოვრების" თითქმის ყველა თხზულებაში, აგრეთვე, ე.წ. შიომღვიმის 1172 წლის ხელნაწერში (ცნობილია 1270 წლის პირი) და ნიკორწმინდის XVI ს-ის ხელნაწერის მეფეთა და კათოლიკოსთა მოსახსენებელში. მოგვეპოვება აგრეთვე სომეხი ისტორიკოსის მხითარ აირივანეცის "ქრონოგრაფიულ ისტორიაში" არსებული ნუსხა ქართლის კათოლიკოსებისა (IV ს-ის 20-იანი წ.წ-დან VII ს-ის 30-40-იან წ.წ-მდე).

არც ერთი ეს ნუსხა არ ეთანხმება ერთმანეთს, ამიტომ სისრულისათვის საჭიროა სხვადასხვა საისტორიო წყაროს ერთმანეთთან შეჯერება. მაგალითად, "მოქცევაი ქართლისაის" ნუსხაში დასახელებულ ზოგიერთ კათოლიკოსს არ იცნობს "ქართლის ცხოვრება" და პირიქით. ასეთი მაგალითი ბევრია და, ამდენად, საქართველოს კათოლიკოსთა ზუსტი სიის დადგენა მრავალ წინააღმდეგობას აწყდება.

- რომელმა მკვლევრებმა დაადგინეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთა ქრონოლოგიური რიგი?

- პირველი ასეთი ცდა ეკუთვნის XVIII ს-ის II ნახევარში მოღვაწე დავით მესხიშვილს (დავით რექტორს), შემდგომში - პ. იოსელიანს, თ. ჟორდანიას, პ. კარბელაშვილს, მ. თამარაშვილს. მართალია, სპეციალურად ეს საკითხი არ უკვლევიათ, მაგრამ ძალზე დიდი წვლილი მიუძღვით ექ. თაყაიშვილს, ივ. ჯავახიშვილსა და კ. კეკელიძეს. განსაკუთრებულად უნდა გამოვყოთ ბ. ლომინაძის დამსახურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთა, მათ შორის - დასავლეთ საქართველოს პატრიარქების, ქრონოლოგიური რიგის დადგენაში. სპეციალური გამოკვლევები მიუძღვნეს XIII ს-ის საქართველოს კათოლიკოსების სიის დადგენას ს. კაკაბაძემ და ნ. შოშიაშვილმა.

აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსთა ქრონოლოგიური რიგის დადგენას პირველად შეეცადა მ. ბროსე, შემდეგ - თ. ჟორდანია, პ. კარბელაშვილი, მ. თამარაშვილი, ბ. ლომინაძე.

- როგორ შეგვიძლია გავარჩიოთ ქართულ საისტორიო საბუთებში კათოლიკოს-პატრიარქთა ხელრთვა-დამტკიცებანი და რა ნიშნით არიან ისინი გამოკვეთილნი?

- მეფეთა და კათოლიკოსთა ხელრთვა XIII-XV ს.ს-ის საბუთებში ხშირად ისეა გადაბმულ-გადახლართული, რომ მათი წაკითხვა ძნელია. და თუ საბუთი დაზიანებულია, მბოძებლის ვინაობის არცოდნის შემთხვევაში, ზოგჯერ შესაძლოა გარჩევაც კი გაუჭირდეს მკითხველს. ეს საგანგებოდ ხდებოდა, რომ საბუთი ვერ გაეყალბებინათ. არის ხელრთვები მხოლოდ კათოლიკოსისა და მისი სახელის მინიშნებით, ხოლო ზოგიერთ კათოლიკოსს თავისებური, ორიგინალური ავტოგრაფიც აქვს. მაგალითად, კათოლიკოსისა და მისი სახელის შემდეგ, სიგელის ბოლოს დახატულია ხელი, რომელიც ჯვარს სახავს, თავში კი ჯვარი უზის. ხელი სხვადასხვაგვარადაა გაფორმებული. ამ მხრივ შთამბეჭდავია XVII-XVIII ს.ს-ის კათოლიკოსთა: ზაქარია ჯორჯაძის (1623-32 წ.წ.), ევდემოზ I დიასამიძის (1632-42 წ.წ.), ქრისტეფორე II ურდუბეგისძე-ამილახვრის (1642-1660 წ.წ.), დომენტი III ბაგრატიონის (1660-1675 წ.წ.), ნიკოლოზ IX ამილახვრის (1678-88, 1692-95 წ.წ.), დომენტი IV ბაგრატიონის (1705-1741წ.წ.), ანტონ II ბაგრატიონის (1788-1811 წ.წ.), მალაქია (აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსის (1616-21 წ.წ.) და სხვათა ხელრთვები.

- ჩამოთვლილთაგან რომელ კათოლიკოსთა ხელრთვებს გამოყოფდით და რითია დასამახსოვრებელი ამ კათოლიკოსთა მოღვაწეობა?

- ლამაზი ხელრთვა აქვს კათოლიკოს ზაქარია ჯორჯაძეს (1623-32 წ.წ.). ის კათოლიკოსობამდე ნეკრესის ეპისკოპოსი იყო. 1613-1623 წლებში სამეფო კარის ეკლესიის წინამძღვარია. 1614 წელს, შაჰ-აბასის შემოსევის დროს, ზაქარია იოანე კათოლიკოსთან ერთად თან ახლდა იმერეთს შეხიზნულ ქართლ-კახეთის მეფეებს. თეიმურაზ I-ის ინიციატივით, ზაქარიას კათოლიკოსობისას იგზავნება ელჩად დასავლეთ ევროპაში ნიკოლოზ ირუბაქიძე ჩოლოყაშვილი. მოგვეპოვება ზაქარია კათოლიკოსის მიერ გაცემული არაერთი წყალობის სიგელი, რომელთაც ახლავს მისი ორიგინალური ხელრთვა ხელის გამოსახულებით.

საინტერესო ხელი აქვთ კათოლიკოს დომენტი III-ს (1660-1675 წ.წ.) და დომენტი IV-ს (1705-1741 წ.წ.). დომენტი III ბაგრატიონი მეფე ვახტანგ V შაჰნავაზის (1658-1675 წ.წ.) თანამედროვე პატრიარქია. ის მეფის ბიძაშვილი იყო. კათოლიკოსობამდე, 1649-1659 წლებში, დომენტი მთავარეპისკოპოსის ხარისხში გახლდათ. დომენტი კათოლიკოსმა როსტომის დროს დარღვეული მართლმადიდებლური ღვთისმსახურების წესები აღადგინა და განამტკიცა ქრისტიანული სარწმუნოება. მისი ინიციატივით აიგო მჭადიჯვრის ეკლესია, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია გვიან შუა საუკუნეებში. მანვე განაახლა ანჩისხატის ეკლესია, აუგო სამრეკლო, აქვე დაასვენა ანჩის ხატი და საკათოლიკოსო ტაძრად აქცია. კათოლიკოსი დაუღალავად იბრძოდა ტყვეთა სყიდვისა და მაჰმადიანური წესების აღსაკვეთად.

დიდი მამულიშვილი გახლდათ კათოლიკოსი დომენტი IV ბაგრატიონიც (1705-1741 წ.წ.). იგი იყო ძე ლევანისა და ძმა ვახტანგ VI-ისა. 1705-1707 წლებში დომენტი კათოლიკოსი ვახტანგ VI-სთან ერთად მონაწილეობს კანონების შედგენაში. საქართველოში შექმნილი ვითარების გამო დომენტი IV-ს არაერთხელ მოუწია საკათოლიკოსო ტახტის დატოვება. ოსმალთა ბატონობის საწინააღმდეგო პოზიციის გამო დააპატიმრეს და სტამბოლის მახლობლად მდებარე კუნძულზე გადაასახლეს, სადაც ცხრა წელი დაჰყო. 1737 წელს გარდაიცვალა კათოლიკოსი ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილი და 1742 წლამდე კათოლიკოსად კვლავ დომენტი IV ჩანს.

დომენტი IV-მ შეკრიბა ქართველ საერო და საეკლესიო მოღვაწეთა ცხოვრება-წამების აღწერილობანი და შეადგინა ქართული ჰაგიოგრაფიული კრებული. ბერძნულიდან ითარგმნა და დაიბეჭდა კურთხევა ეკლესიისა. მანვე შეადგენინა "სადღესასწაულოს" ახალი რედაქცია, გადააწერინა საეკლესიო მამათა თხზულებების მეორე ნაწილი, პარაკლიტონი, ასკეტიკონი და სხვა. კათოლიკოსმა საკუთარი ხარჯებით შეასრულებინა სვეტიცხოვლის, ანჩისხატის, მეტეხისა და სხვა ეკლესიების სარესტავრაციო სამუშაოები. დომენტი კათოლიკოსი მცხეთაშია დაკრძალული.

გამოირჩევა ასევე ხელრთვა კათოლიკოს ნიკოლოზ IX ამილახვრისა (1678-88, 1692-95 წ.წ.). ნიკოლოზი კათოლიკოსად მეფე გიორგი XI-ის მხარდაჭერით გახდა. ის იყო ძმა გივი ამილახვრისა. ირანის შაჰის მიერ გიორგი XI-ის ნაცვლად ერეკლე I ნაზარალიხანის (1688-1703 წ.წ.) ქართლის ტახტზე დამტკიცების დროს ქართველ წარჩინებულთაგან მხოლოდ კათოლიკოს-პატრიარქი ნიკოლოზი არ ეახლა მეფეს. ამის გამო ის კათოლიკოსობიდან გადააყენეს და მის ნაცვლად იოანე დიასამიძე დაადგინეს. 1691 წელს გიორგი XI კვლავ გადმოდის ქართლში და ოთხი წლის განმავლობაში იბრძვის ტახტის დასაბრუნებლად. ამ პერიოდში ნიკოლოზიც აღდგენილ იქნა კათოლიკოსად, მაგრამ მას შემდეგ, რაც ერეკლე I-მა გამარჯვება მოიპოვა და გიორგი XI გადაიხვეწა, ნიკოლოზიც აღარ ჩანს პატრიარქად.

მოგვიანებით, 1705 წელს მოწვეულ საეკლესიო კრებაზე, მეფე ვახტანგ VI-ს გამოუთქვამს სურვილი ნიკოლოზის კათოლიკოსად დაბრუნებისა, მაგრამ ეპისკოპოსები და არქიმანდრიტები წინააღმდეგი წასულან.

ნიკოლოზ IX-მ დიდი ამაგი დასდო სვეტიცხოვლის აღდგენა-განახლების საქმეს. მას საგანგებოდ გადაუწერინებია "დიდი გულანი" და სხვა წიგნებთან ერთად სვეტიცხოვლისთვის შეუწირავს. აუშენებია საყდრები, სასახლეები, მარნები, საწნახლები, გაუშენებია ბაღები. ნიკოლოზ კათოლიკოსი ზრუნავდა ქართული მონასტრების ანტიოქიის საპატრიარქოსგან დახსნაზეც.

- ბევრი ჰყავს საქართველოს სამეფო გვარის კათოლიკოსი?

KARIBCHE- როგორც ცნობილია, ძველად არა მარტო კათოლიკოსები, ეპისკოპოსებიც კი დიდგვაროვნები უნდა ყოფილიყვნენ. ბაგრატიონი კათოლიკოსებიც არაერთი ჰყავს საქართველოს. მათმა მოღვაწეობამაც განსაკუთრებული კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ესენი არიან: დავით II (მეფე ალექსანდრე I-ის ძე, 1425/26-1428 წ.წ.), მელქისედეკ II (1528-29, 1540-45, 1548-52 წ.წ.), ნიკოლოზ VIII (კახთა მეფე ლეონის ძე, 1584-89 წ.წ.), დომენტი III (ვახტანგ V-ის ბიძაშვილი, 1660-1675 წ.წ.), დომენტი IV (დამიანე ლევანის ძე, ვახტანგ VI-ის ძმა, 1705-24, 1739-41 წ.წ.), ანტონ I (თეიმურაზ ბაგრატიონი, მეფე იესეს ძე, 1744-55, 1764-88 წ.წ.), ანტონ II (თეიმურაზ ბაგრატიონი, ერეკლე II-ის ძე), (1788-1811 წ.წ.), იოსებ ბაგრატიონი (აფხაზთა კათოლიკოსი, იმერთა მეფე ალექსანდრე V-ის ძე, სოლომონ I-ის ძმა).

- რას გვეტყოდით წმინდან კათოლიკოს-პატრიარქებზე და რით არის გამორჩეული მათი მოღვაწეობა?

- წმინდანად შერაცხული კათოლიკოს-პატრიარქები არიან: პეტრე I (V ს-ის 60-იანი წლები), სამოელ I (VI ს-ის დასაწყისი), წმინდა მამაი (720-744 წ.წ.), სარმეანე (VIII ს-ის 70-იანი წლები), არსენ I დიდი (საფარელი) (860-887 წ.წ.), ერთიანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები: იოანე IV (980-1001 წ.წ.), მელქისედეკ I (1010-1033 წ.წ.), აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები: ნიკოლოზ VIII ბაგრატიონი (1584-89 წ.წ.), ევდემოზ I დიასამიძე (1632-42 წ.წ.), იოსები (ჯანდიერი, 1755-1764 წ.წ.), ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ მოღვაწე კათოლიკოს-პატრიარქები: კირიონ III (საძაგლიშვილი, 1917-18 წ.წ.), ამბროსი (ხელაია, 1921-27 წ.წ.), აგრეთვე აფხაზეთის კათოლიკოსი დოსითეოსი (წერეთელი), რომელიც ქუთათელი მიტროპოლიტი იყო და კათოლიკოსის მოვალეობასაც ასრულებდა.

- ორიოდე სიტყვით შევეხოთ ზოგიერთი მათგანის მოღვაწეობას...

- პეტრე I (V ს-ის 60-იანი წლები), როგორც ცნობილია, ქართლის პირველი კათოლიკოსია, რომელიც მეფე ვახტანგ გორგასალმა დაადგინა. ჯუანშერის თანახმად, ვახტანგ მეფემ "პეტრე მღვდელი, მოწაფეთაგან გრიგოლი ღმრთისმეტყუელისათა", და მასთან ერთად მონაზონი სამოელი გაიცნო და დაიახლოვა ბიზანტიაში ლაშქრობის დროს. ვახტანგის თხოვნით, პეტრე საიდუმლო დიპლომატიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა კეისრის კარზე, რამაც ხელი შეუწყო ქართლსა და ბიზანტიას შორის მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარებას. მას შემდეგ, რაც მეფე ვახტანგსა და მიქაელ მცხეთის მთავარეპისკოპოსს შორის ცნობილი განხეთქილება მოხდა, მეფემ კონსტანტინოპოლიდან პეტრე კათოლიკოსად და სამოელი ეპისკოპოსად მოიწვია ქართლში. ანტიოქიის პატრიარქის მიერ ნაკურთხი კათოლიკოსი პეტრე ქართლში ჩამოვიდა კიდევ ცამეტი ეპისკოპოსის თანხლებით. მეფემ მცხეთაში ააშენა სვეტიცხოვლის ტაძარი, პეტრე დასვა კათოლიკოსად და დააარსა საეპისკოპოსოები, რაც ქართლის ეკლესიისთვის თვითმმართველობითი (ავტოკეფალიური) უფლებების მინიჭებად ითვლება. პეტრე თან ხლებია მეფე ვახტანგს სპარსელებთან ომში და მეფის გარდაცვალების დროსაც მის გვერდით ყოფილა. კათოლიკოსი პეტრე მეფე დაჩის დროს გარდაიცვალა.

მის შემდგომ კათოლიკოსი გახდა სამოელ I (VI ს-ის დასაწყისი), რომელიც დაჩისა და ბაკურის მეფობისას კათოლიკოსობდა. მის დროს აშენდა წყაროსთავის ეკლესია ჯავახეთში. სამოელი პირადად იცნობდა წმინდა დედოფალ შუშანიკს და მოინახულა კიდეც გარდაცვალების წინ. სამოელ კათოლიკოსი გარდაიცვალა მეფე ფარსმან ბაკურის ძის დროს.

წმინდა მამაის (720-744 წ.წ.) შესახებ ცნობები ძალზე მწირია. ვიცით, რომ კათოლიკოსობამდე იგი ზედაზნის მონასტრის წინამძღვარი იყო. როგორც ჩანს, დიდი სულიერებით გამოირჩეოდა. მისი, როგორც წმინდანის სახელი, შეტანილია იოანე-ზოსიმეს კალენდარში "კრებაი თთუეთაი წელიწდისათაი".

საინტერესოა არსენ I დიდის (საფარელი) მოღვაწეობა. მის შესახებ ცნობები დაცულია "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში". არსენი 6 წლის იყო, როდესაც წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებმა თეოდორემ და ქრისტეფორემ დაიმოწაფეს, რომლებიც სამოღვაწეოდ აფხაზეთში მიდიოდნენ. არსენი ხანძთის მონასტერში აღიზარდა. 860 წელს, სამცხის ერისკაცთა და რამდენიმე ეპისკოპოსის თანხმობით, მამამ საკათოლიკოსო ტახტზე აიყვანა, რამაც მრავალი მღვდელმთავრისა და მათ შორის - ეფრემ მაწყვერელის გულისწყრომა გამოიწვია. გუარამ მამფალის ბრძანებით მოიწვიეს საეკლესიო კრება. წმინდა გრიგოლ ხანძთელის არსენის მხარდასაჭერმა სიტყვამ დიდი გავლენა იქონია და არსენი კრების გადაწყვეტილებით კათოლიკოსად დაადგინეს. იგი 27 წელს კათოლიკოსობდა. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, არსენ I-ს ეკუთვნის ისტორიულ-პოლემიკური თხზულება "განყოფისათვის ქართლისა და სომხითისა", მასვე მიაკუთვნებენ თხზულებას "ცხოვრება და მარტვილობა აბიბოს ნეკრესელისა".

საინტერესოა საქართველოს ეკლესიის პირველი მამამთავრის მელქისედეკ I-ის (1010-1033 წ.წ.) მოღვაწეობა, რომელიც პატრიარქის ტიტულს ატარებდა. მელქისედეკ I მეფე ბაგრატ III-ის გაზრდილი იყო. პატრიარქობდა ბაგრატ III-ის, გიორგი I-ისა და ბაგრატ IV-ის მეფობაში. მისი მოღვაწეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმით, რომ იგი არის სვეტიცხოვლის აღმშენებელ-გამამშვენებელი. სვეტიცხოვლის ორ წარწერაში მელქისედეკი მოიხსენიება როგორც ტაძრის "მეორედ აღმშენებელი". ტაძრისთვის საჭირო შესამკობელნი კათოლიკოს-პატრიარქმა ბიზანტიის იმპერატორ ბასილისგან მიიღო. მელქისედეკი რამდენჯერმე ეწვია ბიზანტიას. ერთ-ერთი ვიზიტისას აღმოსავლეთის პატრიარქებისგან მიიღო კიდეც თანხმობა საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის საპატრიარქო ხარისხში აყვანაზე.

KARIBCHEწმინდა მელქისედეკ კათოლიკოს-პატრიარქი სვეტიცხოვლის ტაძარშია დაკრძალული.

რაც შეეხება წმინდანად შერაცხულ კათოლიკოს-პატრიარქ ნიკოლოზ VIII ბაგრატიონს (კახთა მეფე ლეონის ძე, 1584-1589 წ.წ.), იგი აღზრდილი ყოფილა სვეტიცხოვლის ქადაგ გედეონ მაღალაძის მიერ, რომელიც თინათინ დედოფალს კახეთში ამ მიზნით საგანგებოდ გადაუყვანია. მართლაც, გედეონ მაღალაძეს სათანადო განათლება მიუცია მომავალი კათოლიკოსისთვის, რისთვისაც მისთვის მატერიალური მხარდაჭერა აღმოუჩენია არა მარტო მეფე ლეონს, არამედ შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქ ნიკოლოზ VIII-საც. ღრმა განსწავლულობის გამო 1589 წელს მეფე სვიმონ I-მა კათოლიკოსს ხელნაწერი წიგნის - "სჯულის კანონის" აღდგენა დაავალა. ნიკოლოზ VIII დიდად ზრუნავდა საკათოლიკოსო საყდრის ყმა-მამულის გამრავლებასა და გაფართოებაზე. მან მეფე ალექსანდრე II-ს დააბრუნებინა სვეტიცხოვლის კუთვნილი მრავალი სოფელი, განაახლებინა და დაამტკიცებინა ძველად შეწირული კახეთის მამულები.

როგორც ცნობილია, კათოლიკოს-პატრიარქი ევდემოზ I დიასამიძე მოწამებრივად აღესრულა.

ევდემოზ I დიასამიძე (1632-42 წ.წ.) აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თეიმურაზ I-ის დროს გახდა. იგი მეფის ნათესავი (თეიმურაზ მეფის ძის, დავითის მეუღლე კათოლიკოსის ძმისწული იყო) და მასთან დაახლოებული პირი გახლდათ.

ევდემოზ I აქტიური მონაწილე და სულისჩამდგმელი იყო 1642 წელს როსტომ მეფის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულებისა. მას თეიმურაზ I-ის ქართლში გამეფება და როსტომ ხანის ჩამოგდება სურდა, მაგრამ შეთქმულება გადამწყვეტ მომენტში გასცეს და მეტეხს მისული თეიმურაზი კახეთში გაბრუნდა. როსტომმა შეთქმულთა ნაწილი შეიპყრო. მათ შორის იყო კათოლიკოსი ევდემოზიც. ქალაქის ციხეში გამომწყვდეული კათოლიკოს-პატრიარქი როსტომ ხანის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს (მეორე წყაროს მიხედვით, კათოლიკოსი კლდიდან გადმოაგდეს). ასე აღესრულა კათოლიკოს-პატრიარქი ევდემოზ I.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler