ებრაელი რაბინის მოქცევა
ებრაელი რაბინის მოქცევა
ნიკოლოზ ამბრაზი
მკითხველს ვთავაზობთ ერთ იშვიათ წიგნს, რომელშიც აღწერილია ამბავი, რომელიც XIX საუკუნის მიწურულს დაიწყო საბერძნეთში, კონსტანტინოპოლში გაგრძელდა და საკვირველი სახით სხვა ადგილას დასრულდა, თუ სად, ამას წიგნის ბოლოს შევიტყობთ. შენდობას ვითხოვთ, თუ მასში არსებულ ებრაულ ტექსტებში რაიმე უზუსტობას აღმოაჩენთ.

თავი 1. ემმანუელ-იმმანუელ
"ხინე ხა ალმა ხარა ვეიოლედეთ ბენ ბეკარატ შემო იმმანუელ".

"აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ".

ხუთი წლის წინ კორინთოში გიმნაზიის დირექტორად ვმუშაობდი. იქ შევხვდი ჩემს დიდი ხნის მეგობარს, ებრაელ ისააკ მ-ს. ერთმანეთის ნახვით გავიხარეთ. ისააკი წარმოშობით ეპირელი იყო, ნიჭიერი ისრაელელთაგანი, ბრწყინვალედ ფლობდა როგორც კლასიკურ ებრაულს, ასევე ბერძნულ ენას. დამთავრებული ჰქონდა იოანინას გიმნაზია. ჩვენ 1872 წელს დავმეგობრდით. ისააკი მაშინ ხასკიოში სწავლობდა ებრაულ ფილოსოფიასა და თორას. მეც ღვთისმეტყველების საფუძვლებს ვეუფლებოდი ხალკეს საღვთისმეტყველო ინსტიტუტში. ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს გალატაში, ბედნიერები ვიყავით, მიუხედავად რელიგიურ საკითხებზე უთანხმოებისა. ისააკი, რაბინთა გავლენით, ფანატიკოსი გახლდათ. მისთვის თალმუდი, ებრაელთა გადმოცემები, თორაზე აღმატებული იყო. მისი აზრით, თალმუდის გარეშე თორას ფასი არ ჰქონდა. არაფრის გაგონება არ უნდოდა სოფლის მაცხოვარზე, ისრაელის იმედსა და ნუგეშზე, იეშუა გამაშიახზე (ანუ იესო ქრისტეზე).

მეუბნებოდა ხოლმე, - თალმუდი არ შეიძლება შეცდესო. ზოგჯერ თავის უზომო ფანატიზმზე წუხდა: - ვითარცა კაცს, მიყვარხარ, როგორც მეგობარი და თანამემამულე, ხოლო როგორც იუდეველს, მეუცხოვები შენი ქრისტიანობითო.

იტანჯებოდა იმ ბრმის მსგავსად, რომელსაც წილად არ ხვდომია ბედნიერება, დაენახა და შეეცნო მზე სიმართლისა. არასოდეს მოუსმენია ამაღლებული სიტყვები მათეს სახარებისა: "გიყუარდეთ მტერნი თქვენნი და აკურთხევდით მაწყევართა თქვენთა". მაგრამ ღმერთში მოშურნეობა ჰქონდა, თუმცა განუსჯელი. დაშვებული იყო მასზე სიბრმავე და უმეცრება.

იმ დაუვიწყარ დღეს, კორინთოში შეხვედრისას, ისააკმა მითხრა, კონსტანტინოპოლის ერთ-ერთ სინაგოგაში რაბინი ვარ და ახლა სამშობლოში მივდივარ მშობლების სანახავად. მძიმედ ავად გავხდი და გამოჯანმრთელებამდე გზას ვერ გავაგრძელებ. ამიტომ მყუდრო სასტუმროს ვეძებო.

ვუსაყვედურე, - სასტუმრო რად უნდა ეძებო ავადმყოფმა? გამიხარდება, თუ მესტუმრები. მყუდროდ იქნები, ვიდრე ბოლომდე არ გამოჯანმრთელდები-მეთქი.

- არ მინდოდა შემეწუხებინე, - მითხრა მობოდიშებით და მიიღო ჩემი მიწვევა.

ესაია წინასწარმეტყველი ელ-გიბორზე. ქრისტეშობის წინა კვირა დღე იდგა. ისააკი სრულიად გამოჯანმრთელდა და მეორე დღეს აპირებდა გამგზავრებას. ჩვენ, ოჯახური ტრადიციით, ყოველდღე ბიბლიას ვკითხულობდით და იმ დღეს წილად გვხვდა, ესაია წინასწარმეტყველის IX თავი წაგვეკითხა. ისააკმა ითხოვა, ტექსტი ჯერ ებრაულად წაეკითხა, მერე კი ბერძნულად, განმარტებითურთ. სიხარულით დავთანხმდით. მან ებრაული ტექსტი აიღო და ესაიას IX თავის კითხვა დაიწყო. "ჰესა-იია-ხე, კი იელედ იულად ლანუ ბენ ნითან ლანუ ვატეხი ხამისრა ალშხმო ვაიიკრა შემო პელე იოეც ელ-გიბორ ავი ად სარ შალომ", და თვითონვე გადათარგმნა ბერძნულად: "რამეთუ ყრმა იშვა ჩვენდა ძე, და მოგუეცა ჩუენ, რომლისა მთავრობა? იქმნა მხარსა ზედა მისსა და ჰრქუან სახელი მისი - დიდისა განზრახვისა ანგელოზი, საკვირველი თანგანმზრახი, ღმერთი ძლიერი, ხელმწიფე, მთავარი მშვიდობისა, მამა მერმეთა საუკუნოსა".

- უცნაურია, - თქვა ისააკმა, ებრაული ტექსტის თარგმნა რომ დაასრულა, - რომელ ყრმაზე წინასწარმეტყველებს აქ ესაია და რა მიზეზით კითხულობთ სწორედ დღეს ამ თავს?

- სამი დღის მერე მადლიერებით ვიზეიმებთ მოსახსენებლად იმ განსაკუთრებული და ისტორიაში ერთადერთხელ აღსრულებული მოვლენისა: იმ ყრმის შობისა, რომელსაც, როგორც უკვე წავიკითხეთ, ესაია წინასწარმეტყველი უწოდებს "ელ-გიბორს" - "ღმერთი ძლიერი".

- ვისზე ამბობს, ვისზე? - იკითხა დაბნეულმა ისააკმა.

- მეშიახზე (ებრაულად მესია, - კ.კ.), სოფლის მაცხოვარზე.

- ეს ის ყრმაა, ვისზეც ლაპარაკობს წინასწარმეტყველი? - კვლავ მკითხა ისააკმა.

- ამას მოწმობს ისტორია და 450 მილიონი ქრისტიანი დაამტკიცებს. ესაიამ და ყველა წინასწარმეტყველმა მასზე გვაუწყეს.

- თალმუდიდან ვიცი, რომ ის ესაია წინასწარმეტყველის ვაჟია, - გაოცდა პასუხით ისააკი.

- ესაიასიო, ამბობ? განიხილე შესაბამისი ადგილი წინასწარმეტყველთან და განთავისუფლდი თალმუდის ხიბლისგან. თვითონ განსაჯე: ეს ყრმა, რომელსაც "ელ-გიბორს" ანუ "ძლიერ ღმერთს" უწოდებენ, განა შეიძლება იყოს ესაია წინასწარმეტყველის ვაჟი?

- გულწრფელად რომ ვთქვა, ამაში ეჭვი მეპარება, - უეცრად თქვა ისააკმა, - არ მაკმაყოფილებს არც რაბინების და არც თალმუდის განმარტება... მაგრამ რა ვქნა? ღვთისგან გონების განათლება მჭირდება.

- ძმაო ისააკ, თუ გულწრფელად გსურს ჭეშმარიტების შეცნობა, უფალი განგანათლებს. სთხოვე ეს უბრალო და მდაბალი გულით და მოგეცემა. რამეთუ სახარებაში ბრძანებს მესია-ქრისტე: "ვერვის ხელ-ეწიფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა მამამან, მომავლინებელმან ჩემმან, მოიყვანოს იგი ჩემდა, და მე აღვადგინო იგი უკუანაისკნელსა მას დღესა" (იოანე 6,44).

- მეეჭვება ესაიას 8,3 მუხლის სისწორე, - თქვა ისააკმა, აიღო ებრაული ტექსტი წმინდა წერილისა და გადმოთარგმნა: "მისლვა-ვყავ წინასწარმეტყველის მიმართ, და მუცლად-იღო და შვა ძე"...

- აი ის ძე, აი ის ყრმა, - წამოიძახა ისააკმა.

ვუთხარი: ეს მუხლი ბოლომდე ჩავიკითხოთ და მერე გამოვიტანოთ დასკვნა-მეთქი. ისააკმა თარგმნა განაგრძო: "და თქუა უფალმან ჩემდამო: უწოდე სახელი მისი: მაგერ-შელალ-ხაშ-ბაზ".

- რა ჰქვია ესაიას ყრმას? - ვკითხე ისააკს.

- მაგერ-შელალ-ხაშ-ბაზი (ძველქართულად: მალიად წარმოტყუენე, მსწრაფლ იავარ-ყავ, - კ.კ.), - მიპასუხა.

- ვინ მისცა, ვინ დაარქვა მას ეს სახელი? - კვლავ ვკითხე.

- მამამისმა ესაიამ, - მიპასუხა ისააკმა.

- წაიკითხე ესაიას 7,14, - ვთხოვე.

ისააკმა ებრაულ ენაზე წაიკითხა: "ხინნე ხა ალმა ხარა "ვაიოლეგეთ ბენ ვე კარატ შემო იმმანუელ" და გადათარგმნა: "აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ" ("ჩვენთან არს ღმერთი").

- არ დაგავიწყდეს, - ვუთხარი ხაზგასმით, - რა არის ნათქვამი ამ სიტყვების წინ: "ამისთვის თვით უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ". ახლა განსაჯე: ესაიას ვაჟს მაგერ-შელალ-ხაშ-ბაზს უწოდებენ, ქალწულის ძეს კი ემმანუელს. ხედავ, სხვადასხვა დედა ჰყავთ, ყრმებსაც სრულიად განსხვავებული სახელები ჰქვიათ! მსგავსება არ არის გათხოვილ წინასწარმეტყველსა და ქალწულს შორის... და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა: რამდენადაც აქაზი თავისი ურწმუნოების გამო უარს ამბობს უფალს ნიშანი სთხოვოს სიღრმესა და სიმაღლეზე, უფალი თავისი მოწყალებით აძლევს ნიშანს - ერთადერთს, უცნაურსა და ზებუნებრივს! - სახელდობრ, ღვთის დამდაბლებისა კაცამდე და კაცის ღმერთამდე ამაღლებისა. ჭეშმარიტად, როგორც მოგვითხრობს სახარება იოანესი: "და სიტყუაი იგი ხორციელ იქმნა" (თავი 1,14). ამას ყველაზე მოკლედ გამოხატავს სახელი ემმანუელი, რაც ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი. ანუ "ღმერთი კაცი გახდა", ღმერთკაცი, როგორც ესმის ეს ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიას. ეს არის საღვთო ნიშანი: შეერთება ღმერთისა კაცთან. მაშინ როცა ესაიას ვაჟის ბუნებრივი დაბადება სრულიადაც არ არის ღვთაებრივი ნიშანი.

რას ნიშნავს ალმა.

- თანდათან ვხვდები! - წამოიძახა ისააკმა, - მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ მაეჭვებს. მოდით, კიდევ ერთხელ გულდასმით წავიკითხოთ ტექსტი, რას გვაუწყებს მე-17 თავის მე-7 სტრიქონი.

გადაშალა წიგნი და იწყო კითხვა: "ლახენ გითენ ადონაღი ხუ ლახემ ოდ ხინნე ა ალმა ხარა, ვაგიოლედეტ ბენ ბეკარატ შემო იმმანუელ" და გადათარგმნა: "ამისთვის თვით უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან (ალმა) მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ".

- რით გაღელვებს ეს სტრიქონი? - ვკითხე.

მითხრა, - ჯერ რაბინებისგან, მერე კი თალმუდის შესწავლისას შევიტყვე, რომ სიტყვა "ალმას" სხვანაირი მნიშვნელობა აქვს, იგი ახალგაზრდა ქალს ნიშნავს და არა ქალწულს, რამეთუ ებრაულ ენაზე ქალწული - არის ბეთული.

- თუკი მრავალი ადგილი ძველი აღთქმიდან (თორა, ნებიიმი, ქეთუბიმი) დაგვიმოწმებს, რომ სიტყვა "ალმა" ნიშნავს ქალს ანუ ქალწულს, ჯერ ქმარგანუცდელს, ანუ იმას, რასაც ბეთული, მაშინ რას იტყვი?

- ვიტყვი, რომ ჭეშმარიტება ქრისტიანებთანაა, ებრაელთა გულები გასასტიკებული და გაქვავებულია. ვიტყვი, რომ თქვენ ხართ ისრაელის ნამდვილი შვილნი, ჭეშმარიტად ერთგულნი, ჭეშმარიტი ისრაელი, ჩვენ კი...

- მისმინე, ისააკ! - შევაწყვეტინე, - საჭიროა მხოლოდ გულწრფელად მივიღოთ, რომ სიტყვა "ალმა" ნიშნავს ქალწულს და მხოლოდ ქალწული და არა ახალგაზრდა ქალია სინონიმი სიტყვა ბეთულისა. მშვენივრად იცი, რომ სიტყვა "ალმა" წარმოდგება ზმნა "ალამიდან", რაც ნიშნავს გათხოვებას, სქესობრივად მომწიფებას. შესაბამისად, "ალმა" ნიშნავს გოგონას, ქალწულს, - მერე კვლავ ვკითხე, - ვინ იყო ის 70 განმმარტებელი, რომელთაც ებრაულიდან ბერძნულ ენაზე გადათარგმნეს ძველი აღთქმის წიგნები ქრისტეს შობამდე დაახლოებით 285 წელს? ქრისტიანები თუ ებრაელები?

- რა თქმა უნდა, ებრაელები! - მიპასუხა ისააკმა.

- რას ფიქრობ, მათ კარგად იცოდნენ მშობლიური ებრაული ენა?

- რა თქმა უნდა, ორივე მშვენივრად იცოდნენ.

- მათ როგორ თარგმნეს სიტყვა "ალმა"?

გადავშალეთ სეპტუაგინტა და წავიკითხეთ: "აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე..."

- ხედავ, ქალწულად უთარგმნიათ. განა მთარგმნელები დაინტერესებულნი იყვნენ ტექსტის შერყვნით?

- რა თქმა უნდა, არა!.. ისინი ებრაელები იყვნენ და დედნისადმი ერთგულება შეინარჩუნეს. შენ დამპირდი, რომ ძველი აღთქმიდან სხვადასხვა ადგილს მანახებდი, სადაც "ალმა" "ბეთულის" სინონიმია...

- სიამოვნებით. მოძებნე ბერეშითის (შესაქმე) 24-ე თავი. წაიკითხე.

ისააკმა დაიწყო: "...ხინე ანოხი ნიცავ ალ ეინ ხამაიმ ვე ხაიია ხა ალმა" და თარგმნა: "აჰა, მე ვდგა წყაროსა ზედა წყლისასა... იყოს ქალწული, რომელსაცა ვჰრქუა" და ასე შემდეგ.

- ვისზე საუბრობენ აქ, ისააკ? - ვკითხე.

- რებეკაზეა ნათქვამი. ელიაზარი, აბრაამის მონა, ევედრება ღმერთს, რათა ისე მოაწყოს, რომ წყაროზე შემხვედრი პირველივე ქალწული (ალმა - ქალწული) გახდეს ისააკის სასძლო.

- აქ სიტყვა "ალმა" გასათხოვარ რებეკას ეხება თუ გათხოვილს, ისეთს, როგორიც იყო წინასწარმეტყველი, ცოლი ესაიასი?

- "ალმა" აქ ქალწულს ნიშნავს, - მიპასუხა თითქოს გაოცებით ისააკმა, - რადგანაც რებეკა ჯერ არ იყო ცოლი ისააკისა. უცნაურია! აქამდე ეს როგორ ვერ შევამჩნიე! რაბინები რატომ არ მაჩვენებდნენ ამ ადგილს?.. ღმერთო ჩემო, ნუთუ აქამდე შემცდარნი ვართ? - მერე მკითხა: - ბიბლიაში ეს ერთადერთი ადგილია, სადაც "ალმა" "ბეთულის" სინონიმია თუ არის კიდევ ამგვარი?

- კიდევ მრავალი სხვა ადგილია. გადაშალე წიგნი გამოსვლათა და ნახე 2,8 სტრიქონი.

ისააკმა იპოვა და კითხვა დაიწყო: "ვატომერ ლახ ბატ პარო, ლეხი, ვატელეხ ა ალმა"... "ასულმან ფარაოსმან ჰრქუა: წარვედ, უწოდე. წარვიდა ქალი (ქალწული) იგი და უწოდა დედასა მის ყრმისასა".

- რას ამჩნევ აქ, ისააკ?

- ვხედავ, რომ ფარაონის ქალიშვილი ქალწულს ეძახის მოსეს უმცროს დას, რომელიც, დედის მცნებისაებრ, მდინარის ტალღებს მინდობილ თავის პატარა ძმას მოსეს უთვალთვალებდა.

- მოსეს უმცროსი და, რომელსაც აქ "ალმას" უწოდებენ, გათხოვილი იყო თუ გასათხოვარი? - ვკითხე.

- სიტყვა "ალმა" აქ ნიშნავს ქალწულს, ყმაწვილ ქალს, გასათხოვარს. შენ დამარწმუნე, ნიკოლოზ! - წამოიახა ისააკმა, - ახლა აღარ შემიძლია უარვყო ჭეშმარიტება, ამას ცხადად ვხედავ ებრაული ტექსტიდან...

ისააკი დადუმდა. მე არაფერი მიპასუხია, მაგრამ მსურდა, ეჭვებს არასოდეს შეეწუხებინა, ამიტომ სხვა მსგავსი ადგილებიც ვუჩვენე - ფსალმუნი 67,26: "იმსთუეს მთავართა მახლობლად მგალობელთა, შორის ქალწულთა მეებნეთასა"; იგავთა წიგნი 30,19: "კუალი ორბისა მფრინველისა, და გზა გუელისა კლდესა ზედა, ალაგნი სლვისა ნავისანი და გზანი კაცისანი სიჭაბუკესა შინა (ქალწულისაკენ)". ასევე სოლომონის ქებათა ქება 1,2: "ნელსაცხელებელ წარმოცარიელებულ სახელი შენი, ამისთუისცა ქალწულთა შეგიყუარეს შენ"; ასევე 6,8 მუხლი: "სამეოცნი არიან დედოფალნი და ოთხმეოც ხარჭნი, და ქალწულნი, რომელთა არა არს რიცხვი". აქ "ალმა" (მრავლობით რიცხვში) ქალწულს, გასათხოვარ ქალიშვილს ნიშნავს. ისააკს ასევე მივუთითე ძველი აღთქმის წიგნები, იუდეველების აკილას, თეოდოტიონის და სიმაქის ნათარგმნები, სადაც "ალმა" თარგმნილია როგორც ყმაწვილი ქალი.

- დამიჯერე, ისააკ, - ვუთხარი დასასრულს, - ამიერიდან ეჭვი არ უნდა გეპარებოდეს. როცა ესაიამ სულიწმინდით თქვა: "აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს" (ხინე ხა ალმა), "მხედველობაში ჰყავდა არა თავისი წინასწარმეტყველი ცოლი, არამედ კურთხეული ქალწული, მომავალი დედა ემმანუელისა, ღმერთკაც იესო ქრისტესი, კაცთა მოდგმის მაცხოვრისა და გამომსყიდველისა: "რამეთუ ყრმა იშვა ჩვენდა ძე, და მოგუეცა ჩუენ... ჰრქუან სახელი მისი - დიდისა განზრახვისა ანგელოზი, საკვირველი თანგანმზრახი, ღმერთი ძლიერი" (ელ-გიბორ). მის საკვირველ შობას იდღესასწაულებს მთელი ქრისტიანული სამყარო, რომელმაც დიდი ხნის წინ შეიცნო და მიიღო ეს ჭეშმარიტება! შეიცანი შენც ეს მაცხოვნებელი ჭეშმარიტება და ეჭვი ნუღარ შეგეპარება მასში!

გაგრძელება იქნება
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler