გოლგოთა ყოველი ქრისტიანის სულში უნდა მეორდებოდეს
გოლგოთა ყოველი ქრისტიანის სულში უნდა მეორდებოდეს
იერუსალიმის აღდგომის ტაძრის მომლოცველი უსათუოდ ნახავდა მის იატაკზე გამოსახულ წრეს წარწერით - "დედამიწის ცენტრი", რომელიც მათ დამცინავ ღიმილს იწვევს ხოლმე, ვისაც დედამიწის ცენტრი კონკრეტული გეოგრაფიული წერტილი ჰგონია, მაგრამ უფლის საფლავი და გოლგოთა მართლაც ცენტრია მიწიერი და კოსმოსური ისტორიისა....

ზოგს მხოლოდ ფეხით, ზოგს - ფიქრით, ზოგს კი - სულით და პეტრე მოციქულივით სინანულის ცრემლით ამომწვარი თვალებით გაუვლია ეს უმწარესი გზა, რომელიც ყოველი ქრისტიანის სულში უნდა მეორდებოდეს...

გეთსიმანია
გოლგოთა ბევრისთვის გეთსიმანიის მწუხარე და იდუმალი ბაღით იწყება... აქაურმა ხეებმა თითქოს ადამიანებივით დაიმახსოვრეს უფლის უკანასკნელი დღეები, მისი ლოცვა, ძილს მიცემულ მოციქულთა ნაადგილარი, გაცემა და მის შესაპყრობად მოვარდნილი ჯარისკაცების იარაღის ჟღარუნით გაკვეთილი ღამის სიჩუმე...

მღვდელმთავართაგან გამოგზავნილ რაზმს იუდა გამოეყო და ამბორით გასცა მოძღვარი...

უფალმა პირი არ იბრუნა მისგან და ამ სიტყვებით შეეცადა იუდას სინდისის გამოღვიძებას: - მეგობარო, რისთვის მოხვედი?

მაგრამ იუდას გულიც ისეთივე სიცივეს გამოსცემდა, როგორსაც მის სამოსში ჩამალული ვერცხლის 30 მონეტა...

***
დუმდა ამ ბაღის გაგრძელება - ზეთისხილის მთაც, საიდანაც ამაღლდა უფალი და წმინდა ქალაქს გადმოხედა - ადგილს, რომელიც მისი ვნებების თასად უნდა ქცეულიყო... და ცრემლით დაიტირა იგი...

აქვეა ღვთისმშობლის საფლავიც, რომლის ფერხთით აზვირთებული წუთისოფელი თითქოს ირინდება...

KARIBCHE


სანამ ანას სამყოფლომდე ფიქრით გავყვებოდით ტყვექმნილ მაცხოვარს, გეთსიმანიის სიახლოვეს მდგარ ღვთისმშობლის მშობლების - იოაკიმესა და ანას სახლში შევდივართ და ვიხსენებთ, თუ რას მოგვითხრობს წმინდა წერილი... მიჰყვებოდა კი ამ შემზარავ პროცესიას წმინდა დედა?..

***
მღვდელმთავარ კაიაფას სასახლე... ისევ დაკითხვა, დამცირება, ცრუ მოწამეთა ჩვენებები, რომლებიც თავადვე ეწინააღმდეგებიან საკუთარ ჩვენებებს...

- შენ ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა? - ჰკითხავს კაიაფა.

- მე ვარ. და თქვენ იხილავთ ძე კაცისას, მჯდომარეს მარჯვენით მამისა...

და მაშინ კაიაფა მოჩვენებითი აღშფოთებით და ამ სიტყვებით შემოიხევს სამღვდელო სამოსს: - რა საჭიროა მოწმეები? თავადვე ისმენთ გმობას ღვთისას! და სინედრიონიც პასუხობს: - თანამდებ არს სიკვდილისა!..

წმინდა მამათა სწავლებით, კაიაფას მიერ სამოსის შემოხევა ძველი აღთქმის სამღვდელოების მადლისაგან განძარცვა იყო...

იუდეური კანონმდებლობით, სიკვდილმისჯილს ქვებით ქოლავდნენ, - რამდენიმე დარტყმის შემდგომ ადამიანი გონს კარგავდა... რომაელთა სიკვდილით დასჯის წესი გაცილებით სასტიკი გახლდათ - დამნაშავეს ჯვარზე აკრავდნენ. უფლის მტრებმა სასიკვდილო განაჩენი აღარ იკმარეს, მისი ყველაზე უარესი დამამცირებელი და მტანჯველი სიკვდილი მოიწადინეს და გადაწყვიტეს, საბოლოო მსჯავრისთვის იუდეის პროკურატორ პილატესთვის წარედგინათ... ყოველივე ხუთშაბათ დღეს, გვიან ღამით მოხდა და ვერავინ გაბედა, ამ დროს გამგებლის შეწუხება. ამიტომ ღამით უფალი კაიაფას სახლის ახლოს, დილეგში ჩააგდეს (დილეგიც და კაიაფას სახლიც დღემდე შემოჩა)...

პილატეს სასახლე
გამთენიისას უფალი პრეტორიუმში, პილატეს წინაშე წარადგინეს... მას თან ახლდა მღვდელმთავართაგან გაქეზებული ბრბოც...

პილატეს სასახლე თითქოს ჩამქრალ ვულკანს ჰგავს, რომელიც დროდადრო მაინც გამოსცემს სიმყრალეს... იგი გაუგონარი დანაშაულის უტყვი მოწმეა... უფალი უკიდურესი სისასტიკით გვემეს, იარებით დაიფარა, რომლებიც რომაელმა ჯარისკაცებმა უფრო გაუღრმავეს...

პილატემ მას ბრალი ვერ უპოვა და კვლავ მღვდელმთავრებისთვის გადაცემა მოინდომა, მაგრამ უპასუხეს, - იესო თავს მეფეს უწოდებს, ესე იგი, ის რომის მტერია და მეამბოხე, რომელიც სიკვდილს იმსახურებსო...

პროკურატორის მცდელობა, ბრბო ქრისტეს უდანაშაულობაში დაერწმუნებინა, ამაო აღმოჩნდა, მანაც, ცალკე მღვდელმთავართაგან წაქეზებული, გაავებული ბრბოს დასაშოშმინებლად, ცალკე კი - ულმობელი იმპერატორის, ტიბერიუსის რისხვის ასარიდებლად, ხელი დაიბანა და იესო თავის "ბრალმდებლებს" გადასცა...

ენით უთქმელია ის ტანჯვა და დამცირება, რაც ჰეროდესა და პილატეს მხედრობამ მაცხოვარს მიაგო... როდესაც იგი მცირე ხნით გაათავისუფლეს, მიწაზე ფორთხვით ძლივს შეაგროვა თავისი სამოსი, მეომრებმა კი ხარხარით მოასხეს მეწამული მოსასხამი, თან გაჰყვიროდნენ: - გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო!" ესეც არ აკმარეს, ეკლის გვირგვინი შეუთხზეს, თავზე დაადგეს და იმგვარად გვემეს, რომ ეკლები ღრმად შეერჭო თავში...

პილატემ იგი ბრბოს ხელმეორედ იმ იმედით წარუდგინა, ეგებ შეებრალოთ და დაიხსნანო, თუმცა ისევ შეცდა...

უფალს მძიმე ჯვარი აჰკიდეს და აიძულეს, გოლგოთამდე მხრებით ეზიდა...

ჯვარი, რომლისთვისაც ახალი ხე ვერ გაიმეტეს, იუდეველებმა წყალზე ხიდად გადებული, ადამიანთა ფეხის ჭუჭყით შებილწული ძველისძველი ძელისგან შეკრეს...

***
გზა მძიმე და მტანჯველი იყო... ჯვარცმული ბარბაცებდა და როგორც კი ძირს დაეცემოდა, გამხეცებული ბრბო მყის ცემით აიძულებდა ფეხზე წამოდგომას...

ამ გზას ახსოვს ადგილი, როდესაც უფალმა ჯვრის ტვირთვა ვეღარ შეძლო და წაიქცა, მაშინ ჯვარი ერთმა იუდეველმა, სახელად სვიმონ კვირინელმა, იტვირთა, თავისუფალმა მიწათმოქმედმა, რომელსაც, რომის კანონთა შესაბამისად, შეეძლო, ამ მისიაზე უარი ეთქვა, მაგრამ ქრისტეს სიბრალულის და სიყვარულის გამო ბოლომდე ზიდა მისი სიმძიმე.

***
გოლგოთისკენ მიმავალ გზას მიბჯენია სახლი მართალი ვერონიკასი, საიდანაც კარგად ჩანდა ეს შემზარავი პროცესია... როდესაც მან ქრისტეს დასახიჩრებული, სისხლით, ფურთხითა და მტვრით შესვარული სხეული იხილა, შინიდან დამნაშავესავით გამოვარდა და სუფთა ტილოთი მოსწმინდა წყლულებანი, მდუმარე ტანჯულმა კი, რომელსაც აღმოთქმაც აღარ შეეძლო, მადლობის ნიშნად იმ ტილოზე თავისი სახის ანაბეჭდი დაუტოვა...

***
აი, ის ადგილიც, ღვთისმშობელი თავის ძეს შეხვდა... მას იერუსალიმის ქუჩებში ეძებდა და მოულოდნელად ადამიანის ფორმის უზარმაზარ იარას შეხვდა... ეამბორა, ურთიერთისათვის არა უთქვამთ რა, ყოველივეს სულებით მიხვდნენ...

გოლგოთის ახლოს მხსნელი მესამედ დაეცა...

***
სისხლიან კლდემდე მივაღწიეთ, სადაც უფალი ჯვარზე მიალურსმნეს... 11 საათია... ჩაქუჩის კაკუნი თითქოს ახლაც ცხადად დგას ჰაერში და გულიდან გულს გადაეცემა... სამ საათში განუტევებს სულს უფალი და სწორედ იმ წამს ადამიანთა უსჯულოებას ბუნება მძაფრად გააპროტესტებს: "ქვეყანაი შეიძრა და კლდენი განსქდეს, მზემ შავი პირბადით დაიფარა სახე".

***
ჯვარცმის ადგილიდან ძალიან ახლოს მისმა ერთ-ერთმა ფარულმა მოწაფემ, იოსებ არიმათიელმა პილატესაგან დიდი მუდარით გამოთხოვილი უფლის სხეული ჯვრიდან გარდამოხსნა და საგვარეულო აკლდამაში გადააბრძანა... გოლგოთა ახალი ეკლესიის "წმინდათა წმიდად" იქცა, მაცხოვრის აკლდამა - ტრაპეზად, ქვის სარეცელი კი - უფლის ტახტად...

მისმა მეორე ფარულმა მოწაფემ, იოსებ არიმათიელივით, სინედრიონის წევრმა და არისტოკრატმა ნიკოდიმოსმა უფლის სხეული პილატესგან დიდი ხვეწნით გამოითხოვა და დიდ პარასკევს ორივენი ქრისტეს გაცხადებულ მოწაფეებად იქცნენ...

რა ხვედრი ერგოთ?
იოსებ არიმათიელი მალევე განდევნეს სამშობლოდან, მკვლელთა - სიქარიტების - ლესული ხანჯლები მას პალესტინის ნებისმიერ კუთხეში ელოდა, ამიტომ იმპერიის დასავლეთ პროვინციაში, ალბიონის ნისლიან მთებში ჰპოვა ბინა და მეორე აკლდამა, როგორც მოციქულმა და ბრიტანეთის ზეციურმა მფარველმა.

ნიკოდიმოსი კი პალესტინამ მწირად აქცია, - გლახაკად ქცეული სოფლებსა და ქალაქებში მიმოდიოდა, მოწყალებას ითხოვდა და ქრისტეს ნათელს ქადაგებდა... იგი ცნობილი სწავლულის, მოციქულ პავლეს მასწავლებლის, გამალიელის გვერდით განისვენებს.

***
დიდი შაბათია... დიდი მოლოდინი... სული თითქოს საფლავის ლოდებით გვაქვს დაგმანული. უმძიმესია გოლგოთა, ეს დღე, ეს კვირა... სადაცაა, ერთშაბათი გაბრწყინდება, გოლგოთამ მიწა ზეცას შეარიგა, ადამიანი - ღმერთს...

ქრისტე აღსდგა, ადამიანებო, ჭეშმარიტად აღსდგა!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler