უკვე გაგიჟებულხარ, შე საცოდავო, აშენებულს ანგრევ, მეტი რაღა უნდა მოგივიდეს?!
უკვე გაგიჟებულხარ, შე საცოდავო, აშენებულს ანგრევ, მეტი რაღა უნდა მოგივიდეს?!
მღვდელი სიმონ კალანდარიშვილი
მღვდელი სიმონ ეგნატეს ძე კალანდარიშვილი დაიბადა 1861 წელს სენაკში, მღვდლის ოჯახში. მამამისი ეგნატე სენაკის წმინდა გიორგის ეკლესიის მოძღვარი გახლდათ. დედა, ელისაბედი, იმ დროისთვის მეტად განათლებული ქალი ყოფილა. მათ ორი შვილი ჰყავდათ - სიმონი და ნინო. სიმონმა გადაწყვიტა, მამასთან ერთად საეკლესიო ცხოვრებით ეცხოვრა. მონასტერში შეისწავლა საეკლესიო ტიპიკონი და გალობა. რამდენიმე ხანში დაოჯახდა და წმინდა გიორგის ეკლესიაში მედავითნეობდა.

მამა სიმონმა ქუთაისის სასულიერო სემინარია დაამთავრა. 1890-იან წლებში დიაკვნად აკურთხეს, 1895 წელს კი მღვდლად დაასხეს ხელი და კომუნისტების შემოსვლამდე წმინდა გიორგის ეკლესიაში მსახურობდა.

ტაძრის უკანასკნელი მღვდელი, მამა სიმონ კალანდარიშვილი, აქა-იქ დარჩენილ მის თანამედროვეთ კარგად ახსოვთ. ისინი ხაზს უსვამენ მღვდლის განათლებას, სიკეთესა და მოყვასისადმი საღვთო სიყვარულს.

მამა სიმონს 9 შვილი ჰყავდა - 5 ვაჟი და 4 ქალი. ყველას მიაღებინა სათანადო განათლება, 3 ვაჟი კი ღვთისმსახურად აღზარდა.

სიმონ კალანდარიშვილი "წითლების" მორიგი მსხვერპლი გამხდარა. უკვე ასაკში შესული მღვდელი, მაშინდელი კანონებით, გაუპარსავთ, ანაფორა იძულებით გაუხდიათ და თბილისიდან სახეშეცვლილი გამოუშვიათ.

KARIBCHEღრმადმორწმუნე ადამიანს გასჭირვებია ახალ ყოფასთან შეგუება. განსაკუთრებით აუტანელი ყოფილა წინაპართა ნაგები და ნაფერებ-ნალოლიავები ტაძრის ნგრევის საკუთარი თვალით ცქერა.

ერთ-ერთი "აქტიური" მნგრეველის დაცინვაზე - "სიმონ, შენ რომ მაშინებდი, ეკლესიას ხელი არ ახლო, თორემ წმინდა გიორგი გაგაგიჟებსო, ხომ ვერ გამაგიჟა შენმა წმინდანმაო" - თავშეკავებულად უპასუხია: "უკვე გაგიჟებულხარ, შე საცოდავო, აშენებულს ანგრევ, მეტი რაღა უნდა მოგივიდესო".

ასეთ ქარტეხილებს ასაკში შესული მოძღვრის სათნო გულმა ვეღარ გაუძლო და 1938 წელს აღესრულა. მამა სიმონმა განსასვენებელი საგვარეულო საძვალეში პოვა.

წმინდა გიორგის ეკლესია
ქართველი ხალხი ღვთის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა. დასტურად ამისა, ქართველები ღვთის შეწევით და უფლის სადიდებლად ტაძრებს აშენებდნენ.

სენაკში მოქმედ ტაძრებს შორისაა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

გადმოცემის თანახმად, იგი ათეული საუკუნის წინ გურიიდან წამოსულ კალანდარიშვილებს აუგიათ. ნადირობის მოყვარული კალანდარიშვილი (სახელი არ არის ცნობილი) ირემს გამოსდევნებია და მოხვედრილა სამეგრელოში, კერძოდ სენაკში. აქ გაუცნია სამეგრელოს მთავარი დადიანი. მთავარს დიდად მოსწონებია სტუმარი და საჩუქრად მამული მიუცია, რის შემდეგაც კალანდარიშვილები სენაკში დამკვიდრდნენ.

წინაპრების უფლისადმი სიყვარულმა და ღვთის სამსახურში ყოფნამ ამ გზაზე დააყენა ტაძრის ბოლო მოძღვარი, მღვდელი სიმონ ეგნატეს ძე კალანდარიშვილი. ის წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ამ ტაძარში.

KARIBCHEსაბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ტაძარი დაანგრიეს, ხატები გაანადგურეს. მღვდელმა რისი წამოღებაც მოასწრო (ხატები, საეკლესიო ლიტერატურა, ნათლობისა თუ ზიარების სიწმინდეები, მოძღვრის ჯვარი, ის ჭურჭელი, რომლითაც საეკლესიო წესები სრულდებოდა...), შინ საიმედოდ შეინახა.

როცა ქართველი ხალხი ამხედრდა საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ და საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, რელიგიას სათანადო ყურადღება მიექცა. ეკლესიის ლოცვამ შედეგი გამოიღო - ხალხს რწმენა დაუბრუნა, დაიწყო ტაძრების აღდგენა და ახლის მშენებლობა.

ღვთის შეწევნით, სენაკში მცხოვრები კალანდარიშვილების ინიციატივით და ხალხის შემოწირულობებით აღდგა სენაკის წმინდა გიორგის ეკლესიაც. მის აღდგენაში წვლილი მიუძღვის მაშინდელ პარლამენტარ დემურ გადელიას. მღვდელ სიმონ კალანდარიშვილის უმცროსმა შვილიშვილმა ნური კალანდარიშვილმა ეკლესიას დაუბრუნა ის სიწმინდეები და საეკლესიო ნივთები, რომლებსაც ასე უფრთხილდებოდა მისი წინაპარი.

მღვდელ სიმონ კალანდარიშვილის შთამომავლები: ნური კალანდარიშვილის შვილიშვილები ირაკლი და ნური კალანდარიშვილები წინაპრების დაწყებულ საქმეს აგრძელებენ. ირაკლი სტიქაროსანია, სასულიერო სასწავლებელშიც სწავლობს და აგრძელებს გზას მომავლისკენ.

მასალა უკვე მომზადებული იყო, როცა შევიტყვეთ, რომ ბატონი ნური გარდაიცვალა. უფალმა ნათელი დაუმკვიდროს მის სულს.

მოამზადა
ნატო ღვინჯილია-კონცელიძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler