ახალი წელი გურიაში
ახალი წელი გურიაში
"შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა"
ახალი წლის დღესასწაული საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მეტ-ნაკლები თავისებურებით ხასიათდება. განსაკუთრებით გამოირჩევა გურული "კალანდა". თავის დროზე იგი წარმართული სანახაობა იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში სახე იცვალა, თუმცაღა წარმართული სული მაინც შეინიშნება. ეს საზეიმო ციკლი რამდენიმე წეს-ჩვეულებას მოიცავს. მათ შორის უმთავრესია: "ცხემლისჭრა", "საღამო", "აგუნას გადაძახილი" და "ფეხადობა".

"ქართული ახალწლის დღესასწაულის შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ერის ისტორიისთვის, რადგან მასში შემონახულია ჩვენი კულტურის, აზროვნებისა და მსოფლმხედველობის მრავალი ნაშთი", - მიიჩნევს ისტორიის დოქტორი, ცაცა ჩხარტიშვილი. სხვადასხვა ისტორიულ წყაროსა და გურიის სოფლებში შეკრებილ ეთნოგრაფიულ მასალებზე დაყრდნობით ქალბატონმა ცაცამ საგულდაგულოდ შეისწავლა გურული "კალანდისთვის" დამახასიათებელი ელემენტები.

- გურიაში კალანდის წინა დღეს "ცხემლისჭრა" ეწოდებოდა. როგორ აღინიშნებოდა იგი?

- ამ დღეს ოჯახის წევრი მამაკაცი ტყეში მოჭრიდა ცხემლის ხეს და დაამზადებდა საახალწლო გასალოც შეშას, შეიტანდა შინ, დააპობდა, დააწყობდა მშრალ ადგილას, ან აიტანდა სხვენზე "შუაცეცხლის პირდაპირ ჭერზე და დააწყობდა გასაშრობად. თვარა დილას ცეცხლი კარგად არ მოეკიდებოდა". ცხემლისჭრა დღეს ვახშმად გააკეთებდნენ ფრინველებს (ქათამი, ბატი, იხვი და სხვ.), კუჭმაჭს და თავ-ფეხს, გამოაცხობდნენ საგანგებოდ ცხემლისჭრის პურს (ხაჭაპურს), საღამოს აანთებდნენ შინ ჩამოხდილ თაფლის სანთლებს და შეუდგებოდნენ ვახშამს. ღვინის სმის დროს დაილოცებოდნენ: "მრავალს ცხემლისჭრა დღეს დაგასწროს ღმერთმაო".

ცხემლისჭრა დღეს უნდა მოემზადებინათ ჩიჩილაკიც. ამ დღეს ტყეში მოძებნიდნენ დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძის, უმეტესად თხილის ან ლეკომფხის სწორ, როგორც გურიაში იტყვიან, "აშოლტილ" ხეს, მოჭრიდნენ ძირში. საჩიჩილაკე ღეროს ცოტა ხნით ცეცხლზე გააჩერებდნენ, რათა რბილი და დრეკადი გამხდარიყო. როცა კანი ტკაცუნს დაიწყებდა, გამოიღებდნენ, შემოაცლიდნენ დამწვარ კანს და მჭრელი დანით იწყებდნენ მის ჩამოხდას. წვრილი ნათალი ერთი ბოლოდან მეორემდე ფრთხილად მიჰყავდათ ისე, რომ არ შემწყდარიყო. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ არ მიუახლოვდებოდნენ მერქნის გულს. აქ კანის ჩამოხდას წყვეტდნენ, რადგან შეიძლებოდა ღერო გადამტვრეულიყო. შემდეგ იწყებოდა მეორე ეტაპი - ჩიჩილაკის მორთვა. მას უკეთებდნენ ჯვრის ფორმის სადგამს. ჯვარს ჩიჩილაკს თავზეც ადგამდნენ, ოღონდ იგი უფრო პატარა ზომისა იყო, ვიდრე ქვემოთ დამაგრებული ჯვარსადგამი. ჩიჩილაკს რთავდნენ სხვადასხვა ხილით, თხილის ჩურჩხელებით, კურკანტელის, სუროს ტოტებით, საზამთროდ შენახული ყურძნის აკიდოთი და სხვადასხვა ტკბილეულით. მოკაზმულ ჩიჩილაკს გამოსაჩენ ადგილას დადგამდნენ.

31 დეკემბრის საღამოს ცხემლის შეშით დაანთებდნენ ცეცხლს. შემდეგ ოჯახის ყველა წევრი სათითაოდ იღებდა ცხემლის თითო ტოტს, აგდებდა ცეცხლში და ამბობდა: "ცეცხლო, ღმერთმა მრავალი კალანდა გაგითენა შენი ბატონიანა". ცხემლისჭრა საღამოს ოჯახის ყველა წევრი იბანავებდა და ადრე დაწვებოდა, რომ დილით არ დაჰგვიანებოდათ ადგომა. დილას, როდესაც გათენებას ორი საათი აკლდა, ყველა ადგებოდა, სწრაფად ჩაიცვამდნენ, ხელ-პირს დაიბანდნენ და გასალოცად მოემზადებოდნენ.

- წინასაახალწლო სამზადისის შემადგენელი ნაწილი იყო საკალანდო ღორის დაკვლა, რომელიც გურულის საახალწლო სუფრის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენდა...

- საკალანდო ღორი ყველა ოჯახში იკვლებოდა კალანდის წინა დღეს. ღორსაც და ყოველგვარ სხვა საკლავსაც აუცილებლად მამაკაცი კლავდა, რადგან გურიაში ამბობდნენ, "ქალის დაკლული უგემური იქნებაო". უკაცო ოჯახში საკლავს პატარა ბიჭები ან მეზობლის მამაკაცები კლავდნენ. დაკლულ ღორს პირში ანთებულ მუგუზალს უდებდნენ, დაბალ ოთხფეხ სუფრაზე შემოდებდნენ, ცხელ წყალს გადაასხამდნენ. ღორის თავს და ზოგიერთ სხვა ნაწილს ქვაბში ჩაყრიდნენ მოსახარშად, ხოლო დანარჩენს დაამარილებდნენ და შეინახავდნენ. ცხემლისჭრა საღამოს ამზადებდნენ საფერხავ გობსაც. გობი (ხონჩა) განიერი და სუფთა უნდა ყოფილიყო. დებდნენ დედო პურს (საახალწლო სადილისთვის საგანგებოდ გამომცხვარ დიდ ყველიან ხაჭაპურს), ღორის თავს და საჯიქიოს - გაცეხვილი ღომის მარცვლით სავსე პატარა თიხის ქოთანს, რომელშიც იდო ქათმის მოუხარშავი კვერცხი, მოუხარშავი ქათამი, ოქროს ან ვერცხლის ფული - ზვარაკი. საზვარაკოდ ირჩევდნენ პატარა მამალს. ზვარაკს დაკლავდა ოჯახის უფროსი მამაკაცი, რომელიც წინასწარ დაილოცებოდა: "ღმერთო, მიიღეს ჩვენს ოჯახში მყოფელების საჯამრთელოდ და საკეთილდღეოდ ეს ზვარაკი და მოგვეცი კაცთა მშვიდობა, ჯანმრთელობა, კარგად ყოფნა". მამალი ისე უნდა დაეკლათ, რომ თავი ტანისთვის არ მოეცილებინათ. ყვინჩილას ახალ წელიწადს შეწვავდნენ და ოჯახის ყველა წევრი შეჭამდა. საფერხავის უმ კვერცხს გალოცვის შემდეგ დედალს ჩაუდებდნენ და ის ბუდეში ედო მთელი წლის განმავლობაში. დედო პურში ან ახალი წლის სადილისთვის დანიშნულ პურში ყველის ჩართვის დროს ჩადებდნენ სუფთა ვერცხლის ფულს, ცომს პირს მოუკრავდნენ და გამოაცხობდნენ. პურს გაჭრიდნენ ახალი წლის სადილზე იმდენ თანასწორ ნაწილად, რამდენი წევრიც იყო ოჯახში. ნაჭრებს დაარქმევდნენ ოჯახის წევრების სახელებს, ჩამოურიგებდნენ ყველას და ვის პურშიც ფული აღმოჩნდებოდა, ის ითვლებოდა იღბლიანად.

- რა რიტუალი იყო გალოცვა და ვინ ასრულებდა?

- გალოცვის დაწყების დროს ოჯახის უფროსი მამაკაცი ან ოჯახის ერთ-ერთი წევრი გაიტანდა სახლიდან გობს, ჩიჩილაკს და ღვინის ჭურჭელს, გავიდოდა მარანში, ჭურს როგოს მოხდიდა, მოულოცავდა: "ჭურო, მრავალ ახალ წელიწადს დაესწარი, პატრონი კარგად გყოლოდესო" და ამოიღებდა ღვინოს. ჯერ გაავსებდა ღვინის ჭურჭელს, თავზე სიმინდის ფუჩეჩს დაახურავდა და დადგამდა საფერხავ გობთან, შემდეგ ამოიღებდა ახალ წელიწადს დასალევ ღვინოს დიდ ჭურჭელში, თავს დაახურავდა და ცალკე დადგამდა. მერე დაიჩოქებდა და სთხოვდა ღმერთს: "ღმერთო, მოგვეცი კაცთა მშვიდობა, ჯანმრთელობა, მხიარულება, კარგად ყოფნა, ოქრო და ვერცხლი, უთვალავი რქოსანი საქონელი და ღორის ჯოგი, ქათამი, ბატი, იხვი ჯგროთ. მარანი ღვინით სამსე, ბეღელი პურით და ღვინით სამსე, ტყავი - ხორცით, ძვალი ტვინით სამსე, ნაჭუჭი გულით სამსე". შემდეგ შემოაბრუნებდა საფერხავ გობს სამჯერ წაღმა, ადგებოდა და წამოვიდოდა სახლისაკენ. მივიდოდა კარებთან, დაუძახებდა დიასახლისს - "კარი გამიღე". დიასახლისი კარის გაღებამდე სამჯერ ჰკითხავდა: "რა მოგაქვს?" მამაკაცი სამჯერვე უპასუხებდა: "კაცთა მშვიდობა, ჯანმრთელობა, მხიარულება, კარგად ყოფნა, ოქრო, ვერცხლი უთვალავი, რქოსანი საქონელი და ღორი ჯგროთ. კარი გამიღე". დიასახლისი ყველა სასიამოვნო სურვილს "გამოსტყუებდა" ოჯახის მამას და შემდეგ უღებდა კარს. იგი ახალი წლის მილოცვით შემოდიოდა, გობს დგამდა საახალწლო სუფრაზე და ყველანი ერთად სვამდნენ ახალი წლის სადღეგრძელოს. შემდეგ ოჯახის უფროსი შემოიტანდა ცხემლის შეშას. მას მორიგეობით მიჰყვებოდნენ ოჯახის წევრები, თითოეული იღებდა სამ-სამ ღერ შეშას, შეიტანდა შინ და მიულოცავდა ცეცხლს: "ცეცხლო, მრავალ ახალ წელიწადს დაესწარი, შენი პატრონი კარგად გყოლოდეს" და გადაიხარხარებდა, - "ხა-ხა-ხა". ასევე მოიქცეოდა ოჯახის თითოეული წევრი სამ-სამჯერ, შემდეგ მივიდოდნენ გასალოც გობთან და ჩიჩილაკთან, დაიჩოქებდნენ და ოჯახის უფროსი მამაკაცი შესთხოვდა ღმერთს: - "ღმერთო, მოგვეცი კაცთა მშვიდობა, ჯანმრთელობა, მხიარულება, კარგად ყოფნა". გადაკოცნიდნენ ერთმანეთს და ტკბილეულს ჩაუდებდნენ პირში. ისროდნენ თოფს. შემდეგ ოჯახის უფროსი მამაკაცი მივიდოდა ცეცხლთან და შეუჩიჩხინებდა მუგუზალს ისე, რომ ნაპერწკლები ბლომად ავარდნილიყო და ულოცავდა: "ღმერთო, მომეცი ამდენი ძროხა, ქათამი, მშვიდობა და კარგად ყოფნა".

- როდის იწყებოდა ე.წ. "აგუნაზე ჩამორება" ანუ აგუნას გადაძახება, რომელსაც თოფებისა და ფიშტოების სროლა მოჰყვებოდა ხოლმე?

- სიტყვა "აგუნა" მილოცვას, მიკვლევას ნიშნავს. ახალ წელიწადს საღამოს, დაღამებამდე ორი საათით ადრე, სოფელში ყველა ოჯახში იცოდნენ "აგუნას" გადაძახება - შეიკრიბებოდნენ მეზობლები ხუთიდან ათ კაცამდე, წაიღებდნენ ცულს და წავიდოდნენ ისეთ ადგილას, სადაც საწნახელი იდგა, მიიტანდნენ გობს, რომელზეც ეწყო ღორის თავი, სააგუნე ხაჭაპური და ერთი დოქი ღვინო. ოჯახის უფროსი შუა მარანში ჭურის თავზე გობს დადგამდა, "სამ ღერ" შინ ჩამოქნილ წმინდა სანთელს გობის სხვადასხვა კუთხეში მიამაგრებდა და აანთებდა, გობს სამჯერ შემოაბრუნებდა და ღმერთს ხმამაღლა შესთხოვდა, მშვიდობის წელიწადი გაეთენებინა მისი ოჯახისათვის. შემდეგ იწყებოდა აგუნას გადაძახება. იგი სიმღერით სრულდებოდა და ერთ საათს გრძელდებოდა. ამით მთავრდებოდა გურიაში კალანდა დღე - 1-ელი იანვარი.

- 2 იანვარი კი ფეხადობის, ბედობის დღე იყო. გურულ საახალწლო წეს-ჩვეულებაში ერთ-ერთი უპირველესი ადგილი სწორედ ფეხადობას უჭირავს. ვინ არის "ფეხადი" და რა მნიშვნელობა აქვს მას?

- ფეხადი ჰქვია ადამიანს (განურჩევლად სქესისა და ასაკისა), რომელიც კალანდა დღეს სხვაზე ადრე, პირველი შეაბიჯებს გურულის ოჯახში.

ფეხადს განარჩევენ იმისდა მიხედვით, მოწვეულია იგი, ოჯახის წევრია თუ შემთხვევითი. გურულის აზრით, ოჯახში ფეხადის შემოსვლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან მასზეა დამოკიდებული, როგორი იქნება უკვე დამდგარი ახალი წელი. ამიტომ ყოველი გურული ოჯახი ადრევე იჭერს თადარიგს, რათა ფეხბედნიერი ("კაი ფეხის") ფეხადი შეიპიროს. ფეხადობაზე უარის თქმა სირცხვილად და მთხოვნელის შეურაცხყოფად ითვლება. ფეხადი ვალდებულია, კალანდას, ადრე დილით, კარგად გამოწყობილი მივიდეს ოჯახში და თავისი მოვალეობა შეასრულოს. იგი შედის სახლში სიტყვებით - "აქა მშვიდობა". ფეხადს დიდი სიხარულით ხვდებიან, უმასპინძლდებიან საუკეთესო ღვინით და კერძებით. აღსანიშნავია, რომ ფეხადმა სუფრაზე გამოტანილი ყველა სახის საჭმელი უნდა გასინჯოს. ფეხადი შეიძლება ოჯახის წევრიც იყოს, მაგრამ ამისთვის მან აუცილებლად უნდა შეასრულოს ერთი პირობა: სხვა ოჯახში უნდა გაათენოს ღამე და 2 იანვარს დილით მივიდეს შინ.

2 იანვარს ამ წეს-ჩვეულებით მთავრდება დღესასწაული, რომელსაც გურულები "კალანდას" ეძახიან. 3 იანვრიდან გურიაში ჩვეულებრივი ცხოვრება იწყება. დღესდღეობით გურიაში საეკლესიო ცხოვრების გამოცოცხლებისა და აღორძინების კვალობაზე უკვე ბევრი რამ შეიცვალა. ქართველი ხალხი დაუბრუნდა თავის ფესვებს - მართლმადიდებელ სარწმუნოებას. კალანდას მოსდევს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელიც დიდი პატივით აღინიშნება. მორწმუნე ადამიანები სადღესასწაულო წირვას ესწრებიან, ეზიარებიან. 16 იანვრამდე არის მსგეფსი და საახალწლო სუფრასაც გურიაში ნათლისღებამდე არ იღებენ.

ახალი წელი განსაკუთრებული დღეა. მინდა 2010 წელი მივულოცო საქართველოს. დაე, ეს წელი სიმშვიდის, ჯანმრთელობის, ჭირთათმენის, მიტევების, შერიგების, რწმენაში განმტკიცების, გაერთიანების, ბარაქისა და სიუხვის წელი ყოფილიყოს!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler