იასას ელადა!
იასას ელადა!
საბერძნეთი - ძველი ელადა - ასე ეწოდებოდა ძველ ბერძნულ სახელმწიფოებს, მოიცავდა ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთს, ეგეოსის ზღვის კუნძულებს, თრაკიის სანაპიროს, მცირე აზიის დასავლეთ სანაპირო ზოლს და კოლონიებს - სამხრეთ იტალიის, აღმოსავლეთ სიცილიის, სამხრეთ საფრანგეთის ტერიტორიებს, აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროს, შავი ზღვის და აზოვის ზღვის სრუტეებსა და სანაპიროებს.

არქეოლოგიური კვლევით დგინდება, რომ საბერძნეთის ტერიტორია დასახლებული იყო შუა პალეოლითის ხანიდან. ამავე პერიოდს განეკუთვნება ქალკიდიკეს ადამიანის თავის ქალა. ნეოლითის ხანაში საბერძნეთის მოსახლეობამ აითვისა მიწათმოქმედება, ბინადარი ცხოვრების პირობებში მესაქონელობასაც მისდევდა. ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია ბორცვებზე გამაგრებული დასახლებები. საბერძნეთის მოსახლეობას მუდმივი ურთიერთობა ჰქონდა ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ მხარესთან, მცირე აზიის სანაპიროსა და სირიასთან. ბრინჯაოს ხანას საბერძნეთში პირობითად კრეტა-მიკენის ანუ ეგეოსის კულტურას უწოდებენ და ქრონოლოგიურად სამ პერიოდად ყოფენ: ადრეულ, საშუალო და გვიან ხანად. ტრადიციის მიხედვით, საბრძნეთის ცალკეული ნაწილები ისტორიოგრაფიაში შემდეგნაირად მოიხსენიება: კუნძულ კრეტის კულტურა - მინოსის კულტურა, კონტინენტური საბერძნეთისა - ელადური კულტურა, ეგეოსის ზღვის კუნძულების კულტურა - კიკლადური კულტურა. ადრინდელ ბრინჯაოს ხანაში ბერძნული კერების კულტურა განსაკუთრებულ აღმავლობას განიცდის, III ათასწლეულის შუა პერიოდში კუნძულებზე - სიროსი, პაროსი, მელისი, კითნოსი, ამორგოსი და სხვა - განვითარდა ვერცხლის, ტყვიისა და სპილენძის მოპოვება. ამზადებდნენ ლითონის ჭურჭელს, იარაღს, ხელსაწყოებს, სამკაულებს და სხვა სარიტუალო საგნებს. ქალაქური დასახლებები გაჩნდა 2200-2000 წლებში კუნძულებსა და მატერიკზე ტომთა შორის გამუდმებული ომებისა და ხალხთა გადაადგილების შედეგად. III ათასწლეულში საბერძნეთის ეთნიკური შემადგენლობა ჭრელი იყო, თავდაპირველად ჭარბობდნენ პელასგები, რომლებიც მოგვიანებით ნაწილობრივ განდევნეს, ნაწილმა ასიმილაცია განიცადა წინაბერძენ ტომებთან, რომელთა შორის გაძლიერდნენ აქაველები და იონიელები. შუა ბრინჯაოს ხანაში დაწინაურდა კუნძული კრეტა. აქ აღმოცენდნენ ადრინდელი მონათმფლობელური სახელმწიფოები: კნოსოსი, ფესტორი, აგია-ტრიადა, მალია.

სწრაფი ევოლუცია განიცადა კრეტულმა დამწერლობამ. დაახლოებით XVIII საუკუნეში შექმნეს დამწერლობის ახალი სისტემა - ე.წ. A-ხაზოვანი მარცვლოვანი დამწერლობა. ძლიერი ფლოტის წყალობით, კრეტა პირველობდა ეგეოსის ზღვაში და ფართო სავაჭრო და დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა ეგვიპტესა და წინა აზიის სახელმწიფოებთან. დაახლოებით 1470 წელს, კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, მოსახლეობა და ფლოტი განადგურდა, კუნძული გაუკაცრიელდა.

1380-მდე პატარა სახელმწიფო განაგრძობდა არსებობას. განვითარდა დამწერლობაც. კრეტულ დამწერლობაზე დაყრდნობით აქაველებმა შექმნეს უფრო სრულყოფილი ე.წ B-ხაზოვანი დამწერლობა. მიწის დიდ ნაწილს აქაველთა მეფეები და მხედართმთავრები ფლობდნენ.

ქ-მდე XIII საუკუნის ბოლოდან იწყება ელადის კულტურის სწრაფი დაქვეითება. შესაძლებელია, ამის მიზეზი ტროას ომი, გამუდმებული შინაომები და ბოლოს აღმოსავლეთის ქვეყნებთან ვაჭრობის შესუსტება გახდა. ქ-მდე 1200 წელს საბერძნეთს უცხო ტომები დორიელები შეესივნენ. ქ-მდე IX საუკუნეში ჩრდილოეთ საბერძნეთში ცხოვრობდნენ ეოლელები, შუა საბერძნეთსა და პელოპონესის აღმოსავლეთ ნაწილში - დორიელები, ატიკაში - იონიელები, აქაველთა დამოუკიდებელი ნაწილი არკადიასა და აქაიაში დასახლდა. VI საუკუნის მიწურულს წარმოიშვა ქალაქების პირველი მსხვილი გაერთიანება სპარტის მეთაურობით - პელეპონესის კავშირი.

ბერძნული სამყაროს ურთიერთობა საქართველოსთან იწყება აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთიდან, რაც ასახულია არგონავტების მითში. ეს ურთიერთობა რეგულარული და ინტენსიური არ ყოფილა. იგი შემოიფარგლებოდა აქაველთა პირველი მოგზაურობით შავი ზღვის სანაპიროებისკენ. მას მოჰყვა ბერძნული ლიტერატურის ძეგლებში პირველი ცნობები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ტომებისა და ქვეყნების შესახებ. ბერძნულ სამყაროსა და კოლხეთს შორის რეგულარული ურთიერთობა დიდი ბერძნული კოლონიზაციის პროცესთანაა დაკავშირებული. ჯერ კიდევ ქ-მდე VIII საუკუნეში შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე ჩნდება პირველი მუდმივი ბერძნული სამოსახლოები. განსაკუთრებით საინტერესოა სინოპის დაარსება, ამ დროს (VIII-VIIს.ს.) ბერძნებს, როგორც ჩანს, ძირითადად ურთიერთობა აქვთ სამხრეთ-დასავლეთ კოლხეთთან - დასავლურ ქართველ ტომთა მსხვილ პოლიტიკურ გაერთიანებასთან, რომელიც წყაროებში ცნობილია კოლხას სახელით. ამ დროის ურთიერთობის ანარეკლია ქ-მდე VIII-VI საუკუნეების ბერძნულ ეპიკურ ძეგლებში არგონავტების კოლხეთში მოგზაურობის თქმულებათა პოპულარობა. ქ-მდე VIIIს-ის ბერძნულ ლიტერატურულ ძეგლებში პირველად იხსენიება "კოლხეთი", ხოლო მდინარე ფასისი მსოფლიოს უდიდეს მდინარეთა შორისაა დასახელებული. ქ-მდე VII ს-ის 20-იან წლებში სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის პირველი ბერძნული ახალშენები, ისევე როგორც კოლხას სამეფო, კიმერიელებმა გაანადგურეს, მხოლოდ ქ-მდე VII ს-ის II ნახევარში იწყება ბერძენთა მიერ შავი ზღვის სანაპიროების ინტენსიური კოლონიზაცია და უკვე ქ-მდე VI საუკუნის დასასრულისთვის შავი ზღვის სანაპიროების ოთხივე მხარე თითქმის მთლიანად ბერძენთა ახალშენებით დაიფარა. ამ დროს ბერძენთა სამოსახლოები ჩნდება კოლხეთშიც, შავი ზღვის სანაპიროზე. ბერძნული სამოსახლოები კოლხეთში ძირითადად წარმოადგენდნენ ემპორიონებს, რომელთა მეშვეობით ხორციელდებოდა ბერძნულ სამყაროსთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა. ბერძნებს კოლხეთიდან გაჰქონდათ რკინა და შესაძლოა რკინის ნაწარმიც, ხოლო ანტიკურ მწერალთა (სტრაბონი, აპრიანე) ცნობები კოლხეთში ოქროს მოპოვების შესახებ ზოგიერთ მკვლევარს აფიქრებინებს ოქროს ექსპორტსაც. მთელ ანტიკურ სამყაროში იყო სახელგანთქმული კოლხური ხოხობი, რომელსაც პირველად არისტოფანე, ხოლო შემდეგ ბერძენი მწერალი აგათარკინე კნიდოსელი იხსენიებს. ანტიკურ სამყაროში კარგად იყო ცნობილი კოლხური სელი. ქსოვილთან ერთად კოლხეთიდან საბერძნეთში გაჰქონდათ სელის ზეთი, რომელსაც კვებითი და სამკურნალო დანიშნულება ჰქონდათ. ბერძენ ვაჭრებს კი კოლხეთში ძირითადად მხატვრული და სუფრის ფაქიზი კერამიკა, ძვირფასი ლითონის ჭურჭელი, მაღალი ხარისხის ღვინო, ზეითუნის ზეთი და ნელსაცხებელი შემოჰქონდათ.

KARIBCHEათენსა და კოლხეთის ურთიერთობების თვალსაზრისით დიდ ინტერესს იწვევს ათენში აღმოჩენილი და ამჟამად ბერლინის მუზეუმში დაცული ჰიდრია (სითხის სამყურა ჭურჭელი), რომელზეც შემორჩენილია ბერძნული წარწერა "კოლხმა გამაკეთა მე". ათენში აღმოჩენილია ასევე თიხის ჭურჭელი, რომელსაც ახლავს წარწერა: "ევსითეოსმა გამაკეთა, კოლხმა მომხატა". ათენში აღმოჩენილ წარწერებში იხსენიებიან კოლხი მონებიც, რომლებიც შეფასებული არიან 153 დრაქმად.

მითოლოგია
საერთო ბერნული ოლიმპიური პანთეონის ჩამოყალიბებამდე მრავალი ადგილობრივი მნიშვნელობის ღვთაება არსებობდა. ოლიმპიური პანთეონის საბოლოოდ ჩამოყალიბების პროცესი ძვ.წ-ის II ათაწლეულში დასრულდა. ძველი ბერძნების წარმოდგენით, ღმერთები "თოვლიან" მთაზე, ოლიმპოზე ცხოვრობდნენ და უზენაესი ღვთაების, "ადამიანთა და ღმერთთა მამის", ზევსის ნებას მორჩილებდნენ. ღვთაებებს მკაცრად ჰქონდათ განაწილებული ფუნქციები: ათენა ომის, ხელოვნების, ხელოსნობის, ქალაქთა და ქვეყანათა მფარველი ღვთაება იყო, ჰერმესი - ვაჭრობისა, არტემიდა - ნადირობისა, აფროდიტე - სიყვარულისა და სილამაზისა და ასე შემდეგ.

***
საბრძნეთის ნაპირები ძლიერ შეჭრილ-შემოჭრილია, სანაპირო ხაზის სიგრძე 15 ათას კმ-ს აღემატება. აქვს ბევრი მოხერხებული უბე და ყურე. ყველაზე დიდი ნახევარკუნძულებია პელოპონესი და ქალკიდიკე. საბერძნეთს ეკუთვნის ჩრდილოეთ და სამხრეთ პორადები, კიკლადები, იონოსა და სხვა. ტერიტორიის დიდი ნაწილი უჭირავს მთებსა და ზეგნებს. მთელ ტერიტორიას კვეთს მთათა ორი სისტემა. დასავლეთ სისტემა გადაჭიმულია იონიის ზღვის სანაპიროს გაყოლებით, მოიცავს პონდოსის მთებს, გადადის პელოპონესის ნახევარკუნძულზე და გრძელდება კრეტასა და როდოსზე, აღმოსავლეთ სისტემა იწყება გრამისის მთებში, მოიცავს ოთრისისა და პარნასის მასივებს, გადადის კუნძულ ევბეასა და კიკლადებზე. ჭარბობს საშუალო სიმაღლის მთის მასივები - უმაღლესი მთა არის ოლიმპი. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში შემოდის პირინისა და როდოპის მთების სამხრეთ შტოს ქედები. ეგეოსის ზღვის სანაპიროს გაყოლებით პატარ-პატარა ვაკეებია - თესალიის, სალონიკისა და სხვა. ჰავა ხმელთაშუა ზღვის სუბტროპიკულია. იცის რბილი, ნოტიო ზამთარი და ცხელი მშრალი ზაფხული. ყველაზე დიდი ტბებია ტრიქონისი, ვეგორიტესი, პრესპა. უხვადაა მინერალური წყაროები.

ათენი
საბერძნეთის დედაქალაქი ათენი მდებარეობს ატიკის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში, ეგეოსის ზღვის მახლობლად. ათენის სახელწოდებას ძველი ბერძნები უკავშირებდნენ ქალაქის მფარველი ქალღმერთის ათენა პალადას სახელს. ათენი გაშენებულია სამმხრივი მთებით (იმიტოსი, პენტელიკონი, პარნითოსი, ეგალეოსი) შემოფარგლულ დაბლობზე, რომელსაც კირქვის ბორცვების ჯაჭვი კვეთს. ბორცვთაგან უმაღლესი - ლიკაბეტოსი და აკროპოლოსი თავს დაჰყურებს ქალაქს. ათენს ჩამოუდის მდინარე კიფისისი და მისი შენაკადი ილისოსი. ათენში ზაფხული ცხელია, ზამთარში იშვიათად იცის თოვლი და ყინვა.

ათენის თვითმმართველობის ორგანოა მუნიციპალური საბჭო, რომელსაც მოსახლეობა ოთხი წლით ირჩევს. საბჭოსთან ერთად ირჩევენ ქალაქის მერსაც. გადმოცემით, პირველი დასახლებები თანამედროვე ათენის ტერიტორიაზე ძვ.წ-ის XVI-XIII ს.ს-ში გაჩნდა. ათენი იყო ძველი საბერძნეთის უდიდესი ეკონომიკურ-პოლიტიკური და კულტურული ქალაქი-სახელმწიფო. ძვ.წ-ის 146 წლიდან იგი რომის ძალაუფლებას ექვემდებარებოდა. ქ-მდე IV ს-დან 1204 წლამდე შედიოდა ბიზანტიის იმპერიაში. 1204-1958 წლებში ათენი საჰერცოგოს დედაქალაქი იყო. ხოლო 1458 წლიდან ოსმალეთს ეკუთვნოდა. საბერძნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყების შემდეგ ათენი საბერძნეთის ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრი გახდა, შემდეგ კი დედაქალაქი.

ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ათენს დიდი სატრანსპორტო მნიშვნელობა აქვს. იგი ქვეყნის სარკინიგზო, საავტომობილო, საჰაერო და საზღვაო კვანძია. საბერძნეთის საზღვაო ჭიშკარია პირეოსი. ათენის ცენტრის - აკროპოლისის ტერიტორიაზე აღმოჩენილია მიკენის დროინდელი ნამოსახლარი. ძვ.წ-ის VII ს-ში, როდესაც ქალაქის გეგმა ჩამოყალიბდა, აკრიპოლოსი იქცა რელიგიურ ცენტრად, აგორა - ქალაქის საზღვაო ცენტრად, არეოპაგის ბორცვი - ქალაქის საბჭოს, ხოლო პინაქსის ბორცვი - სახალხო კრების თავშეყრის ადგილად. ძვ.წ-ის VI ს-ის ბოლოს და
V ს-ის დასაწყისში ათენს გალავანი შემოავლეს. აკროპოლისის ანსამბლში შედის შემდეგი ძეგლები: პროპოლეონი, ნიკე, აპტეროსის ტაძარი, პართენონი - აკროპოლისის ძირითადი ნაგებობა, ერექთეიონი, გარდა ამისა, შემონახულია ანტიკური ეპოქის ძეგლები, დიონისეს თეატრი, პერიკლეს ოდეონი, დიპილონი - ქალაქის კარიბჭე, დიპილონის ნეკროპოლისი, ზევსის ტაძარი, ჰეფესტეიონი, ლისიკრატეს ძეგლი, "ქარების კოშკი", იმპერატორ ადრიანეს თაღი, ჰეროდე ატიკელის თეატრი.

ათენში მოღვაწეობდნენ კოლხი ხელოსნებიც, რასაც ადასტურებს მოკვლეული არქეოლოგიური ნივთები. ამ უძველესი კულტურის ქვეყანაში მრავლადაა ქრისტიანული სიწმინდეები და ეკლესია-მონასტრები.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler