ჭეშმარიტი სიყვარულით მუდამ დავამარცხებთ ბოროტებას
ჭეშმარიტი სიყვარულით მუდამ დავამარცხებთ ბოროტებას
ქართველი ემიგრანტების ცხოვრება თითქოს ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ თითოეული მათგანის ნაამბობი საგულისხმოა და გასაზიარებელიც. ესმა ღონიაშვილი ნებსით თუ უნებლიეთ შეეგუა ემიგრანტობას. რამდენიმე წელია ათენშია და სამშობლოს მონატრებას ეკლესიაში სიარულით იკლავს, წმინდა ადგილების მოლოცვა კი რწმენაში აძლიერებს. "კარიბჭის" წინა ნომერში ესმას მიერ მოლოცვილ წმინდა ადგილებზე გესაუბრეთ, ამჯერადაც გთავაზობთ, თუმცა მანამდე თავად ესმასაც მოვუსმინოთ.

- ექვსი წელია საბერძნეთში ვარ. ძალიან გვიჭირს აქ ყოფნა. ოჯახებს, შვილებს მოწყვეტილები ვართ. ბევრი ბავშვი დედას სურათებიდან იცნობს. ერთ ემიგრანტ ბავშვს ჰკითხეს, - დედა სად არისო და - სურათებში და კომპიუტერშიო. იმის საშუალებაც არ გვაქვს, საკუთარ პრობლემებსა და ოჯახის წევრებზე ვიფიქროთ. ჩვენს დამქირავებლებს თუ დასჭირდათ, ღამე ნებისმიერ დროს გაგაღვიძებენ. როგორც რობოტებს ისე გვიყურებენ, თითქოს ჩვენ დაღლა არ ვიცით, ანდა ისეთ საქმეს დაგვავალებენ, გაგიკვირდებათ... მერე უკეთესი ოჯახის ძებნას ვიწყებთ, კიდევ უკეთესის და ამასობაში ძალ-ღონეც გვერთმევა. უცხოეთში ღვთის ანაბარა ჩამოვედით ენის უცოდინარი ქართველები. ბევრი ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა სამშობლოში, ბევრი ახალგაზრდა ტრაგიკულად დაიღუპა. მეგზურებმა ბევრი ქართველი ბულგარეთის ტყეებში მიატოვეს, რადგან სიარული ვეღარ შეძლეს...

საქართველოში ანესთეზიოლოგია-რეანიმაციულ განყოფილებაში, ანესთეზიოლოგის თანაშემწედ ვმუშაობდი. მიყვარდა ჩემი პროფესია, სამსახურიც, მაგრამ იძულებული გავხდი, საბერძნეთში წამოვსულიყავი. დაბრუნება კი მინდა, მაგრამ შეშინია, რითი ვირჩინოთ თავი.

საქართველოში არ ვიყავი მრევლის წევრი. მოძღვარიც არ მყავდა. უფალმა საბერძნეთში გონება გამინათა და ეკლესიაში მიმიყვანა. თავიდან დიდი ბრძოლები მქონდა, წირვას ბოლომდე ვერ ვესწრებოდი. მადლობა უფალს, მამა აბიბოსის დახმარებით უკეთ ვარ. მან მასწავლა სწორად, უფლის მოსაწონად ცხოვრება. ისიც, რომ ჭეშმარიტი სიყვარულით მუდამ დავამარცხებთ ბოროტებას. მართალია, დიდი მრევლი ჰყავს მამა აბიბოსს, მაგრამ თითოეულისთვის დროს ყოველთვის ნახულობს. რამდენ უმწეოს დაეხმარა, მაგრამ მისი კურთხევის გარეშე ვერ ვამბობ. უყვარს ჩრდილში დგომა და სიკეთის კეთება.

უცხოეთში მყოფი ქართველები ვეთაყვანებით ჩვენს უწმინდესს, მასში ვხედავთ საქართველოს ხსნას. უფალმა, ღვთისმშობელმა დღეგრძელი და ჯანმრთელი გვიმყოფოს.

ორი წელია ჩვენი ტაძრის მრევლი წმინდა ადგილების მოსალოცად დავდივართ. მრავალი ეკლესია-მონასტერი მოვილოცეთ და ბევრი სასწაული ვნახეთ. მე და ჩემი და, ეკა, ვაკეთებთ ალბომ-არქივს, სადაც თითოეული მოლოცვილი ადგილის სურათი და მოკლე ისტორიაა ასახული. ათენში გამოდის გაზეთი "ელადა", ქალბატონ ანა ყურშავიშვილის რედაქტორობით. ვთანამშრომლობ გაზეთში და კმაყოფილი ვარ ამით.

KARIBCHEამჟამად მინდა გიამბოთ მალესინის წმინდა გიორგის სახელობის ბიზანტიურ მონასტერზე.

მალესინის დიდმოწამე წმინდა გიორგის მონასტერი XI საუკუნისაა. ის ერთ-ერთი უძველესია აღმოსავლეთ საბერძნეთში. თავიდან მამათა მონასტერი იყო და ღვთისმშობლის სახელობისა. მის გარშემო პატარ-პატარა ეკლესიები იდგა, მათ შორის გახლდათ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.

საბერძნეთში 400 წელი თურქები ბატონობდნენ. აქ მზადდებოდა თურქების წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყება. 1821 წელს საბოლოოდ განდევნეს თურქები მალესინიდანაც და მეზობელი სოფლებიდანაც.

ერთ დღეს მონასტრის იღუმენმა შეიტყო, რომ თურქები სოფელზე თავდასხმას აპირებდნენ. დაიბარა სოფლის მოსახლეობა და უთხრა, - დაიჩოქეთ ღვთისმშობლის ხატთან და ცხარე ცრემლებით შეევედრეთ დახმარებასო. ასეც მოიქცნენ. შემდეგ იღუმენმა აიღო ხატი და ეკლესიიდან გავიდა.Gგაკვირვებული მრევლი უკან გაჰყვა. მოძღვარი შევიდა წმინდა გიორგის ეკლესიაში, ილოცა და იქვე დატოვა ღვთისმშობლის ხატი. ტაძრიდან კი წმინდა გიორგის ხატი წამოაბრძანა და ღვთისმშობლის ხატის ადგილას დააბრძანა. შემდეგ მრევლს გამოუცხადა: ბავშვსაც კი უნდა ჩააგონოთ, რომ ამიერიდან ეს ეკლესია წმინდა გიორგის სახელობისაა. თუ გნებავთ, რომ გადავრჩეთ, ილოცეთო. მოძღვარმა იცოდა, რომ თურქებს დიდი რიდი და შიში ჰქონდათ წმინდა გიორგის მიმართ. მეორე დღეს სოფელში თურქები გამოჩნდნენ. გზაში რამდენიმე ბავშვი შეხვედრიათ და მათთვის უკითხავთ, - სოფელში რომელი წმინდანის სახელობის ეკლესია გაქვთო. როცა გაუგიათ, წმინდა გიორგის სახელობისო, სოფელი მაშინვე დაუტოვებიათ.

1894 წელს ამ მხარეში მიწისძვრამ ყველაფერი მიწასთან გაასწორა. მაშინ მონასტრის იღუმენმა გადაწყვიტა ახალი მონასტრის აშენება. მონასტრის თეთრი კედლები ბიზანტიური სტილით ოთხი წლის წინ მოიხატა. 1959 წელს მონასტერში უკანასკნელი ბერი მიიცვალა. ეკლესია უწინამძღვროდ დარჩა. 1982 წელს მონასტერში მოვიდა სამი მღვდელი და დედათა მონასტრად გადააკეთა. მონასტრის მარცხენა კუთხეში დაბრძანებულია წმინდა გიორგის დედის, წმინდა პოლიქრონიას ხატი.

დედათა მონასტრის მოლოცვის შემდეგ დედა ქრისტოფორამ და დედა თეოლოგიამ გვითხრეს, - ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სიხარულს გვანიჭებს თქვენი სტუმრობაო. წამოსვლისას დაგვირიგეს მონასტერში დაბრძანებული წმინდა გიორგის ხატის ასლი. გაოცებულმა დედა ქრისტოფორამ გვკითხა, - სულ რამდენი ხართო. ორმოცდაცხრანიო, - ვუპასუხეთ. სულ ამდენი ხატი მქონდა. თქვენზე წინ მოსულებსაც დავურიგე და ახლა სულ 49 დამრჩაო.

კუნძული ლერო
თითქმის ყველა ოჯახს, ვისაც ვემსახურებით, აგარაკი აქვთ, უმრავლესობას - კუნძულებზე,- მიამბობს ესმა. როდესაც მიდიან დასასვენებლად, ჩვენც თან მივყავართ ხოლმე. ვისთანაც მე ვმუშაობ, ის ოჯახი ცნობილი ვისკის მწარმოებელია. ზაფხულში კუნძულ ლეროზე ერთი თვით წავედით.

მზემ ჩასასვლელად აკრიფა სხივები და კუნძული ოქროსფერ სამოსში გახვია. თითქოს ჯადოსნურ სამყაროში მოვხვდი. კუნძული დილით, შუადღისას და საღამოს სხვადასხვა ფერისაა. იმ ადგილს, სადაც მე ვისვენებდი, ალიდა ჰქვია. სახლის პირდაპირ წმინდა მარინას ყურე და დასახლებაა. მზის ჩასვლისას ეს ადგილი მეწამულად ელვარებს ხოლმე, შებინდებისას მშვიდდება, ღამით აქა-იქ ანთებული ლამპიონები ციცინათელებივით მოჩანს. ამბობენ, ვინც ერთხელ მაინც ნახავს კუნძულ ლეროს, არასდროს დაავიწყდებაო. ამჟამად ლეროზე 8500 კაცი ცხოვრობს, თუმცა კაცობრიობის პირველი ნაკვალევი აქაურობას ქრისტესშობამდე IV ათასწლეულიდან ამჩნევია. ქრისტესშობიდან III საუკუნეშია აშენებული პადელის ციხე-კოშკი. იმ დროიდან შემორჩენილია ხუთი ეკლესია და სამი ეკლესიის ნანგრევები, რომელთაგან ორი 1087 წლამდეა აგებული.

კუნძულ ლეროს დედაქალაქია პლატანი. 1522 წლიდან 1821 წლამდე, აქ თურქები ბატონობდნენ. არაერთგზის ხელიდან ხელში გადაცემის შემდეგ, 1948 წელს, ლერო ისევ დაუბრუნდა საბერძნეთს.

კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთით, პიტიკის ბორცვი მწვერვალზე, ზღვის დონიდან 200 მეტრზე დგას პადელის ციხე-სიმაგრე. მისი გარნიზონი თურქების შემოსევის დროს იფარავდა ადგილობრივ მოსახლეობას. აქვეა ღვთისმშობლის პატარა ეკლესია. გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ეკლესიაშია დაბრძანებული, ზღვიდან მობრძანდა. ტაძარი 1719 წელს აღადგინეს და გააფართოვეს. საავტომობილო გზის გარდა, ციხე-კოშკამდე მიდის 500-საფეხურიანი კიბე, რომელიც იწყება წმინდა პარასკევას ეკლესიიდან.

ჩემი მისვლისას მონასტერში ჯვრისწერა მიმდინარეობდა. სასწაულებრივად გამოჩენილ ღვთისმშობლის ხატთან სიხალვათე იყო და საშუალება მომეცა, თაყვანი მეცა მისთვის. Eეკლესიიდან გამოსვლისას, მექორწილეებმა ბერძნებისათვის დამახასიათებელი საქორწილო საჩუქარი "ბობონიერა" მაჩუქეს - ღვთისმშობელმა ცარიელი არ გამიშვა მონასტრიდან.

კუნძულის ერთ-ერთ დასახლებაში, ქსიროკამბოში, ულამაზესი პატარა ეკლესიაა. დგას სანაპიროს კლდესთან, იმ ადგილას, სადაც, გადმოცემის თანახმად, კიბორჩხალების ძებნისას ერთმა მეთევზემ აღმოაჩინა ღვთისმშობლის ხატი. ამიტომ ეკლესიასაც პანაგია კავურადინა (კიბორჩხალას ნიშნავს) ჰქვია.

ღირსი ლეონდიოს გაცნობა
იგი როგორც განდეგილი ისე მოღვაწეობდა უფლის მადლით და ეს მადლი შემორჩენილი აქვს მის წმინდა მირონმდინარე ნაწილებს.

მთავარანგელოზთა მონასტრის ცოტა ზემოთ ღირსი ლეონდიოს სენაკია. ღირსი ლეონდიო იყო ლაკონის მონემვაბიიდან. დაიბადა 1377 წელს. ბერად აღკვეცამდე ლეონი ერქვა. დედამისი - თეოდორა იმპერატორ ანდრონიკეს ასული იყო, ხოლო მამა - ანდრია პელეპონესის გენერალური მმართველი. ასე რომ, ლეონს განსაკუთრებული მზრუნველობით ზრდიდნენ. ცოდნის შეძენასთან ერთად სულსაც იჯანსაღებდა წმინდა მამების ცხოვრებათა კითხვით.

მამის გარდაცვალების შემდეგ ბრუნდება მშობლიურ მხარეში. დედამისმა წინასწარ განჭვრიტა, რომ მისი შვილი ბერად შედგებოდა და ოჯახი შეაქმნევინა, ასევე იზრუნა მის სახელსა და მემკვიდრეობაზე. მიუხედავად ამისა, ბერობის სურვილი არ განელებია. გადმოცემის თანახმად, უფლის სიყვარულით გულანთებულმა მეუღლეს სთხოვა, დათანხმებოდა მის გადაწყვეტილებას. თანაც ანუგეშებდა, რომ იზრუნებდა ოჯახსა და თავის სამ შვილზე. დაახლოებით 1410 წელს, მოხვდა ბერთა წრეში. მათი ხელმძღვანელი იყო ბერი მენიდი, რომელმაც მას ბერული სახელი ლეონდიო უწოდა. მისი ცხოვრება იქცა მხოლოდ ყოველდღიურ ლოცვად და უფლის ძიებად.

მონაზვნური ცხოვრების საფუძვლიანად გაცნობის სურვილმა იგი დროებით ათონის მთაზე წაიყვანა. შემდეგ კვლავ პელეპონესში გადადის და ეძებს მონასტრის ასაგებ ადგილს, სადაც სურს გააგრძელოს მოღვაწეობა, როგორც განდეგილმა. დღე და ღამე ლოცულობდა, რომ უფალს მისთვის მიენიშნებინა ადგილი, სადაც ექნებოდა საშუალება მარტოს ელოცა.

ღირს ლეონდიოს ჰქონდა გამოცხადება, რომ მისი სამყოფელი იქნებოდა მთის ჩრდილოეთ ფერდობზე, კლოკოში. ამის შემდეგ ღირსი ლეონდიო მივიდა კლოკოს მთაზე და კლდის ერთ-ერთ შვერილზე გამოქვაბულში დაიდო ბინა.Mმისი გამოჩენის ამბავი გავრცელდა მთელ დასახლებაში. მისმა დიდებამ მიიზიდა ბევრი მოწაფე. ამ ციცაბოზე მდებარე მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის პატარა მონასტერი ცნობილი გახდა მთელ საბერძნეთში. მისმა სახელმა მიაღწია თომა და დიმიტრი პალეოლოგების ყურამდე, რომლებმაც, პატივისცემის ნიშნად, კლოკოსთან ახლოს ააგეს დიდი ტაძარი თავისი დამხმარე შენობებით და სათავსოებით, შესწირეს მას წმინდანთა წმინდა ნაწილები, მათ შორის იესო ქრისტეს საწამებელი გვირგვინის ეკალი, ჯვარი პატიოსნის ნაწილი, ღრუბელის ნაწილი, რომლითაც უფალს ძმარი ასვეს, მისი მოსასხამის ნაწილი, აგრეთვე პირველი განდეგილის, იოანე მახარებლის ნაწნავი.

ღირსმა ლეონდიომ მიიძინა 11 დეკემბერს 1452 წელს, 75 წლის ასაკში.

მთავარანგელოზთა მონასტერი
ეს მონასტერი ეგილიაში, მდინარე სელინედას სანაპიროზე, ფიჭვნარით დაფარული მთის ქვემოთ მდებარეობს. მოპირდაპირე მხარეს პეპელენისტის მონასტერია, რომელიც ცნობილია, როგორც სასოწარკვეთილთა მანუგეშებელი. იგი დააფუძნა ღირსი ლეონდიოს დედამ, რომელიც იმავე მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად. მთავარანგელოზთა სახელობის მონასტრის აღმოსავლეთით მდებარეობს მონასტერი, რომელიც ღირსი ლეონდიოს საკუთრება იყო.

მთავარანგელოზ მიქაელის პირვანდელი მონასტერი თურქებმა გაანადგურეს 1500 წლის 15 აგვისტოს, მაგრამ ბერებმა ძველ საძირკველზე აღადგინეს. თურქებმა 1620 წელს მეორედ დაანგრიეს ის. ბერებმა ადგილი შეუცვალეს მონასტერს, სახელიც შეუცვალეს და უწოდეს მთავარანგელოზ მიქაელისა და გაბრიელის სახელი. მონასტერი ჯვრის ფორმისაა. მის მუზეუმში ინახება ძველი ხელნაწერები, ისტორიული დოკუმენტები, ხის ჯვრების კოლექცია, რომელიც უძველესია და განსაკუთრებული.

მონასტრის ყველაზე დიდი სიწმინდეა, ღირსი ლეონდიოს წმინდა ნაწილები, რომლის ხსენება აღინიშნება 11 დეკემბერს.

ღირს ლეონდიოს განსაკუთრებით ევედრებიან გვალვისა და ეპიდემიების დროს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
19.01.2022

გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):

-ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები, რომელნიც წყალთან, წყლით განბანვასთან არიან დაკავშირებულნი.

01.01.2022
ბებერი მუხა აღერღილი იყო. უკანასკნელი ფოთლები, რა ხანია რცხილებსაც დასცვივდათ, წიფლებსაც, თამელებსაც;
01.01.2022
ახალ-წელიწადს ელიან,
ბალღები სხედან კერაში,
მუგუზლებს აჩინჩხალებენ,
დროს ატარებენ მღერაში,
22.10.2021
აკაკი წერეთელი თავის მოგონებებსა თუ ლექსებში ხშირად და სხვადასხვა კონტექსტით მოიხსენიებს ქართულ ღვინოს სუფრას თუ ტრადიციულ სასმისებს
26.09.2021
ცურტავი ქვემო ქართლში, მდინარეების ქელისა და დებედის შუა დაბლობზე მდებარეობს.
29.07.2021
2021 წლის 2 აგვისტოს თბილისის ქვაშვეთის წმინდა გიორგის ტაძრის დეკანოზ ელიზბარ (ერისკაცობაში ელგუჯა) ოდიშვილს მღვდლად კურთხევიდან
10.07.2021
დღეს, 14:00 საათზე, წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მიაბრძანებენ. ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
27.06.2021
უდიდესი სასწაული, ქრისტეს აღდგომა გვიახლოვდებოდა...
29.04.2021
გადმოცემის თანახმად, იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ მარიამ მაგდალინელი სახარების საქადაგებლად რომში ჩავიდა და ტიბერიუსს ეახლა.
29.04.2021
"კარიბჭის" და "მკურნალის" მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი პასკის საკუთარ რეცეპტს გვიზიარებს და ამ სააღდგომო ტკბილეულის სარგებლიანობაზე გვესაუბრება:
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ეს ხატი ბრძანდება ათონზე, კარეესში, წმინდა საბა განწმენდილის  კელიასთან მდებარე ეკლესიაში, რომელიც ქილანდარის მონასტერს ეკუთვნის.

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org