სადაც სამშობლო - შორი, უფალი კი ახლოა...
სადაც სამშობლო - შორი, უფალი კი ახლოა...
იტალიის რეგიონებში შემორჩენილია სოფლები, სადაც ბერძნულად საუბრობენ. ისინი ოდესღაც მართლმადიდებლები იყვნენ... სამხრეთ იტალიის საბერძნეთ-კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში გარკვეული დროით ყოფნამ მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას თავისი კვალი დაატყო. არაერთი წმინდანი სწორედ დიდ საბერძნეთად ცნობილი იტალიის ქალაქებიდან იყო. ამ მხრივ განსაკუთრებით ცნობილია სიცილია და კალაბრია.

იტალიაში მართლმადიდებლური ღვთისმსახურების აღდგენა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსს უკავშირდება. მას შემდეგ მრავალი ეზიარა ჭეშმარიტ სარწმუნოებას და დღეს მართლმადიდებელ ღვთისმსახურთა შორის იტალიელებსა და ბერძნებთან ერთად ქართველებიც არი-
ან. ერთ-ერთი მათგანი ქუთაისელია.
მღვდელი გიორგი (ხაჩიძე) იტალიის ქალაქებში: ბრონდოსსა და ბარიში - ბერძნულ ღვთისმსახურებას აღასრულებს, ხოლო ყოველი თვის ბოლო კვირას რომში ქართულად წირავს. იგი მხოლოდ 31 წლისაა, ჰყავს მეუღლე - ეკატერინე პაპაშვილი და ორი შვილი: სოფიო და ლუკა. მამა გიორგი საქართველოდან გადახვეწილ თანამემამულეებს უამებს სულს და ცხონების გზაზე დარწყულებისთვის საჭირო წვეთ წყალს აწვდის.

...1990 წელს სკოლის მოსწავლე ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კურთხევით ქუთაისის ხარების სახელობის ტაძრის სტიქაროსანი გახდა. შემდეგ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გააგრძელა სტიქაროსნობა და მოძღვრად მამა გაბრიელი აირჩია. 1991 წელს სკოლა დაამთავრა და მეუფე კალისტრატეს კურთხევით, თბილისის სასულიერო სემინარიაში წავიდა სასწავლებლად მეგობრებთან ერთად. იმ წელს აბიტურიენტთა ნაწილი ჩაირიცხა, ნაწილი კი მარტყოფის ღვთაების სახელობის მონასტერში გაამწესეს. მათ შორის იყო გიორგიც. მონასტერში ერთი წელი დაყვეს და ახალ სასწავლო წელს ოცდაცამეტივე უგამოცდოდ ჩაირიცხა. სასულიერო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტი რომში გაგზავნეს სასწავლებლად. იქ იოანე სტერესტისის სახელობის მონასტრის ბერ-მონაზვნებს დაუმეგობრდა. ერთი წლის შემდეგ, გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო, უკან ბრუნდება. თუმცა, ბერძენი ბერების მეტოქიონში (ბერძნული ეკლესიის მოადგილე ტაძარი, ორეული) მიწვევით, სამხრეთ იტალიას კვლავ სტუმრობს და პარალელურად უნივერსიტეტში იტალიური ენის კურსს გადის, ამავე დროს მისიონერულ მოღვაწეობას აგრძელებს. ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის კურთხევითა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამთან (გარმელიასთან) შეთანხმებით, რომში მცხოვრები ქართველების შეკრებასა და სამშვიდობო პარაკლისების ჩატარებას ხელმძღვანელობს.

2004 წლის 23 აპრილს იტალიისა და მალტის ეპარქიის მიტროპოლიტმა გენადიოსმა იგი ვენეციის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დიაკვნად, ხოლო შემდეგ ბრონდოსის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის VII საუკუნის ტაძარში მღვდლად აკურთხა, სადაც განამწესეს კიდეც წინამძღვრად. პარალელურად ბარიშიც მოღვაწეობს, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში.

იტალიის სხვადასხვა ქალაქში, სადაც რუმინული, ბულგარული, რუსული იურისდიქციის ტაძრებია, ახალგაზრდა მართლმადიდებელი ქართველი მოძღვარი ბერძნულად აღასრულებს ლიტურგიას. ქართველებთან ურთიერთობა ძირითადად რომში უწევს.

მამა გიორგი მისიონერულმა მოღვაწეობამ კათოლიკურ ქვეყანას დაუკავშირა, სადაც, ალბათ, მართლმადიდებლებს, როგორც არსად, ისე ჭირდებათ მოძღვრის თანადგომა.

ცოტა ხნის წინ მამა გიორგიმ ქუთაისის პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში გაენათელ მიტროპოლიტ კლისტრატესთან ერთად აღავლინა საკვირაო წირვა. შემდეგ იგი საქართველოს სიყვარულს თან წაიღებს საგზლად და დაბრუნდება იქ, სადაც სამშობლო - შორი, უფალი კი ახლოა, რადგან ჯვარი, რომლის ზიდვასაც შეეჭიდა, ღმერთთან თანაზიარობას ნიშნავს...

მოამზადა
ხათუნა გედენიძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler