ჩვენი საუნჯე
ჩვენი საუნჯე
მზოვრეთი
ტაოში საკმაოდ გამაგრებული პუნქტი იყო ფანასკერტი - "კლდესა ზედა... დიდშენი, მაგარი, ციხე", რომელშიც ტაოელი ერისთავები ისხდნენ. იქაური ფეოდალური სახლი, ფანასკერტელთა გვარი ქართველ მეფეებს ერთგულებდა და მათ პოლიტიკას ატარებდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვან სექტორში. როდესაც სამცხე ბაგრატიონთა სამეფოს ჩამოსცილდა, სარგის ჯაყელმა ტაოც დაიპყრო და ტაოს ერისთავი სამცხის ათაბაგს დაუმორჩილა, ფანასკერტელთა სახლის ერთი შტო ქართლს გადმოვიდა. ფანასკერტი დაეცა, მისი ციხე განადგურდა.

1467 წელს ქართლში უკვე ჩანს გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, ზაზა ფანასკერტელი. საფიქრებელია, ყვარყვარე ათაბაგის გამარჯვების შემდეგ ზაზას, ქართველი მეფის ერთგულ დიდებულს, მეჭურჭლეთუხუცესს, ტაოში არ ედგომებოდა. 1467 წელს, მას კონსტანტინე მეფემ წყალობის წიგნი უბოძა, რომელშიც საგანგებოდ აღნიშნავდა: "თქუენი მკვიდრი მამული დასთმეთ და ჩუენად საერთგულოდ მოხუედით", ჩვენ გიბოძეთ ხუედურეთს ორბოძლეულისეული მამული", ქვახვრელი, უფლისციხე, კარალეთი და სხვა.

ქართლში მიღებული მამული ზაზა ფანასკერტელმა თანდათანობით გააფართოვა, განამტკიცა და სათავე დაუდო ახალ ფეოდალურ სახლს, ახალ სათავადოს, რომლის ტერიტორია დროთა განმავლობაში ხვედურეთიდან ნიჩბისის ხეობამდე გადაიჭიმა. ზაზამ ენერგიულად დაიწყო თავისი სათავადოს მშენებლობა, სოფლების გაშენება და დასახლება. მცირე აღმშენებლობითი სამუშაო სოფელ ყინწვისშიც ჩაატარა. ახალი სათავადოს შექმნისა და განმტკიცების გამო ზაზა დიდი პატივით სარგებლობდა და კრძალვით იხსენიებოდა "დიდი ფანასკერტელი-ციციშვილი პატრონი ზაზა". შექმნილი ვითარების გამო მისმა მემკვიდრეებმა ახალი საგვარეულო სახელი მიიღეს და ციციშვილებად იწოდნენ, ხოლო სათავადოს საციციანო ეწოდა. საციციანოს ცენტრი მძოვრეთი (ამჟამად სოფელი ორთუბანი, ქარელის რაიონში) იყო. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, "ძამაზედ არს მძორეთი, მცირე ქალაქი. მოსახლენი სომეხნი, ურიანი. ციხე არს მაღალს კლდესა ზედა ნაშენი.Aამ ციხის ქვეშ სასახლე ციციანთა".

ზოგიერთი ცნობით, იქ ჯერ კიდევ ადრეულ ხანაში არსებობდა ციხე-ქალაქი. ყოველ შემთხვევაში, ქართული ფეოდალური მონარქიის ძლიერების ხანაში იქ ქალაქის არსებობა საკამათო არ უნდა იყოს. XV საუკუნეში ის აღუდგენია და განუახლებია ზაზა ფანასკერტელს. ასევე აუგია სასახლე, ციხე-კოშკები და სხვა. დღემდე შემორჩენილია ფანასკერტელ-ციციშვილთა რეზიდენციის, სასახლის, ქარვასლის, აბანოებისა და ციხე-ნაგებობების ნაშთები.

აღმშენებლობით საქმიანობაში ზაზას არ ჩამორჩებოდა მისი ვაჟი მერაბიც.

საციციანოში მწიგნობრული ინტერესი ადრეული ხანიდანვე ჩანს. ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის სახელთანაა დაკავშირებული ძვირფასი ხელნაწერი კარაბადინი, რომელიც მიკვლეული იქნა ქალაქ გორკის სახელმწიფო არქივში 1945 წელს. მის მინაწერებში იხსენიება "ზაზა მკურნალი", "ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილი." ზაზა მედიცინის მცოდნე და შესანიშნავი მკურნალი ჩანს. მას ერთ წიგნად გადაუწერინებია იოანე ოქროპირის სწავლანიც. ქართული ლიტერატურის ისტორიაში საკმაოდ ცნობილია ნოდარ ციციშვილი, ვაჟი ძლიერი და გავლენიანი ფეოდალის, როსტომ მეფის მოწინააღმდეგის, ფარსადან ციციშვილისა. 1641 წელს ნოდარიც მონაწილეობდა მეფის საწინააღმდეგო შეთქმულებაში. დამარცხების შემდეგ ნოდარმა როსტომს დედა მიუგზავნა და სამცხეს წასვლის ნება სთხოვა. მეფის ნებართვით, ის ერთხანს გაეცალა ქართლს და სამცხეს გადავიდა, მაგრამ მალევე დაბრუნდა და მეფეს ერთგულება აღუთქვა. როსტომმაც "შეიწყალა და საციციანო მის ნაქონი მასვე უბოძა". ვახტანგ მუხრან-ბატონმა (შემდეგში მეფე ვახტანგ მეხუთემ) მას ასული სთხოვა თავისი ვაჟის, არჩილისათვის. Nნოდარ ციციშვილი დაკრძალულია მძოვრეთში.

საყურადღებო პიროვნებაა XVII საუკუნის მოღვაწე ზაზა პაპუნას ძე ციციშვილი. ის ქართლის სამეფო კარზე საკმაოდ დაწინაურებული დიდებული იყო, სარდლობა და სახლთუხუცესობა ეპყრა.Mმისი დაკვეთითაა გადაწერილი "ვეფხისტყაოსნის" ერთი ძვირფასი ხელნაწერი, რომელიც ზაზასეული ნუსხის სახელითაა ცნობილი. ციციშვილთა სახლიდან ცნობილი არიან სხვანიც, რომლებიც თაობდნენ ხელნაწერთა გამრავლებას, განახლებას და შეკვრას. მაგალითად: ქაიხოსრო ზაალის ძე ფანასკერტელი-ციციშვილის ბრძანებით, 1538 წელს აწყურში გადაუწერიათ მარხვანი, ფარსადან ფანასკერტელის თანამეცხედრის, გულდამ შალიკაშვილის მიერაა შემკული 1543 წელს გადაწერილი ოთხთავი. ფარსადან ნოდარის ძე ციციშვილმა ნათანაელ ბედისმწერლიშვილის მიერ გადაწერილი სახარება შესწირა "ცხოველს ჯვარს". იესე ჩხეიძეს გადააწერინა ცხოვრება ანდრია სალოსისა და იოანე მოწყალისა და შესწირა შიომღვიმეს. უნდა მოვიხსენიოთ ერეკლე მეორის შვილიშვილი, თბილისის მოურავი, პოეტი ევსტათი დავითის ძე ციციშვილი და მისი ვაჟი, ცნობილი პოეტი და მთარგმნელი დავით ევსტათის ძე ციციშვილი.

ღვთის მადლითა და რუის-ურბნისის მიტროპოლიტის, მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, მზოვრეთის სახელით ცნობილ უზარმაზარ ციხე-სიმაგრეში მამათა მონასტერი ამოქმედდა. მონასტრის წინამძღვრის მამა იოანეს (ხვედელიძე) ძალისხმევით კეთილმოეწყო იქაურობა და წირვა-ლოცვა აღევლინება. ბერების მიერ აღვლენილი მადლიანი ლოცვა კი მომლოცველებს დიდ ნუგეშს აძლევს და რწმენაში აძლიერებს.

დერტავი
ეს მონასტერი ქართველ ქალთა სამოღვაწეო ადგილია იერუსალიმში. ადრე იგი ტაოში, ჭოროხის ხეობაში ან შავ მთაზე ეგულებოდათ. Kკორნელი კეკელიძემ გაარკვია, რომ ასეთი სახელის სავანე იერუსალიმში იყო. მასთან არის დაკავშირებული ერთი ძვირფასი კრებული საინტერესო ანდერძ-მინაწერებით. როგორც ირკვევა, ის გადაუწერიათ დერტაველი ქალების დაკვეთით. იგი წერს: "დელტაველთა დათა ყოველთავე შეუნდვენ უფალო! დაიწერა საფასითა(?) მათითა. მეცა მომიხსენეთ ცოდვილი ბასილი მჩხრეკელი". ერთი ძეგლის ბოლოს იკითხება: "სახელითა ღმრთისაითა და მეოხებითა ცხოველსმყოფელისა საფლავისაითა მე, ცოდვილი და უღირსი ეკატერინე, ღირს ვიქმენ აღწერად წმიდისა ამის და სულთა განმანათლებლისა სვიმეონის ცხოვრებისა. აწ წმიდათა მენელსაცხებლეთა სწორნო დანო დელტაველნო. ქრისტეს სიყვარულისათვის, ვინცა ღირს იქმნეთ წარკითხვად წმიდისა ამის ცხოვრებისა სვიმეონისსა. თქუთ წმიდათა პირითა თქუენითა მოტევებაი ცოდვათა ჩემთაი" და იქვე: "დანო პატიოსანნო, გევედრები ბასილი საითური, უცბად ჩხრეკისათვის შემინდევით".

დამოწმებულ ანდერძ-მინაწერებით ირკვევა, რომ დერტავში მოღვაწეობდნენ ქართველი მანდილოსნები, რომელთა წინამძღვარი ეკატერინე ყოფილა. მათი თაოსნობით მრავლდებოდა ხელნაწერები. ისინი, როგორც ჩანს, მწიგნობართა კადრებზეც ზრუნავდნენ. გადამწერელი ბასილი კი მათი აღმზრდელია.

თამარის ციხე
თამარ მეფეს საინგილოში ფერის უწოდებდნენ, აქედან წარმოსდგება ციხის სახელიც - "ფერიყალა" (ყალა თურქულად ციხეს ნიშნავს). ერთ-ერთი ასეთი "ფერიყალა" მდებარეობს ბელაქნის რაიონში, ლაგოდეხ-ნუხის მთავარი გზიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით. მდინარე ბელაქნისწყლის ხეობაში. გადმოცემით, იგი მტრის თავდასხმის დროს საიმედო თავშესაფარი იყო მახლობელი სოფლების მოსახლეობისათვის. "ფერიყალა" წაგრძელებული ტრაპეზის მოხაზულობის გეგმის მქონე გალავანია. გალავნის (ციხის) შიგნით სხვადასხვა დანიშნულების მცირე ზომის შენობები ყოფილა განლაგებული, რომელთაგან ახლა მხოლოდ ნარღვევი ქვების გროვაა დარჩენილი.

***
წმინდა ნაწილებიანი ხატებიდან აღსანიშნავია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაცული წმინდა სტეფანე პირველმოწამის ვერცხლის ხატი, რომელიც ერთ დროს, VI საუკუნის ურბნისის ტაძარს ეკუთვნოდა. ეს ხატი ქართლის მეფე ვახტანგ VI-ს ჯანიშინობის დროს, 1797 წელს მოუჭდიათ და შეუმკიათ ვერცხლითა და მინანქრით. ხატში მოთავსებულია სხვადასხვა წმინდანის 33 წმინდა ნაწილი. სიწმინდეების შუა ნაწილში განთავსებულია უდიდესი სიწმინდე - ძელი ჭეშმარიტი. ხატის ზურგის მხედრული წარწერით დასტურდება, რომ წმინდა სტეფანე პირველმოწამის ხატის სანაწილეში ჩაბრძანებულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის თმა, იოანე ნათლისმცემლის, სტეფანე პირველმოწამის, მათე მახარებლის, ლუკას, იოანე ოქროპირის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, წმინდა ეგნატეს, წმინდა პროკლეს, იაკობ დაჭრილის, ბიქტორის, კვიპრიანეს, კოზმას, ქრისტეფორე ძლიერის, სტეფანე ახლის, დომენტის, კლიმენტი რომის პაპის, თეოდორე სტრატილატოსის, წმინდა ნიკიტას, წმინდა პარასკევას, წმინდა მარინეს, წმინდა ელიას, წმინდა ანასტასიას, წმინდა სერგის, სვეტიცხოვლის ხის ნაწილები. დარჩენილ ხუთ წმინდა ნაწილს წარწერა არა აქვს.

***
წმინდა ნაწილებით შემკული პირი ღვთისას ხატი XVIII საუკუნეში დაცული ყოფილა თბილისის ანჩისხატის ტაძარში. ის რუსეთში ყოფნისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, დომენტი IV-ისთვის უჩუქებია მოსკოვში მცხოვრებ მეფე არჩილის ასულს დარეჯანს. შემორჩენილი აღწერილობის მიხედვით, ხატის ზურგის ფიცარი მოძრავი იყო. ერთმანეთისგან გამოყოფილ უჯრებში ინახებოდა წმინდა ნაწილები: ღვთისმშობლის თმა, ძელი ჭეშმარიტის ნაწილი, წმინდა თეოდორე ტირონის ძვალი, წმინდა ხარლამპესა და წმინდა კვირიკე განშორებულის ძვალი, წმინდა შიო მღვიმელის ძვალი, წმინდა იოანე მანგლელის ძვალი, ქრისტეს პინაკის ნატეხი და სხვა სიწმინდეები.

აკაკის ნაკვესები
ერთხელ ქუთაისში სვიმონ გუგუნავა, - "თამარიანის" გამლექსავი და აკაკი ღამით მიდიოდნენ და საუბრობდნენ. სხვათა შორის, აკაკიმ ერთი პატარა ლექსი თქვა, სადაც ეს სიტყვებიც ერია: "მადლობა ღმერთს, ჩემი ჯიბე ძლივს გავტენე ოქრო-ვერცხლითო". ერთი ვიღაც იმათ შორიახლოს მისდევდა და თურმე ყურს უგდებდა. მგზავრებს მისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. გზაში სვიმონი გამოეთხოვა მეგობარს და თავის სახლში შევიდა. აკაკიმ გასწია ბალახვნის ქუჩისაკენ მარტოდმარტომ.

ერთ ყრუ და ბნელ ქუჩაში რომ შეუხვია, უკან დადევნებულმა კაცმა გადაუსწრო დამარტოხელებულ მწერალს, გაუჩერდა წინ და მიაძახა:

- გაჩერდი, თორემ გაგათავეო!

- რას მერჩიო? - მიუგო შემკრთალმა მწერალმა.

- მოიტა, რაც ფული გაქვსო!

- ჰო, ეგ გინდა, სხვა არაფერიო?

- დიაღ, ჩქარაო!

- მაშ კარგი, რაღა გაეწყობა. მაგრამ ერთი პირობით კი: ნახევარს დამჯერდიო!

- მე პირობისა არა ვიცი რა! მოიტა მალე სულო!

- შენი ნებაა, მაგრამ ჩემი ხელით კი არ შემიძლია, რომ მოგცე და შენ თვითონ ამოიღეო!

მოძალადე მივარდა მწერალს, ჩაუყო ჯიბეში ხელი, უცებ გაუსინჯა, მაგრამ ვერა უპოვა-რა და გულდაწყვეტით ჰკითხა:

- სად არის, რომ ვერ მივაგენიო?

- რა სულწასული ყოფილხარ, - მიუგო აკაკიმ, - ასე მალე მოგწყინდა ხელის ფათური? მე ჩემ სიცოცხლეში სულ მაგ ჯიბეებში ვიყოფ ხელს, ჯერაც ვერა მიპოვია-რა და შენ კი ერთ წუთს გინდა იპოვოო?!

- რომ არა არის-რა, რა ვიპოვნოო?

- ეგ მეც ვიცოდი და მიტომაც შემოგაძლიე ნახევარი, რომ გულიც ნახევრად დაგწყვეტოდაო. გაეცინა მოძალადეს და უთხრა:

- წადი შენთვის და მეორედ აღარ გნახო უფულოდო!

- მადლობელი ვარ! ღმერთმა გისმინოს, რომ უფულოდ მეც აღარ მენახოს ჩემი თავიო, - მიუგო აკაკიმ და დამშვიდებით გაუდგა გზას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler