იქნებ შიში არცაა და უბრალოდ სიცოცხლეს ვერ ველევით...
იქნებ შიში არცაა და უბრალოდ სიცოცხლეს ვერ ველევით...
"ღმერთმა გიშველოს, სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითა..." - რატომ უმღერიან "სიცოცხლის აღსასრულს"? ამ კითხვას კარგად პასუხობს აღმოსავლური სიბრძნე: "სიკვდილი ძნელი არ არის, უფრო ძნელია სიცოცხლე"... ალბათ, ყველასთვის გასაგებია - იცხოვრო ამქვეყნად, ნიშნავს გაიარო ყველაზე რთული, მოსამზადებელი ეტაპი მარადიული ცხოვრებისთვის...

* ვფიქრობ, ადამიანს, რაც უფრო მეტად სწამს ღმერთი, მით უფრო ნაკლებად ეშინია სიკვდილის...

* მეშინია, მოუმზადებელი არ მოვკვდე, მზად არ ვარ სიკვდილისთვის. ოთხი წლის წინათ, ვიდრე ოპერაციას გავიკეთებდი, მოძღვარს აღსარება ვუთხარი. აღსარებას რომ მოვრჩი, ძალიან მშვიდად შევედი საოპერაციოში.

არავის ეგონა, თუ გადავრჩებოდი, მაგრამ უფალმა ასე ინება.

სამსჯავროსი მეშინია და იმისა, უფალმა აღსარების გარეშე არ გამიყვანოს ამ ცხოვრებიდან...

* სიკვდილის გვეშინია და მერე როგორ! მეც ვამბობ, არ მეშინია-მეთქი, მაგრამ სად მაქვს რწმენა, რომ არ მეშინოდეს...

* რატომ გვეშინია? ბევრი ჩვენგანი შესაძლოა სამოთხეში მოხვდეს; იმას ეშინოდეს, ვინც ბოროტებას სჩადის...

* მთავარია, საკუთარ თავში იპოვოთ ძალა და უფლისკენ მიმავალი გზისკენ მიბრუნდეთ; იპოვეთ ჭეშმარიტი მოძღვარი, რომელიც დაგეხმარებათ. გზა რთულია, მაგრამ იმ ნეტარებისთვის, რომელიც მის ბოლოს გველის, ღირს სირთულეების გადალახვა. მთავარი ალბათ სურვილია, მერე კი ისე მივეჩვევით, სხვაგან აღარ გავიხედავთ.

* იცით, რატომ მეშინია სიკვდილის? განკითხვის მეშინია. ინებებს კი უფალი, რომ მე, ცოდვილი, სასუფევლის ღირსი გამხადოს?

* სიკვდილის მას ეშინია, ვისაც ამქვეყნიური სიამოვნების დაკარგვა არ სურს.

* მე სიკვდილზე მეტად მის შემდგომ სიცოცხლის მეშინია...

* რწმენა არ გვაქვს მტკიცე და ამიტომაც გვეშინია. როცა წარმოვიდგენ, რომ ერთ დღესაც მოვკვდები, სულ მეკარგება სიცოცხლის ხალისი. რისთვის ვწვალობ-მეთქი - ვეკითხები თავს...

* ვინც ეკლესიურად ცხოვრობს და მარადიული სასუფევლისთვის მარხვითა და ზიარებით ემზადება, მას არ ეშინია სიკვდილისა და უფალთან შეხვედრის. ცოდვილებს კი ეშინიათ სამსჯავროზე წარდგომის, მიუხედავად იმისა, რომ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ მასზე.

* რამდენად მართალია, რომ სხეული კვდება, სული კი - არა? სიცოცხლეს აზრი არ ექნებოდა, ასე რომ არ იყოს. ეს ცხოვრება მზადებაა საიქიო ცხოვრებისთვის.

* ვცდილობ, მართალი კაცი ვიყო - ხშირად შევაღო ეკლესიის კარი და არავინ განვიკითხო. ნეტავ, საიქიოს კარის შეღების არ მეშინოდეს!..

* იქნებ შიში არცაა და უბრალოდ სიცოცხლეს ვერ ველევით?..

* ღმერთმა მარადიული ცხოვრებისთვის გაგვაჩინა, ოღონდ სად გავატარებთ მარადიულობას - ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული...

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler