ქართველ მეფეთა ხელრთვანი
ქართველ მეფეთა ხელრთვანი
(დასაწყისი "კარიბჭე" #3,6)
ვესაუბრებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელს, ისტორიის დოქტორს მაია შაორშაძეს

- დავითისა და თამარის შემდეგ გიორგი ბრწყინვალე განსაკუთრებულად უყვართ საქართველოში. საბედნიეროდ, ისტორიამ მისი ხელრთვაც შემოგვინახა.

- სასიხარულოა, რომ მოგვეპოვება ხელრთვა ერთიანი საქართველოს მეფის, გიორგი V ბრწყინვალისა, რომელიც იყო დემეტრე II თავდადებულისა და ნათელა ჯაყელის ძე (1299, 1318-1346 წწ.). მან 1316-1317 წლებში ელჩობა გაგზავნა ეგვიპტის სულთანთან, რის შედეგადაც ქართველებს დაუბრუნდათ ჯვრის მონასტერი და გადაეცათ ,,კლიტენი იერუსალემისანი". გიორგი V-მ მონღოლებისაგან განადგურებული ქვეყანა ჩაიბარა. მან საყაენოსთან ურთიერთობა შეცვალა და კარგი ურთიერთობა დაამყარა პირველ ემირ ჩობანთან, რითაც საქართველოს მშვიდობიანი განვითარების საშუალება მისცა. მოიპოვა ხარკის აკრეფის უფლება. სამი წლის ალყის შემდეგ გორი შემოჭრილი ოსებისაგან გაათავისუფლა და საქართველოდან განდევნა. ურჩი ფეოდალები ცივის მთაზე სადარბაზოდ მიიწვია, შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა. 1329 წელს გარდაიცვალა დასავლეთ საქართველოს მეფე მიქელი, ამით ისარგებლა და ქუთაისი დაიკავა. 1334 წელს სამცხეც შემოიერთა. XIV ს-ის 30-იან წლებში მეფის ინიციატივით მოიწვიეს საეკლესიო კრება წესრიგის აღსადგენად. გიორგის აქტიური მონაწილეობით შეიქმნა სამართლის წიგნი "ძეგლის დადება", რომელიც განკუთვნილი იყო ქართლის მთიანეთში არეული სიტუაციის მოსაწესრიგებლად, ასევე შეიქმნა სახელმწიფო სამართლის მნიშვნელოვანი ძეგლი "ხელმწიფის კარის გარიგება". მეფემ შემოიღო ვერცხლის ახალი ფული "გიორგაული თეთრი".

KARIBCHE


გიორგი V-მ საქართველოდან მონღოლებიც გააძევა და ამით დასრულდა მონღოლთა ასწლოვანი ბატონობა ქვეყანაში. მეფე აქტიურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა. მას დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა საფრანგეთის მეფე ფილიპე VI ვალუასთან, რომის პაპთან, ეგვიპტის სულთანთან. სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა იტალიის ქალაქებთან - ვენეციასა და გენუასთან.

გიორგი მეფეს "ბრყინვალე" უწოდეს იმის გამო, რომ მან დაშლილი ქვეყანა კვლავ გააერთიანა, წესრიგი აღადგინა და საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი განამტკიცა.

- და, მიუხედავად სამშობლოს წინაშე მისი უდიდესი დამსახურებისა, გიორგი ბრწყინვალე რატომღაც არ არის შესული ქართველ წმინდა მეფეთა დასში. როგორ ახსნით ამას?

- მართლაც ფასდაუდებელია გიორგი V ბრწყინვალეს დამსახურება ქვეყნის ისტორიაში. საქართველოს პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, მან ახლო ურთიერთობა დაამყარა რომის პაპთან. ჩემი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი ესეც უნდა იყოს.

მნიშვნელოვანია ალექსანდრე I დიდის მეფობაც (1412-1442 წწ.), რომლის ხელრთვაც რამდენიმე საბუთზე მოგვეპოვება. მეფემ 1431 წელს ციხე-ქალაქი ლორე თურქმანებისაგან გაათავისუფლა, შემოიერთა სივნიეთი. დაიწყო თემურ-ლენგის შემოსევებისაგან დანგრეული ქვეყნის აღდგენა. შემოიღო საგანგებო საკომლო გადასახადი, რომელიც ეკლესია-მონასტრების შეკეთებას ხმარდებოდა. აღდგა სვეტიცხოველი, რუისის ტაძარი, მრავალი ციხე და ტაძარი.

1440 წელს საქართველოს თურქმანებმა სამშვილდე და თბილისი დაიკავეს. 1442 წელს ალექსანდრე დიდი სამეფოში შექმნილი მძიმე სიტუაციის გამო ტახტიდან გადადგა და ათანასეს სახელით ბერად აღიკვეცა.

ძალზე ლამაზი ხელრთვა აქვს ალექსანდრე II კახთა მეფეს (1574-1605 წწ). იგი იყო ძე ლევან მეფისა და დედოფალ თინათინისა.

- ალექსანდრე II პირველი ქართველი მეფეა, რომელიც რუსეთის სახელმწიფოზე ამყარებდა დიდ იმედს.

- ალექსანდრე მეფე ცნობილია რუსული ორიენტაციით. 1585 წელს რუსეთის მეფის თევდორეს ელჩებმა ალექსანდრეს მფარველობა შესთავაზეს. 1586 წელს მანაც გაგზავნა მოსკოვს დესპანები, 1587 წელს კი ხელი მოაწერა "ფიცის წიგნს", რომლის ძალითაც რუსეთი თავის მფარველობაში იღებდა კახეთის სამეფოს და მტრისგან დაცვას ჰპირდებოდა. ორი წლის შემდეგ ალექსანდრეს რუსთა მეფემ "წყალობის სიგელიც" გამოუგზავნა.

მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდა მეფეს ირანთან და ოსმალეთთანაც, რამაც კახეთს ფეხზე წამოდგომის საშუალება მისცა.

1603 წელს შაჰ-აბასმა ოსმალეთს ომი დაუწყო. მან ურჩი კახეთის მეფე ირანში წაიყვანა და უკან დაბრუნებულს მისი გამაჰმადიანებული და თავის კარზე აღზრდილი შვილი, კონსტანტინე გამოაყოლა მზაკვრული გეგმით. შაჰის ბრძანებით, ალექსანდრეს შირვანში უნდა ელაშქრა, მაგრამ მეფე არ ჩქარობდა. მაშინ კონსტანტინემ 1605 წლის 12 მარტს ყიზილბაშებს მოაკვლევინა მამა და ძმა და თვითონ გამეფდა.

საინტერესოა თეიმურაზ I-ის (1606-1648 წწ. კახეთში, 1625-1632 წწ. ქართლ-კახეთის მეფე) ხელრთვანი, რომელიც არაერთ ქართულ საბუთზე მოიპოვება. იგი იყო დავით I-სა და წმინდა ქეთევან დედოფლის ძე.

თეიმურაზს მეფობა მძიმე პერიოდში მოუხდა. 1613 წელს შაჰ-აბასმა კახეთში ილაშქრა და თეიმურაზს მძევლები მოსთხოვა. მეფე იძულებული შეიქნა, უმცროსი ძე, ალექსანდრე და დედა - ქეთევან დედოფალი გაეგზავნა. დიდი ბრძოლები გაიმართა ყიზილბაშებთან 1615, 1616, 1618 წლებში. დასავლეთ საქართველოში გადასული თეიმურაზი რუსეთს თხოვდა დახმარებას, მაგრამ უშედეგოდ. 1624 წლის 12 მარტს შაჰ-აბასმა ქეთევანს ქრისტიანობის უარყოფა მოსთხოვა, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო და დედოფალი საშინელი წამების შემდეგ სიკვდილით დასაჯა.

KARIBCHE


შაჰ-აბასის გარდაცვალების შემდეგ თეიმურაზმა ძალაუფლება განიმტკიცა, მაგრამ დროებით. შაჰ-სეფიმ ქართლში მეფედ როსტომ-ხანი გამოგზავნა. თეიმურაზი იმერეთში გადავიდა. 1634 წელს მან კახეთში გამეფება მოახერხა. ამის შემდეგ იწყება შეურიგებელი ბრძოლა ამ ორ მეფეს შორის. 1639 წელს თეიმურაზმა განაახლა "ფიცის წიგნი" და რუსეთის ერთგულებაზე დაიფიცა, თუმცა რუსეთისგან დახმარება კვლავაც არ ჩანდა.

1642 წელს როსტომის წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყო, მაგრამ უშედეგოდ. 1648 წელს როსტომმა კახეთში ილაშქრა და თეიმურაზი დაამარცხა, მაგრამ საშუალება მისცა, იმერეთში გადასულიყო. თეიმურაზი მოკავშირეებს ამაოდ ეძებდა. როდესაც ვახტანგ V-მ იმერეთში ილაშქრა, თეიმურაზი შეიპყრო და ირანში გაუშვა, სადაც იგი ასტრაბადის ციხეში გამოკეტეს. 1663 წელს 74 წლის მეფე გარდაიცვალა, ქართველებმა მისი ნეშტი გადმოასვენეს და ალავერდის ტაძარში დაკრძალეს.

თეიმურაზის კალამს ეკუთვნის პოემები: "წამება ქეთევან დედოფლისა", "გაბაასება გაზაფხულისა და შემოდგომისა", "მაჯამა", "გრემის სასახლე" და სხვა. სპარსულიდან თარგმნა: "ვარდბულბულიანი", "ლეილმაჯნუნიანი", "იოსებზილიხანიანი" და სხვ.

- სხვათა შორის, როსტომ ხანის მეფობამ 25 წელზე მეტ ხანს გასტანა. ამას წინათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ თავის ქადაგებაში იგი არც ისე დადებითად მოიხსენია. ამიტომ საინტერესო იქნება, ვისაუბროთ მისი მეფობის დადებით და უარყოფით მხარეებზე.

- როსტომ ხანი (1632-1658 წწ) ქართლში გამეფების დროს 67 წლისა ყოფილა. იგი დავით XI-ის, დაუთ-ხანის უკანონო შვილი გახლდათ. ირანში დაიბადა და აღიზარდა, მაჰმადიანი იყო, მაგრამ ქართული კარგად იცოდა. პოლიტიკური კავშირის განსამტკიცებლად, ცოლად შეირთო სამეგრელოს მთავრის ლევან II დადიანის და მარიამი. მარიამის ძალისხმევით აღდგა დანგრეული ეკლესიები, დაიწყო სამონასტრო ყმების გათარხნება, შესაწირავის გაღება, ზრუნვა ქრისტიანობის დაცვა-შენარჩუნებისათვის. ყიზილბაშთა თარეშის შეწყვეტისთანავე, ხალხს ამოსუნთქვის საშუალება მიეცა. როსტომმა განაახლა მეტეხის, გორისა და სურამის ციხეები, ნარიყალას ციხე შემოზღუდა, კეთილმოეწყო გზები, აშენდა ხიდები, ქარვასლები, ახალი ქალაქები, გაიყვანეს არხები და ა. შ. მიუხედავად ერთი შეხედვით ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა, როსტომის პოლიტიკის მიღმა მაინც დიდი საშიშროება იმალებოდა. ამის პარალელურად შენდებოდა მეჩეთები, ქრისტიანობა არ იდევნებოდა, მაგრამ მაჰმადიანობა ძლიერდებოდა, მოხდა ადმინისტრაციული ხასიათის ცვლილებები, რამდენიმე სამოხელეო თანამდებობა სპარსულ ყაიდაზე გარდაიქმნა, სახელმწიფო მოხელეთა ქართული სახელები სპარსულით შეიცვალა, მკვიდრდებოდა ცხოვრების ყიზილბაშური წესი, გაიზარდა უზნეობა, უსამართლობა და ა.შ.

KARIBCHE


როსტომის დროს რამდენჯერმე მოეწყო მისი საწინააღმდეგო შეთქმულება, მაგრამ უშედეგოდ. როსტომმა პოზიციების განმტკიცება მაინც მოახერხა, თუმცა უშუალო მემკვიდრე მას არ დარჩენია.

ძალიან მნიშვნელოვანია ქართლის მეფეების - მამა-შვილის, ლუარსაბ I-სა (1527-1556 წწ.) და სვიმონ I-ის (1556-1569; 1578-1599 წწ.) მოღვაწეობა, რომელთაც ძალისხმევა არ დაიშურეს ქართლის ყიზილბაშთა ბატონობისაგან გასათავისუფლებლად და ამ საქმეს შეეწირნენ კიდეც. არაერთი საინტერესო საბუთია გაცემული მათი სახელით, რომელთაც გმირი მეფეების ხელრთვები ამშვენებს.

მრავალი საბუთია გაცემული ერეკლე II-ისა (1744-1762 წწ. კახეთში, 1762-1798 წწ. ქართლ-კახეთში), მისი ბეჭდითა და ხელრთვით, აგრეთვე, საინტერესოა ვახტანგ VI-ის, თეიმურაზ II-ისა და იმერეთის მეფის - სოლომონ I-ის მიერ გაცემული საბუთები, რომელთაც მათივე ხელრთვები ამშვენებენ.

- მადლობას მოგახსენებთ საინტერესო საუბრისათვის.

მომავალში შევეცდებით საეკლესიო საბუთებზე მივაპყროთ მკითხველის ყურადღება, რომლებიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთა მეტად შთამბეჭდავი ხელმოწერებით არიან დამშვენებულნი.

შენიშვნა: "კარიბჭის" წინა ნომერში გაიპარა ტექნიკური შეცდომა - ერეკლე II-ის ხელრთვაზე მინიშნებული იყო ლუარსაბ II-ის ხელრთვა, ბოდიშს გიხდით, ამ უნებლიე შეცდომისთვის.


KARIBCHE



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler