სოლომონ მეფის მიერ გაცემული საბუთები სილამაზით გამოირჩევა
სოლომონ მეფის მიერ გაცემული საბუთები სილამაზით გამოირჩევა
ქართველ მეფეთა ხელრთვანი
(დასაწყისი "კარიბჭე" #3)
"კარიბჭის" მეოთხე ნომერში დაიბეჭდა წერილი მეფეთა ხელრთვების საარქივო დოკუმენტების შესახებ. გთავაზობთ ამ პუბლიკაციის გაგრძელებას.

ვესაუბრებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელს, ისტორიის დოქტორს მაია შაორშაძეს

- ქალბატონო მაია, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წმინდა კეთილმსახური მეფეების - დავით IV აღმაშენებლისა და თამარის ხელრთვებზე. ეს მეფეები ქართველ ხალხს ყოველთვის გამორჩეულად უყვარდათ სამშობლოსადმი მათი მართლაც ფასდაუდებელი დამსახურებისა და ღვაწლისათვის. ისტორიამ შემოგვინახა შედარებით ნაკლებპოპულარული კიდევ ორი წმინდა მეფის, ლუარსაბისა და სოლომონის ხელრთვები. კარგი იქნებოდა, გაგვეხსენებინა მათი ცხოვრება.

- ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია წმინდა მეფე ლუარსაბ II-ის მიერ გაცემული არაერთი საბუთი, რომელთაც ახლავს მეფის ხელრთვა-დამტკიცებანი.

ქართლის მეფე ლუარსაბ II (1606-1615) იყო მეფე გიორგი X-ის ძე. მამის გარდაცვალების შემდეგ, თბილისში მყოფმა შაჰ აბას I-მა (1587-1629) ტახტზე 14 წლის ლუარსაბი დაამტკიცა. მისი გამეფებისთანავე ქართლ-კახეთში ოსმალთა ბატონობა ყიზილბაშთა ბატონობით შეიცვალა.

1609 წელს ოსმალეთის ჯარი ქართლში შემოიჭრა. ლუარსაბ მეფე ცხირეთის ციხეში იყო გამაგრებული. მტერმა ციხის გზის ჩვენება თევდორე მღვდელს უბრძანა. ყოველი წამი გადამწყვეტი იყო და მოძღვარმა გზა აურია მტერს, რისთვისაც ოსმალებმა ხმლებით აკუწეს. ბრძოლა მოხდა ტაშისკართან, სადაც ქართველებმა გიორგი სააკაძის მეთაურობით ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს.

1610 წელს ლუარსაბი შაჰს ეახლა ირანში და თბილისის ციხის დაბრუნება სთხოვა. შაჰმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1611 წელს ლუარსაბმა ცოლად შეირთო აზნაურ გიორგი სააკაძის და, რომელსაც დიდ თავადთა მოთხოვნით მალე გაეყარა. ამის შემდეგ მას ცოლი აღარ შეურთავს.

მეფე შაჰის საწინააღმდეგო პოლიტიკას ეწეოდა. 1612 წელს აბასმა ლუარსაბ II და თეიმურაზ I ნადირობის საბაბით მაზანდარანს დაიბარა, მაგრამ ისინი არ ეახლნენ. 1613 წელს შაჰი საქართველოს დაესხა თავს. ქართლ-კახეთის მეფენი იმერეთში გადავიდნენ. 1614 წელს ქართლის გადასარჩენად მეფე ლუარსაბი შაჰს ეახლა. შაჰმა იგი დაატყვევა და ქრისტიანობის უარყოფა მოსთხოვა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. 1622 წელს აბასმა იგი გულაბ-ყალის ციხეში მშვილდის საბლით მოახრჩობინა. მისი წმინდა სხეული ციხის ეზოში დაკრძალეს. გარდაცვალების შემდეგ ქართულმა ეკლესიამ ლუარსაბ II წმინდანად შერაცხა.

KARIBCHEლუარსაბზე ბერი ეგნატაშვილი წერს: "არსად გამოსულა ამისთანა შუენიერი და შემკობილი კაცი, ყოვლისა სამღთო-საკაცობოთ ზნეობით გათავებული და უკლები".

იმერეთის მეფე სოლომონ II (1789-1810) წმინდანადაა შერაცხული. იგი იყო სოლომონ I-ის ძმის, არჩილისა და ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის ასულის ელენეს ძე. დავითი (უფლისწულობაში ასე ერქვა) პაპის, ერეკლე II-ის კარზე იზრდებოდა.

სოლომონ II ერეკლე II-სა და სოლომონ I-ის პოლიტიკური კურსის გაგრძელებას ცდილობდა. მისი მეფობის დროს, 1790 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ძალითაც სოლომონ II, გრიგოლ დადიანი და სვიმონ გურიელი ქართლ-კახეთის სამეფოსთან სამხედრო კავშირს ამყარებდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ, მხარს უჭერდნენ ერეკლე II-ს და მას ანდობდნენ რუსეთთან ურთიერთობას. ხელშეკრულებას ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავდა. რუსეთის დახმარების იმედი არც ამჯერად გამართლდა.

სოლომონ II პირველ რიგში ურჩ მთავართა და თავად-აზნაურთა თავგასულობას შეებრძოლა და წარმატებითაც, თუმცა 1803 წელს სამეგრელოს მთავარმა რუსეთის მფარველობა მიიღო, რაც იმას ნიშნავდა, რომ რუსეთი მას იმერეთის სამეფოს გაუქმებისთვის ბრძოლაში გამოიყენებდა. სოლომონი რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ცდილობდა და ამასთანავე ოსმალეთშიც გზავნიდა ელჩებს დახმარების სათხოვნელად. 1804 წელს რუსები იმერეთში შეიჭრნენ. სოლომონი იძულებული გახდა, რუსეთის ქვეშევრდომობა მიეღო, თუმცა მთელი სიცოცხლე გააფთრებით იბრძოდა რუსეთის ბატონობისაგან თავის დასაღწევად.

1810 წელს რუსთა ჯარი იმერეთში შევიდა. რუსებმა მოსალაპარაკებლად მისული მეფე დაატყვევეს და თბილისში ჩაიყვანეს, საიდანაც პეტერბურგში უპირებდნენ გაგზავნას, მაგრამ ერთგული მსახურის ტანსაცმელში გადაცმულმა მეფემ გაპარვა მოახერხა და 25 მხლებელთან ერთად ახალციხეში გადავიდა. დაიწყო აჯანყების მზადება რუსეთის წინააღმდეგ. იმერეთის გაერთიანებულ ჯართან საომრად რუსეთმა 3200 ჯარისკაცი გამოგზავნა. პირველი შეტაკება სოფ. საქარასთან მოხდა. ქართველებმა შეაჩერეს მტერი სოფ. კორტოხთან და ქუთაისის ციხეს ალყა შემოარტყეს. რუსებმა ახალი ძალები დაიმატეს და იმერეთის 5000-კაციანი ჯარი დაამარცხეს. მეფემ უკან დაიხია და რუსები ქუთაისში შევიდნენ. იმავე წელს გააუქმეს იმერეთის სამეფო და რუსული მმართველობა დაამყარეს.

სამშობლოდან გადახვეწილი მეფე არ წყვეტს ბრძოლას და დახმარებას ხან ნაპოლეონს, ხან ოსმალეთს და ირანს თხოვს, მაგრამ უშედეგოდ. 1812 წლის რუსეთ-თურქეთისა და 1813 წლის რუსეთ-ირანის ზავით, საქართველო რუსეთის გავლენის სფეროდ გამოცხადდა.

1815 წლის 7 თებერვალს იმერეთის უკანასკნელი მეფე სოლომონ II ტრაპიზონში გარდაიცვალა და დაკრძალეს წმინდა გიორგის სახელობის ბერძნულ ეკლესიაში. 1990 წლის შემოდგომაზე მისი ნეშტი გადმოასვენეს გელათის მეფეთა საძვალეში.

სოლომონ მეფის მიერ გაცემული საბუთები გამოირჩევა სილამაზით. ერთ-ერთ მათგანს, მეფის ხელრთვის გარდა, ახლავს შესანიშნავი მინიატიურები. ეკლესია-მონასტრების მიმართ უხვ შეწირულობებს, სხვა მრავალი ქართველი მეფის მსგავსად, არც სოლომონ II იშურებდა. ქვეყნის ძლიერება მაშინ იყო მყარი, როცა მეფე და კათალიკოსი საერთო ეროვნულ საქმეს შეთანხმებულად აკეთებდნენ და ურთიერთდახმარებას ურთიერთსაჭიროება და პატივისცემა განაპირობებდა.

- მკითხველს ალბათ დააინტერესებს, რომელ წმინდა მეფეთა ფრესკული გამოსახულებებია ჩვენამდე მოღწეული?

- წმინდანი მეფეებიდან სხვადასხვა ტაძრის კედლებზე შემორჩენილია ტაო-კლარჯეთის მეფე აშოტ I დიდი კურაპალატის (მოკლეს 826 წ.) გამოსახულება ოპიზის ტაძარზე, დავით აღმაშენებლის (1089-1125 წწ.) ცნობილი ფრესკა გელათიდან, საგალობლის - ,,შენ ხარ ვენახის" ავტორის, დავით IV-ის ძის, დემეტრე I-ის (1125-1156 წწ.) ფრესკა მაცხვარიშის ტაძრის კედელზე (სვანეთი), სადაც მისი მეფედ კურთხევის სცენაა გამოსახული, თამარ მეფის (1184-1213 წწ.) ცნობილი ფრესკები გელათში, ვარძიაში, ბეთანიაში, ყინწვისში.

- ქალბატონო მაია, ახლა იმ ქართველ მეფეთა ხელრთვებზე ვისაუბროთ, რომლებიც, ძირითადად, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული.

- ქართველ მეფეთა ხელრთვებიდან გამოირჩევა გიორგი II-ის (1072-1089 წწ.), გიორგი III-ის (1156-1184 წწ.), ლაშა-გიორგის (1213-1223 წწ.), დავით ნარინის (1246-1293 წწ.), დავით VIII-ის (1293-1311 წწ.), გიორგი V ბრწყინვალეს (1299, 1318-1346 წწ.), ალექსანდრე I დიდის (1412-1442 წწ.), ლეონ კახთა მეფის (1518-1574 წწ.), ალექსანდრე II კახთა მეფის (1574-1605 წწ.), არჩილ II-ის (1664-1675 წწ. კახეთში, 1661-63, 1678-79, 1690-91, 1695-96 წწ. იმერეთში), ლუარსაბ I-ის (ქართლის მეფე 1527-1556 წწ.), სვიმონ I-ის (ქართლის მეფე 1556-1569; 1578-1599 წწ.), თეიმურაზ I-ის (1606-1648 წწ. კახეთში, 1625-1632 წწ. ქართლ-კახეთის მეფე), როსტომ-ხანის (ქართლის მეფე 1632-1658 წწ.), ერეკლე I-ის (ქართლის მეფე 1688-1703 წწ.), ვახტანგ VI-ის (1703-1714 წწ. ქართლის გამგებელი, 1716-1724 წწ. მეფე), ერეკლე II-ის (1744-1762 წწ. კახეთში, 1762-1798 წწ. ქართლ-კახეთში), სოლომონ I-ის (იმერეთის მეფე 1752-1784 წწ.).

- იქნებ, გავიხსენოთ ზოგიერთი მათგანის მეფობა და მათი ხელრთვა-ავტოგრაფიც გავაცნოთ მკითხველს.

- შიომღვიმის სიგელზე, რომელიც გაცემულია 1073 წელს, მოიპოვება ერთიანი საქართველოს მეფის გიორგი III-ის (1156-1184 წწ.) ხელრთვა, რომლის შინაარსიც ასეთია: ,,ქ. მტკიცე არს ნებითა ღ(მრ)თისაითა".

- რას გვეტყვით მეფე გიორგი III-ის მიერ 1177 წელს გაცემულ მეორე სიგელზე?

KARIBCHE- არ ვიცით, როგორია მეფის ხელრთვა, რომელიც 1177 წელს შედგენილ საბუთზე უნდა ყოფილიყო, რადგან მას ბოლო ნაწილი აკლია. ეს სიგელი დემნა ბატონიშვილისა და ივანე ორბელის აჯანყების ჩახშობისა და მათი დასჯის ამბავს ეხება, რომელიც მეტად ტრაგიკული ფურცელია საქართველოს ისტორიაში.

გიორგი III-ის მეფობა გამოირჩევა იმით, რომ მან დიდი ბრძოლები გადაიხადა დვინისა და ანისისათვის. დვინი მან 1162 წელს აიღო. 1167 წელს ქალაქები - შაბურანი და დარუბანდი აიღო და თავის ყმადნაფიც შარვანშაჰს დაუბრუნა.

როგორც ისტორიიდან ცნობილია, 1177-1178 წელს გიორგის წინააღმდეგ შეითქვნენ დიდგვაროვან ფეოდალთა ნაწილი ამირსპასალარ ივანე ორბელის მეთაურობით, რომელთაც სურდათ მეფე ტახტიდან ჩამოეგდოთ და დავით V-ის ძე დემეტრე (დემნა) ბატონიშვილი გაემეფებინათ. გიორგი III-მ ლორეს ციხეში გამაგრებულ მეამბოხეებს შეუტია, დაამარცხა და სასტიკად გაუსწორდა - დემნა ბატონიშვილს თვალები დასთხარეს და დაასაჭურისეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. ივანე ორბელს თვალები დასთხარეს, მისი გვარი ამოწყვიტეს, გადარჩნენ მხოლოდ ისინი, ვინც იმ დროს საქართველოში არ იმყოფებოდნენ.

მეფეს ვაჟი არ ჰყავდა და შემდგომი პოლიტიკური გართულებების თავიდან ასაცილებლად, 1178-1179 წლებში ასული, თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. მამა-შვილის ფრესკა შემორჩენილია ციხე-ქალაქ ვარძიის ეკლესიის, აგრეთვე ყინწვისისა და ბეთანიის ტაძრების ფრესკებზე.

საინტერესო ხელრთვაა რამდენიმე საბუთზე დავით რუსუდანის ძისა-ნარინისა (1246-1293 წწ.). აქედან ჩვენ გამოვყოფთ ერთ-ერთს, რომელიც გაცემულია მეფეების - დავით ნარინისა და ვახტანგ II-ის მიერ თულაისძეთადმი (1287წ.): ,,ქ. მტკიცეა ნებითა ღ(მრ)თისაითა." ვახტანგი დავით მეფის თანამოსაყდრე იყო. საბუთს ხელს აწერენ ასევე: დედოფალი მარიამი, მეფე ვახტანგ II, დედოფალი ხუარაშანი და მისი ძე ბაგრატი.

დავით ნარინი დასავლეთ საქართველოში მეფობდა ,,ორმეფობის" პერიოდში. აღმოსავლეთ საქართველოს მისი ბიძაშვილი, დავით ულუ (ლაშა-გიორგის ძე) განაგებდა. დავით ნარინი 1259 წელს მონღოლებს განუდგა და აუჯანყდა. მართალია, დამარცხდა და ამის შემდეგ გადავიდა ლიხთ-იმერეთში, მაგრამ არ შეუწყვეტია ბრძოლა მონღოლთა წინააღმდეგ. 1282 წელს დავითი ტრაპიზონის სამეფოში შეიჭრა. მას სურდა აქ საქართველოს გავლენა აღედგინა, მაგრამ ქალაქი ვერ აიღო.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)
სხვადასხვა. Luarsab_II
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler