"ხელი საუფლოი"
"ხელი საუფლოი"
ქართველ მეფეთა ხელრთვანი
ხელრთვა, რომელიც დღევანდელი მნიშვნელობით ხელმოწერას, ავტოგრაფს ნიშნავს, დოკუმენტს იურიდიულ ძალას ანიჭებდა და ისტორიული საბუთის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენდა. ხელრთვები ეკუთვნოდათ გამოჩენილ ისტორიულ პირებს, რომელთა პირადი ხელმოწერის ან წერილობითი დასტურის გარეშე ნებისმიერი დოკუმენტი დაკარგავდა თავის იურიდიულ-სამართლებლივ მნიშვნელობას და ფარატინა ქაღალდი გახდებოდა.

დღემდე შემორჩენილი ქართული საბუთების საერთო რაოდენობიდან, რომელიც დაახლოებით 65 ათასზე მეტია, 4 ათასამდე - IX-XVII საუკუნეებს, 1500-მდე - XVIII-ს, ხოლო დანარGენი - XIX-XX საუკუნეებს განეკუთვნება. ქართული საბუთების ძირითადი ფონდი ორ სიძველეთსაცავშია დაცული: ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში X-XIX ს.ს-ის 40 ათასამდე ქართული და 5 ათასამდე უცხოენოვანი ისტორიული დოკუმენტი ინახება, იუსტიციის სამინისტროს საქართველოს ეროვნულ არქივში კი 30 ათასამდე საბუთი.

ვესაუბრებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელს, ისტორიის დოქტორს მაია შაორშაძეს.

- ქ-ნო მაია, ადრეულ საუკუნეებში სად ინახებოდა საარქივო მასალები და როგორ მოაღწია ამ ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტებმა ჩვენამდე?

- წყაროებიდან ცნობილია, რომ ქართული საბუთების რაოდენობა მეტად დიდი უნდა ყოფილიყო. მეფეებს, კათოლიკოსებს, ეპისკოპოსებს, დიდ ფეოდალებს, ერისთავებს თავიანთი მწიგნობრები და მწიგნობართუხუცესები ჰყავდათ. საბუთები ინახებოდა სამეფო, საკათალიკოსო, ფეოდალთა საგვარეულო არქივებში, რომლებიც საქართველოში VI საუკუნიდან დასტურდება და განადგურდა მტრების თარეშისა თუ სხვა მიზეზების შედეგად. უკანასკნელად ქართული არქივები I მსოფლიო ომის პერიოდში განადგურდა ჩრდილო კავკასიაში მათი ევაკუაციის დროს.

- შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, რა ტერმინოლოგია გამოიყენება ქართული ისტორიული საბუთების აღსანიშნავად?

- ქართული ისტორიული საბუთების აღსანიშნავად შუა საუკუნეებში მრავალფეროვანი ტერმინოლოგია შეიქმნა. X საუკუნემდე გაბატონებულია ტერმინი "დაწერილი", ხოლო X-XI ს.ს-დან მკვიდრდება ბერძნული "სიგელი", რომელიც თანდათან ავიწროებს "დაწერილს" და XVI საუკუნიდან სრულიად დევნის ხმარებიდან. XV ს-დან მას ტერმინი "წიგნი" ენაცვლება.

გარდა ამ ორი ძირითადი ტერმინისა ("დაწერილი", "სიგელი"), XI-XV ს.ს-ში ქართულ საბუთებში, თუმცა შედარებით იშვიათად, გვხვდება სხვა ტერმინებიც, როგორებიცაა: "ბრძანება" შეწყვილებული "სიგელთან" და "ნიშანთან" (სპარსული), "ბრძანება და სიგელი" (XI ს-დან), "ბრძანება და ნიშანი" (XIV ს-დან), "ანდერძი" (XII ს-დან), "ჩაქი" (XII ს-დან), "პიტაკი" (ბერძ. XIV ს-დან), "წარკვეთილი" (XIV ს-დან, სვანურ საბუთებში), "გუჯარი" (არაბ. XV ს-დან), "ქარტა" (ბერძ. XV ს-დან), "ჰროარტაგი" (სომხ. XIV ს-დან), "ბარათი" (თურქ. XII ს-დან), "წიგნი" (XV ს-დან).

ეპიგრაფიკული საბუთების აღმნიშვნელ ტერმინად ამ პერიოდში გვხვდება "ხელი", რომელიც ხმარებიდან განდევნა "დაწერილმა" და XIII საუკუნის შემდეგ, როგორც დიპლომატიკური ტერმინი, აღარ გვხვდება.

XVIII ს-დან საქართველოში შემოდის ტერმინი "საბუთი", რომელიც მტკიცედ იმკვიდრებს ადგილს XIX ს-ში. ის არაბული სიტყვაა (დამტკიცება, დამოწმება) და, როგორც ჩანს, ქართულში სპარსულის გზით შემოვიდა. არაქართულია ტერმინი "დოკუმენტიც", რომელიც საერთაშორისო დიპლომატიკური ტერმინია და ლათინური სიტყვიდან წარმოდგება. ეს ტერმინი ქართულ საისტორიო წყაროებში არ გვხვდება, თანამედროვე ქართულ ენასა და დიპლომატიკაში კი მყარადაა დამკვიდრებული.

- ძველი ქართული დოკუმენტების გამოცემაზე არაერთი ცნობილი ქართველი მეცნიერი მუშაობდა...

- ქართული დოკუმენტების მნიშვნელოვანი გამოცემები სხვადასხვა დროს განახორციელეს გამოჩენილმა მკვლევარებმა: მ. ბროსემ, დ. ბაქრაძემ, ალ. ხახანაშვილმა, თ. ჟორდანიამ, ე. თაყაიშვილმა, ს. კაკაბაძემ, პ. ინგოროყვამ, ნ. ბერძენიშვილმა, ქ. შარაშიძემ, ო. სოსელიამ, ი. დოლიძემ, ალ. ცაგარელმა და სხვებმა. აკად. ივ. ჯავახიშვილმა ქართული საბუთების კვლევას ცალკე ნაშრომიც მიუძღვნა - "ქართული სიგელთა-მცოდნეობა ანუ დიპლომატიკა" (1926 წ.).

- რა პრინციპით ხდება ისტორიული საბუთების კლასიფიკაცია და რა მასალა გამოიყენებოდა საბუთების შესაქმნელად?

- ქართულ ისტორიოგრაფიაში საბუთების კლასიფიკაცია ხდება რამდენიმე პრინციპით: მათი დანიშნულების, გამცემის ვინაობისა და თვით საბუთის გარეგნული ნიშნების მიხედვით.

1. შინაარსის მიხედვით საბუთები იყოფა ორ ჯგუფად: ა) იურიდიულ (დასავლეთ ევროპაში - აქტები) და ბ) არაიურიდიულ საბუთებად.

2. გამცემის ვინაობის მიხედვით ისტორიული საბუთები იყოფა: ა) მეფეთა, ბ) სახელმწიფო მოხელეთა და ფეოდალთა, გ) სამედიატორო და სახელმწიფო სასამართლოს, დ) დაბალ წოდებათა წარმომადგენლებისა და ე) საეკლესიო საბუთებად.

3. გარეგნული ნიშნების მიხედვით: ა) რბილ მასალაზე (ეტრატი, ქაღალდი) ცალკე გრაგნილზე ან ფურცელზე ხელნაწერი წიგნისგან დამოუკიდებლად დაწერილ, ბ) მაგარ მასალაზე (ქვა, ხე, კედლის შელესილობა, ლითონი) დაწერილ, ე.ი. ეპიგრაფიკულ, გ) ხელნაწერი წიგნის კიდეებსა და თავისუფალ გვერდებზე მინაწერ საბუთებად.

რბილ მასალაზე (ეტრატზე) დაწერილი ჩვენამდე მოღწეული უძველესი ქართული საბუთი IX (ზოგიერთი მკვლევარის აზრით, XI) საუკუნეს განეკუთვნება. უფრო ადრინდელი საბუთი ჯერჯერობით მიკვლეული არ არის, მაგრამ ქართული საბუთების ისტორია რომ ამაზე გაცილებით ადრეულია, ცხადია.

- რომელი საუკუნიდან გვხვდება ქართველ მეფეთა ხელრთვები და როგორ განმარტავთ ტერმინს "ხელრთვა"?

- ძველ ქართულ ისტორიულ საბუთებზე მოთავსებულ ქართველ წმინდა მეფეთა ხელრთვებს XI საუკუნიდან ვხვდებით. საბუთს ბოლოში ეწერებოდა თარიღი და დამწერის ვინაობა. როცა საბუთს მისი გამცემი ხელს აწერდა და ამტკიცებდა, ამას ეწოდებოდა "ხელის ჩართვა" ანუ "ხელრთვა" (ავტოგრაფი). მეფის ხელს "საუფლოი ხელი" ეწოდებოდა.

KARIBCHEშედარებით მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი XI-XIII ს.ს-ის მეფეთა ხელრთვები, ხოლო XIV-XVIII საუკუნეებიდან ბაგრატიონთა ავტოგრაფული ხელრთვები დიდი რაოდენობითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

წმინდანად შერაცხულ მეფეთაგან მოგვეპოვება მხოლოდ დავით აღმაშენებლის (ფოტონეგატივი), თამარ მეფის, ლუარსაბ II-ისა და სოლომონ II-ის ხელრთვები.

წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის (1089-1125 წ.წ.) დამტკიცება და ხელრთვა შემონახულია ორ ძველ ქართულ წერილობით ძეგლზე - დავით აღმაშენებლის ანდერძზე შიომღვიმის მონასტრისადმი და სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტრის ერთ-ერთ ქართულ ხელნაწერზე.

- ქ-ნო მაია, საინტერესო იქნებოდა გაგვეხსენებინა შიომღვიმის მონასტრისადმი გაცემულ საბუთზე დავით აღმაშენებლის ხელრთვის ისტორია.

- 1124 წელს, შირვანში ლაშქრობის წინ, მეფე დავით აღმაშენებელმა შიომღვიმის მონასტერი და წმინდა შიოს საფლავი მოილოცა. მან შეწევნა სთხოვა "წმიდასა მამასა შიოს" და არსენ ბერისა და თავისი სულიერი მოძღვრის იოვანე ბერის რჩევითა და თხოვნით, მონასტერს ახალი წესდება (ტიპიკონი) განუწესა, დაუმორჩილა უშუალოდ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს, განუახლა ძველი შეწირულობები და დიდძალი ქონებაც შესწირა. ამ ფაქტის აღსანიშნავად შეიქმნა მნიშვნელოვანი წერილობითი დოკუმენტი, რომელსაც ანდერძი ეწოდება. საბუთი კიდევ უფო მეტ მნიშვნელობას იძენს იმის გამო, რომ მისი ტექსტი იწყება და მთავრდება მეფის ხელით დაწერილი სიტყვებით, რომლებიც მხედრულითაა შესრულებული, დანარჩენი ტექსტი კი ხუცურით არის დაწერილი.

ეს საბუთი ჯერ შიომღვიმის მონასტერში (XII ს-დან XIX ს-მდე), XIX ს-ში "საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორაში" და ბოლოს სხვადასხვა სიძველეთსაცავში ინახებოდა, მაგრამ 1919 წელს დედანი ჩრდილოეთ კავკასიაში გახიზვნის შემდეგ იქ მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო განადგურდა. გადარჩა მხოლოდ საბუთის მცირე ნაწილი, რომელიც 1923 წელს საგანგებოდ მივლინებულმა პროფ. სარგის კაკაბაძემ სამშობლოში დააბრუნა და ამჟამად საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება. ეს ნაფლეთი დედნის შუა ნაწილია და, ბუნებრივია, მასზე წმინდანი მეფის ხელრთვა ვერ მოხვდებოდა. ჩვენდა საბედნიეროდ, 1973 წელს საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფოტოთეკაში აღმოჩნდა მინის დიდი ზომის რამდენიმე ქართული ისტორიული საბუთის ფოტონეგატივი და მათ შორის დავით აღმაშენებლის ანდერძისა შიომღვიმისადმი. ეს ფოტოები ცნობილ ისტორიკოს თედო ჟორდანიას შეუკვეთია ფოტოგრაფ ალექსანდრე როინიშვილისთვის, თუმცა ვეღარ გამოუქვეყნებია.

ნეგატივზე აღმოჩნდა ტექსტის მხოლოდ ორი მესამედი. მასში მოხვდა წმინდა მეფის ხელით დაწერილი ბოლო სტრიქონი, რომელიც მის ხელრთვასაც შეიცავს.

1880 წელს თბილისის რეალური სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებელს, მღვდელ იოსებ ახალშენაშვილს, სხვა დამწერლობის ნიმუშებთან ერთად, გასანთლულ ქაღალდზე გადაუღია დავით აღმაშენებლის ანდერძის პირველი და ბოლო სტრიქონების პალეოგრაფიული ასლები. ეს მასალა ამჟამად დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. გაირკვა, რომ პირველ სტრიქონში წერია: "[ქ. თავსმდებო]ბითა ღ(მრ)თისაითა მე, დ(ავი)თს მიწყიეს". ბოლო სტრიქონში კი წერია: "ქ. სიმტკიცეო ყ(ოვე)ლთაო ღ(მერ)თო, დ(ა)ამტკიცე, მტკიცედა უქციე".

წმინდა დავით აღმაშენებლის მეორე ხელრთვას, როგორც ვთქვით, სინას მთის მონასტრის სამოციქულოზე მიაკვლიეს.

KARIBCHE- ალბათ მხედველობაში გაქვთ 1902 წელს აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილისა და ნიკო მარის სამეცნიერო მივლინება სინას მთაზე. მათ გადმოიწერეს დავით აღმაშენებლის სამოციქულოს მინაწერი, რომელიც 1947 წელს გამოქვეყნდა. პირადად თქვენ თუ ხედავთ კალიგრაფიულ სხვაობას დავითის, შიომღვიმისა და სინას მთის მინაწერებს შორის?

- ცნობილია, რომ მეფე დავითი არა მარტო საქართველოს ეკლესია-მონასტრებზე, არამედ საზღვარგარეთ არსებული სამონასტრო კერების მატერიალურ უზრუნველყოფაზეც ზრუნავდა. დავითის ისტორიკოსი საგანგებოდ უსვამს ხაზს მეფის მიერ სინას მთაზე საეკლესიო წიგნების გაგზავნის ფაქტს. სინას მთის ქართულ ხელნაწერთა კოლექციის ერთ-ერთ ხელნაწერზე - სინა-10-ზე - მოთავსებულია XII ს-ის მხედრულად შესრულებული მეფე დავით აღმაშენებლის მინაწერი, რომლის ტექსტიც ასეთია: "ქ. მე, უნარჩევესმან / მონამან ყოველთა ქრისტ/ესთამან, განვგზავნე წ(ი)გნი ესე / მთას წმ(ი)დ(ა)ს სინას; ვინცა მ(ოი)ხმ(ა)რებდეთ, / ლოცვა ყ(ა)ვთ ჩემთ(უ)ინ".

ამ მინაწერისა და შიომღვიმის ანდერძის მინაწერის ხელი თითქმის იდენტურია, ამასთანავე, მინაწერი XII საუკუნეს განეკუთვნება, რაც მკვლევარებს საფუძველს აძლევს, მათ ავტორად ერთი და იგივე პირი - მეფე დავით აღმაშენებელი მიიჩნიონ. დავითის ისტორიკოსისგან ცნობილია, რომ მეფემ სინას მთაზე სწორედ საეკლესიო დანიშნულების წიგნები გაგზავნა. მისივე ცნობით, მეფეს სამოციქულო წელიწადში ოცდაოთხჯერ წაეკითხა, რაზეც წიგნის ბოლოს მის მიერვე გაკეთებული ნიშანი მიუთითებდა. სწორედ "საწელიწადო სამოციქულოს" განსაკუთრებული სიყვარულით ხსნის ზოგიერთი მკვლევარი სინაზე გაგზავნილ სამოციქულოზე მეფის მიერ მინაწერის გაკეთებას მისი მოხსენიების თხოვნით.

KARIBCHE- თამარ მეფის მიერ გამოყენებული რამდენი საბუთი მოგვეპოვება მისი ხელრთვით?

- გამოირჩევა აგრეთვე თამარ მეფის (1184-1213 წ.წ.) სამი ხელრთვა. ესენია: სიგელი თამარ მეფისა გელათის მონასტრისადმი (1187 წ.), ჭიაბერ ამირსპასალარისა და მანდატურთუხუცესის დაწერილი საბუთი შიომღვიმის მონასტრისადმი (1189 წ.) და სიგელი თამარ მეფისა შიომღვიმის მონასტრისადმი (1196 წ.).

თამარის სიგელი გელათისადმი საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება, მაგრამ დედანი დაზიანებულია. ეს საბუთიც, სხვა დაზიანებულ საბუთებთან ერთად, საქართველოში ჩრდილოეთ კავკასიიდან 1923 წელს დააბრუნეს. მიუხედავად ამისა, ძველ გამოცემებზე დაყრდნობით მაინც შესაძლებელია საბუთის ტექსტის სრულად აღდგენა.

სიგელის ტექსტის მიხედვით, გელათის თორმეტი მწირისთვის მეფეს გაუჩენია მუდმივი საზრდო - "არგუეთში ჭორვილაი". საბუთს ამტკიცებს რამდენიმე პირი: მეფე დავით სოსლანი, ადგილობრივი ხელისუფალი დავით ერისთავი, ქართლის კათალიკოსი თევდორე და სხვანი. თუმცა ყველა დამტკიცებამ ვერ მოაღწია. ამ დამტკიცებებს წინ უძღვის წმინდა თამარ მეფის ვრცელი კალიგრაფიული მხედრულით დაწერილი ხელრთვა. მოვიყვანთ მის ბოლო ნაწილს: "ქ. ესე, ჩემდა სადიდებ[ელად ჩემგა]ნ სასოებით და გულსმოდგინებით ჩემისა საქმისა განაჩენი, ჩემითა ხელითა ცოდვი[ლითა დამიმტკ]იცებია. ვინცა და რამანცა გუარმან კაცმან ბრძანება [და სიგელი ესე ჩუენი] მტკიცე შეცვალოს, შენ, ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო, ძისა შენისა [და] სულისა წმიდისა მგმობართა თანა დასაჯე იგი და ჩემთა ცოდვათა და ბრალთა მზღვევია იგი დღესა განკითხვისასა და სიტყუაი იგი მას ზედამცა აღესრულების: "სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა" (მათე 27,25)".

თამარ მეფის ორსტრიქონიანი ხელრთვა ახლავს ჭიაბერის დაწერილ საბუთს შიომღვიმის მონასტრისადმი. დოკუმენტი თარიღდება 1189 წლით, რადგან ჭიაბერს ამირსპასალარისა და მანდატურთუხუცესის თანამდებობა ამ წელს შეიძლებოდა ჰქონოდა. მანამდე ამირსპასალარი იყო გამრეკელი თორელი, შემდეგ კი ზაქარია მხარგრძელი, რომელიც მანდატურთუხუცესიც გახდა.

KARIBCHEჭიაბერი ამ საბუთში მეფეს სთხოვს, ჟინოვანის (იგულისხმება თანამედროვე ჟინვალი და მისი შემოგარენი, რომელიც სამეფო საკუთრება იყო და ჭიაბერს დროებით საკუთრებაში ჰქონდა) მკვიდრი გლეხები თავიანთი სახლითა და მამულით შიომღვიმეს შესწიროს, რისთვისაც ისინი ყოველ წელს მონასტერს თხუთმეტ ლიტრა ცვილს მისცემდნენ.

თამარ მეფის ხელრთვა აღნიშნულ საბუთზე ასეთია: "ქ. ესე, მანდატურთუხუცესისაგან შეწირულ-განაჩენი, ჩემგანცა მტკიცეა".

მესამე ხელრთვა წმინდა თამარ მეფისა მოიპოვება შიომღვიმის სხალტბურ სიგელზე. საბუთი გაცემულია 1196 წელს. ანტონ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელ მთავარეპისკოპოსს სოფელ სხალტბიდან წყალი გამოუყვანია. ამ წყლის სათავესთან სამეფო გლეხები სახლობდნენ. ანტონი თამარს სთხოვს, ეს გლეხები მას უბოძოს და მათ ისევ მონასტერს შესწირავს. მეფე დათანხმებულა.

საბუთის დედანი 1919 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში დაიწვა, მაგრამ 1973 წელს აღმოჩნდა დოკუმენტის ფოტონეგატივი.

საბუთს ახლდა რამდენიმე ხელრთვა: თამარ მეფისა, შიომღვიმის კრებულისა, ანტონ ჭყონდიდელისა, ქართლის მთავარეპისკოპოსისა. თამარის ხელრთვის შინაარსი ასეთია: "ქ. მტკიცე ყოს ღ(მერთმა)ნ შეუცვალებლად".

- თქვენი აზრით, შიომღვიმის მონასტერი რატომ სარგებლობდა ქართველ მეფეთა ასეთი პატივისცემით?

- შიომღვიმე ქართველ მეფეთა მონასტრად ითვლებოდა, თანაც თბილისთან ახლოს იყო. ქართველ მეფეებს წმინდა შიო მღვიმელი უდიდეს წმინდანად მიაჩნდათ და მის საფლავზე შეწევნის მისაღებად მიდიოდნენ.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler