ქართული ცრემლი - სიყვარულია...
ქართული ცრემლი - სიყვარულია...
იყო ნამდვილი ქართველი - ნიშნავს: ქართული გიდუღდეს სისხლი, ქართულად გიცემდეს გული და თუნდ მთელი შენი გონება შეცვალონ - მაინც იფიქრო, გიყვარდეს და გწამდეს ქართულად... ვართ კი ჩვენ ქართველები?!

* ნამდვილი ქართველი ევროპაშიც და აფრიკაშიც ქართველია... ჩვენ, "ქართველები" კი საქართველოშივე ევროპელები გავმხდარვართ. რა არის ამაში სახეირო? ფული! ფულის გამო ყველანაირ სიბინძურეს ჩავიდენთ. ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ვუყურებ და მრცხვენია... ახლა მე უცხოეთში ვარ და ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობ. ვუყურებ, როგორ ჩამოდიან საქართველოში იმისათვის, რომ გაერთონ და დრო ატარონ "ქართველ" გოგოებთან...

21 საუკუნის მანძილზე ხმლითა და სისხლით დაცული საქართველო ფულზე იყიდება!!! გაბრწყინდება კი როდისმე?!

* ყველას ერთ ტაფაში ნუ მოაქცევ. ყველაფერი, რაც შენ ჩამოთვალე, დღევანდელობის, XXI საუკუნის ბრალია.

* ბავშვობა, როგორც უმეტესობას, მეც სოფელში მაქვს გატარებული. დიდობაში კი დიდი ხანია აღარ ჩავსულვარ. ერთხელაც, სტუდენტობისას, სამდღიან საშვიდნოემბრო დასვენებაზე, გავუტიე სოფლისაკენ. აბა, უკეთეს ადგილს სად ვიპოვიდი?..

სამტრედიას რომ გასცდა ავტობუსი, გული შემეკუმშა, მომეწურა რაღაცნაირად და ბაგაბუგი დამიწყო. ყელში რაღაც გამეჩხირა და თვალზე ცრემლი მომადგა...

იგივე დამემართა, ბრუკლინში, თეატრ "მილენიუმში" ნადირაშვილის სალამურს რომ ვუსმენდი... ბიჭებმა კინტაური დაუარეს, ქართულად ინარნარეს...

იგივე დამემართა, ვენაში თბილისის თვითმფრინავს რომ ველოდებოდი...

იგივე მემართება, როცა ქართველი ქართველს დაუზოგავად ათახსირებს და ანადგურებს...

ეს ჩემი ცრემლი - სიყვარულია...

ქართველს ქართველის ყოველთვის უნდა ესმოდეს...

* კარგად მესმის შენი... გვაქვს რაღაც ორიგინალური, უცნაური, სულში ჩამწვდომი და გულის გამლღობი... რასაც სიტყვით ვერ გამოხატავ და მარტო მაშინ მიხვდები, როცა ვენაში, პრაღაში ან ნიუ-იორკში "შენ ხარ ვენახს" მოუსმენ შემთხვევით, ან რობაქიძე გაგახსენდება უცებ, ან კიდევ ტერენტი გრანელის ტკბილი სიტყვები ამოგიტივტივდება "რუტინისგან" გაყინულ ტვინში... როცა საშინლად მოგენატრება ბალახის სუნი, წვიმიანი თბილისის ქუჩები, ცხელი შოთი პური, გაზაფხულზე იასამნის სუნი ვერის ქუჩებში და რა ვიცი, კიდევ ათასი რამ...

* ჩემი აზრით, ქართველობა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ეროვნება, შეიძლება დახასიათდეს როგორც "ღირებულებათა თავისებური არქიტექტურა", ღირებულებების იერარქია, უფრო მკაცრად რომ ვთქვათ.

რა ღირებულება, რა ფასეულობაა ჩვენს საფუძველში, კედლებად და გუმბათად რა ადგას ამ ყველაფერს?!

"თავისებური არქიტექტურა"! სწორედ ამის გამო დანარჩენი სამყაროსადმი დამოკიდებულების, მისი აღქმის განსხვავებული ტიპი ყალიბდება და მერე ზოგს - "მრავალჟამიერზე", ზოგს - ვაჟას ლექსზე, მოხევურის მოტეხილ ილეთზე, ზოგს კი ლურჯი ცის ფონზე აზიდული მყინვარწვერის დანახვაზე გვაჟრჟოლებს...

* იყო ქართველი - ძნელია თქვა, რას ნიშნავს ეს. მე ვიტყვი, რას მინდა, ნიშნავდეს.

იყო ქართველი - მინდა, ნიშნავდეს სურვილს - ნებისმიერ ფასად იყო სახელმწიფო, ფასი კი ძალიან დიდი იქნება...

იყო ქართველი - მინდა, ნიშნავდეს - იბრძოლო გამარჯვებისთვის; გამდიდრებისთვის - იშრომო; რომ შექმნა - ისწავლო...

* ქართველია ადამიანი, რომელიც ქართულად აზროვნებს.

ქართველი პატრიოტია, ოღონდ არა სიტყვით!

დედის მოყვარული - არა გინებით!

ჯიგრიანი - მხოლოდ საქართველოში!

თუ ბავშვი უცხო ქვეყნის მოქალაქესთან გაიზარდა - ქართველი ვერ იქნება, რადგან თავისი აღმზრდელივით იაზროვნებს. უცხოეთში დაბადებულ ქართველ ბავშვს თუ შევუნარჩუნეთ სარწმუნოება, ენა და სამშობლოს სიყვარული, ყოველთვის და ყველგან ქართველი იქნება.

მე საქართველოში 1982 წლიდან აღარ ვარ, მაგრამ შვილსაც და შვილიშვილსაც მხოლოდ ქართულად ველაპარაკები...

* 21-ე საუკუნეში ქართველობა ნამდვილად დიდი სირთულეების წინაშე დგას. უჭირს ერსა თუ ბერს... ერთთათვის ქართველობა სუფრასთან ყანწის ბოლო წვეთამდე ჩაცლაა (ნახევარსაათიანი სიტყვის შემდეგ), მეორისთვის კრიმანჭულის განცდაა, მესამისთვის - ხორუმის შეგრძნება, სხვისთვის - მწვადი ან ხინკალი, გნებავთ, საცივი, ზოგისთვის - რუსთაველი, ილია... ცოტასთვის - აფხაზეთის სატკივარი... უმეტესობისთვის კი - ენა, მშობლიური მიწა - მამული, სარწმუნოება... ზოგიერთისთვის - თვითკრიტიკით გამოწვეული სირცხვილი, ზოგისთვის - სიამაყე, სხვისთვის - სამშობლოს წარსულზე ან მომავალზე ფიქრი...

საერთო ჯამში კი ქართველობა ყოველივე ამას ერთად მოიაზრებს. და კიდევ, ეს დიდი ტვირთია, რომლის ტარებამაც არ უნდა დაგღალოს.

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler