გამოცხადება - მამა გაბრიელმა ფრანგი გი საქართველოში "ჩამოიყვანა" და გაბრიელად მონათლა
გამოცხადება - მამა გაბრიელმა ფრანგი გი საქართველოში "ჩამოიყვანა" და გაბრიელად მონათლა
"რაღაც ძალამ წამიყვანა ხატისკენ და გავოცდი, ახლოდან დავინახე ის სახე და თვალები, რომელმაც ჩემი ცხოვრების უმძიმეს პერიოდში საოცარი ძალა მომცა. ლალიმ მითხრა, ეს ბერი გაბრიელიაო. ბედნიერებისგან ვტიროდი. ეს ყველაფერი ნათლობის წინ მოხდა და ამიტომაც დამარქვეს გაბრიელი. მაშინ პირველად ვუამბე ჩემს მეუღლეს გამოცხადების შესახებ"

გიგაბრიელ მენუჩი იტალ­იელი ფრა­ნგია, თუმცა, ამბობს, ჩემი ნამდვილი სამშობლო საქართველოაო. აპირებს, საქართველოს მოქალაქეობა ითხოვოს... მეუღლეც ქართველი ჰყავს­ - პიანისტი ლალი ბაიაძე.­ მართლმადიდებელი ქრისტიანია, მაგრამ მხოლოდ იმიტომ არ მონათლულა,­ რომ ქა­რ­თველ ქალთან ჯვარი დაეწერა. ამბობს,­ რომ მის ცხოვრებაში სასწაული­ მოხდა: დიდი ხნის წინ, როდესაც არც კი იცოდა, სად იყო საქართველო და რა აღმსარებლობა ჰქონდა აქაურთა­ უმრავლესობას, ბერი გაბ­რიელი გამოეცხადა. მაშინ­ ბერი არც წმინდანად იყო შერაცხილი და არათუ ფრანგებმა, ქართველებმაც თითქმის არაფერი იცოდნენ მის შესახებ.

"ზოგჯერ ერთბაშად დაგატყდება თავს სადარდელი და სასო წარგეკვეთება. ასე დამემართა სიყმაწვილეში - ერთმანეთს მიეწყო პრობლემები სამსახურში, პირად ცხოვრებაში... თითქოს გზა არსაით იყო. ვიჯექი შინ, თვალმოუშორებლად გავყურებდი ფანჯრიდან ბაღს და ვგავდი ადამი­ანს, რომელიც ოკეანის ფსკერიდან­ გადასარჩენად ზედაპირისკენ ილტვის და შუქს ვერ ხედავს. ერთ დღესაც, უცებ, ფანჯრის მიღმა გამოისახა თეთრსამოსიანი ბერი, გრძელი წვერი და საოცარი თვალები ჰქონდა. არ მახსოვს, რამდენ­ ხანს მიყურებდა. ვგრძნობდი მხოლოდ უცნაურ სითბოს. ვიფიქრე, ღმერთი გამომეცხადა-მეთქი, რადგან­ საოცარი ძალა მომეცა...
გავიდა დრო, სხვა ქალაქში გადავბარგდი, შევიცვალე სამსახური. ყველაფერი ძალიან კარგად აეწყო და ცხოვრება გაიოლდა, მაგრამ მატერიალურმა ფასეულობებმა თითქოს ღირებულება დაკარგა...

გზა საქართველოსკენ

ვფიქრობ, გამოცხადება იყო ნიშანი, რომ ჩემი გზა საქართველ­ოსკენ მოდიოდა. თუმცა ამას დიდ­ხანს ვერ მივხვდი, მაშინაც კი, როდესაც ჩემი მშვენიერი ლალი და საქართველო გავიცანი. ის სას­წაული გამოცხადება გულში საიდუ­მლოდ მქონდა დამარხული.­ მე და ლალიმ 2004 წელს ხელი მოვაწერეთ. საფრანგეთ-შვეიცარიის საზღვარზე ვცხოვრობთ. ერთხელ მეუღლემ რუსულ ეკლესიაში წამიყვანა. რომ მივედით, "შენ ხარ ვენახის" გალობდნენ ეკლესიაში­ მლოცველი ქართველები. აღვფრთოვანდი. ეკლესია ჩემი საყვარელი ადგილი გახდა და ერთ დღეს ვთქვი, მინდა მოვინათლო-მეთქი. ლალიმ შემომთავაზა, თბილისში­ მოვ­ნათლულიყავი. აქ შევარჩიე ნათლიაც - მარიამ დავითაშვილი­ და შესანიშნავი პიროვნებები, ახლა უკვე ჩემი მეგობრები - მამა დავით ციცქიშვილი და მამა მიქაელ კაპანაძე. კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიაში მომნათლეს და ვიდრე ბჭობდნენ, რა დაერქმ­იათ ნათლობის სახელად, კიდევ ერთხელ მოხდა სასწაული - ტაძრის იმ ნაწილში, სადაც საგ­ანგებოდ თუ არ მიხვედი, ვერ დაინახავ, ბერი გაბრიელის ხატია. რაღაც ძალამ წამიყვანა ხატისკენ და გავოცდი, ახლოდან დავინახე ის სახე და თვალები, რომელმაც ჩემი ცხოვრების უმძიმეს პერიოდში საოცარი ძალა მომცა. ლალიმ მითხრა, ეს ბერი გაბრიელიაო. ბედნიერებისგან ვტიროდი. ეს ყველაფერი ნათლობის წინ მოხდა და ამიტომაც დამარქვეს გაბრიელი. მაშინ პირველად ვუამბე ჩემს მეუღლეს გამოცხადების შესახებ.

დაემთხვა ისიც, რომ იმ წელს მოვინათლე, როდესაც ბერი წმინდანად შერაცხეს და მისი ნეშტი ამოასვენეს. ერთ წელიწადში კიდევ ერთი საინტერესო ამბავი მოხდა. ფრანგმა მართლმადიდებელმა­ თეოლოგმა ჟან-კლოდ ლარშემ გამოსცა წიგნი ბერი გაბრიელის შესახებ, რომელიც 15 ენაზე ითარგმნა და თვალის დახამხამებაში გაიყიდა.

"მჯერა, რომ ის გოგონა გადარჩა"

ვფიქრობ, ადამიანმა არ უნდა იცხოვროს ღვთისგან შორს. სწორედ უფლის რწმენა გახდა ჩემთვის საყრდენი, რომელიც ცხოვრებაში დამეხმარა. მას უამრავი ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია. მთავარია, გულის კარი გაუღო...

ძალიან მიყვარს ფეხით სიარული. დიდუბე-დიღმის ხიდზე მივდიოდი. დავინახე, ხიდის მოაჯირს გოგონა უცნაურად დაჰყრდნობოდა­ და კანკალებდა. სახე არ უჩანდა. გავუარე, მაგრამ ვერ მოვითმინე და უკან მოვიხედე, ტიროდა. მეუცნაურა, რომ ყურადღებას არავინ­ აქცევდა. მე ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ მაინც მივუახლოვდი და მეც დავეყრდენი მოაჯირს. გამომხედა. ფრანგულად, თან ჟესტიკულაციით, რაღაცნაირად, არტისტულად ვუთხარი, - ნახეთ, რა ლამაზი ცაა, თქვენ საოცრება ხართ და მხოლოდ უნდა იღიმებოდეთ-მეთქი. ჯერ გაკვირვებული მისმენდა, შემდეგ გამიცინა. გავთამამდი, ხელი მოვკიდე და ეკლესი­ისკენ ვანიშნე, წამოდი-მეთქი. მორჩილად, ღიმილით წამომყვა. დავაყენე ხატებთან და ვუთხარი, რომ მათ შეეძლოთ დახმარებოდნენ. გოგონას ჩემი არც­ ერთი სიტყვა არ ესმოდა, მაგრამ ხვდებოდა ჩემს განზრახვას. მეც დავდექი სალოცავად და ბერ გაბრიელს შევავედრე მისი თავი. მჯერა, რომ იმ გოგონას ცუდი არაფერი დაემართება.

"სამშობლო ვიპოვე"

შემეძლო, მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზე მეცხოვრა, მაგრამ საქართველოს ნახვის შემდეგ ყველაფერი გაუფერულდა, რადგან­ აქ ვნახე უზომოდ დიდი სიმშვიდე, სიყვარული და ჰარმონია. რაც მთავარია, აქ ძალიან ახლოს ვარ ღმერთთან. ქართველებში ძალიან ბევრი სითბოა. ასე მგონია, საქართველო მისტიკურია თავისი ისტორიით, ცხოვრების წესით. აქ ჩამოსვლისას ორჯერ ვტირი, სიხარულით, რომ ამ მიწას დავადგი ფეხი და წასვლისას ტკივილის გამო, მაგრამ ყოველთვის ვიცი, რომ საქართველო მელოდება და დავბრუნდები. ყოველ დილით ვდგები ხატებთან და ვლოცულობ საქართველოსთვის თბილისშიც და საფრანგეთშიც. ამიტომ, როგორც კი პენსიონერი გავხდები, საბოლოოდ გავქართველდები. არ მითხრათ, ვარდისფერი სათვალით ხედავ ამ ქვეყანასო. თბილისი ფეხით მაქვს მოვლილი­, მისი ყველა კუთხე-კუნჭული ვიცი. ვიცნობ ხალხს გულით, თვალებით, ინტონაციებით. ნაკლოვანებასაც კარგად ვამჩნევ, მაგრამ უნაკლო ხომ არავინაა.

ეკა ლომიძე
"კვირის პალიტრა".
ბეჭდვაელფოსტა
20.04. 2017
მიხო
აუ ძლივს არ წავიკითხე რამე ნორმალური და საინტერესო.სულ რო ტყუილი იყოს მაინც კარგი წასაკითხია .ამდენი ნაგავი სტატიების ფონზე რავიც რამე კაი პრიზი ეკუთვნის ამის ავტორს.მილიონობით დადებითი ისტორიებია რაზეც შეიძლება ადამიანმა სტატია დაწეროს.სიბინძურეებს რო წერს უმეტესობა...
17.04. 2017
მანანა
გაიხარეთ და გამრავლდით...ავტორებიც და მკითხველებიც...გაბრიელ ბერის სიტყვებს გავიმეორებ: სიყვარული გადაგვარჩენს....
03.11. 2016
დოდო
ეკა ლომიძეს მადლობა ასეთი თბილი სტატიისათვის და ძალიან კარგი ადამიანების გაცნობისათვის. ჩვენც დავინახოთ ჩვენი ქვეყანა ჩვენ სამშობლოდ და მოვუფრთხილდეთ ისე როგორც დედას ეკადრება!!!!
02.08. 2016
!!!!!!!!!!
კარგი სტატიაა, სიმშვიდით და იმედით გავსებს, უფლის და ადამიანების მიმართ რწმენას გმატებს! კარგი ჟურნალისტი ყოველთვის უნდა ფიქრობდეს ამაზე! მადლობა!
01.08. 2016
jaba
კარგი ისტორიაა! დიდებული ქვეყანა გვიბოძა უფალმა და გავუფრთხილდეთ ამ ძღვენს. უფალი ფარავდეს საქართველოს.
სხვა სიახლეები
10.10.2017
ანგელოზის დღეს - წმიდა მოწამის კალისტრატეს ხსენებას ვულოცავთ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის უპირატეს მღვდელმთავარს, მაღალყოვლადუსამღვდელოეს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს კალისტრატეს.
07.09.2017
უჩინარი მტერი უტევს ჩვენს სამშობლოს. კუთხე არ დარჩა საქართველოში, ცეცხლის კერა რომ არ მოდებოდა ულამაზეს ტყეებს.
17.08.2017
თამარ მეფის სიტყვა სამღვდელოების მიმართ:

"წმინდანო მამანო, თქვენ დადგენილნი ხართ ღვთისაგან მოძღვრებად და გამგებლებად ეკლესიისა,
15.08.2017
2008 წლის ომის დროს გორისა და სამთავისის ეპარქიის ეპისკოპოსმა და მღვდელ-მონაზვნებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, დაბომბილ ქალაქში დარჩენილიყვნენ
14.05.2017
შენს წმინდა სახეს,
შვენებით სავსეს,
სახიერებით განსხივებულსა,
ვუმზერ კრძალვითა,
თაყვანცემითა,
ცრემლ-მორეული გემთხვევი ფერხთა!
14.05.2017
კვალად დამიდგნენ თვალწინა
წარსულთა დროთა გმირები.
ტანზე აესხათ აბჯარი
და უღიმოდათ პირები.
14.05.2017
თიანეთის და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე) იგონებს: "ჯერ კიდევ ერისკაცი ვიყავი (მონასტერში ამის შემდეგ მალევე წავედი), სიონის საკათედრო ტაძარში ერთ-ერთი მღვდელმთავარი აღავლენდა წმინდა თამარ მეფის პარაკლისს.
11.05.2017
ქართველი საზოგადო მოღვაწეები ყოველთვის დიდ როლს ანიჭებდნენ სპორტს ერის ცხოვრების განვითარებასა და წინსვლაში.
18.04.2017
აღსავლის კარის გახსნა და დახურვა მანიშნებელია იმისა, რაც ზეცაში ხდება. საკურთხეველი სასუფეველს განასახიერებს.
15.04.2017
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. სასწაული კიდევ ერთხელ განმეორდა. ზეციური ცეცხლის გადმოსვლა უტყუარი ნიშანია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ჭეშმარიტებისა და მასში მადლის არსებობის.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ზეციდან მიწაზე სამი ნათლის სვეტი გარდამოვიდა, შუქმა გაანათა იქაურობა

წმიდა მოწამენი დავით და კონსტანტინე მხეიძეები არგვეთის მთავრები იყვნენ. 
საიტის პარტნიორები