საქართველოს მიწას მუდამ თან ვატარებ
საქართველოს მიწას მუდამ თან ვატარებ
საბერძნეთში ქართველი ემიგრანტების მოზღვავებამ განაპირობა ათენში ქართველ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება. ქალბატონი ნუნუ ღურჭუმალიძე თითქმის ოთხი წელია ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს და ცდილობს, დაეხმაროს ათენში სამუშაოდ ჩამოსულ ქართველ ქალბატონებს. საქართველოში მცხოვრებ შეჭირვებულებსაც არ ივიწყებს და შეძლებისდაგვარად ეხმარება კიდეც. საქართველოდან წამოსვლა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ გადააწყვეტინა. ვანის საშუალო სკოლაში მათემატიკას ასწავლიდა, იყო უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი, მაგრამ პედაგოგის ხელფასით ოჯახის რჩენა ვეღარ შეძლო და უცხოეთს მიაშურა. ორგანიზაციამ პირველი ღონისძიება დედაენის დღეს მიუძღვნა. შემოსავალი გადასცეს ათენში დაფუძნებულ ქართულ საკვირაო სკოლას. ამავე ორგანიზაციამ დააფუძნა ჟურნალი "ემიგრანტი ქალი", ნუნუ ღურჭუმალიძის რედაქტორობით.

"მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა" - ამ დევიზით შეაგროვეს ჰუმანიტარული დახმარება და გამოგზავნეს საქართველოში. ქუთაისში ომით დაზარალებულ ოჯახებს ტანსაცმლითა და საოჯახო ნივთებით დაეხმარნენ. ასევე გაუმართეს ხელი თბილისში ომით დაზარალებულ პედაგოგებს. საქართველოს ეკლესიის მიმართ დიდ ყურადღებას გამოხატავენ. ვანისა და ბაღდათის ეპარქიასთან ერთად დახმარება გაუწიეს თბილისის წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძარს. ახლახან ცაგერსა და ბაღდათში მცხოვრებ ორ ავადმყოფ ბავშვს სამკურნალოდ ფული გაუგზავნეს. მათ მიერ გაკეთებული კეთილი საქმეების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ათენში ყოფნისას ქალბატონ ნუნუს დავუკავშირდი და მთხოვა, საბერძნეთის მთავრობის სახლის წინ მივსულიყავი, სადაც იმ დღეს, 27 ნოემბერს, ქართველები პროტესტს გამოხატავდნენ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში რუსის ჯარის ყოფნის თაობაზე. მსგავსი აქცია იმართებოდა მსოფლიოს 15 ქვეყანაში. ვიხილე უამრავი გულანთებული პატრიოტი ქართველი,Oნოსტალგიით ოდნავ დანაღვლიანებული.

- როგორ ცხოვრობთ ემიგრანტები?

- ათენში ძალიან რთული ცხოვრებაა, თუმცა ღვთის წყალობით, მეც ბედნიერ გამონაკლისთაგანი ვარ, მორალური ტრავმა არ მიმიღია. ზოგს ამცირებენ, მონარჩენ საკვებს აჭმევენ, სცემენ და ხელფასს არ აძლევენ... საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია სასამართლოში შევიტანოთ სარჩელი უფლებების დასაცავად. ძალიან ხშირად უსაბუთოდ მყოფი ქართველების დაცვა არ შემიძლია - ასეთ შემთხვევაში სასამართლოს ვერ მივმართავ, ამიტომ ვცდილობთ, მოლაპარაკებით მოვაგვაროთ ქართველების მდგომარეობა. მოგეხსენებათ, უცხო ქვეყანაში დაუცველები ვართ ქართველები და ქართველ ემიგრანტებთან ერთად გადავწყვიტე ორგანიზაციის დაფუძნება. ერთი გოგონა დამცირებამ ჭკუიდან გადაიყვანა და გადაიკარგა... საქართველოდან მოგვმართა მისმა დედამ.Dდიდი ხნის ძებნის შემდეგ, როგორც იქნა, მივაკვლიეთ და გავამგზავრეთ საქართველოში. იღბლიანებიც არიან, რომლებსაც კარგი სამსახური შეხვდათ.

ერთი წელი ისე ვიმუშავე, არც ერთი ქართველი არ მინახავს და ქართული სიტყვა არ გამიგონია. ბავშვს რომ ვზრდიდი, "იავნანას" მაგიერ ვუმღეროდი "თბილისო, მზის და ვარდების მხარეო", თან თვალებზე ცრემლი მქონდა... შემიძლია ვთქვა, რომ საბერძნეთში მყავს ორი შვილობილი, რომლებიც მე დავზარდე. ორივეს ძალიან ვუყვარვარ.

ციალა შვანგირაძე: - ცხრა წელია, რაც საბერძნეთში ვარ. საშინელებაა, როცა შვილიშვილი გეუბნება, მიყვარხარო და არ იცნობ, ვაჟი დაოჯახდა და რძალს არ ვიცნობ. აქ მხოლოდ ის გვასულდგმულებს, რომ ვეხმარებით ოჯახებს. სამწუხაროდ, სამსახურის გამო ეკლესიაში ხშირად სიარულს ვერ ვახერხებ. ათენის წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძრის მოძღვრის, არქიმანდრიტ თეიმურაზის (კალანდაძე) სიყვარულით და წყალობით დავდივარ ხოლმე ტაძარში.

"მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა", "ქართველებს არ დაუწყიათ ომი, ისინი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ", "შენს წინ დამაჩოქე, შენს მიწას გვამთხვევინე, გულში ჩაგვიხუტე, სიყვარული გვათქმევინე, ჩვენო სანუგეშო ძველთაძველო. შენს ცას შეგვახედე, ჩემო საქართველო" - ამგვარი სიტყვებით შემკული პლაკატებით გამოხატავდნენ თანადგომას ქართველი ქალები და გამვლელ-გამომვლელის ყურადღებას იქცევდნენ.

ლევან ბუკია ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია. განათლება თბილისის სასულიერო აკადემიაში მიიღო, ასწავლიდა სემინარიაში. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ათენში აგრძელებს სწავლას.

- ვიცნობ "კარიბჭეს", - მეუბნება ლევანი, - ათენში საქართველოსა და საბერძნეთის ეკლესიებს შორის გაცვლითი პროგრამით 5 წლის წინ ჩამოვედი. აქაურ თეოლოგიის ფაკულტეტს ძალიან დიდი ტრადიციები აქვს. მადლობელი ვარ იმისა, რომ მომიწია ამ ფაკულტეტზე სწავლა.

- რა განსხვავებაა საქართველოსა და საბერძნეთის საეკლესიო ცხოვრებას შორის?

- საეკლესიო კალენდარი ახალი სტილითაა. სხვა მხრივ ერთი სწავლებაა. საბერძნეთი ხომ მართლმადიდებლური ქვეყანაა. ერთი უფლის, იესო ქრისტეს მიმდევრები ვართ ყველანი. აქ ბევრი ქართველი სტუდენტია. ამ სასწავლებელმა ძალიან ბევრი რამ შემძინა. მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ უშუალოდ შეეხები იმ დედანს, რა ენაზეც დაიწერა ესა თუ ის საღვთისმეტყველო ტექსტი. თავის დროზე ჩვენმა დიდმა მამებმა, მთაწმინდელებმა, ეს ყველაფერი გადმოიტანეს ქართულად. მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა. დღესაც ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი, რომ ეს ყველაფერი გამოიცეს ქართულ ენაზე. ამ მიმართულებით ქართველი სტუდენტები და კურსდამთავრებულები მუშაობენ და იმედია, თავიანთ სიტყვას იტყვიან.

საქართველოში რელიგიის სახელმძღვანელოები არ არსებობს.Aამის დიდი ტრადიცია კი ბერძნებს აქვთ. აქ თითქმის ყველა კლასში ისწავლება რელიგია, როგორც სავალდებულო საგანი. სწავლასთან ერთად რელიგიას ვასწავლი ქართულ საკვირაო სკოლაში. ქართველ ბავშვებს ცოტა უჭირთ დედაენაზე მეტყველება. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ მშობლებს, რომ ბავშვები არ მოსწყდნენ ქართულ ფესვებს.

გამოვიყენე ჩემი გამოცდილება და გამოვეცი სახელმძღვანელოები, რომლითაც დღეს სწავლობენ ქართველი მოსწავლეები. ეს არის საღვთო ისტორია - ძველი და ახალი აღთქმა. ვაგრძელებ მუშაობას ამ წიგნებზე ყველა კლასისთვის. გარდა ამისა, ვმუშაობ სახელმძღვანელოებზე, რომლებიც, იმედია, კარგ სამსახურს გაუწევს თეოლოგიით დაიტერესებულ ქართველ მკითხველს.

განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია კაბადოკიელმა მამებმა - ბასილი დიდმა, გრიგოლ ღვთისმეტყველმა, გრიგოლ ნოსელმა, იოანე ოქროპირმა, მაქსიმე აღმსარებელმა, გრიგოლ პალამამ. ამ უდიდეს ბურჯებზე დგას მართლმადიდებლური ეკლესია. შევეცადე ჩამომეყალიბებინა, თუ ვინ როგორ უნდა წაიკითხოს, გაიგოს და შეკრიბოს ყველა ის ჭეშმარიტების მარცვალი, რომელიც იყო ამა თუ იმ მამის სწავლებაში. მათი ღვაწლი ფასდაუდებელია მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში.

ბედნიერება მქონდა, ვყოფილიყავი ივერონის მონასტერში ქართველ სასულიერო პირებთან ერთად. მოვილოცეთ ეს უდიდესი წმინდა კერა მართლმადიდებლობისა. იქ არის ამგვარი ტრადიცია - ივერიის ღვთისმშობლის ხატს აღდგომის შემდეგ გამოაბრძანებენ და შემოატარებენ მთელ მონასტერში. ამ დროს იქ მომიხდა ყოფნა და შეხება ღვთისმშობლის ხატისა.

საქართველოში დაბრუნებას ვაპირებ ერთ წელიწადში. მინდა დავუბრუნდე ჩემს საქმიანობას.

ნანა შავიძე: - ათენში 13 წლის წინ ჩამოვედით მე, დედაჩემი და ჩემი და. აქ დიდი გაჭირვება გამოვიარეთ. ჯერ ერთი, ძალიან მძიმეა უკანონობის შეგრძნება უცხო მიწაზე. ამ ხნის განმავლობაში მამაც გარდამეცვალა. საბჭოთა პერიოდში ის ერთ-ერთი წარჩინებული მფრინავი იყო. ბოლოს, მოხდა ისე, რომ ბერძენს გავყევი ცოლად. მყავს ორი შვილი. ეკონომიურად არ გვიჭირს, მაგრამ ძალიან რთულია იცხოვრო კარგად სამშობლოს გარეშე. ქართველისთვის ეს დიდი ტრაგედიაა. აქ ყოფნას გავუძლებთ, ოღონდ საქართველო დადგეს ფეხზე. დიდი იმედი გვაქვს უკეთესი მომავლისა. სპეციალობით ქირურგი-გინეკოლოგი ვარ. ძალიან ბევრ ქალს სჭირდება შველა. ბევრი ბავშვი იბადება უსაბუთოდ, რადგან ცოლსა და ქმარს კანონიერად დაქორწინების საშუალება არ აქვთ. ეს ძალიან მტკივნეული პრობლემაა აქაური ქართველებისთვის. მადლობელი ვართ საქართველოს კონსულისა საბერძნეთში. ქალბატონი თამარ ღვინაძე მუდამ გვერდით გვიდგას. სიმწარე ისაა, რომ ბევრ ოჯახს არ სურს ბავშვის გაჩენა შეჭირვების გამო. ამიტომ ქართველებისთვის დემოგრაფიულად ძალიან ბევრი რამ ფუჭდება.

ჩემმა შვილებმა იციან, რომ აქვთ ორი სამშობლო - საქართველო და საბერძნეთი.

KARIBCHEნატალია კაპანაძე ჟურნალ "ემიგრანტი ქალის" რედაქტორის მოადგილეა. ეს გოგონა მართლაც საქართველოს სახეა საბერძნეთში.Yყველა ქართული საქმის გვერდით დგას და ქართული ტრადიციების გამგრძელებელია უცხოეთის მიწაზე.

- ათენში 2003 წელს ჩამოვედი სამუშაოდ. საქართველოში სკოლაში ვმუშაობდი. ხელფასი 29 ლარი მქონდა. ამ ხელფასით მართლა შეუძლებელი იყო ცხოვრება. ვცდილობდი, აქ ჩემი პროფესია არ დამვიწყებოდა. ქართველი მოსწავლეებიც გავიჩინე და ინგლისურში ვამზადებ. აქ ძალიან პრესტიჟული ინგლისური ენის სასწავლებელია, სადაც ენის ცოდნა გავიღრმავე. ჩემი სპეციალობით კარგია მუშაობა, მაგრამ ხელფასი აქაც ძალიან დაბალია. ამიტომ მირჩევნია, ბავშვები მოვამზადო. მყავს ქართველი და ბერძენი მოსწავლეები. ემიგრანტ ქალთა ორგანიზაციის წევრიც ვარ და რისი საშუალებაც მაქვს, გაჭირვებულებს ვეხმარები. ადრე ვთანამშრომლობდი ჟურნალ "თაობაში". ბერძნულ გაზეთებში რაიმე თუ იწერება ქართველებზე, ვცდილობდი, მისი თარგმანი დამებეჭდა. მართალია, ჟურნალისტიკა ჩემი პროფესია არ არის, მაგრამ წერა მიყვარს.

მომწონს ბერძნული პრესა. ძალიან ადვილი და გასაგები ენით წერენ.

სიტყვით ვერ გადმოგცემთ, ისე მენატრება საქართველო. ახლაც ჩანთაში მაქვს ქართული მიწა, სულ ამით დავდივარ და მგონია, საქართველოში ვარ. ქართველმა შენი ერი უნდა გაამრავლო და ქართველზე დაოჯახდე. ჩვენი მამა-პაპა ასე იყო. ათასგვარი დაბრკოლება და გაჭირვება გამოიარა საქართველომ, მაგრამ კვლავ ფეხზე დგას. ღმერთი არ გაგვწირავს. ეკლესიაში დავდივარ. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, კუნძულ სიმოსზე იხატება მთავარანგელოზ მიქაელის ხატი, რომელიც ოქრო-ვერცხლით უნდა შეამკონ. საკმაოდ დიდი თანხაა საამისოდ საჭირო. ქართველი ემიგრანტების შენაწირით, იმედია, მალე დაიწერება ხატი და უდიდეს მადლს მოჰფენს სრულიად საქართველოს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler