"ალილო და აქა ალილო, ალილო და აქა შობა, ღმერთმა ბევრი გაგითენოთ შობა-ახალწელიწადი!"
"ალილო და აქა ალილო, ალილო და აქა შობა, ღმერთმა ბევრი გაგითენოთ შობა-ახალწელიწადი!"
ქრისტეშობის დღესასწაულს ყველგან აღნიშნავდნენ. ეს კარგად ჩანს წმინდა ეფრემ ასურის, წმინდა მღვდელმთავრების: ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, გრიგოლ ნოსელის, ამბროსი მედიოლანელის, იოანე ოქროპირისა და IV ს-ის ეკლესიის სხვა უდიდეს მამათა ქადაგებებიდან ქრისტეს შობის დღესასწაულზე. იოანე ოქროპირი 385 წელს წარმოთქმულ სიტყვაში ქრისტეს შობის დღესასწაულს ძველთაძველს უწოდებს.

იმპერატორების - თეოდოსისა და იუსტინიანეს კოდექსებში, რომლებიც, შესაბამისად, გამოიცა 435 და 535 წლებში, არის კანონი ქრისტეს შობის დღესასწაულის საყოველთაოდ დაწესების შესახებ. სახელმწიფო კანონით დაწესებას უნდა გულისხმობდეს ნიკიფორე კალისტე, XIV საუკუნის საეკლესიო მწერალი, როცა თავის ისტორიაში აღნიშნავს, რომ ქრისტეს შობის საყოველთაოდ აღნიშვნა VI საუკუნეში დაწესდა იმპერატორ იუსტინიანეს დროს.

ქრისტეს შობის დღესასწაულის დამადასტურებელი პირველი საუკუნეების მრავალი ძეგლი შემონახულია ჩვენამდე.

აღსანიშნავია, რომ პირველ საუკუნეებში, როცა სასტიკი დევნულობანი ზღუდავდნენ ქრისტიანული ღვთისმსახურების თავისუფალ აღსრულებას, აღმოსავლეთის ზოგიერთ ეკლესიაში (იერუსალიმის, ანტიოქიისა და კვიპროსის) ქრისტეს შობის დღესასწაული ნათლისღების დღესასწაულთან იყო გაიგივებული (6 იანვარი) და საერთო სახელწოდებით - ღვთის განცხადებით აღინიშნებოდა. ამის მიზეზი ის უნდა ყოფილიყო, რომ, ბევრი მაშინდელი მოღვაწის აზრით, ქრისტე თავისი შობის დღესვე მოინათლა.

ქრისტეს შობის დღესასწაულის აღნიშვნა ღვთის განცხადებასთან ერთად აღმოსავლეთის ზოგიერთ ეკლესიაში IV საუკუნის ბოლომდე გრძელდებოდა, ზოგან - V-VI ს.ს-მდეც. უძველეს დროს ეს ორი დიდი მოვლენა ქრისტეს მიწიერი ცხოვრებისა ერთად რომ იდღესასწაულებოდა, გვიდასტურებს მართლმადიდებელ ეკლესიაში დღემდე შემორჩენილი დიდი მსგავსება ქრისტეს შობისა და ღვთის განცხადების დღესასწაულთა წესის აღსრულებას შორის. ერთსაც და მეორესაც წინ უსწრებდა მწუხრის აღსრულება. ხალხური გადმოცემით, ამ დღესასწაულთა წინა დღე უნდა იმარხულებოდეს ვარსკვლავის გამოჩენამდე, ხოლო ღვთისმსახურებისა და მწუხრის ლოცვის წესები ერთმანეთის მსგავსია.

***
გამორჩეული საშობაო წეს-ჩვეულებები სრულდებოდა შობის წინა დღეს, კერძოდ, შობის წინა საღამოს, 24 დეკემბერს.

სამეგრელოში ქირსე საღამოს (ქრისტეს საღამო) ეძახდნენ, გურიაში - მრავალწლობას, იმერეთში - კორკოტობას, რაჭაში - კორკოტობას ან ჭანტილობას, ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - ჭანტილობას, ზემო სვანეთში - შბოს, ქართლში - ქრისტეს კორკოტობას, ხევში - ყორბულობას, მთიულეთ-გუდამაყარში - თხილობის ღამეს და სხვა. ეს დღე (საღამო) დიდ უქმედ ითვლებოდა განსაკუთრებით ქალებისთვის. არ შეიძლებოდა კერვა, ქსოვა და სხვა ხელსაქმე.

ამ დღეს მთელ საქართველოში იხარშებოდა ხორბლის ფაფა, რომელსაც ეწოდებოდა ჭანტილი (სვანეთი, რაჭა, ლეჩხუმი) ან კორკოტი (იმერეთი, გურია, სამეგრელო); ქრისტრეს კორკოტი (ქართლი, თუშეთი), ცხრაწვენა (ქართლი, კახეთი) და სხვა.

ჭანტილი - კორკოტი ქალებს მზის ამოსვლამდე უნდა დაერჩიათ და ჩაედგათ მოსახარშად. იგი იკაზმებოდა ხახვით, მარილით და ნიგვზით, ან თაფლით, შაქრით და ნიგვზით.

ჭანტილობა დღეს უფროსი ქალი ყველაზე ადრე დგებოდა, შემოიტანდა გობს საჭანტილეთი და შუა ცეცხლთან კერას სამჯერ მიარტყამდა, ქატო ცეცხლში ჩაიყრებოდა და ცეცხლი კარგად მოეკიდებოდა. ამის შემდეგ საჭანტილეს გარეცხავდნენ, ჩადგამდნენ ქვაბში და ცეცხლზე ჩამოჰკიდებდნენ. როდესაც კარგად მოიხარშებოდა, მოიტანდნენ ყოველგვარ თესლეულს სამ-სამ კაკალს (სიმინდი, ლობიო, ცერცვი, ოსპი) და ჩაყრიდნენ მოხარშულ ჭანტილში. მოხარშული ჭანტილის ქაფს გარეთ ხეებს წაუსვამდნენ უხვი მოსავლის მისაღებად. ჭანტილის ჭამა ვახშმობამდე არ შეიძლებოდა.

***
რაჭაში ვახშმობისთვის აცხობდნენ სამ ნიგვზიან განატეხს (საწყისი პური). ჩამოქნიდნენ ოთხ ჩხირ სანთელს, სამს ჩაარჭობდნენ თითო-თითო განატეხში, მეოთხეს კი უფროსი ქალი ან კაცი ხელში დაიჭერდა. განატეხი ანთებული სანთლით, ჭიქა ღვინო, ჭანტილი და სხვა გობში ეწყო.

მლოცველი ამ გობს ცეცხლთან ახლოს წაღმა სამჯერ შეატრიალებდა და დაილოცებოდა: "ღმერთო! რამდენი კაკალი ეს არის, იმდენი სიკეთე მოგვეცი, იმდენი თეთრი და ქონება, იმდენი კოდი ხვარბალი მოგვეცი".

ლოცვის შემდეგ ანთებულ სანთლებს სახლის ოთხივე "ყურეში" მიაკრავდნენ და სანამ არ დაიწვებოდა, არ ჩააქრობდნენ. შემდეგ დასხდებოდნენ ვახშმად. ჭანტილას ჯამებში გადმოისხამდნენ, თუ ზეთი გამოხდილი ჰქონდათ, მოასხამდნენ და შეექცეოდნენ. ჭანტილას და განატეხს სტუმრებსაც მიართმევდნენ.

ლეჩხუმში ვახშმობისთვის უფროსი ქალი გამოაცხობდა ჯვარდასახულ სამ კვერს - "ხველის ტაბლას". ამ კვერებს გულად ურთავდნენ ნიგოზს და ხახვს, ჭანტილიან გობში ჩააწყობდნენ, ჩადგამდნენ ჭიქით ღვინოს, გობის კიდეზე ნაკვერჩხალზე საკმეველს დააკმევდნენ ან სანთელს აანთებდნენ. უფროსი ქალი გობს კერიის ძირში მარჯვნივ სამჯერ შეატრიალებდა და ილოცებოდა: "ღმერთო, დაგვიფარე ხველისგან, სნებისგან (სნეულებისაგან), მოგვეცი სიმთელე საქონლის, კაცის სულის, რაც ხარ, გვიშველე და მოგვეხმარე". ამის შემდეგ ეს ჭანტილა და ტაბლებიც შეიჭმებოდა ვახშმობაზე. თუ ამ ღამეს ჭანტილა დარჩებოდა, მაშინ მას შობას ანუ მეორე დღეს არ გამოაჩენდნენ, რადგან იმ დღეს ჭანტილის ჭამა არ შეიძლებოდა.

ზემო სვანეთში - საღამოს ყოველ ოჯახში ლობიან პურებს დააცხობდნენ და მუჯორს დაამზადებდნენ. ვახშმობის დროს ორ სუფრას გაშლიდნენ. ერთს - ლამარიას ლიფანეს კერის პირას. მერხის (ბანდარას) მომრგვალებულ თავზე დააწყობდნენ ქვაბიდან ამოღებულ მუჯორმოხმულ თესლსა და ლობიან პურს. მეორე სუფრას, მიცვალებულთა ლიფანეს, კერიის მახლობლად გაშლიდნენ და მასზეც ლობიან პურებს დააწყობდნენ. ლამარიას სუფრასთან დიასახლისი ევედრებოდა ლამარიას ოჯახის კეთილდღებისათვის. ლოცვის შემდეგ მანდილოსნები ლამარიასთვის შეწირულ კერძებს შეექცეოდნენ. ნავახშმევს დიასახლისი კოვზსა და ჩოგანს კიდობანში მომავალ შობამდე შეინახავდა. ამ დღეს ლოცულობდნენ და ახსენებდნენ ლამარიას და ქრისდეშს (ქრისტე).

სვანეთში შობის წინა საღამო საოჯახო დღეობა იყო, მაგრამ ზოგიერთ თემში ლასკარობაც იცოდნენ.

დალის ხეობის სვანების წესების მიხედვით, ჯერ კიდევ შემოდგომის პირზე, ლეწვის გათავების შემდეგ, ლასკარის წევრები მიიტანდნენ თავის მოქრისდეშთან თითო კარუა ფქვილს სადღეობო ღორის საკვების საფასურში. მოქრისდეში შეარჩევდა თავისი ქონებიდან საუკეთესო ღორს, ცალკე დააბამდა გასასუქებლად. ამ ღორს ლექრისდეში ეწოდებოდა, რადგან განკუთვნილი იყო სალასკარო დღეობა ქრისდეშისათვის.

იმერეთში კორკოტობას ანუ შობის წინა დღეს, საღამოს მთელი ჯალაბობა იკრიბებოდა: უფროსი ქალი შესთხოვდა ღმერთს ოჯახის დღეგრძელობას; შემდეგ კორკოტს ურიგებდა ოჯახის ყველა წევრს.

გურიაში მრავალწლობას ეძახდნენ საშობაო მზადებას. მთავარი ღვეზლის გამოცხობა იყო. ცხვებოდა ხორბლის ფქვილისგან, ურთავდნენ ყველს და გამომშრალ, შებოლილ მთელ-მთელ ან შუაზე გაჭრილ კვერცხებს. ღვეზელი ცხვებოდა იმდენი, რამდენი წევრიც იყო ოჯახში - უფროსებისთვის უფრო დიდი ზომის, პატარებისთვის - მომცრო. ღვეზლის გამოცხობა მიცვალებულებისთვისაც იცოდნენ.

ქართლში, კახეთში, ერწო-თიანეთში, გუდამაყარში იცოდნენ წინასაშობაო რიტუალების შესრულება. ამ დღეს თხილობას, ფხოწაობას - ხოწაობას ეძახდნენ. უფროსები თხილ-კაკალს გადაუყრიდნენ ბავშვებს. მათ რაც შეიძლება მეტი უნდა "მოეხოწათ". ერწო-თიანეთში მოხოწილი თხილ-კაკლით ბავშვები ლუჭყი-კენტობას თამაშობდნენ. გუდამაყარში ოჯახის უფროსი თხილ-კაკლითა და ჩირით სავსე ჯამს ცეცხლზე მოატარებდა, მიცვალებულებს შენდობას ეტყოდა და ბავშვებს ურიგებდა.

ხარშავდნენ კორკოტსა და ცხრაწვენას. რომელ მხარესაც გადავიდოდა მოხარშული კორკოტი, იმ მხარეს მომავალ წელს კარგი მოსავალი იყო მოსალოდნელი. ცხრაწვენასათვის იყენებდნენ ლობიოს, რომელსაც უმატებდნენ: ქერს, სიმინდს, ხორბალს, ფეტვს, ცერცვს, მუხუდოს. მოსავლის სიუხვის მიზნით, წვენი სქელი უნდა ყოფილიყო. როდესაც მოიხარშებოდა, დაილოცებოდნენ, "ბევრი მშვიდობის შობა-წელიწადი მოგვიბრუნეო".

KARIBCHEშობის სარიტუალო კვერების გამოცხობის წესი ხევშიც დასტურდება. ცხვებოდა ერთი საკლავი, სამი წმინდა სამების პური, ორი ყორბოული ან ქრისტეს პური და თესლის პური. ყველა მათგანს გამოცხობის წინ ჯვრის ნაჭდევს გაუკეთებდნენ. მხოლოდ ყორბოულს ჰქონდა ჯვრის ფორმის საკუთარი საბეჭდავი. ბავშვებისათვის ცხვებოდა ბედისკვერები. გამოცხობისას ვისი კვერიც ამოიბურცებოდა, მას იღბლიან წელიწადს უწინასწარმეტყველებდნენ. ყორბოულს და თევზს იმავე ღამეს ჭამდნენ, ბედისკვერებს და საკლავს ახალწლისთვის ინახავდნენ, ხოლო თესლის პურს - საგაზაფხულო თესვამდე.

შობის წინა საღამოს ზემო სვანეთში, ღორის დაკვლის შემდეგ, მოდიოდნენ მეალილოეები, მგალობლები - ქრისტეს მახარობლები, 3-4-კაციანი ჯგუფები, რომლებიც კარდაკარ დაივლიდნენ ოჯახებს და ულოცავდნენ შობას. ამას შობის შემოლოცვა ერქვა. მეალილოეები ზოგჯერ გადაცმულ-შეღებილები დადიოდნენ, რომ ვერ ეცნოთ. დადიოდნენ მთელი ღამე და სადაც დაათენდებოდათ, იმ ოჯახში იქეიფებდნენ.

სამეგრელოში შობის შემოლოცვის დროს ამგვარი სიმღერა სრულდებოდა:
"ოცდახუთსა ამ თვესაო
ქრისტე იშვა ბეთლემსაო,
თქვენ გვაჩუქეთ გროშებიო,
დაგელოცოთ ბოვშებიო".

იმერეთში:
"ქრისტეშობა გათენდა,
ღმერთმა გაგითენოს
ეს ძველი და სხვა ახალი,
ყოველი მხრიდან გაიხარეთ...
ალათასა, ბალათასა,
ხელი ჩაკარ კალათასა,
ამოიღე ორი კვერცხი,
ღმერთი მოგცემს ბარაქასა".


სვანეთში კი ასე ამბობდნენ:
"ოცდახუთსა ამ თვესაო
ქრისტე იშვა ბეთლემსაო,
ჩვენ მათხოვრები არა ვართ,
ქრისტეს მახარობლები ვართ.
ალილო და აქა ალილო,
ალილო და აქა შობა,
ღმერთმა ბევრი გაგითენოთ
შობა-ახალწელიწადი.
ოცდახუთსა ამ თვესაო
ქრისტე იშვა ბეთლემსაო,
ჩიტი შემოჯდა ღობესა,
იძახის ქრისტე შობასა,
ჩვენ მათხოვრები არა ვართ,
ვართ ქრისტეს მახარობლები.
ალილო და აქა შობა,
აქა ალილო".

აღმოსავლეთ საქართველოში ფშავ-ხევსურეთ-ხევისა და ქართლის გარდა ალილოზე სიარულის წესი ყველგან დასტურდება. მოვიტანთ ერთ კახურ ვარიანტს, რომელშიც ასახულია საშობაო რიტუალის წეს-ჩვეულებანი:

"ოცდახუთსა და რამდენსა შობა გათენებულაო,
შობის მადლი შეგეწიოთ, ქრისტე დაბადებულაო.
ეს სახლი ვინ ააშენა, ვინ დახურა მუხის გული?
ამშენებლის დედა ცხონდეს, დამხურავის - მამის სული..."

ოჯახის უფროსი ქალი ან კაცი მეალილოეებს გაუტანდა შეძლებისდაგვარად ფულს, კვერცხებს, ღვინოს, მათთვის გამომცხვარ ღვეზელს და სხვა.

სოფელ შილდაში ამ დღეს ნეკრესის სალოცავში მიდიოდნენ და ღორებს კლავდნენ. ეს წესი დღემდე შემორჩა. სამსხვერპლო კერატს ლომტახს ეძახდნენ. ნეკრესი ერთადერთი სალოცავია მთელ საქართველოში, რომელსაც ღორი ეწირება მსხვერპლად. ლეგენდის მიხედვით, ლეკები, მორიგი დარბევის შემდეგ, ნადავლით შინ ბრუნდებოდნენ. გზად ნეკრესთან უნდა გაევლოთ. ქართველებს მათთვის კერატები მიუსევიათ და ლეკები ხელცარიელი გაუშვიათ.

ახალი წელი
რაჭაში 31 დეკემბერი ცნობილია კალანდის სახელით. ამ დღეს ოჯახის ერთი წევრი ტყეში წავიდოდა და მოიტანდა შეშით სავსე მარხილს. შეშაზე დაწყობილი იყო ბაძგარი (ბაძგი, ჭყორი - მარადმწვანე ეკლიანი და ნაყოფიანი მცენარე). შეშიანი მარხილი კალოზე წაღმა იდგმებოდა, პირით აღმოსავლეთით. ამგვარად უნდა მდგარიყო ნათლისღებამდე. საღამოს იკვლებოდა საკალანდო ღორი. აცხობდნენ ღორისქონიან განატეხს - ღორის სალოცვილს.

ქვემო სვანეთში ახალ წელს ლიბიენალი ეწოდება, ზემო სვანეთში: იეშხვამ, ეშხვამ, შუაშხუამ. ახალი წლის წინა დღის მთავარი მომენტი სვანეთში იყო ტყეში წასვლა, ხის მოჭრა, თხილის ტოტების, ხავსის და თეთრი ქვის მოტანა (ყველის სიმბოლო), დილის საუზმე, საიდუმლო ლოცვა, რომელზეც ახსენებდნენ ჯგრაგს, დალს და სხვა.

სამეგრელოში ახალი წლის წინა ღამეს ოჯახის უფროსი მოაწყობდა ჩიჩილაკს. მზადდებოდა ახალი წლის მისალოცი და ყველაფერი იდებოდა გობზე. მზადდებოდა სუროს და თხილის "ხვიხვილის", "კვიკვილის" თაიგული.

გურიაში 31 დეკემბერს "შელოცვა", "ცხემლის ჭრა" ეწოდებოდა. ამ დღისთვის ცხვებოდა "საკაკვავი" (საწესო პური გოჭის ფეხით) - ქალებისთვის. მზადდებოდა ჩიჩილაკი, ცხვებოდა პურები: ბოკელი ჩიჩილაკისთვის, ოთხი დიდი პური - საბასილობო. საღამოთი იწყებოდა ლოცვა.

1-ელი იანვარი, ახალი წელი, საეკლესიო კალენდრის მიხედვით, არის წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ხსენება წმინდათა შორის მამისა ჩვენისა ბასილი დიდისა, კესარია-კაპადოკიის ეპისკოპოსისა. წმინდა ბასილი დიდი - ბასილი კესარიელი დაიბადა 329 წელს, კაპადოკიის ქალაქ კესარიაში, დიდგვაროვანთა ოჯახში. მისი ბებია მამის მხრიდან, დიდი მაკრინე, დედა ემილია, პატარა მაკრინე, მისი და, თავად ბასილი და მისი ძმა გრიგოლ ნოსელი ქრისტიანულმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა. 358 წელს ბასილი მოინათლა და აქედან იწყება მისი მოღვაწეობა. ის გარდაიცვალა 49 წლისა.

***
ახალი წლის მეორე დღე 2(15) იანვარი დასავლეთ საქართველოში ბედობის დღე იყო. რაჭაში მას "ფეხის დაპწნა" ეწოდება. ამ დღეს ყველა ოჯახში მიდიოდა გარეშე "კლოვიარე". მას მიაგებებდნენ გვერგვს და დოქით ღვინოს. მას მიჰქონდა ყველიანი ან ქონიანი განატეხი. ოჯახის ყველა წევრს "მიუმკლოვდა". ვიდრე სუფრასთან დასხდებოდნენ, ყველას ხელები ღვინით უნდა დაებანა.

ლეჩხუმში ახალი წლის მეორე დღეს ასევე "ფეხის დაპწნა" ეწოდებოდა. ამ დღეს ძველად იწვევდნენ ახალშეძენილ მოყვრებს. სტუმრებს "ფეხდაპწნის წოულს" ეძახდნენ. შემოსვლისას ხელზე ღვინოს გადაასხამდნენ და ზედ მარილს მოაყრიდნენ - ამას ხელის აშვებას ეძახდნენ. ვინც ამ დღეს ხელს ჰბანდა სტუმრებს, ის იყო "მოხელადე", რომელზეც დამოკიდებული იყო წლის წარმართვა.

მთიულეთში უღელი ხარით მოიტანდნენ დიდ ხეს - საახალწლოს, ჩადებდნენ შუა ცეცხლში და დიასახლისი იმაზე გამოაცხობდა ბედისკვერებს. გარდა ამისა, ყველას უნდა მოეტანა ბებერად წოდებული ხე, რომელზეც მოგრეხილი წნელით ერთი ან ორი პატარა "ნაკრი" ანუ ნეკერი იყო შებმული. ბებერას კარებზე მიაყუდებდნენ.

გუდამაყარში ბებერა იფნის ხე იყო, რომელიც ისეთი სუფთა უნდა ყოფილიყო, რომ ერთი კაპიც არ ჰქონოდა.

ნათლისღება
შემდეგი დიდი დღესასწაული დღეობათა კალენდარში არის ნათლისღება, რომელსაც წინ უსწრებს ნათლისღების მარხვა და უქმე. საეკლესიო კალენდრით 5(18) იანვარი 33-ე შვიდეულია სულიწმინდის გარდამოსვლიდან. ნათლისღების წინა დღე მძიმე მარხვაა. არის დიდი ჟამნობა, წყლის კურთხევა.

რაჭაში 5(18) იანვარი ნათლისღების მარხვა და უქმეა. ამ დღეს ყველა ცდილობდა, მარხვაში სახსნილო არ შერეულიყო.

ლეჩხუმშიც ნაახალწლევის მეხუთე დღე ნათლისღების მარხვა და უქმეა. ამ დღეს წირვაზე მიდიოდნენ და მიჰქონდათ ჭინჭში გამოხვეული ყოველგვარი თესლეული - თესლს წირვას "მიაყურებინებდნენ" და ნაკურთხ თესლს შეინახავდნენ. ნაკურთხ წყალს ბოთლით წამოიღებდნენ. აიაზმით მოზელდნენ ნაცარწმენდილს და კვერებად დააცხობდნენ. კვერებს ინახავდნენ. თესვის დროს ახალ "ფეხგასულ" თესლში აურევდნენ ნაკურთხ თესლს, ნაცარწმენდილს და შეულოცავდნენ: "ღმერთო, დაგვიცავი მრავალი თაგვისაგან, მჭრელისაგან, კოხისაგან".

სვანეთში ახალი წლის მეხუთე დღეს ადგომ (ადგომა) ეწოდებოდა. ზემო სვანეთში ეს დღე ლიფანალი (მიცვალებულთა სულების) მოსახსენებელი იყო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler