28 ივლისს ბერია ანდრიას დაბადების დღეა
28 ივლისს ბერია ანდრიას დაბადების დღეა
ბერი ანდრიას სახელობის ფონდი არის ერთი დიდი ოჯახი, რომელიც სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნავს უანგაროდ, როგორც საკუთარ შვილებზე და მთელი გულით აკეთებს სიკეთეს.
"ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის" კეთილი და მადლიანი საქმეების შესახებ "კარიბჭის" მკითხველმა კარგად უწყის. შეგახსენებთ იმას, რომ აღნიშნული ფონდი უკვე ექვსი წელია უანგაროდ ეხმარება სიმსივნით დაავადებულ 18 წლამდე მოზარდებს და მათ ოჯახებს ყველა იმ საქმეში, რაც ბავშვთა მკურნალობას, მათ რეაბილიტაციას და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას ეხება.
"ბერი ანდრია ყველაზე ზრუნავდა. ამ ბავშვებზეც მამა ანდრიამ იზრუნა და დღემდე გვეწევა მისი მადლი და ლოცვა",-აღნიშნა საუბარში ბერის დედამ და ამავე დროს ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის აღმასრულებლმა დირექტორმა თინათინ ჩხვიმიანმა.

-თინათინ, რაში გამოხატება თქვენი მხრიდან მძიმე სენით დაავადებული ბავშვების დახმარება?

- მკურნალობაში დახმარება გამოიხატება საავადმყოფოში დასაწვენად და მკურნალობის დასაფინანსებლად საჭირო საბუთების მოგროვება - მოწესრიგებაში, კვლევების დროულად ჩატარებასა და ბავშვების საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფაში. ოთხი წლის განმავლობაში, სხვა ფონდების შექმნამდე, ყველაფერზე ჩვენ ვზრუნავდით, სრულად ვიძიებდით მკურნალობისთვის საჭირო თანხებს. ახლა, ბოლო ორი წელია ფონდის სახსრებიდან ხდება თანადაფინანსების ხარჯების დაფარვა ქიმიოთერაპიისა თუ სხვა სახის მკურნალობისას, რასაც სახელმწიფო და სხვა ფონდები ვერ ანაზღაურებენ.

ქიმიოთერაპიის მძიმე კურსის შემდეგ, გართულებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ბავშვთა სულ მცირე, 5 დღიანი მონიტორინგი. ამ 5 დღის განმავლობაში ფონდი, საზღაურის გარეშე, უზრუნველყოფს ბავშვთა კომფორტულად ცხოვრებას სარეაბილიტაციო სასტუმრო-სახლში, მათ სრულფასოვან კვებას, საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიულ კვლევას ამბულატორიულად, მათ განათლებას და გართობას.

სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება აუცილებელი პირობაა ბავშვთა ფიზიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ფონდს, შესაძლებლობის მიხედვით, ზაფხულის ცხელ დღეებში ბავშვები მშობლებთან ერთად მიყავს დასასვენებლად, მთელი წლის განმავლობაში უწყობს სხვადასხვა სახის გასართობ და შემეცნებით ღონისძიებებს, საზეიმოდ უხდის დაბადების დღეებს, დაყავს მოსალოცად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და საზღვარგარეთ. ფონდმა დაარსებიდან დღემდე დახმარება გაუწია 250 ბავშვს და მათ ოჯახებს. დღეისათვის ჩვენი მზრუნველობის ქვეშ იმყოფება 54 ბავშვი. მათგან აქტიურად 29 ბავშვი მკურნალობს, 25 კონტროლზეა, მათი საკმაოდ ძვირადღირებული, აუცილებელი კვლევები არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ანაზღაურებს, მათი კვლევების საფასურს სრულად იხდის ჩვენი ფონდი.

ფონდის ყოველთვიური მიმდინარე დანახარჯი შეადგენს 25 000 ლარს. ამ თანხაში შედის სასტუმრო-სარეაბილიტაციო სახლის საიჯარო გადასახადი, კომუნალური გადასახადი, ბავშვების კვება, ტრანსპორტირება, თანადაფინანსების ხარჯების დაფარვა ქიმიოთერაპიისა თუ სხვა სახის მკურნალობის, სამედიცინო გამოკვლევების დროს, სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებელი სხვადასხვა გასართობი ღონისძიებების მოწყობა.

თვეში ერთხელ ყველა ბავშვს სჭირდება დახმარება. ისეთი ბავშვებიც გვყავს, რომლებიც წლებია ჩვენს სასტუმრო-სარეაბილიტაციო სახლში ცხოვრობენ. ეს სახლი უკვე სამი წელია იჯარით გვაქვს აღებული. სამწუხაროდ, ბავშვების რაოდენობამ იმატა, ბევრს სჭირდება ჩვენი დახმარება. ბავშვების რაოდენობის მატებამ ხარჯები გაგვიზარდა. შეფარდებით შემოწირულობამაც იკლო... დღეს ძალიან ცოტა თუ არის დალხენილი და შეძლებული ადამიანები. ყველაზე რთული და მთავარი პრობლემა ის გვაქვს, რომ ამ ეტაპისთვის რამდენიმე თვის ვალი გვაქვს, ვერ ვიხდით იჯარის თანხას. მედიკამენტების ვალიც დაგვემატა. ჩვენ ვიხდით ბავშვების წამლების, ქიმიოთერაპიის თანადაფინასებას. სამწუხაროდ, ალბათ მხოლოდ სოციალურად დაუცველ, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ბავშვებს დავაფინანსებთ. ძალიან გავნიცდით, მაგრამ სხვა გამოსავალი აღარ გვაქვს, იმიტომ რომ სახლს ვერ დავკარგავთ. პრიორიტეტად დავისახეთ სახლის შენარჩუნება. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ დაავადებული ბავშვებისთვის, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ და თბილისში დასარჩენი არ აქვთ. ჩვენ არამარტო მედიკამენტებზე, კვებაზე და აქ ცხოვრებაზეც ვზრუნავთ. შემოწირულობების გაზრდის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, განვაახლებთ მკურნალობის თანადაფინანსებას.
ბავშვები დასასვენებლად და წმინდა ადგილების მოსალოცად დაგვყავს.

მესამე წელია, რაც მეუფე დიმიტრი (შიოლაშვილი) გვეპატიჟება ბავშვთა ბანაკში და იქ უსასყიდლოდ ისვენებენ ბავშვები მშობლებთან ერთად. ამაში მეუფე დიმიტრი გვეხმარება. დასასვენებლად და მოსალოცად ბავშვები ოჯახთან ერთად მიგვყავს. ასე უფრო ბედნიერები არიან.

ჩვენ ვზრუნავთ გარდაცვლილი ბავშვების ოჯახის წევრებზეც. გარდაცვალებამდე ოცნებობდა რამოდენიმე ბავშვი, რომ ზღვა ენახა... სამწუხაროდ, ვერ მოესწრო ამას, მაგრამ მისი დედ-მამიშვილები და დედა ზღვაზე წავიყვანეთ. ოჯახმა ასე გაიარა რეაბილიტაცია ამ უდიდესი დანაკარგის შემდეგ. სასიამოვნოა ისიც, რომ იქვე ეზოში არის ტაძარი და ბავშვები ყოველ კვირას ეზიარებიან, არ წყდებიან სასულიერო ცხოვრებას. ვიცით, რომ ყოველ წელს ეს გვექნება უსასყიდლოდ. ამ დიდი დახმარებისათვის მეუფე დიმიტრის უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა.

ბათუმში გვყავს ჩვენი კოორდინატორები, თამთა კურცხალია, თამუნა ვასაძე, ბერდია კუტუბიძე. ეს ადამიანები ხელმძღვანელობენ ჩვენი ბავშვების აქტიურ გართობას და დასვენებას აჭარაში.
ბავშვები დაგვყავს მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში, დიდი მადლობა მეუფე ილარიონს... ტაძრების მოლოცვის მთლიანი ტური გვაქვს იქ. მესტიის გამგებლის დახმარებით , სვანეთშიც უსასყიდლოდ ისვენებენ ბავშვები. ჩვენი ახლობელი სვანი ოჯახების თანადგომით, ნატურალურ პროდუქტებს ღებულობენ ბავშვები სვანეთში და უბედნიერესები ვბრუნდებით უკან. ძალიან დიდი მადლობა სვანეთის ულამაზეს კუთხეს.
მადლობა მინდა ვუთხრა ასევე დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტს აბრაამს (გარმელია). როდესაც ჩვენი ბავშვები ევროპაში მიდიან სამკურნალოდ, იქ ქართველი მამები ხვდებიან. ეს მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხევით ხდება. საფრანგეთში სამკურნალოდ წასულ ბავშვებს არქიმანდრიტი ანტონი (კანდელაკი) ხვდება აეროპორტში, მიყავს კლინიკაში, არ აკლებს ლოცვა-კურთხევას და წამოსვლამდე მზრუნველობს მათზე. უცხო ქვეყანაში მყოფი ბავშვისთვის ოპერაციის წინ ქართველი სასულიერო პირის დალოცვა სულ სხვაგვარი ნუგეშია, სხვა სიხარულია.

ჩვენი შვილობილების დიდი ნაწილი სამკურნალოდ და კვლევებზე თურქეთში, ანადოლუს სამედიცინო ცენტრში იგზავნება. მადლობა ამ დაწესებულების მესვეურებს, განსაკუთრებით უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილებას, ჩვენი ფონდის ინიციატივით და მათი ძალისხმევით , ცენტრში მართლმადიდებლური სამლოცველო ამოქმედდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცრუმაფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის კურთხევით, იეროდიაკონი ნაზარის ხელით, ცენტრს სამლოცველოსთვის ხატების დიდი ნაწილი გადაეცა.

***
ბერი ანდრიასთვის და ნაციონალურ ონკოცენტრში სამკურნალოდ, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისთვის ზრუნვას არ იშურებდნენ მარტყოფის ღვთაების მონასტრის მამები. მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ბენიამინი (ბელქანია) ჩვენი და ჩვენი შვილების ნუგეში და გამაძლიერებელი იყო. პატრიარქის კურთხევით, ჩემი შვილი ამ მონასტრის წევრი გახდა...იღუმენმა შალვამ (შენგელია) აღკვეცა ბერად. მამა შალვა კვირაში სამჯერ-ოთჯერ მოდიოდა ბავშვებთან, საჯანმრთელო პარაკლისს უტარებდა, აზიარებდა.

მარტყოფის "ღვთაების" მამათა მონასტერი დღემდე მზრუნველობს ჩვენს ფონდზე. ბერი ანდრია მარტყოფშია დაკრძალული. ჩვენი ბავშვები თითქმის ყოველ კვირას მარტყოფში მიგვყავს წირვაზე დასასწრებად. ჩვენი შვილობილების და მათი მშობლების სულიერი მამები არქიმანდრიტი ბენიამინი და იღუმენი შალვა არიან. ისინი კვირაში ერთხელ ჩამოდიან ჩვენს სარეაბილიტაციო სახლში, ატარებენ პარაკლისებს, იბარებენ აღსარებებს და ბავშვებს აზიარებენ.

***
-ბავშვების სწავლაზეც ზრუნავთ?

-მოდიან სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, პედაგოგები რომლებიც ბავშვებს მასტერ კლასებს უტარებენ. ჩვენი შვილობილები ხალისით მეცადინეობენ, სწავლობენ, ამაში ხელს ჩვენი ფონდი უწყობს. ძალიან მოსწრებული ბავშვები გვყავს, რამოდენიმე მათგანი უკვე სტუდენტია. ჩვენი მიზანია, მიუხედავდ მძიმე სენისა, ბავშვები ჩვეული ცხოვრების რიტმიდან არ ამოვარდნენ, ვასწავლით მშობლებს ებრძოლონ დაავადებას და სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდნენ. დედამ თუ რწმენა დაკარგა, ბავშვიც ვერ იბრძოლებს. ბერი ანდრიას სახელობის ფონდი არის ერთი დიდი ოჯახი, რომელიც სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნავს უანგაროდ, როგორც საკუთარ შვილებზე და მთელი გულით აკეთებს სიკეთეს.

-მომავალში ხომ არ ფიქორობთ გაფართოვებას, სხვა სახლში გადასვლას?

-სახლი, სადაც ახლა ვიმყოფებით, არ არის ადაპტირებული ავადმყოფი ბავშვებისთვის, არც საკმარისი რაოდენობის საძინებლებია. აქ მხოლოდ ექვსი ოთახია, ბავშვები ორ-ორი და სამ-სამი შეგვყავს ოთახში გარეთ რომ არავინ დავტოვოთ. სახლი ოთხი სართულისგან შედგება და ბავშვებს უჭირთ ასვლა-ჩამოსვლა, განსაკუთრებით როდესაც ძვლების პრობლემა აქვთ.

სარეაბილიტაციო სახლის სრული ინფრასტრუქტურით ასაშენებლად ეკონომიკის სამინიტრომ ექვსი ათას ჰექტარზე მეტი მოცულობის მიწის ნაკვეთი გადმოგვცა. ეს სახლი აუცილებლად უნდა აშენდეს საქართველოში მაცხოვრებელი ყველა ადამიანისთვის, ვისაც ეს დასჭირდება. სამწუხარო რეალობაა, რომ ამ დაავადებით ბავშვების რაოდენობა იზრდება და არ კლებულობს. არქიტექტორმა დადუნა შათაშვილმა უსასყიდლოდ გაგვიკეთა სახლის პროექტი. ძალიან დიდი მადლობა დადუნას უანგარო დახმარებისთვის.

გვჯერა, საქართველოს მოსახლეობა ერთსულოვნად დაგვეხმარება ამ პრობლემის დაძლევაში და შევძლებთ სახლის აშენებას. კეთილი ადამიანების თანადგომის, დახმარების იმედი გვაქვს. გვაქვს ცალკე ანგარიში სახლის მშენებლობისათვის და იქ შემოსული თანხა მხოლოდ მშენებლობას მოხმარდება. მშენებლობის დაწყების პირველი მერცხალი სადაზღვევო კომპანია "ირაო" იქნება, საძირკველისთვის საჭირო თანხას ისინი უზრუნველყოფენ. მადლობა მათ. მათი ქმედება მისაბაძი გახდება ყველასთვის.
ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პრემიერმინისტრს, როდესაც მას მივმართეთ, მაშინ ეკონომიკის მინისტრი იყო, მან აღგვითქვა დახმარება მიწის ნავეთის გადმოცემაზე. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ.
ბერი ანდრიას ფონდს ახლახან ესტუმრა ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი). მეუფის სტუმრობამ ძალიან გაახარა ბავშვები. ძალიან თბილი და უშაულო შეხვედრა გვქონდა მეუფესთან. მადლიერები ვართ მეუფე ეფრემის (გამრეკელიძე), რომელიც გვესტუმრა კლინიკაში, დალოცა ბავშვები და დიდი ხატი გვისახსოვრა. ვსტუმრობდით ჭყონდიდის ეპარქიას, მეუფე პეტრეს. არასდროს დამავიწყდება მეუფის სიტყვები -"როგორ მიხარია, თვითონ ანგელოზები მეწვიაო". ძალიან გამიხარდა ასე რომ მიიღო ჩემი შვილები.
მეუფე ანდრია (გვაზავა) პირადად იცნობდა ჩემს შვილს, ბერ ანდრიას. მის სანახავად საავადმყოფოში მოვიდა. მამა ანდრიამ მითხრა, დედა, რისი ღირსი გავხდი, მეუფე ჩემთან მოვიდაო.

კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ ბერი ანდრიას ცხოვრებიდან - უწმინდესის ნახვა ძალიან უნდოდა... რეანომობილით უნდა წაგვეყვანა, მაგრამ ბოლო მომენტში უარი თქვა. როდესაც ვკითხეთ, რატომ თქვა უარი, ასეთ მძიმე მდგომარეობაში რომ მნახავს პატრიარქი გული ეტკინებაო. დაენანა, პატრიარქს გულს ვერ ვატკენო. თვითონ განაცხადა უარი. ასეთი იყო ბერი ანდრია და ყველაზე ასე ზრუნავდა. მამა ანდრიამ იზრუნა ამ ბავშვებზე, ჩვენზე. ღმერთმა ქნას, რომ მისი შეწევნით ჩვენც ჩვენი ადგილი ვიპოვოთ და ცხონების გზაზე დავდგეთ.



ბეჭდვაელფოსტა
29.07. 2016
ricxvi mimititet
cminda irines xsenebis dge rodisaa
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler