საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი
1800 წელს რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა იმპერიასთან ქართლ-კახეთის შეერთების მანიფესტი გამოსცა. ეს, ფაქტობრივად, საქართველოს სამეფოს გაუქმებას ნიშნავდა. გენერალმა კნორინგმა ქართველ ხალხს ჯარით გარშემორტყმულ სიონში წაუკითხა იმპერატორის განაჩენი. ქვეყანა, რომელსაც თითქმის ათი საუკუნე მართავდა ბაგრატიონთა დინასტია, რუსი მთავარმართებლის ხელში გადადიოდა.

იმპერია ნაბიჯ-ნაბიჯ სპობდა საქართველოს თვითმყოფადობას: გაუქმდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია; ქართული წირვა-ლოცვა რუსულით შეიცვალა; გაიძარცვა საეკლესიო სიწმინდეები, განადგურდა ძეგლები; რუსული ენა დამკვიდრდა მმართველობის ორგანოებში, სასამართლოებში, სასწავლებლებში; განგებ აღვივებდნენ ეთნიკურ შუღლს საქართველოში მცხოვრებ ხალხთა შორის; რუსეთში გადაასახლეს ბევრი გამორჩეული მამულიშვილი, რომელთაც ხმა აიმაღლეს იმპერიის პოლიტიკის წინააღმდეგ; დაწესდა ცენზურა.

ქართველები უდრტვინველად არ შეგუებიან დამოუკიდებლობის დაკარგვას, მაგრამ აჯანყებებსა და შეთქმულებებს რუსეთის უზარმაზარი იმპერიის წინააღმდეგ შედეგი არ მოჰყოლია. ქართველებმა დროებით ჩააგეს ხმლები და, წარსულის სევდით განმსჭვალულებმა, მწერლობაში ჰპოვეს ნავსაყუდელი. ასე დაიწყო საქართველოში რომანტიზმის ხანა. XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან კი თერგდალეულთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა გაიშალა.

"ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო", - ლელთ ღუნიას ეს სიტყვები მთავარ იდეად გასდევდა XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ აზროვნებას. "ერის დაცემა მაშინ იწყება, როცა ის თავის წარსულს ივიწყებს", ამიტომაც თერგდალეულები ყოველნაირად ცდილობდნენ ეროვნული სულის გაღვივებას, თითქოს მომავალი დამოუიკიდებლობისთვის ამზადებდნენ ქვეყანას. შექმნეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, გამოუშვეს ქართული ჟურნალ-გაზეთები, აღადგინეს ქართული თეატრი, დააფუძნეს ქართული სათავადაზნაურო ბანკი. 1905 წლიდან კი უკვე აშკარად დაიწყო ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად.

ისევე, როგორც ყველა სხვა იმპერიამ, მეფის რუსეთმაც ამოწურა თავისი ძალები. სახელმწიფოს შიგნით გაჩენილი წინააღმდეგობები 1917 წლის რევოლუციაში გადაიზარდა და საბოლოოდ დაასამარა რომანოვთა სამასწლიანი დინასტია. რუსეთს კავკასიისთვის აღარ ეცალა. საქართველოს ბედის შესაცვლელად ხელსაყრელი დრო დადგა. პირველმა ეს შესაძლებლობა ქართულმა ეკლესიამ გამოიყენა. 1917 წლის მარტში სიონის ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. თავისუფლებამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩა.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნდნენ ქართველი სოციალ-დემოკრატები - მენშევიკები, რომელთაც მანამდე რუსეთის დროებით მთავრობაში სხვადასხვა პოსტი ეკავათ. რევოლუციურ პეტერბურგთან შედარებით თბილისი ოაზისს ჰგავდა, მაგრამ პრობლემებმა აქაც მალე იჩინა თავი. რუსეთის ახალ ხელისუფლებას აღარ სურდა გერმანიასა და თურქეთთან ომის გაგრძელება. კავკასიის ფრონტი დაიშალა, საქართველოს კი თავისი არც ხელისუფლება ჰყავდა და არც არმია, თავი რომ დაეცვა.

მენშევიკებმა 1918 წელს მოიწვიეს სეიმი, რომელსაც ამიერკავკასიის სამივე ქვეყნის მართვა უნდა ედო თავს. სეიმმა გამოაცხადა, რომ ამიერკავკასია რუსეთს გამოეყო. მაგრამ ჩრდილოელმა მეზობელმა "საჩუქარი" მოუმზადა თავისუფლების გზაზე შემდგარ ქვეყნებს. საბჭოთა რუსეთმა ბრესტ-ლიტოვსკში დადო ზავი, რომლითაც ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქებს გერმანიის მოკავშირე თურქებს უთმობდა.

თურქებთან მოსალაპარაკებლად ბათუმში ახალშექმნილი სეიმის მრავალეროვანი დელეგაცია ჩავიდა. მოლაპარაკება, რაღა თქმა უნდა, უშედეგო აღმოჩნდა. თავი იჩინა ამიერკავკასიის ქვეყნების ინტერესთა სხვადასხვაობამაც: თუ საქართველო და სომხეთი ვერ ეგუებოდნენ თავიანთი მიწა-წყლის დაკარგვას, აზერბაიჯანი ერთმორწმუნე თურქეთთან წინააღმდეგობას არ აპირებდა.

როცა საკითხის მოგვარების ყველა იმედი ამოიწურა, ქართულმა დელეგაციამ გამონახა გადარჩენის ერთადერთი გზა - დამოუკიდებლობა. საქართველო არ ცნობდა ბერსტ-ლიტოვსკის ზავს და გერმანიის მოკავშირე გახდებოდა, ხოლო გერმანიის მეორე მოკავშირე, თურქეთი, იძულებული იქნებოდა, შეგუებოდა ვითარებას.

სოციალ-დემოკრატების პოლიტიკური პროგრამა ეროვნული იდეალებისგან შორს იყო, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნის ექვსმა თვემ მათ ცხადად დაანახა, რომ არავითარი ზოგადსაკაცობრიო იდეა არ იდგა მამულიშვილურ ვალზე მაღლა.

აი, რას წერდა მაშინდელი მოვლენების ერთ-ერთი მონაწილე ზ. ავალიშვილი: "ამ განსაკუთრებულ წუთში როგორ არ გვესმინა ისტორიული სტიქიების გუგუნი, როგორ არ ყურადგვეღო იმათი ხმა, ვინც დიდი ხანია აღარ არის... აი, დამოუკიდებლობამ კარზე მოაკაკუნა და როგორ არ შევეგებოთ აღტაცებით! თუ ეს წუთი გავუშვით, რა პასუხი გავცეთ იმათ, ვინც ჩვენს შემდეგ მოვა!.."

და 1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომლის პირველ პუნქტში ეწერა ის, რაზეც საუკუნეების მანძილზე ოცნებობდა უამრავი მამულიშვილი:

"ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა".

ჟურნალი "კარიბჭე", №4, 2004 წ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
სამშაბათი
გალობა ა

ძლისპირი: შემწე და მხსნელ და მფარველ მეყავ მე მაცხოვარებად ჩემდა ესე ღმერთი ჩემი და ვადიდო ესე უფალი მამისა ჩემისა, და აღვამაღლო, რამეთუ დიდებულ-არს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler