ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ არა მარტო ქართველმა ერმა, არამედ ქართულმა სიტყვამაც შეიმოსა ქრისტე
ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ არა მარტო ქართველმა ერმა, არამედ ქართულმა სიტყვამაც შეიმოსა ქრისტე
14 აპრილი - ქართული ენის დაცვის დღეა
გვესაუბრება არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილების გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი დოდო (მარიამ) ღლონტი.

- 14 აპრილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ისტორიაში, რადგან ამ დღეს ქართველებმა არ გააბედვინეს რუს ჩინოსანს თავიანთი ენის ხელყოფა. თქვენ მაშინ ალბათ სტუდენტი იქნებოდით. როგორ გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ?

- დიახ, მაშინ ფილოლოგიის ფაკულტეტის მეხუთე კურსის სტუდენტი გახლდით და ჩემს მეგობრებთან ერთად აქტიურად ვმონაწილეობდი ამ მოვლენებში. ვხედავდი აღელვებულ მოხუცებს, რომელთაც ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდათ, რადგანაც ახსოვდათ 1956 წლის 9 მარტის სისხლისღვრა. გვემუდარებოდნენ, შინ წადით, შეიძლება გამოსვლები დაარბიონო. მაგრამ ჩვენ მედგრად ვიდექით და ფეხსაც არ ვიცვლიდით. ქართველისათვის ენა მხოლოდ აზროვნებისა და ურთიერთობის საშუალება არ არის, მასში ჩადებულია ის გენეტიკური კოდი, საიდუმლო, რომელიც განსაზღვრავს მის ქართველად მყოფობას. ამ საიდუმლოსაც უნდა გულისხმობდეს იოანე-ზოსიმე, როდესაც ბრძანებს: "ყოველი საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარხულ არს". საქართველოში ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ არა მარტო ქართველმა ერმა, არამედ ქართულმა სიტყვამაც შეიმოსა ქრისტე. ალბათ გადაჭარბებული არ იქნება, თუკი ვიტყვი: ქართული ენის დაცვა ქართველისათვის ქრისტიანობისა და სამშობლოს დაცვის ტოლფასია. კონსტანტინე გამსახურდია წერდა: "მშობლიური ენის განვრცობა და გაძლიერება ისეთივე დიდი და საპატიო საქმეა, როგორიც ხმლით დაცვა საკუთარი ქვეყნისა".

- თქვენ ცოტა ხნის წინ ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილების გამგედ აგირჩიეს. რა არის, ზოგადად, ინსტიტუტის უმთავრესი მიზანი და კონკრეტულად რა მიმართულებით მუშაობს თქვენი განყოფილება?

- ენათმეცნიერების ინსტიტუტის უმთავრესი მიზანი ქართული ენის, პირველ ყოვლისა, მისი განვითარების მექანიზმებისა და ბერკეტების დაცვა გახლავთ; ამასთანავე, ქართული ენის განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნა; ენათმეცნიერების ინსტიტუტის ერთ-ერთი უმთავრესი კონკრეტული მიზანია ლექსიკონების შედგენა. მოგეხსენებათ, 1950-1964 წლებში არნოლდ ჩიქობავას ხელმძღვანელობით გამოიცა "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" რვატომეული. 40 წლის შემდეგ ჩვენს ინსტიტუტში შეიქმნა "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ავთანდილ არაბული. ამ ჯგუფის თაოსნობით უდიდესი მამულიშვილური საქმე გაკეთდა: გამოიცა "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" განახლებული რედაქციის პირველი ტომი. ორ-სამ წელიწადში ყველა ტომი გვექნება ხელთ. პირველი ტომის პრეზენტაციაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საგანგებოდ აღნიშნა ამ გრანდიოზული საქმის დიდი მნიშვნელობა. ამ საქმეს მხარში უდგას ინსტიტუტის დირექტორი, ქალბატონი ლალი ეზუგბაია. მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე "განმარტებითი ლექსიკონი", ცხადია, ვერ შეიქმნება. ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ სახელმწიფომაც გაიღო სახსრები. რამდენიმე ხანში, ღვთის წყალობით, გამოიცემა ქართული ენის ისტორიულ-ეტიმოლოგიური ლექსიკონის ინდექსის (საძიებლის) პირველი ტომი, რომელზეც უკვე დიდი ხანია მუშაობს ლექსიკოლოგიის განყოფილება. საძიებელში მკითხველი მოიძიებს ინფორმაციას (დადგენილი ეტიმოლოგიის, მოსაზრებისა თუ ვარაუდის გარშემო) ამა თუ იმ სიტყვის წარმომავლობასთან დაკავშირებით. უკვე 70000-მდე სალექსიკონო ერთეულის მონაცემია შეტანილი კომპიუტერში, მაგრამ ფინანსური შეჭირვების გამო დროულად ვერ ხერხდება გამოცემა... ჩვენს განყოფილებაში მზადდება და, ღვთის შეწევნით, სულ მალე გამოვა სამწიგნეულის პირველი წიგნი - "ქართული სიტყვის საუფლო". სამოვე წიგნი აერთიანებს თორმეტ ლექსიკურ ბუდეს, მაგალითად: "უფალი და ღმერთი", "სული და ხორცი", "კაცი და ადამიანი", "ცოდვა და მადლი", "რჯული", "სამოსელი" და სხვა. თითოეული ბუდე შეიცავს ასეულამდე და ზოგჯერ მეტ სიტყვას. ლექსიკურ ბუდეებში წარმოჩნდება ამ სიტყვათა ეტიმოლოგია (წარმომავლობა), სემანტიკა (მნიშვნელობა) და შესაბამისი საღვთისმეტყველო განმარტებითი კორპუსი. განმარტებები ამოკრებილია წმიდა მამებათა ნაშრომებიდან. თავად წიგნისა და ბუდეების სამ-სამ ნაწილად დაყოფით თავისებურად ვლინდება სამწიგნეულის ავტორების (განყოფილების ე.წ. ეტიმოლოგიური ჯგუფის) დამოკიდებულება ქართული სიტყვისადმი, ასევე - თაყვანისცემა ცხოველსმყოფელი სამებისადმი. ეს გახლავთ პირველი ცდა ამგვარი წიგნის შექმნისა და გამოცემისა საქართველოში.

KARIBCHEუკვე სადავო არ არის, რომ, ქართული სულიერი კულტურა ქრისტიანულია. 2000 წლის მანძილზე ჩვენი ერის მენტალიტეტი ყალიბდებოდა წმინდა წერილზე დაფუძნებული ქრისტიანული მწერლობის, ქრისტიანული კულტურის არეალში. ცხადია, ყოველივე ეს სათანადოდ აღიბეჭდა ქართულ ენაში. სამწიგნეულის მიზანიც სწორედ ეს არის.

- რაც დღეს მასობრივად ხდება მასმედიასა და ზეპირ მეტყველებაში, ამას ენის განვითარებას ვეღარ ვუწოდებთ. ბარბარიზმებისა და ჟარგონების შემოჭრასთან ერთად განსაკუთრებით მოზღვავდა ტექნიკური ტერმინოლოგია. რამდენად უქადის ეს საფრთხეს ჩვენი ენის გაღარიბებას და საერთოდ, როგორ ხდება ახალშემოსული ლექსიკური ერთეულების დაკანონება?

- საქართველო, თავისი გეოპოლიტიკური ვითარების გამო არასოდეს ყოფილა იზოლირებული დანარჩენი მსოფლიოსგან. არაერთი მოძალადე და დამპყრობი ახსოვს ქართველ ერს, მაგრამ ფაქტია, რომ იგი, როგორც ეთნოსი, თვითმყოფადობას მუდამ ინარჩუნებდა. ამიტომ ქართულ ენაში, ნებით თუ დაძალებით, დამკვიდრდა არაერთი უცხო სიტყვა. ამ სიტყვათაგან უმეტესი ნაწილი დროთა განმავლობაში ჩვენი ენის "ქურაში გადაიდნო" და მის ორგანულ ნაწილად იქცა. ყოველთვის დგებოდა და ახლაც დგას საკითხი სხვა ენიდან სიტყვების სესხების მართლზომიერებისა და აუცილებლობის შესახებ. ცივილიზაციისა და კულტურის განვითარებას, როგორც წესი, მოჰყვება შესაბამისი ტერმინოლოგია; ასევე შემოდის ყოფოთი თუ სხვა სახის საგნები და მათი აღმნიშვნელი ახალი ტერმინები (მაგალითად, კომპიუტერი, ინტერნეტი...). თუ მიმღებ ენაზე საკუთარი სიტყვა მოიძებნება, რომელსაც შეუძლია იტვირთოს ახალი საგნისა თუ მოვლენის აღნიშვნა, სრულიად გაუმართლებელია უცხო სიტყვის შემოტანა. ამ მხრივ, დღეს მართლაც რთულ ვითარებაში ვართ. წინათ ამას პატრონობდა "ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია", რომელიც წყვეტდა ამა თუ იმ ტერმინის შემოღებისა და დაკანონების საკითხს (სანამ ტერმინი ოფიციალურად არ დაკანონდებოდა, ის ბარბარიზმად მიიჩნეოდა). კომისიაში მიწვეულნი იყვნენ ქართული სიტყვის რჩეული მსახურები: პოეტები, მწერლები, პედაგოგები. სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენი კომისიის მუშაობის მიზანს ასევე შეადგენდა დაკვირვება თანამედროვე მწერლობის, მასმედიის ენაზე, საგანგებოდ ტარდებოდა ისტორიულ-შედარებითი კვლევა-ანალიზი, რაც, თავისთავად, იძლეოდა საინტერესო და სასარგებლო დასკვნების გამოტანის საშუალებას. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ქართული ენის სიწმინდის დაცვა არ არის მხოლოდ ფილოლოგების საქმე. ქართული ენა უფალმა ღმერთმა ხომ ყველა ჩვენგანს - ქართველებს გვარგუნა და საპატრონებლად მოგვანდო. ჩვენი ენა და მეტყველება სიტყვების მექანიკური ერთობლიობა კი არ არის, არამედ იგი აზროვნებისა და განცდის გამოხატვის ფაქიზი საშუალებაა. მშობლიური ენის დაცვით მაღლდება ადამიანის ღირსება და იხვეწება მთლიანად ერის სულიერება, კულტურა. ვფიქრობ, მშობლიური ენის მოვლისა და გაფრთხილებისათვის ისეთივე მზადყოფნა და ძალისხმევა გვმართებს, როგორიც საკუთარი სულის ცხონებისათვის. ჩვენს ღვთივგანბრძნობილ წინაპრებს ეს კარგად ესმოდათ. ქართული ენის პატრონობის დიდებული მაგალითი მოგვცა ქართული სიტყვის დიდმა ქომაგმა - სულხან-საბა ორბელიანმა. მოდით, არ გავაწბილოთ ჩვენი ენა ქართულის ქომაგნი და არ დავუშვათ ქართული ენის "თვისთა ნებაზედ გარყვნა".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler